თავადაც ღრმად მორწმუნე ქრისტიანი იყო და სამეფოშიც სარწმუნოებისადმი ერთგულებას ამკვიდრებდა
თავადაც ღრმად მორწმუნე ქრისტიანი იყო და სამეფოშიც სარწმუნოებისადმი ერთგულებას ამკვიდრებდა
"დიდი კურაპალატი დავით ჩვენი დროის ყველა ხელმწიფეს აღემატებოდა ლმობიერებითა და მშვიდობისმოყვარე გულით. დავითმა დაამყარა მშვიდობა და კეთილწესიერება ყველა აღმოსავლეთის ქვეყანაში, განსაკუთრებით - სომხეთსა და საქართველოში. მან შეწყვიტა ომები, რომლებიც გამუდმებით იჩენდა თავს ყოველი მხრიდან, და გაიმარჯვა გარშემო მცხოვრებ ყველა ხალხზე".
სტეფანოზ ტარონელი,
X საუკუნის სომეხი ისტორიკოსი

როცა ვერაგულად მოკლული აშოტ კურაპალატის შვილები წამოიზარდნენ, ბიზანტიის კეისარმა კურაპალატობა შუათანა ძმას, ბაგრატს, მიანიჭა, ხოლო "ძმანი მისნი ყოველნი და დიდებულნი ხელმწიფენი მორჩილ ექმნნეს საღმრთოისა ძმობისა სიყუარულითა".

ამ დროს თვით არაბ დამპყრობელთა შორის განხეთქილებამ იჩინა თავი. გაძლიერებულმა თბილისის ამირამ, საჰაკ ისმაილის ძემ, ურჩობა დაუწყო ხალიფას. არაბებმა ზედიზედ რამდენიმეჯერ გამოგზავნეს საქართველოში ჯარი თავგასული ამირას დასასჯელად. ბაგრატ კურაპალატი მოხერხებულად სარგებლობდა არაბთა ურთიერთმტრობით და საკუთარ სამფლობელოს აფართოებდა. საჰაკის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებისათვის მან არაბთაგან ქართლიც კი მიიღო. ბაგრატს არც უმცროსი ძმა გუარამი ჩამორჩებოდა. ის მოუღალავად "ჰბრძოდა სარკინოზთა" და თუმცა "ზოგჯერ სძლის გუარამ და ზოგჯერ - სარკინოზთა", ბაგრატოვანმა "ჯავახეთი, თრიალეთი, ტაშირი, აბოცი და არტანი" მაინც დაიპყრო.

ასე თანდათან იბრუნებდნენ აშოტის ძეები სარკინოზთა მიერ წართმეულ მამისეულ სამფლობელოებს. მემატიანის თქმით, "ხოლო რაჟამს სრულ ჰასაკ იქმნეს იგინი, კუალადცა მისცა ღმერთმან მათვე იგი ნაქონები მამისა მათისა".

მაგრამ, როგორც არაერთხელ მომხდარა, ძალაუფლებისა და სამფლობელოებისთვის ბრძოლამ დაპირისპირებამდე მიიყვანა მათი შთამომავლობა და IX საუკუნის დასასრულს ერთ დროს ძლიერი "ქართველთა სამეფო" ტაოსა და კლარჯეთის სამთავროებად დაიყო.

X საუკუნის მეორე ნახევარში ტაოს სამეფო ტახტზე ბაგრატ კურაპალატის შთამომავალი - დავით III ავიდა. ის ისტორიაში დავით დიდი კურაპალატის, ერისთავთ ერისთავის, ქართველთა მეფის სახელითაა ცნობილი. დავით კურაპალატი მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა იმ დროის ახლო აღმოსავლეთში. არა მარტო საქართველოში, არამედ სომხეთში, საბერძნეთსა და არაბეთშიც ცნობილი იყო მტკიცე და ძლიერი ხასიათით. თანამედროვენი დავითის პიროვნულ ღირსებებსაც დიდ პატივს მიაგებდნენ. "იყო პირველად ღვთის-მოყვარე, გლახაკთ მოწყალე, მდაბალი, მშვიდი და ძვირ-უხსენებელი, ტკბილი, უხვი და კაცთ-მოყვარე", - ასე ახასიათებს მას მემატიანე. სწორედ პიროვნული თვისებებით მოახერხა დავით კურაპალატმა მეზობელ ქვეყნებში ატეხილი ომების დაცხრობა - იმდენად დიდი ყოფილა მისდამი პატივისცემა და მოწიწება, რომ ყველა, დიდებისა და ძალაუფლებისთვის შინა თუ გარე ომებში ჩართული, ყურად იღებდა მის სიტყვას და საკუთარი ნებით ემორჩილებოდა.

დავით კურაპალატის მეფობისას ტაოში მშვიდობიანობისა და აღმშენებლობის ხანა დამყარდა. სამეფომ განვითარებაში მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია. ჭკვიანმა და შორსმჭვრეტელმა მეფემ ფართო ეკონომიკური კავშირები დაამყარა მეზობელ ქვეყნებთან. ტაოს მოხერხებულმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ იგი აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნებს შორის მნიშვნელოვან სავაჭრო გზად აქცია, ვაჭრობის გამოცოცხლების კვალდაკვალ კი აღდგა არაბთა ბატონობის დროს შეწყვეტილი ქართული მონეტის მოჭრაც.

დავით კურაპალატი თავადაც ღრმად მორწმუნე ქრისტიანი იყო და სამეფოშიც სარწმუნოებისადმი ერთგულებას ამკვიდრებდა. მეფის ხელშეწყობით აიგო ოშკის, ხახულისა და პარხლის დიდებული ტაძრები, ტაოს სამონასტრო ცენტრებში გადაიწერა და ითარგმნა საეკლესიო მწერლობის არაერთი ძეგლი. ათონის მთაზე მოღვაწე ქართველ მამებს დავით კურაპალატი საგანგებოდ უკვეთავდა ქართულ წიგნებს. ტაოში ფართოდ გაშლილმა სამონასტრო ცხოვრებამ მრავალს აღუძრა უფლის სამსახურისათვის სიცოცხლის მიძღვნის სურვილი. ქვეყნის ყველაზე წარჩინებული დიდებულებიც კი უარს ამბობდნენ საერო ცხოვრებაზე და მონასტერში მიდიოდნენ. ამის მაგალითია დავით კურაპალატის მხედართმთავრების, ვარაზ-ვაჩე ჩორდანელისა და თორნიკე ერისთავის, ბერად აღკვეცა. წმინდა ბერებმა, ამიერიდან უკვე იოვანე მთაწმინდელმა და იოვანე თორნიკ-ყოფილმა, ათონის მთაზე მოღვაწეობის ჟამს უფრო მეტი გააკეთეს სამშობლოსთვის, ვიდრე ერისკაცობაში, ძლევამოსილი მხედართმთავრობის დროს.

დავით კურაპალატს ღმერთმა არგუნა უდიდესი მისია, გამხდარიყო საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბების მთავარი შემოქმედი. როცა არაბთა ბატონობის შესუსტებამ და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურმა განვითარებამ დაქუცმაცებულ ქართულ სამთავროთა შერწყმის აუცილებლობა მოიტანა, დავითმა ჯერ ქართლში, ხოლო შემდეგ აფხაზეთში თავისი შვილობილი, ბაგრატი, გაამეფა, რითაც საფუძველი ჩაუყარა საქართველოს გაერთიანებას.

დავით კურაპალატს სამართლიანობითა და გულმოწყალებით უცხოეთშიც გაუვარდა სახელი. როცა ბიზანტიის გარდაცვლილი იმპერატორის რომანოს II-ის მცირეწლოვან მემკვიდრეებს აზიურ პროვინციათა სპარსელი მმართველი ბარდა სკლიაროსი აუჯანყდა, დედოფალმა თეოფანიამ დახმარებისთვის სწორედ დავითს მიმართა. "ჩვენი შემწე დავით კურაპალატისგან კიდე არავინ არს", - უთქვამს ქვრივს. ბიზანტიელებმა ტაოს მეფესთან დესპანად ათონის მთაზე ბერად აღკვეცილი თორნიკე ერისთავი გამოგზავნეს, რადგან იცოდნენ მისდამი დავითის სიყვარული. მართლაც, "იხილა რაი იგი კურაპალატმან, ფრიად განიხარა და წიგნები მეფეთაი მიითვალა".

მრავალი უსამართლობა და ჩაგვრა გამოუვლია პატარა საქართველოს, მაგრამ არასოდეს არავის მიუტანია გულთან მისი განსაცდელი, არასოდეს არავინ დახმარებია უთანასწორო ომებში. სხვაგვარად მიიღო ერთმორწმუნე ქვეყნის გასაჭირი დავით კურაპალატმა. მეფემ 12 000 ქართველი მეომარი გაგზავნა მცირეწლოვან უფლისწულთა დასახმარებლად. ყველაზე ძნელი სარდლობაზე თვით თორნიკეს დაყოლიება გამოდგა. საერო ცხოვრებისაგან განდგომილ იოვანე თორნიკ-ყოფილს სიკვდილზე მეტად უმძიმდა ხმლის ხელახლა აღება, მაგრამ დავითის თხოვნაზე უარის თქმა ვერ შეძლო.

979 წელს მდინარე ჰალისის პირას გამართულ ბრძოლაში გაანადგურეს ქართველებმა ბარდა სკლიაროსის ჯარი. ომის ველზე მოპოვებული დიდძალი ალაფი ბიზანტიის სამეფო კარმა ქართულ ჯარსა და იოვანე თორნიკ-ყოფილს უწყალობა (სწორედ ამ სახსრებით აიგო ათონის მთაზე ქართველთა მონასტერი ივერონი), დავით კურაპალატს კი მადლიერების ნიშნად საბერძნეთის "ზემონი ქუეყანანი" გადაეცა სამართავად, თუმცა ამ ტერიტორიების დიდი ნაწილი თავად ტაოს მეფეს უნდა გაეთავისუფლებინა სპარსელთაგან... დავითს იმედი ჰქონდა, შემოერთებულ ქვეყნებს ერთიანი საქართველოს სამეფოს უანდერძებდა და ენერგიულად შეუდგა მაჰმადიანებთან ბრძოლას, მაგრამ ბასილი კეისარი ამ ტერიტორიების სამემკვიდრეოდ გადაცემას არ აპირებდა. ამიტომ როცა ბიზანტიაში კიდევ ერთი აჯანყება მოხდა, დავით კურაპალატი ამბოხებულ ბარდა ფოკას მიემხრო. აჯანყება დამარცხდა და დავითს ბიზანტიის კეისრისათვის პატიების თხოვნა და თავისი სამფლობელოების მისთვის ანდერძით დატოვება მოუხდა. იგი ამის შემდეგაც დაუღალავად იბრძოდა ახალი მიწების გასათავისუფლებლად და დამპყრობელთაგან დახსნილ მამულებში თავის ქვეშევრდომ ქართველებსა და სომხებს ასახლებდა.

შევიწროებულმა მაჰმადიანებმა 998 წელს ადარბადაგანის ამირა მამლანის მეთაურობით გაერთიანებული ლაშქრობაც კი მოაწყვეს ტაოზე. ამ დროს დავით კურაპალატი უკვე ძალზე ხანდაზმული იყო და ომში მონაწილეობა არ მიუღია. მისი სპასალარის, გაბრიელ ოჩოპინტრეს ძის, ხელმძღვანელობით ქართველთა და სომეხთა მცირერიცხოვანმა ლაშქარმა სასტიკად დაამარცხა სპარსელთა 100000-იანი მხედრობა.

დავით კურაპალატი 1001 წელს ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა. მიუხედავად კეისრისათვის მიცემული პირობისა, მას კიდევ ჰქონდა იმედი, რომ მამაპაპეულ სამფლობელოს მაინც თავის შვილობილს, ბაგრატს, დაუტოვებდა. ქართლის აზნაურთა წინაშე მან ბაგრატ III ტაოს მემკვიდრედ გამოაცხადა, მაგრამ ცბიერმა ბასილი II-მ ტაოცა და "ზემორე ქუეყანანიც" სამართავად ბერძენ მოხელეს ჩააბარა.

მოამზადა
ერეკლე ბიბიჩაძემ
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.06.2024
ამ ვრცელი წერილის დაწერა ჩემი სოფლის და საქართველოს მთის სიყვარულმა გამაბედინა, სადაც უზრუნველი ბალღობის წლები გავატარე.
02.06.2023
ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა "სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე
24.05.2022

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

20.05.2022
საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი,
08.02.2022

მეფე დავით აღმაშენებელი - (1125 წ. 24 იანვარი)


თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.

25.01.2022
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს.
07.01.2022
შესავალი
ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად
13.12.2021
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა".
29.11.2021
ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყისწყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
02.10.2021
მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat