"მეფე ერეკლეს დროშია"
"მეფე ერეკლეს დროშია"
ყველა გმირს შვილებივით ჩამოთვლიდა, ყველა გმირის სახელი იცოდა
1774 წელს მეფე ერეკლემ "მორიგე ჯარი" შექმნა და ლეკთაგან შევიწროებულ ქვეყანას პატრონი გაუჩინა. ერთთვიან ჯარში ყველა მიდიოდა - მეფეც, უფლისწულიც, გვარიანიც და უგვაროც. ვაჟკაცობისა და თავდადების მაგალითს მათ პირველ რიგში მეფე ერეკლე აძლევდა. მან 54 წელი იმეფა, მრავალი ბრძოლა გადაიტანა, მრავალი გამარჯვება მოიპოვა, დიდი სახელიც დაიგდო, მაგრამ ამით არ გაამპარტავნებულა, თავი არ განუდიდებია, ისევ რჩებოდა "ობოლთა და ღარიბთა მამად".

ერეკლეს თავისნაირნი, ღვთისა და სამშობლოს ერთგულნი ედგნენ გვერდში. მის თვალწინ ბრძოლებში ბევრი მათგანი მომკვდარა. მეფე ყოველი ომის გადახდის შემდეგ ყველა გმირს შვილებივით ჩამოთვლიდა, ყველა გმირის სახელი იცოდა. ომში თუ რომელიმე გმირს მოუკლავდნენ, თვალთაგან ცრემლი წამოუვიდოდა, გამოუდგებოდა გმირის მკვლელს და მანამდის არ დაცხრებოდა, ვიდრე სამაგიეროს არ გადაუხდიდა. ჩვენც გავიხსენოთ ზოგიერთი მათგანი, რომელთა სახელები ისტორიულმა წყაროებმა თუ ხალხურმა ზეპირსიტყვიერებამ შემოგვინახა.

გოგია პაჭიჭაშვილი. 1729 წელს მეფე თეიმურაზი მტერს ფშავში განერიდა. აქ პატარა კახი შეეთვისა თავის ტოლ გოგია პაჭიჭაშვილს. თამაშობდნენ, ფარიკაობდნენ, მშვილდ-ისრით ნადირობდნენ... თბილისს დაბრუნებისას გოგია თან წამოუყვანია ერეკლეს და მას შემდეგ თან ახლდა ყველა ომში, ინდოეთშიც კი. ინდოეთიდან დაბრუნებულ გოგიას მეფე თეიმურაზმა ერთგულებისთვის უბოძა ბეითალმანი (უპატრონო) სახლ-კარი და სახნავი მიწები მცხეთაში. მას ჩააბარა არაგვის სანაპირო მცხეთიდან დუშეთამდე, იმის ზევით, ჟინვალის ხიდამდე - გივი ბოდაველს, ლეკის მოთამაშე გუნდები რომ არ გამოსულიყვნენ ქართლისაკენ.

გოგია ხამხაძე. მცხეთელი ვაჟკაცი გოგია ხამხაძე ქვეყნის და მეფის ერთგული იყო. 1756 წელს, ღვინობისთვის დამდეგს, წამოვიდა ლეკის ჯარი, მოედო ქართლს. ერთი ნაწილი საგურამოს თავზე დადგა. გოგია ხამხაძე და გივი ბოდბელი მიუხდნენ ვახშმობისას ლეკებს, დაერივნენ ხმალდახმალ და ერთიანად ამოწყვიტეს - მეორე დილით სამი ურემი იარაღი მიართვეს ერეკლეს.

1763 წელს ერთი ხუნძახელი მაჰმადა ბელადი გაზაფხულობით, როცა ხალხი ველ-მინდვრებში იყო სამუშაოდ, მცირე გუნდებით ჩამოიჭრებოდა ქართლში და ქურდულად იკლებდა სოფლებს. მაჰმადას ცხრა ვაჟი ჰყავდა და რომ წამოიზარდნენ, მამას აუხირდებოდნენ ხოლმე: - სხვები დაგყავს გურჯისტანში, ამდიდრებ და ჩვენ შინა ვსხედვართ დედაკაცებივითო. ცემით დაემუქრნენ შვილები. მეტი რა გზა ჰქონდა, გამოუძღვა მაჰმადა შვილებს ქართლისკენ. გადმოიარეს იალნოზე, ჩასაფრდნენ ღართის კარში, იმ საღამოსვე დაიჭირეს ოთხი მუხრანელი ბიჭი და არაგვის პირის ჭალაში დააბეს.

დაღამდა, კაშკაშა მთვარიანი ღამე იყო. ფონთხელიდან გოგია ხამხაძე მოდიოდა. მოსახვევთან შედგა. ამოიღო ხმალი და ფხა უნახა, დუმა გაუსვა და ჩააგო. მაჰმადამ იცნო და შვილები გააფრთხილა: მაგას თავი დაანებეთო. არ დაიშალეს და გოგიას წინ მაჰმადას უფროსი შვილი გადაუხტა. შემოკრა ხმალი გოგიამ და შუაზე გაწყვიტა. გადახტა მეორე, მესამე... მეცხრე... გამოდი, ვინ ხარ მანდაო, - დაჰკივლა გოგიამ. გამოვიდა თვალცრემლიანი მაჰმადა. "ოჰ, მაჰმად, შენა?.. რამდენჯერ გითხარი, აქ არ დაგინახო-მეთქი?" "რა ვქნა, გოგია, შვილებს ვერა გავაგონე რა", - თავი დახარა მაჰმადამ. "ტყვეები თუ გყავთ?" - ჰკითხა გოგიამ. ოთხიო და გაუძღვა ჭალისკენ. ტყვეების დანახვაზე გოგიამ გამოჭრა შოლტი და გული იჯერა იმათი ცემით - რათ დაეჭერინეთო. ამოვიდნენ ზევით და ირიჟრაჟა კიდეც. გოგიამ მაჰმადას უფროსი ვაჟის იარაღი მისცა, დანარჩენი მუხრანელებს დაურიგა და წავიდა მცხეთაში.

1784 წლის მარტის დამდეგს ზაალ გურამიშვილმა ავჭალიდან შეატყობინა ერეკლეს, - 60 ლეკი იალნოზე გადმოსულა და ზედაზენზე დგასო. მეფემ მაშინვე აფრინა შიკრიკი მცხეთაში გოგია ხამხაძესთან. გოგია შეიმოსა ლეკურად, შემოირტყა ხმალი და ზედაზნისკენ გასწია. საყდართან დაენთოთ ცეცხლი ლეკებს. გოგიამ დაულეკურა და მიუჯდა გვერდით. პატარა ხანს უკან უკიჟინა - ამ სიცივეში რაზე ვიხოცებითო? დაავლო ხელი მუგუზლებს, შეირბინა საყდარში და გააჩაღა ცეცხლი. ლეკებიც მიჰყვნენ და მიუსხდნენ ცეცხლს. გოგიამ იდროვა, გამოვიდა გარეთ, ჩადგა გარედან კარებში და შესძახა ლეკებს - გამოდით, თქვე წუნკლებოო, და მომხვდურთ სათითაოდ თავები დააყრევინა... დააჭრა ყველას ცერ-სალოკი მარჯვენა, ჩაყარა გუდაში და გასწია მეფესთან. ერეკლემ დაუმადლა და ორი აბაზი გადაუგდო გოგიას - მუდამ ეგრე ბეჯითი და დაუზარელი იყავიო.

მღვდელი გიორგი ლარაძე. 1748 წელი იდგა. აბდულა-ბეგმა ქვეშის დამორჩილება სცადა. მღვდელი გიორგი ლარაძე თავისი 80-კაციანი მრევლით ქვეშის ციხეში გამაგრდა. ბევრს ეცადა აბდულა-ბეგი, მაგრამ ვერაფერი დააკლო მოძღვარს - "სანამ ბატონი ერეკლე ცოცხალია, მე სხვას ვერ ვეყმობიო".

ამ დროს ქართლში თეიმურაზი მეფობდა, კახეთში კი მისი ძე ერეკლე. ერეკლემ 1747 წელს დაამარცხა მოცილე - ყრმობიდანვე გათათრებული იესე ალი-ყული ხანის ძე აბდულა-ბეგი. მღვდელი გიორგი ასე მოგვითხრობს იმ დროის ამბებს თავის ანდერძში: "თეიმურაზ მეფე რომ სპარსეთში წაბრძანდა, 10 მაისს, 1747 წელს, შახნადირთან, სამეფო ერეკლეს დაუტოვა სამართავად, რაშიც აბდულა-ბეგსაც უნდა დაკითხებოდა. სხვათა შორის, იახლა ქაიხოსრო სარდალი, სომხით-საბარათიანოს ჯანიშინი. იმის შვილს, რევაზ სარდალს, ისე შეუველ (მოვეწონე), რომ ყოველივე იმათის ყმისა და მამულის მეურნეობა მე მქონდა და აბდულა-ბეგმა რომ სომხით-საბარათიანო გაიერთგულა, მან დრო იხელთა და ქართლის სამეფოს ხელში ჩაგდება მოინდომა. მე იმჟამად ქვეშის ციხეში დავრჩი ოთხმოცის კაცით, მოურავიც ვიყავი ქვეშისა; იმჟამად აბდულა-ბეგმა ხანჯარის გარმოდგომით (იარაღით) მოინდომა ქვეშის ციხის წართმევა და ხან მრავალის დიდებისა და პატივის აღთქმით, მაგრამ მინდოდა სანატრელის ცხებულის მეფის თეიმურაზისთვის ჩემი ერთგულება გამომეცხადებინა და ჩემი თავი იმისის სიყვარულისათვის დავსდევ ჭეშმარიტად... აბდულა-ბეგი ქალაქის ასაღებად რომ წამოვიდა, ქრისტეს შეწევნით, ბატონმა გაიმარჯვა, აბდულა-ბეგი დამარცხდა... მიბრძანა სანატრელმა ბატონმან - შენგან ვალდებული ვარ და ამისთვის პატრების საყდარი და სასახლე მიბოძებია შენთვის და იქ უნდა დადგეო".

მჭადიჯვართან. 1754 წელს, მარიამობის თვეში, გადმოვიდა ხუნძახის ბატონი ნურსალბეგი დიდი დაღესტნის ჯარებით კახეთში. აქედან გადავიდნენ არაგვზე, აიკლეს ანანურამდე, აიღეს დუშეთის ციხე, კობი და მიადგნენ მჭადიჯვარს. მიეშველნენ მეფენი (თეიმურაზი და ერეკლე), ჭილურტის მხრიდან შემოებნენ და გაიმარჯვეს. სირცხვილეული გაიქცა ხუნძახის ბატონი ოციოდე კაცით დაღესტანში. ამ ბრძოლის დროს საშინელი სიცხე-პაპანაქება იდგა. მჭადიჯვრის გალავანში გამაგრებული ხალხი შეწუხდა, ლეკებმა საფრები ზედ გალავნის ძირში მიიტანეს. ამ დროს გლეხმა ცქირიაშვილმა თავისი 60 თვალი სკა ფუტკარი აიტანა გალავანზე და გადაყარა ლეკის ჯარში. ფუტკარი დაეხვია ჯარს და ერთიანად არია. ამავე დროს ცქირიაშვილის ცოლი დარეჯანი გამოუხდა და ზედიზედ შვიდი საფარი დაუწვა ლეკებს.

ზაალ ანდრონიკაშვილი. ოსმალ-ლეკთა წინააღმდეგ ბრძოლაში ზურგში დაჭრილა მარტყოფის მოურავი ზაალ ანდრონიკაშვილი. ჭრილობა გართულებია და კუზად ქცევია.

1777 იანვრიდან დარეჯან დედოფალმა მადნეულის ამუშავებით სარგებელი ნახა და უბრძანა ველისციხის მოურავს სვიმონ ჯანდიერს და კუჭატნისას - გარსევან ვაჩნაძეს, გაეახლებინათ ძველი სააბრეშუმო ჩარდახები. მოატანინა აბრეშუმის ჭიის საუკეთესო თესლი, დაურიგა სოფლელ დედაკაცებს და ვინც კარგად მოუვლიდა ჭიას და მეტ აბრეშუმს მოიყვანდა, წყალობას შეჰპირდა. ასევე მოიქცა მარტყოფშიც. დაიწყეს დედაკაცებმა ყარაიიდან ფურცლის ურმებით ზიდვა, მაგრამ ერთ ქარავანს 1781 წლის მაისში ლეკები დაესხნენ თავს და ათი დედაკაცი ტყვედ გაირეკეს. გაიგო ეს მარტყოფის მოურავმა, კუზიანმა ზაალ ანდრონიკაშვილმა. დაიძახა, მდევარიო და გამოუდგა ლეკებს. მიეწია დედოფლისწყაროსთან, ერთიანად ამოჟლიტა მოთარეშეები, ტყვეები და ნადავლი დაიბრუნა. ამ უბედურების გამო რუსთველმა ეპისკოპოსმა აკრძალა (შეკრა) აბრეშუმის მოყვანა მარტყოფში და მხოლოდ წმინდა ალექსანდრე ეპისკოპოსმა გახსნა (აკურთხა) 1886 წელს.

მღვდელი იესე მაჭავარიანი. მეფე ერეკლეს 1764 წელს წყალობის სიგელი უბოძებია გმირისთვის, მღვდელ იესე მაჭავარიანისთვის. მისი წინაპარი, იმერელი აზნაურიშვილი, მღვდლად გაუზრდია ერეკლე I-ის ცოლს, ანა დედოფალს. ის ემსახურებოდა ერეკლე I-საც და თეიმურაზ II-საც. იესეც ბრძოლასა თუ მშვიდობაში სულ მუდამ თან ახლდა ერეკლეს. ერთხელ ქიზიყში დაღესტნელები და ჭარელნი გადმოვიდნენ სალაშქროდ. ქართველები დაედევნენ, ყარაღაჯამდე მიჰყვნენ. ალაზნისა და ივრის შესაყარში ძნელად გასასვლელმა არხმა შეაფერხა ჯარი. ამ დროს მოვიდა მამა იესე და კადნიერად შესძახა მეფეთ: - ღვთივ განძლიერებულნო, რატომ არ მიუშვებთ მტერზე ამ შეჭურვილ მხედრებსო. რომ ნახა, არხი ღრმა იყო, სასწრაფოდ მოიტანა ბარი, გაკვეთა მიწა და გზა გაავაკა. მალევე მიეწივნენ მტერს და გაიმარჯვეს. მამა იესეს მკლავიც გაუმამაცურებია აზატ-ხანის წინააღმდეგ, ყოფილა მჭადიჯვრის ბრძოლაშიც და მაშინაც, როცა ქართლ-კახელთა და იმერელთა გაერთიანებულმა ლაშქარმა მტერზე გაიმარჯვა. მამა იესე ყველგან მხნედ იყო, სამღვდელო მსახურებითაც მსახურებდა და იარაღსაც ხმარობდა. როგორც მეფე თეიმურაზი, ასევე ერეკლე "ქალაქს გარეთ მყოფობაში" აღსარებას მამა იესესთან ამბობდნენ. სწორედ ამ ერთგულების გამო მეფე ერეკლემ მღვდელ იესეს უბოძა ამოწყვეტილი თავადის, სვიმონიშვილის ნაქონი მამული მთითა და ბარით.

მღვდელი ქრისტეფორე კეჟერაშვილი-ბადრიძე. მამა ქრისტეფორე მარტყოფელი ყოფილა, მეფე ერეკლეს კარის ეკლესიის მღვდელი. 1749 წელს მეფე თეიმურაზს თან ახლდა ერევანში ლაშქრობისას, შემდეგ იერუსალიმში წასულა, მესტამბეობა უსწავლია, სამშობლოში დაბრუნებულა და 14000 საღმრთო წიგნი დაუბეჭდავს. მისთვისვე დაუვალებიათ აღა მაჰმად-ხანის მიერ დამწვარი სტამბის აღდგენა. მამა ქრისტეფორე ერთგული ყოფილა მეფე ერეკლესი. ავადმყოფ მეფეს მეტეხში ყოფნისას ორმოცი დღე და ღამე მუხლჩაუხრელად ემსახურა. როცა აღა მაჰმადმა ტფილისი დაწვა, დატყვევებული ქართველების ნაწილი განჯის ხანს ჰყავდა. მეფე ერეკლემ მეორე წელიწადს გაილაშქრა განჯაზე ტყვეთა გასათავისუფლებლად და განჯის ხანზე შურის საძიებლად - ის იყო მიზეზი დედაქალაქის აოხრებისა. ქართველებმა განჯის ციხე აიღეს. მოიარეს სახლები და დუქნები, სადაც დამალული ჰყავდათ ტყვეები და 3700 ქრისტიანი სამშობლოში დააბრუნეს.

მეფე ერეკლეს ცხედარს თელავიდან მცხეთაში უამრავი ხალხი გამოჰყვა, მაგრამ ძველ დედაქალაქსა და ერთობით ქართლში მაშინ შავი ჭირი მძვინვარებდა და არაგვის მარცხენა სანაპიროზე შედგნენ, შიშით მცხეთაში ვერავინ შეჰყვა. მაშინ მამა ქრისტეფორემ მეფე გიორგის მოახსენა - მე შევყვებიო. მცხეთაშიც ბევრი არავინ დახვედრია ცხედარს. მამა ქრისტეფორე ემსახურა მეფე ერეკლეს საფლავს, შინიდან ძმა დაიბარა პურ-ღვინით და საკლავით. აღდგომის დღეს, წირვის შემდეგ, სამთავროში "წესისამებრ მართებული აღაპი" გადაუხადა მეფეს და გახიზნული მცხეთელებიც დაპატიჟა...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.06.2024
ამ ვრცელი წერილის დაწერა ჩემი სოფლის და საქართველოს მთის სიყვარულმა გამაბედინა, სადაც უზრუნველი ბალღობის წლები გავატარე.
02.06.2023
ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა "სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე
24.05.2022

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

20.05.2022
საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი,
08.02.2022

მეფე დავით აღმაშენებელი - (1125 წ. 24 იანვარი)


თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.

25.01.2022
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს.
07.01.2022
შესავალი
ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად
13.12.2021
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა".
29.11.2021
ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყისწყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
02.10.2021
მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat