იეჰოველთა სწავლებით, სრულ ზეციურ ცხონებას მხოლოდ 144 ათასი მართალი შეძლებს
იეჰოველთა სწავლებით, სრულ ზეციურ ცხონებას მხოლოდ 144 ათასი მართალი შეძლებს
საგუშაგო კოშკის საზოგადოება - იეჰოვას მოწმეები
(გაგრძელება)
იეჰოველთა სწავლებით, სრულ ზეციურ ცხონებას მხოლოდ 144 ათასი მართალი შეძლებს (რიცხვი მათ იოანე ღვთსმეტყველის გამოცხადებაში ამოიკითხეს). თურმე ისინი იეჰოვამ დამხმარე ძალად განუწესა ზეციური მხედრობის ხელმძღვანელს - ქრისტეს. გაუგებარია ერთი რამ: - ეს რიცხვი სწრაფად შეივსო, იეჰოველთა რიცხვი კი მილიონებს ითვლის.

30-იან წლებშივე დასჭირდათ რასელის მიმდევართ ამ წინააღმდეგობისათვის ახსნის მოძიება და "ახსნეს" კიდეც: პირველი აღდგომის შემდეგ ხსენებული 144 ათასი მხოლოდ სულიერ (და არა ფიზიკურ) სხეულებს მიიღებს და ზეცად იქნება აღტაცებული (იეჰოველთა აზრით, მათი უმეტესობა უკვე ზეცაშია, დანარჩენი რამდენიმე ათასი კი დედამიწაზე ქადაგებს), დანარჩენთ კი შედარებით დაბალი ხარისხის აღდგომა მოელით - განახლებული ფიზიკური სხეულებით დამკვიდრდებიან ამქვეყნიურ სამოთხეში, მიირთმევენ ბანანს, ფორთოხალს და პალმებს შორის კეთილ ვეფხვებთან, ლომებთან და გველებთან ერთად ისეირნებენ (ყველაზე გავრცელებული სურათია იეჰოველთა გამოცემებში).

"რა შეიძლება აღდგეს მას შემდეგ, რაც მოკვდა? გარდაცვლილის სხეული ვერ აღდგება. ვინც დედამიწაზე საცხოვრებლად აღდგება, იმ სხეულებს ვერ მიიღებენ, რაც წინა ცხოვრებაში გააჩნდათ. სავარაუდოდ, ის სხეული გაიხრწნა და მიწას დაუბრუნდა.

დროთა განმავლობაში მკვდარი სხეულის ელემენტები, ალბათ, სხვა ცოცხალი ორგანიზმების შემადგენელ ნაწილებად იქცა. შესაბამისად, ღმერთი იმავე სხეულს კი არა, იმავე ადამიანს აღადგენს, რომელიც მიიცვალა. ზეცაში მიმავალს ღმერთი ახალ სულიერ სხეულს მიანიჭებს, დედამიწაზე საცხოვრებლად აღდგომილს კი - ახალ ფიზიკურ სხეულს. უეჭველია, ეს ახალი ფიზიკური სხეული პირვანდელის მსგავსი იქნება და მას ახლობლები იცნობენ".

***
ასე რომ, აღმდგარი და ზეცად დამკვიდრებული იეჰოველები არსებითად განსხვავებულნი იქნებიან მათგან, ვისაც ახალ მიწაზე მაძღარი მონობა მოელის. აქ სამუშაო დღე 4 საათზე მეტს არ გაგრძელდება, მათი საცხოვრისი მოხერხებული იქნება, საკვები კი - მაღალხარისხიანი და ყველა ბედნიერი იქნება. 144 ათასი მათ ზეციდან ქრისტესთან ერთად უწინამძღვრებს, დედამიწის მკვიდრნი კი უსიტყვო მორჩილებაში იქნებიან და ყველა ვალდებულებას კეთილსინდისიერად აღასრულებენ.

ბოროტი ადამიანები "არმაგედონისას" განადგურდებიან და მხოლოდ "დამჯერენი" გადარჩებიან. ახალ მსოფლიოში ყველაფერი კარგად იქნება, მისი მკვიდრნი "უწმინდურთაგან" დაცლილ სახლებში დასახლდებიან და მათი ქონებით ისარგებლებენ. ყველგან სიცილი და ოხუნჯობა დაისადგურებს და ადამიანები თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის მძიმე ტვირთისგან გათავისუფლდებიან.

ასე გაგრძელდება ათას წელიწადს, შემდეგ კი ყველა უსჯულო აღდგება საბოლოო განადგურებისათვის საშინელ სამსჯავროზე, იეჰოველთა უშფოთველი ცხოვრება კი უსასრულოდ გაგრძელდება. მთელ ამ გულისამაჩუყებელ იდილიაში ღმერთისთვის ადგილი არც კი მოიაზრება.

ზიარების უფლება მხოლოდ მათ აქვთ, ვინც ხელმეორედ მოინათლა ზეციური ნათლობით და მირონი იცხო (სწორედ ხსენებული 144 ათასი).

ზიარება იეჰოველებთან მხოლოდ წელიწადში ერთხელ ტარდება. ეს გახლავთ ერთადერთი დღესასწაული, რომელსაც ისინი ცნობენ. ეს დღე გახლავთ ებრაული პასექი, ანუ ნისანის თვის მეთოთხმეტე დღე, რომელიც არა ქრისტეს აღდგომის, არამედ მისი გარდაცვალების მოგონებაა.

***
1950 წელს გამოქვეყნდა იეჰოველთა ბიბლიის ინგლისურენოვანი თარგმანი სახელწოდებით "ახალი მსოფლიოს თარგმანი", რომელშიც შეცვლილია იმ ადგილების დიდი რაოდენობა, სადაც საუბარია მაცხოვრის ღვთაებრიობის შესახებ. ამასთან, სიტყვები "თეოს" და "კირიოს" ("ღმერთი" და "უფალი") თითქმის ყველგან "იეჰოვათია" ჩანაცვლებული. რასაკვირველია, მთარგმნელთა სახელები უცნობია და მითითებულია, რომ იგი "მმართველმა კომპანიამ" შეასრულა.

რუს იეჰოველებს დიდი ხნის მანძილზე არ მიუწვდებოდათ ხელი ხსენებულ თარგმანზე. თუ რომელიმე თქვენგანს ოდესმე მოუწევს "იეჰოვას მოწმეებთან" საუბარი, ჰკითხეთ, ბიბლიის რომელ თარგმანს იყენებენ.

რამდენიმე წლის წინ რუს იეჰოველებს რატომღაც შეუყვარდათ არქიმანდრიტ მაკარის (გლუხარევი) თარგმანი, რომელსაც წყაროდ მოუთითებდნენ და ხელახლა გამოსცეს კიდეც. სპეციალისტთა აზრით, ხსენებული თარგმანის საკუთარ გამოცემაში დიდი რაოდენობის ცვლილება და ნაყალბევი შეიტანეს.

2001 წელს, გაყალბებაში მხილების შემდგომ, კი იეჰოველები ხსენებულ ნაშრომს, როგორც წყაროს, აღარ უთითებდნენ და კვლავ სინოდალურ თარგმანს დაუბრუნდნენ. 2001 წლის მიწურულს რუსულ ენაზე, როგორც იქნა, გამოჩნდა ჩვენ მიერ ზემოთ ნახსენები "ახალი სამყაროსეული" ახალი აღთქმა (ძველი აღთქმა "ახალ სამყაროს" ჯერ არ უთარგმნია), ამიტომ ყველა ადგილობრივი იეჰოველი იწონებს თავს "ჰიბრიდული" (სინოდალური და "ახალსამყაროსეული") გამოცემით.

***
"იეჰოვას მოწმეებს" ორი ფესვი ასაზრდოებთ - ადვენტიზმი და მეცხრამეტე საუკუნის მიწურულის ამერიკული პოპულიზმი.

ადვენტიზმის ფუძემდებელი ამერიკელი ბაპტისტი უილიამ მილერია, მცირე განათლებით (სკოლის კლასი), ხელმოკლე ოჯახიდან, რომელსაც ძალზე უყვარდა კითხვა. 35 წლამდე იგი აგნოსტიკოსი იყო, წმინდა წერილის აქტიური შესწავლის შემდგომ კი ბაპტისტი გახდა. თუმცა, თვითნასწავლი ადამიანების უმეტესობის მსგავსად, არც მას გააჩნდა რაიმე სისტემა და ამიტომ თითიდან გამოწოვილი თეორიების თხზვას მიჰყო ხელი.

მილერი ნუმეროლოგიით დაავადდა და აქტიურად იწყო ქვეყნიერების აღსასრულის თარიღის გამოთვლა და გამოთვალა კიდეც, ხოლო როდესაც მაცხოვრის სიტყვები შეახსენეს, რომ არავინ უწყის ეს დღე და ჟამი მისი მეორედ მოსვლისა, უპასუხა: - დღეს და ჟამს კი არა, წელიწადს ვწინასწარმეტყველებო, თუმცა, არაერთი მცდელობის მიუხედავად, შეცდა.

ასეთ დროს ზოგი სექტას ტოვებს, ზოგი კი მარცხის მიზეზს ეძებს და "ახსნეს" კიდეც: - დიდი იმედგაცრუების შემდგომ მილერის ერთგულ მიმდევარ ჰაირემ ედსონს პურის ყანაში სეირნობისას "საღვთო გამოცხადება" ჰქონდა: - უფლის მოსვლა მართლაც მოხდა, მაგრამ ზეცაში, ქრისტე ზეციური ტაძრის წმიდათაწმიდაში შევიდა, სადაც შესვლა აქამდე აკრძალული ჰქონდა და "გამოძიების სამსჯავრო" იწყო - თითოეული ქრისტიანის ცხოვრების გამოძიება...

სწორედ ამაში მდგომარეობს ადვენტისტთა საკვანძო სწავლება (შაბათი დღის დაცვისა და სულის ხორცთან ერთად მოკვდავობასთან ერთად), რომელშიც იეჰოველთა ფესვები უნდა ვეძიოთ.

ყველაზე მსხვილი თანამედროვე ადვენტისტური სექტის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა "წინასწარმეტყველმა" ელენ უაიტმა, ჩვეულებრივმა გოგონამ, რომელსაც 15 წლის ასაკში ვიღაცამ სახეში უზარმაზარი ქვა ესროლა...

სიკვდილს კი გადაურჩა, მაგრამ უცნაური გულყრები დასჩემდა, რომელთაც "ზეციურ გამოცხადებებს" უწოდებდა...

ხსენებული გამოცხადებები გამოქვეყნებულია და ბიბლიასთან ერთად ადვენტისტებში სარწმუნოებრივი სწავლების წყაროდაც კი ითვლება, თუმცა, თანამედროვეთა დამოწმებით, ამ "გამოცხადებათა" დიდი ნაწილი სხვა წყაროთა დაუფარავი პლაგიატი იყო.

***
სექტის მეორე ფესვია მეცხრამეტე საუკუნის მიწურულის ამერიკული პოპულისტური მოძრაობა.

პოპულისტ ლიდერთა მტკიცებით, მთავრობა ერთიანი, კორუმპირებული სისტემაა, რომელსაც მდიდართა კლასი, ანუ ოლიგარქია აკონტროლებს და უბრალო ადამიანთა ნაშრომს ითვისებს, ადამიანს კი სანაგვისთვის იმეტებს. ამ ერთიანი სახელმწიფო მანქანის ნაწილებად განიხილებოდნენ მსხვილი, ტრადიციული ეკლესიები და დენომინაციები.

ახალშექმნილი სექტაც, რომელსაც შემდგომ "იეჰოვას მოწმეები" ეწოდა, გარე სამყაროს მტრად აღიქვამდა, რომელსაც, უპირველესად, ინსტიტუციონალიზებული ცრუ სწავლებები, ამქვეყნიურ მთავრობათა ტირანია და უზარმაზარ საწარმოთა მიერ ადამიანთა ჩაგვრა წარმოადგენდა.

იეჰოველთა ამ პროტესტმა ძალზე ბევრი უბრალო ადამიანის გული შეძრა, რომელთაც ყოველდღიურობა მძიმე ტვირთად აწვათ მხრებზე.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
24.12.2020
იეღოვას მოწმეთა სექტამ თავის ყოველწლიური ოფიციალური სტატისტიკა და 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.
07.07.2020
ბოლო დროს ფეისბუქში ვრცელდება ე.წ. "სიცოცხლის სიტყვის" ნეოორმოცდაათიანული სექტის ლიდერის - მამუკა ძებისაშვილის ვიდეო მიმართვა.
19.12.2013
ტოტალიტალური სექტები
ჯერ კიდევ ე. წ. "პერესტროიკამდე", 70-იან წლებში, საბჭოთა კავშირში რამდენიმე მუნიტი დასავლურ ფერმათა წარმომადგენლის სტატუსით იატაკქვეშ მუშაობდა.
10.10.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
მუნიზმის, ისევე, როგორც ნებისმიერი სპირიტისტული მოძრაობის თანახმად
26.09.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
შესაქმის არსი სამ აღთქმაში მდგომარეობს, რომელთაც მუნი "განვითარების პერიოდის სამ თანმიმდევრულ ეტაპზე გაცხადებულ კურთხევებად" იხსენიებს...
12.09.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
მუნიტთათვის მათი უმთავრესი წიგნი, სახელად "ღვთაებრივი პრინციპი", უკანასკნელი და ახალი გამოცხადებაა.
29.08.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
მუნის მოძრაობა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, სპირიტისტული აღორძინების ფონზე აღმოცენდა.
15.08.2013
"მოძღვრებასა მრავალსახესა და უცხოსა ნუ შეიწყნარებთ"
(ებრ. 13,9).
15.08.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
მუნიტთა (იგივე მუნისტების) ორგანიზაცია ქრისტიანობისაგან ნასესხებ რამდენიმე ტერმინში შეფუთული
18.07.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალური სექტები
საენტოლოგია
გაგრძელება
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat