თანამედროვე ”ენათა ნიჭი”
თანამედროვე ”ენათა ნიჭი”
”ქრისტიანული ორგანიზაცია ”საქართველოს ამერიკელი მეგობრები” გიწვევთ ლექციათა ციკლზე ”ღმერთი, საღმრთო წერილი, ადამიანი”, იოანეს სახარების თავისუფალი გაცემით; 13, 14, 15 ივლისს, 17.00 საათზე, აბრეშუმის საქსოვი კომბინატი (გურამიშვილის პრ. #64, მ. ”ღრმაღელე”)” - ქუჩაში ვინმეს ასეთი შინაარსის ”მოსაწვევი” რომ მოეცა თქვენთვის, საეჭვოა, მიმხვდარიყავით, თუ რომელ კონფესიასთან გქონდათ საქმე. ეს არცაა გასაკვირი - ნებისმიერი სექტა იცავს ანონიმურობის პრინციპს - ცდილობს, ადამიანი მანამდე ჩაითრიოს, სანამ ის მის შესახებ რამეს შეიტყობს. ამიტომაც, როცა ვხედავთ, რომ ქუჩაში (ან სადმე სხვაგან) რომელიმე სექტის მიმდევარი ვინმეს ”მოძღვრავს”, ჩვენი ქრისტიანული ვალია, მივიდეთ და ის მაინც ავუხსნათ მსხვერპლს, რომ სექტანტს ესაუბრება. თუმცა თვით სექტანტსაც სჭირდება დახმარება - მის ცნობიერებას ტოტალიტარული სექტა აკონტროლებს, მას დათრგუნული აქვს პიროვნული ნება და, ამ აზრით, თავადაც მსხვერპლია. მაგრამ როცა სექტანტთან ვსაუბრობთ, თეოლოგიური ცოდნის გარდა თვით ამ სექტის შესახებ ინფორმაციაც გვჭირდება.

ზემომოყვანილი ”მოსაწვევი ბარათი” ეკუთვნის ორმოცდაათიანელთა სექტას, რომელიც XX ს-ის დასაწყისში აშშ-ში წარმოიშვა. ”ორმოცდაათიანელთა თანამედროვე მოძრაობას... დაბადების სავსებით ზუსტი თარიღი აქვს: ახალი, 1901 წლის წინადღე, საღამოს 7 საათი. მანამდე ცოტა ხნით ადრე მეთოდისტი პასტორი კანზასის შტატის ქ. ტოპეკიდან, ჩარლზ პერჰემი... მოწაფეებთან ერთად გულმოდგინედ სწავლობდა ახალ აღთქმას, რათა სამოციქულო ქრისტიანობის ძალის საიდუმლოს ჩასწვდომოდა. ბოლოს და ბოლოს მოწაფეები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ეს საიდუმლო ”ენებზე ლაპარაკი” იყო, რომელიც, მათი აზრით, ყოველთვის თან ახლდა სულიწმიდის მიღებას ”საქმე მოციქულთაში”. პერჰემმა და მისმა მოწაფეებმა გადაწყვიტეს, ლოცვა მანამდე არ შეეწყვიტათ, სანამ ”სულიწმიდით ნათლობას”, მასთან ერთად კი ”ენებზე ლაპარაკის” ნიჭს არ მიიღებდნენ. 1900 წლის 31 დეკემბერს ისინი დილიდან საღამომდე ამაოდ ლოცულობდნენ, ვიდრე ერთ-ერთმა ქალიშვილმა არ ივარაუდა, რომ ამ ექსპერიმენტს ერთი დეტალი - ხელდასხმა - აკლდა. პერჰემმა ქალიშვილს თავზე ხელი დაადო და მანაც უმალვე დაიწყო ლაპარაკი ”უცნობ ენებზე”. სამ დღეში უამრავი ასეთი ”ნათლისღება” ჩატარდა, მათ შორის - თვით პერჰემისა და თორმეტი სხვადასხვა აღმსარებლობის მღვდლისა, და ყოველ მათგანს ”ენებზე ლაპარაკი” ახლდა თან. მალე ამ მოძრაობამ მთელი ტეხასი მოიცვა, განსაკუთრებული წარმატება კი ლოს-ანჯელესში მდებარე ზანგების პატარა ეკლესიაში მოიპოვა. მას აქეთ იგი მთელ მსოფლიოში გავრცელდა და 10 მილიონი მიმდევარი ჰყავს”, - წერს მღვდელმონაზონი სერაფიმ როუზი თავის წიგნში ”მართლმადიდებლობა და მომავლის რელიგია”.

ორმოცდაათიანელთა ანუ ქარიზმატულმა (”ქარიზმა” ბერძნულად ”მადლს” ნიშნავს) მოძრაობამ მიზნად დაისახა, თანამედროვე პროტესტანტულ საზოგადოებაში ის ”სულიერი ნიჭები” აეღორძინებინა, რომლებიც მოციქულებმა სულიწმიდის გარდამოსვლის დღეს მიიღეს, კერძოდ, ”ენებზე მეტყველება” - სხვა ენაზე ლაპარაკის უეცრად მიღებული უნარი. ეს ახალი მოძრაობა მალე გახდა პოპულარული და ცოტა ხანში აშშ-ის სხვადასხვა რეგიონში ორმოცდაათიანელთა გაერთიანებები ჩამოყალიბდა. მათ მალე ბაპტისტებისა და მეთოდისტების ზოგი საკრებულო შეუერთდა. ამერიკიდან ეს მოძრაობა ევროპაში გავრცელდა, I მსოფლიო ომის პერიოდისთვის კი - რუსეთშიც.

ორმოცდაათიანელები ასწავლიან, რომ ”მონათვლისა” და ლოცვის შედეგად, ისევე, როგორც მოციქულებზე, მათზეც გადმოდის სულიწმიდა და ისინი იღებენ სხვადასხვა ენაზე მეტყველების სასწაულებრივ ნიჭს. ამგვარი ”მადლმოსილი ნიჭების” მისაღებად ორმოცდაათიანელები სხვადასხვა ხერხს მიმართავენ: თავიანთ შეკრებებზე, ერთობლივი მედიტაციების დროს, ლოცვების უნისონური გამღერებით, მელოდიის რიტმში ფეხებით ბაკუნით და ტაშის აყოლებით (თანამედროვე ორმოცდაათიანელთა ”ღვთისმსახურება” ხომ რიტმული მუსიკის ფონზე მიმდინარეობს), ”ალილუიასა” და ”ამინის” შეძახილებით და ა.შ. საკუთარი თავი ექსტაზამდე მიჰყავთ, ტრანსში ვარდებიან (გონება ებინდებათ), ხელები უკანკალებთ, ისტერიულად კივიან, კვნესიან, უაზრო სიტყვებს გაიძახიან და ამ მდგომარეობას სულიწმიდის მოქმედებას მიაწერენ. ”გაურკვეველ ბურტყუნს შიგადაშიგ ტირილი ერევა. რამდენიმე ადამიანი მუხლებზე ეცემა და უაზროდ გოდებს. ისინი, თითქოს დამუნჯდნენო, სიტყვების ნაცვლად რაღაც გაურკვეველ ცხოველურ ბგერებს გამოსცემენ. შეშლილი, არაადამიანური სახეები... უაზრო მოძრაობები”, - ასე აღწერს ორმოცდაათიანელთა ლოცვას ყოფილი სექტანტი ი. გამყრელიძე, ასევე ყოფილი ორმოცდაათიანელი ნ. გამრეკელი კი წერს: ”ორმოცდაათიანელები რიტუალისა და ლოცვის დროს ფსიქიკურად არანორმალურ მდგომარეობაში იმყოფებიან. კარგად მახსოვს მათი სახეები, თვალდახუჭულნი, უაზრო ”უცხო ენაზე” რომ ლაპარაკობენ, ხელებს ჰაერში ასავსავებენ, მთელი ტანით არაადამიანურ მოძრაობებს აკეთებენ. სხეულის ყოველი კუნთი დაძაბული აქვთ”. გამოკვლეულია, რომ ყოველივე ეს ადამიანის ჯანმრთელობასა და ნერვულ სისტემაზე მძიმე ზეგავლენას ახდენს.

მაინც რას წარმოადგენს თანამედროვე ”ენათა ნიჭი”?

მიუხედავად იმისა, რომ ორმოცდაათიანელები თავგამოდებით ცდილობენ, ხელოვნურად გამოიწვიონ თავიანთ თავში ”ენათა ნიჭი”, მსგავსიც კი არაფერი გამოსდით იმ სასწაულისა, როცა მოციქულებზე სულიწმიდა გარდამოვიდა. ჭეშმარიტ ენათა ნიჭზე ”საქმე მოციქულთას” პირველი თავები მოგვითხრობს, ხოლო ენებზე მეტყველების არსისა და დანიშნულების შესახებ წმინდა პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ ეპისტოლეს მეთორმეტე-მეთოთხმეტე თავებში წერს. ენათა ნიჭი აუცილებელი იყო მოციქულთათვის, რათა სახარება წარმატებით გაევრცელებინათ სხვადასხვა ხალხში. ამ სასწაულებრივი ნიჭის მიღების შემდეგ მოციქულებს შეეძლოთ, ყველა ეროვნების ადამიანთათვის მათივე ენაზე ექადაგათ. ამის წყალობით ეკლესიამ სწრაფად დაიწყო გავრცელება. მაგრამ, როგორც ეკლესიის ისტორია გვიჩვენებს, სხვადასხვა ქვეყანაში თანდათან გამოჩნდნენ ადგილობრივი ქრისტიანი მქადაგებლები, რომლებიც, ცხადია, მშობლიურ ენაზე ქადაგებდნენ სახარებას, და ენათა ზებუნებრივმა უნარზე მოთხოვნილება შემცირდა. უკვე წმინდა ირინეოს ლიონელის (III ს.) დროს ენათა ნიჭი იშვიათ მოვლენად იხსენიება. როგორც ნეტარი ავგუსტინე (IV-Vსს) წერს, ქრისტიანობის ადრეულ ხანაში ”მორწმუნეებზე გარდამოვიდა სულიწმიდა და ისინი მეტყველებდნენ ენებზე, რომლებიც არასოდეს ესწავლათ, რადგან სულიწმიდა ანიჭებდა მეტყველების უნარს. ეს იყო იმ კონკრეტულ დროსთან დაკავშირებული ნიშნები. ეს მადლი უნდა გამჟღავნებულიყო ყველა ენაზე, რათა დაემოწმებინა, რომ უფლის სახარება ყველა ენაზე და დედამიწის ყოველ კუთხეში იქადაგება. ეს ნიჭი მოცემულ იქნა ნიშნად და ამან უკვე ჩაიარა”.

კორინთელთა მიმართ პავლე მოციქულის ეპისტოლეს მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ენებზე მეტყველების უნარი სხვებზე მეტად სწორედ ამ ეკლესიაში იყო განვითარებული. ენათა ნიჭი გახლდათ ერთ-ერთი სულიერი ძღვენი, რომლითაც ჯილდოვდებოდა ზოგიერთი ქრისტიანი ნათლობისა და თავზე მოციქულთა ხელდასხმის შემდეგ. მაგრამ ყველა მათგანს როდი შეეძლო ამ ნიჭის სწორად გამოყენება. პავლე მოციქული აფრთხილებდა კორინთელ ქრისტიანებს, რომ ამ ნიჭით არადანიშნულებისამებრ სარგებლობა მიუღებელი იყო. საქმე ის გახლდათ, რომ საზოგადო ლოცვისას კორინთელი ქრისტიანები უცხო ენებზე ლაპარაკს მაშინ იწყებდნენ, როცა ეს სრულებით არ იყო საჭირო. პავლე მოციქულის განმარტებით, ”ენები ნიშნებია არა მორწმუნეთათვის, არამედ ურწმუნოთათვის” (I კორ. 14:22), ე.ი. ენათა ნიჭი წარმართთათვის, მათ ქრისტიანობაზე მოსაქცევად ეძლევა ადამიანს და არაა განკუთვნილი მონათლულთათვის. მოციქულთა თავი უხსნის კორინთელებს, რომ ენათა ნიჭი არაფრით აღემატება სხვა ნიჭებს, რომლებიც შეიძლება უფრო მეტადაც კი სჭირდებოდეს ადამიანს, და ურჩევს, ენათა ნიჭის ნაცვლად ღმერთს რწმენით, მოთმინებით, მარხვით, სიყვარულით, სიბრძნითა და სხვა ამგვარი სულიერი მადლით გამდიდრება შესთხოვონ.

მოციქულთა დროის ენებზე მეტყველებასა და თანამედროვე უმისამართო ”ქარიზმატულ” ლაპარაკს შორის არსებითი განსხვავებაა. მოციქულთა დროს ქრისტიანებს ზეგარდმო მადლით ენიჭებოდათ სხვადასხვა, მაშინ არსებულ ხალხთა ენებზე ლაპარაკის უნარი. ეს იყო დანაწევრებული ადამიანური მეტყველება, რომელსაც მისიონერი ქადაგებისას იყენებდა. ამ ჭეშმარიტი მადლის საპირისპიროდ, ორმოცდაათიანელთა ”ენებზე ლაპარაკი” უაზრო და ხშირად დაუნაწევრებელი ბგერების ერთობლიობაა, რომელიც მონაცვლეობს ჩურჩულიდან ხმამაღალ შეძახილებამდე. ამ ფაქტს ორმოცდაათიანელები თავადაც აღიარებენ, თუმცა იქვე პოულობენ გამოსავალს - მათი თქმით, ეს ბგერები ”სამოთხის მცხოვრებთა” ენაა. მაგრამ მათი მოსმენისას ყოველი გონიერი ადამიანი მიხვდება, რომ ეს ”ენა” ნერვული აღგზნების, ტრანსისა და ჰალუცინაციების ნაყოფია. ამიტომ სექტანტები მკრეხელობენ, როდესაც თავიანთ ხელოვნურად გამოწვეულ ეგზალტაციას ღვთაებრივ ნიშნად მიიჩნევენ. ამას გარდა, ლოცვაში ამგვარი ექსტაზის ძიება ადამიანის ვნებებისა და სიამაყის ნიშანია. სექტანტები, რომლებიც არად აგდებენ მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის სულიერ გამოცდილებას, მღვდლობასა და წმინდა საიდუმლოებებს, ”მადლის მოხვეჭას” საეჭვო და საშიში მეთოდებით ცდილობენ. აქედან წარმოდგება სწორედ თავის მოტყუება ანუ ხიბლი, რომლის შესახებ ეკლესიის მამები გამუდმებით გვაფრთხილებენ. ჩვენ, როგორც მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა, ვიცით, რომ სულიწმიდის ჭეშმარიტი ნიჭები არ ეძლევა მას, ვინც ქრისტეს ეკლესიის გარეთ დგას. წმინდა თეოფანე დაყუდებული წერს, რომ სულიწმიდის ნიჭები ადამიანს მიეცემა მირონცხების საიდუმლოს აღსრულებისას, რომელიც მოციქულთაგან დამკვიდრდა ხელდასხმის სანაცვლოდ. ”ყველას, ვინც მოინათლა და მირონი ეცხო, გვაქვს ნიჭნი სულიწმიდისა... რომელიც შესაძლოა ყველა ჩვენგანში არ მჟღავნდებოდეს”. მართლმადიდებელი ეკლესია კი გვაძლევს შესაძლებლობას, ეს ნიჭები ავამოქმედოთ. ”და სხვა გზა არ არსებობს... მირონცხების გარეშე, ისევე, როგორც მოციქულთაგან ხელის დადების გარეშე, სულიწმიდა არასოდეს გადმოსულა და არც გადმოვა”.

ორმოცდაათიანელები ატარებენ სხვა რიტუალებსაც: წყლით ”ნათლობას”, პურის გატეხვას, ფეხთბანას. პურის განტეხვის (”ზიარების”) დღეს პურს ნაწილებად ტეხენ, ყოველი დამსწრე თითო ნატეხს ჭამს და საერთო ჭიქიდან სვამს ”ღვინოს”, რომელიც ხშირად არაფრით განსხვავდება იმ სასმლისგან, კოკა-კოლას ბოთლებში რომ ასხია. ამის შემდეგ რიტუალის მონაწილენი ერთმანეთს ფეხებს ბანენ. ცხადია, ყოველივე ეს საიდუმლო სერობის მკრეხელური პაროდიაა.

პროტესტანტული წარმომავლობის გამო ორმოცდაათიანელები უარყოფენ სამოციქულო ეკლესიას, წმინდა გარდამოცემას, წმინდანთა პატივისცემას, ღვთისმშობელს, მარხვას, ჯვრისა და ხატის თაყვანისცემას, მიცვალებულთათვის ლოცვას, სანთელს, საეკლესიო საიდუმლოებებს, მღვდლობას, ბერმონაზვნობას და სხვ. მათ ეკლესიაში მონათლული ადამიანი წარმართად, ”მოუნათლავად” მიაჩნიათ და ხელმეორედ ”ნათლავენ”.

საქართველოში ორმოცდაათიანელთა სექტა XX ს-ის 40-იან წლებში შემოვიდა და 90-იან წლებამდე მხოლოდ მცირერიცხოვან დაჯგუფებას წარმოადგენდა. ამჟამად ორმოცდაათიანელთა სხვადასხვა მიმდინარეობას საქართველოში რამდენიმე ათასი მიმდევარი ჰყავს, რომლებიც აქტიურ პროზელიტურ საქმიანობას ეწევიან. სექტის ლიდერი საქართველოში ოლეგ ხუბაშვილია. ბოლო წლებში ორმოცდაათიანელები გამოსცემდნენ გაზეთ ”მშვიდობა თქვენდას”, რომელსაც არსის შესანიღბავად ”დამოუკიდებელი ქრისტიანული გაზეთი” ეწერა. სექტა რეგისტრირებულია ისანი-სამგორის რაიონის სასამართლოს მიერ 1998 წელს.

ორმოცდაათიანელთა მიერ გამოცემული ლიტერატურა არცთუ იშვიათად თბილისის წიგნის მაღაზიებშიც შეგხვდებათ. ამ ანონიმურად გამოცემულ სექტანტურ წიგნებს ზოგჯერ ასეთივე ანონიმური ”მოწოდება” ახლავს: ”გსურთ დაესწროთ ქრისტიანთა ღვთისმსახურებას? მობრძანდით მისამართზე...” ორმოცდაათიანელთა მიერ გავრცელებულ ერთ-ერთ ასევე ანონიმურ პროპაგანდისტულ ფურცელში, სათაურით ”მამა, ძე და სულიწმიდა - განახლებული ცხოვრების წყარო”, ნათქვამია: ”თუ ვინმეს გსურთ ლოცვით თანადგომა თქვენს საჭიროებებზე, განთავისუფლება ავადმყოფობისაგან ან მეტი ინფორმაციის მიღება ქრისტიანობის შესახებ, გთხოვთ, მოგვმართოთ: ნაძალადევი, ბეჟანიშვილის ქუჩა #2, II სართ. ყოველ კვირას 13 სთ. უფალმა დაგლოცოთ!” ამგვარად, ”ქრისტიანობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად” საკუთარი ფეხით მისული ადამიანი სექტის შეკრებაზე აღმოჩნდება, სადაც მოისმენს ”გარემიქსებულ” ლოცვებს ცეკვის თანხლებით. ამ სექტანტურ დისკოთეკას მოსდევს ხანგრძლივი ქადაგება და ზემოთ აღწერილი ”განკურნების” სეანსები. შეკრების დასასრულს მქადაგებელი ან სექტის ლიდერი აცხადებს: ”თუ არის თქვენს შორის ვინმე, ვინც პირველად ესწრება, გამოდით წინ!” თუ ერთხელ მოტყუებული მეორედაც მოტყუვდა და სცენაზე ავიდა, მქადაგებელი ხელს დაადებს მას, ”ილოცებს”, დაბნეულ ”მსხვერპლს” პროტესტანტული მრწამსის მიღების სიტყვებს წარმოათქმევინებს და მოუწოდებს, ხშირად იაროს სექტის შეკრებაზე.

ქრისტეს მოციქულთა და წმინდა ნინოს მიერ მოქცეულ ჩვენს ქვეყანაში ორმოცდაათიანელები, რომლებიც ქართველთა გარკვეული ნაწილის რელიგიური გაუნათლებლობით სარგებლობენ, აქტიურად ცდილობენ მართლმადიდებელთა გადაბირებას, მომავალში კი, როგორც სექტის ლიდერთა ქადაგებებიდან ჩანს, მათ საქართველოს ტერიტორიაზე ფართო ”მისიონერული” საქმიანობის გაშლა და ათასობით ქართველის სექტის ადეპტებად გადაქცევა აქვთ განზრახული.

საბედნიეროდ, ჩვენთვის საპირისპირო მაგალითებიც ცნობილია - ბოლო წლების მანძილზე ორმოცდაათიანელთა სექტის ზოგიერთი მიმდევარი (მათ შორის - სექტის ერთ-ერთი ლიდერი) სინანულით დაუბრუნდა მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღს. როგორც უწმიდესი და უნეტარესი, პატრიარქი ილია II ბრძანებს, ”ღმერთმა ინებოს, რომ მთელი საქართველო მივიდეს ეკლესიაში! ღმერთმა ინებოს, რომ მთელი საქართველო განიწმინდოს ცოდვებისგან და ჩვენ ვიყოთ ერთი სამწყსო უფლისა და უფალი ჩვენი იესო ქრისტე იყოს მწყემსი ჩვენი!”
ბეჭდვაელფოსტა
08.01. 2021
ნაზი
უფალმა გაკურთხოთ
სხვა სიახლეები
24.12.2020
იეღოვას მოწმეთა სექტამ თავის ყოველწლიური ოფიციალური სტატისტიკა და 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.
07.07.2020
ბოლო დროს ფეისბუქში ვრცელდება ე.წ. "სიცოცხლის სიტყვის" ნეოორმოცდაათიანული სექტის ლიდერის - მამუკა ძებისაშვილის ვიდეო მიმართვა.
19.12.2013
ტოტალიტალური სექტები
ჯერ კიდევ ე. წ. "პერესტროიკამდე", 70-იან წლებში, საბჭოთა კავშირში რამდენიმე მუნიტი დასავლურ ფერმათა წარმომადგენლის სტატუსით იატაკქვეშ მუშაობდა.
10.10.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
მუნიზმის, ისევე, როგორც ნებისმიერი სპირიტისტული მოძრაობის თანახმად
26.09.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
შესაქმის არსი სამ აღთქმაში მდგომარეობს, რომელთაც მუნი "განვითარების პერიოდის სამ თანმიმდევრულ ეტაპზე გაცხადებულ კურთხევებად" იხსენიებს...
12.09.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
მუნიტთათვის მათი უმთავრესი წიგნი, სახელად "ღვთაებრივი პრინციპი", უკანასკნელი და ახალი გამოცხადებაა.
29.08.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
მუნის მოძრაობა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, სპირიტისტული აღორძინების ფონზე აღმოცენდა.
15.08.2013
"მოძღვრებასა მრავალსახესა და უცხოსა ნუ შეიწყნარებთ"
(ებრ. 13,9).
15.08.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
მუნიტთა (იგივე მუნისტების) ორგანიზაცია ქრისტიანობისაგან ნასესხებ რამდენიმე ტერმინში შეფუთული
18.07.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალური სექტები
საენტოლოგია
გაგრძელება
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat