მეფე გლახაკთა მოწყალე და სამართლის მომქმედი
მეფე გლახაკთა მოწყალე და სამართლის მომქმედი
ურიცხვმა აჯანყებამ ქართლში თანდათან შეარყია არაბთა ბატონობა. X საუკუნის მეორე ნახევარში მათი ხელისუფლება მხოლოდ თბილისსა და მის შემოგარენსღა სწვდებოდა. ნელ-ნელა ძალას იკრებდნენ ქართული სამთავროები. სამხრეთ საქართველოსთან ერთად ანგარიშგასაწევი ძალა ხდებოდა კახეთისა და აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს) სამეფოებიც, თუმცა საბოლოო გაძლიერებაში სამივეს შიგა დაპირისპირებები უშლიდა ხელს. სამხრეთ საქართველო ტაოსა და კლარჯეთის სამთავროებად იყო დაყოფილი, კახეთის მმართველ კვირიკე ქორეპისკოპოსს საკუთარი აზნაურები აუჯანყდნენ, ხოლო აფხაზეთის მეფე დემეტრემ ტახტისთვის ბრძოლაში საკუთარ ძმას თვალები დასთხარა, თუმცა მემკვიდრე არ დარჩა და მისი სიკვდილის შემდეგ ტახტზე მაინც უსინათლო და უძლური თეოდოსი ავიდა.

როგორც არაერთხელ მომხდარა, ყველა ქართული სამთავრო ახლაც პირველობას იჩემებდა და ქვეყნის გულის, ქართლის, დაუფლებას ცდილობდა. ისინი ჯგუფ-ჯგუფად ერთიანდებოდნენ ერთმანეთის წინააღმდეგ, თუმცა დღევანდელი მოკავშირეები ხვალ შეიძლებოდა ერთიმეორის პირისპირ აღმოჩენილიყვნენ. ამ ბრძოლაში ქართველთა ქიშპობით გათამამებული თბილისის ამირა და სომეხი მთავრებიც ჩაერთვნენ.

ურთიერთქიშპობამ და გაუტანლობამაც ვერ შეუშალა ხელი ქართველ მეფეთა სანუკვარი ოცნების ასრულებას - ქვეყნის გაერთიანებას. უფლის ნებით, X საუკუნის დასასრულს პოლიტიკურ სარბიელზე გამოჩნდა სიბრძნითა და ღირსებით გამორჩეულ პიროვნებათა ჯგუფი, რომელთაც ქვეყნის მომავალი მეტად უღირდათ, ვიდრე პირადი ამბიციები. განსაკუთრებული ღვაწლი მათ შორის ქართლის მმართველსა და აფხაზთა მეფის ნაცვალს იოანე მარუშისძეს მიუძღვის. იგი ჭკვიანი და ქვეყნის ბედზე მზრუნველი კაცი იყო და ხედავდა, რომ აფხაზთა უსინათლო მეფე აზნაურთა ხელში სათამაშოდ ქცეულიყო, კახეთი კი შინააშლილობის გამო ქვეყნის გაერთიანებას ვერ იტვირთავდა. ამ ვითარებაში ქვეყნის გადარჩენა ტაოს მფლობელ დავით კურაპალატზე უკეთ არავის შეეძლო.

მტკიცე და ძლიერი ხასიათის დავით კურაპალატი არა ოდენ საქართველოში, მის ფარგლებს გარეთაც მაღალი სულიერებითა და ზნეობით იყო განთქმული. სწორედ მას მიმართა იოანე მარუშისძემ და შესთავაზა "რათა აღიღოს ქართლი; ანუ თვით იპყრას, ანუ მისცეს ბაგრატს, ძესა გურგენისასა".

შორსმჭვრეტელი და ჭკვიანი იოანე მარუშისძე ტყუილად როდი განიზრახავდა ბაგრატის გამეფებას; საქმე ის იყო, რომ დავითს ვაჟი არ ჰყავდა და მემკვიდრედ ნათესავი, თავისივე გაზრდილი ბაგრატი ეგულებოდა. ბაგრატის მამა, გურგენი, დავით კურაპალატის ბიძაშვილი იყო, დედა, გურანდუხტი, კი - აფხაზთა უსინათლო მეფის, უშვილო თეოდოსის და. ამიტომ ბაგრატი მამითა და მამობილით სამხრეთ საქართველოს სამეფოს კანონიერ მემკვიდრედ ითვლებოდა, ხოლო დედით - აფხაზეთისა და ქართლისა. თუ ორივე ტახტზე მისი დასმა მოხერხდებოდა, ქვეყნის გაერთიანებაც ბუნებრივად და სამართლიანად მოხდებოდა.

დავით კურაპალატს მოეწონა ეს წინადადება და 975 წელს თავისი ლაშქრით ქართლისაკენ დაიძრა. ქვახვრელთან მას იოანე მარუშისძე შეეგება და უფლისციხე გადასცა. დავითმა ქართლის სამეფო "მიუბოძა ბაგრატს", მაგრამ რაკი ის ჯერ სრულწლოვანი არ იყო, თანაგანმგებლად მამა დაუნიშნა. ტაოში დაბრუნების წინ დავით კურაპალატმა შეკრიბა ქართლის აზნაურები და გამოუცხადა: "ესე არს მკვიდრი ტაოსი, ქართლისა და აფხაზეთისა, შვილი გაზრდილი ჩემი, და მე ვარ მოურავი მისი და თანაშემწე, ამას დაემორჩილენით ყოველნი". მაგრამ თავნებობას ჩვეულ ქართლელ აზნაურთა დამორჩილება ასე იოლი როდი იყო!@სამი წლის შემდეგ "შეითქუნენ აზნაურნი ქართველნი (ვითარცა არს ჩვეულება მათი)", კახელების დახმარებით უფლისციხე აიღეს და მცირეწლოვანი ბაგრატი დედ-მამასთან ერთად დაატყვევეს. დავით კურაპალატს კიდევ ერთხელ მოუხდა ქართლში გალაშქრება და გათავისუფლებული შვილობილის კვლავ ქვეყნის ტახტზე დასმა.

ამასობაში იოანე მარუშისძე ბაგრატის გასამეფებლად ნიადაგს აფხაზთა სამეფოშიც ამზადებდა. მან დაიყოლია უსინათლო თეოდოსის უძლური მმართველობით დაღლილი დიდებულები და მათი თანხმობითა და მხარდაჭერით დავით კურაპალატის შვილობილმა 978 წელს აფხაზთა მეფის გვირგვინიც დაიდგა. ამ დღიდან გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე გახდა ბაგრატ III ბაგრატიონი, და "იწყო მან განგება სამეფოისა თვისისა მსგავსად პაპისა თვისისა გიორგისა ანუ დავით აღმზრდელისა თვისისა".

34 წელი იმეფა ბაგრატ III-მ. დაიწყო იმით, რომ თავისი ბიძა, უსინათლო თეოდოსი, ტაოში, დავით კურაპალატთან გაგზავნა. შემდეგ თავგასულ აზნაურებს მიხედა, "ურჩნი თვისნი შეცუალა დიდებისაგან, ადგილთა მათთა განადიდნა ერთგულნი და მოსწრაფედ მორჩილნი ბრძანებათა მისთა". დაიწყო საქართველოს გაერთიანების, განმტკიცებისა და გაძლიერებისათვის ბრძოლის წლები, ეპოქა ომებისა და აღმშენებლობისა.

ქართული მატიანე ბაგრატ III-ს "დიდ მეფედ" მოიხსენიებს. დავით კურაპალატის აღზრდილი მართლაც მტკიცე ხასიათისა და შეურყეველი ნების პატრონი გამოდგა. მას არაერთი დაბრკოლების გადალახვა მოუხდა ქვეყნის გაერთიანების გზაზე: ბრძოლით ჩაახშო ქართლის ფეოდალთა კიდევ ერთი აჯანყება, რომელსაც ქავთარ ტბელი მეთაურობდა; დაამარცხა ქვეყნის გაერთიანების მოწინააღმდეგე ერისთავი რატი ბაღვაში და დაეუფლა კლდეკარის საერისთავოს; შემოიერთა ტაოს ჩრდილოეთი ნაწილი - შავშეთი, კლარჯეთი, სამცხე, ჯავახეთი; დაიკავა კახეთ-ჰერეთი; დაიმორჩილა რანის მმართველი ფადლონი და აიძულა, ხარკი ეხადა. ბაგრატ III-მ ჩაუყარა საფუძველი გაერთიანებული საქართველოს სამეფო ტახტზე ბაგრატიონთა მრავალსაუკუნოვან ხელმწიფობას. პირველად საქართველოს ისტორიაში მისი სამეფო ტიტული ასე ჟღერდა: "მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა და ყოვლისა აღმოსავლეთისა დიდი კურაპალატი". ბაგრატ მეფის მფლობელობის გარეშე დარ-ჩა მხოლოდ თბილისი, რომელსაც კვლავ არაბი ამირა მართავდა. ერთიანი ქართული სახელმწიფოს დედაქალაქი უძველესი ქუთაისი გახდა.

ომითა და ძლიერი არმიით დიდი ქვეყანაც კი შეიძლება დაიპყრო და დაიმონო, მაგრამ მისი ძალით გაერთიანების მცდელობა დასაღუპავადაა განწირული. ყველაზე პატარა ქვეყნისთვისაც კი გაერთიანება მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ მის ცალკეულ ნაწილებს მნიშვნელოვანი რამ აქვთ საერთო. ასეთ ღერძს კი ქართული სამთავროებისთვის სარწმუნოება წარმოადგენდა. მართლმადიდებლობას უდიდესი როლის შესრულება შეეძლო გარეშე მტრებთან გამუდმებით მებრძოლი საქართველოს გამთლიანებასა და ერთიან სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში. ამიტომ განსაკუთრებული მოწიწებით ეპყრობოდა ბაგრატ III ქვეყნის მთლიანობის მძლავრ იარაღს - ქართულ ეკლესიას. მეფის ბრძანებით ათონის მთიდან ჩამოჰქონდათ ექვთიმე ათონელის თარგმნილი საღვთო წიგნები, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შეკეთდა და ხელახლა აშენდა მრავალი დაზიანებული ეკლესია, აიგო მანამდე არნახული მშვენიერებისა და სიდიადის ტაძრები. იმ ეპოქისაა ბედიის ტაძარი აფხაზეთში, ბაგრატის ტაძარი ქუთაისში, ნიკორწმინდა რაჭაში. ქართული ეკლესიისა და სამწყსოს ზრდას იმ ეპოქაში პირუთვნელად მოწმობენ "სამღვდელმოძღუარონი".

დასრულდა ქართველური ტომებისგან ერთიანი ქართველი ერის ჩამოყალიბების პროცესი. მკვიდრი საფუძველი დაედო ქვეყნის მომავალ ძლიერებას, მის დიდ სულიერ აღმავლობას. სწორედ X საუკუნეში გაჩნდა ტერმინები "ქართველი", "საქართველო".

ბაგრატ III, "მეფე გლახაკთა მოწყალე და სამართლის მომქმედი ყოველთა კაცთათვის", 1014 წელს ტაოში, ფანასკერტის ციხესიმაგრეში გარდაიცვალა. განსვენებულის სურვილის თანახმად, იგი მის მიერვე აგებულ ბედიის ტაძარში დაკრძალეს.

მოამზადა
ერეკლე ბიბიჩაძემ
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.06.2024
ამ ვრცელი წერილის დაწერა ჩემი სოფლის და საქართველოს მთის სიყვარულმა გამაბედინა, სადაც უზრუნველი ბალღობის წლები გავატარე.
02.06.2023
ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა "სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე
24.05.2022

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

20.05.2022
საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი,
08.02.2022

მეფე დავით აღმაშენებელი - (1125 წ. 24 იანვარი)


თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.

25.01.2022
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს.
07.01.2022
შესავალი
ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად
13.12.2021
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა".
29.11.2021
ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყისწყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
02.10.2021
მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat