"უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია"
"უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია"
გაგრძელება
სმიტისა და რიგდონის მასონურ ლოჟაში კურთხევის მერე მასონობა იმდენად პოპულარული გახდა მორმონებს შორის, რომ მალევე მორმონული მასონური ლოჟები შეუდარებლად უფრო მრავალფეროვანი გახდა, ვიდრე არამორმონთა. მეტად მცირე ხანში ნავუს მასონური ლოჟა თავის წევრთა რიცხოვნობით აღემატებოდა ილინოისის ყველა მასონურ ლოჟას ერთად. ეს პროცესი რომ გაგრძელებულიყო, მორმონებს შეიძლება შტატის მთელი მასონური ლოჟები ჩაეგდოთ ხელში. მეტიც, თავიანთი "წინასწარმეტყველის" ხელმძღვანელობით, მორმონებმა თავიდანვე მცირე ცვლილების შეტანა დაიწყეს მასონურ რიტუალებში: ჯოზეფ სმიტი თვლიდა, რომ მას უნდა "აღედგინა" ჭეშმარიტი მასონობა, ისევე როგორც "აღადგინა" ჭეშმარიტი ქრისტიანობა. შეშინებულმა მასონთა ხელმძღვანელობამ - ვაითუ, "წინასწარმეტყველი" დიდი მაგისტრის პოსტზე აიყვანონო, ამიტომ მორმონები ორგანიზაციიდან გარიცხეს. ამ გადაწყვეტილების განმარტებისას ერთმა მასონმა ისტორიკოსმა დაწერა: "კიდევ ორი წელი არსებობის ნება რომ მიეცათ ნავუში მასონური ლოჟის არსებობისთვის, სენკოკის საგრაფოში თითოეული მორმონი ალბათ მასონად ეკურთხებოდა".

მასონი და არა მორმონი ავტორები ამტკიცებენ და აჩვენებენ, რომ ბევრი მორმონული რიტუალი, ჟესტები, ჩაცმულობა, რომელიც სმიტმა შეიმუშავა, შეიქმნა "თავისუფალ ქვისმთლელთა" რიტუალებსა და სიმბოლიკაზე მუდმივი დაკვირვებით - ლამის პირდაპირაა გადატანილი სხეულის მოძრაობა, პოზები და ა.შ. ამან საქმე იქამდე მიიყვანა, რომ იუტას შტატის "დიდი ლოჟა" უკვე ასი წელია, დაჟინებით ითხოვს, - დაუშვებელია ერთდროულად ადგილობრივი ლოჟის წევრიც იყო და "უკანასკნელი დღეების წმინდათა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრიცო". ამის შესახებ არაორაზროვნად ითქვა ლოჟის "წესდებაში" 1958 წელს.

საიდუმლო "წილის ყრის" (შემოსვის) დროს მორმონები გასცემენ "მღვდლობის შესამოსელს" - საიდუმლო თეთრეულს, რომელიც შემდეგ აუცილებლად უნდა ეცვათ შიშველ სხეულზე. თავიდან მორმონულ "შესამოსელს" კომბინეზონის ფორმა ჰქონდა და მთელ სხეულს ფარავდა, მაგრამ დღეს, რადგან მათი ტარება მოუხერხებელია, მსურველთათვის შემოიღეს უფრო მოკლე თეთრი ბამბის და სინთეტიკური ქსოვილის "შესამოსელი". მათზე ოთხი მაგიური ნიშანია ამოქარგული, რომელიც ჯოზეფ სიტმა მასონებისგან ისესხა, თუმცა უარი თქვა მასონურ განმარტებაზე და მათ თავისი გამოგონილი რელიგიის სულისთვის დამახასიათებელი მნიშვნელობა მისცა. ეს თეთრეული მუდმივად (წყლის პროცედურების გარეშე) უნდა ეცვათ - მან უნდა დაიფაროს მორმონი ყოველგვარი ბოროტებისა და ეშმაკის თავდასხმისაგან. ანუ ეს სამოსი მორმონთა უმთავრესი ამულეტია.

კურთხევისას მორმონი იღებს ახალ საიდუმლო სახელს, რომელიც მხოლოდ მისთვის და ღმერთისთვის არის ცნობილი. როცა მკვდრეთით აღდგომის დრო დადგება, ღმერთი მორმონს ამ საიდუმლო სახელით მოუხმობს, ისიც გაიგებს და აღდგება. შესაბამისად, ვინც ასეთი სახელი არ იცის, მორმონებთან ერთად (პირველ რიგში) მკვდრეთით აღდგომა არ შეუძლია.

სახელს იღებენ მორმონთა ცოლებიც. მაგრამ ეს სახელი იცის ღმერთმა, ქალმა და თვითონ მორმონმა. აღდგომის შემდეგ მორმონი ქმრები სახელებით მოუხმობენ ცოლებს. ქალები გაიგებენ თავიანთ სახელებს და აღდგებიან. ამიტომაც, რაც შეიძლება ბევრი ქალის გადასარჩენად თითოეულ მორმონს მრავალი ცოლი უნდა ჰყავდეს, თუნდაც ისინი მკვდრები იყვნენ.

თვითმხილველთა მონათხრობით ამგვარად ტარდება წილის ყრის ცერემონია. ახალმოსულ ჯგუფს ტაძარში უშვებენ მათი საშვებისა და რეკომენდაციების შესწავლის მერე. შემდეგ ყველა დებს დუმილის და გაუთქმელობის ფიცს იმისა, რასაც ნახავენ ტაძარში (ყველა ცერემონიაზე შეიძლება მსჯელობა იმ ადამიანთან, ვინც ისინი გამოიარა).

შემდეგ ახალმოსულები გაივლიან ოთხ რიტუალს: ცხებას, ქვედა საცვლით შემოსვას, ხელდასხმას და საიდუმლო სახელის დარქმევას (სახელს ჩვეულებისამებრ ბიბლიურს (ძველი აღთქმიდან) ანდა "მორმონთა წიგნიდან" აძლევენ). ერთ დღეს თითოეულ ტაძარში მხოლოდ ერთი სახელი მიეცემა ყველას, ვინც "დაბეჭვდის" რიტუალი გაიარა, მამაკაცებს და დედაკაცებს.

შემდეგ ყველას სატაძრო თეთრი სამოსით შემოსავენ (მამაკაცებს - თეთრი კოსტიუმი აცვიათ და თეთრი ჰალსტუხი უკეთიათ, ქალებს კი თეთრი გრძელი კაბა) და აჩვენებენ საგანმანათლებლო ფილმს.

მერე კი ყველა "სულიერად მოუმზადებელს" გასვლას შესთავაზებენ. ბუნებრივია, ვინც შორიდან სამყაროს საიდუმლოებების შესაცნობად ჩამოვიდა, დარჩება. ამის მერე კი ყველა წრეში დგება, ერთმანეთს ხელს ჩასჭიდებენ და კიდევ ერთ საუკუნო მდუმარების "ლოცვა-ფიცს" ამბობენ. ამ ლოცვას თან სდევს სპეციალური ჟესტებისა და პირობითი ნიშნების შესრულება (მაგალითად, გადაჭრის მაჩვენებელი მოძრაობით თითებს ყელზე და მუცელზე შემოატარებენ, ნიშნად იმისა, რა შეემთხვევათ მათ, თუ ალაპარაკდებიან), თუ ამ ფიცს დაარღვევენ, მათზე "შავი ანგელოზების რაზმი" იძიებს შურს.

ფიცის მიღების მერე ადეპტებს დამატებით სამოსს აძლევენ: მოსასხამს, მწვანე-თეთრი ფერის ქამრიან წინსაფარს (რომელიც აშკარად ნასესხებია მასონობიდან), თეთრ ქუდებს და თეთრ გამჭვირვალე პირბადეს. ყველა სხვა რიტუალი თვალდახუჭული ტარდება.

ადეპტები შეჰყავთ შენობაში, იქიდან რამდენიმე კარით - დარბაზში, რომელიც "ცელისტიალურ სამყაროს" განასახიერებს.

კარების გასასვლელებზე ფარდებია ჩამოკიდებული. ახალბედებს აუხსნიან, რომ მათ ახლა ასწავლიან ოთხ "საიდუმლოს" ნიშან-საშვს (პაროლს) "ცელესტიალურ სამეფოში" შესასვლელად. ვინც ტაძრის ფარდის გავლას შეძლებს, ის ზეცაში მოხვედრასაც შეძლებს.

შემდეგ ყველას ასწავლიან ამ ოთხ პაროლს: "ლურსმნის ნიშანს", "იდაყვის ნიშანს", "სამეფოს ნიშანს", "ხელის ჩამორთმევის ნიშანს". თითოეული ნიშანი გრძელი ფიცის ტექსტისა და გარკვეული სხეულის მოძრაობისაგან შედგება.

ამის მერე ყველა მიდის ფარდებთან, თითოეულ მათგანს ორი ჭრილი აქვს. ადეპტები მასში შეყოფენ ხელებს და ჩაჰკიდებენ ფარდის იქითა მხარეს მდგარს, რომელიც "ღმერთს" განასახიერებს. ამ დროს ადეპტი წარმოთქვამს ყველა საჭირო ფიცს - პაროლს, რომლის მერეც "ღმერთი" ფარდის იქით შეუშვებს და იგი ვიწრო დერეფნის გავლით აღმოჩნდება მდიდრულ და უგემოვნოდ მორთულ დარბაზში, "ცელესტიალურ სამეფოში", ანუ ზეცაში.

იქ შეიძლება დაჯდომა და მედიტაცია, მაგრამ დიდხანს არა. ამის მერე უკან დაბრუნების და მიცვალებულთათვის "გამოსასყიდი სამუშაოს" ჩატარების დროა. ადეპტები კვლავ იმეორებენ ყველა პროცედურას, მაგრამ უკვე სულ ახლახან მონათლული მკვდარი ადამიანებისთვის. ჩვეულებისამებრ ტაძარში ვიზიტი ერთი კვირა გრძელდება, დილის ცხრიდან საღამოს ცხრა საათამდე ადეპტები ამ ციკლს თავიდან გადიან, ადრე მორმონთა "ეკლესიის" გარეთ გარდაცვლილი ახალი ადამიანისათვის (მათი სახელით მოქმედებენ).

ამ "მკვდარ სულებს" მანამდე "მონაცვლე ნათლობის" საიდუმლოთი მონათლავენ მორმონულ ტაძარში. ეს პრაქტიკა ჯოზეფ სმიტმა შემოიღო. მას აღელვებდა ის, თუ რა დაემართებოდათ გამორმონებამდე დახოცილ მის ძმებს და მიეცა გამოცხადება, რომ მათი მონათვლა შეეძლო. ეს კი ასე ხდება: ტაძრის შესაბამის ნაწილში მიდის კაცი, რომელიც ამბობს, რომ ის არის, ვთქვათ, თვითონ კი არა, არამედ მისი გარდაცვლილი ძმა; მას მონათლავენ და ამგვარად ძმა მორმონთა ეკლესიის წევრი ხდება. კაცები - კაცებისთვის ინათლებიან, ქალები - ქალებისთვის. შეიძლება ყველა ნათესავის და ვინც გინდა, იმის ნაცვლად მოინათლო. ამიტომ ყველა დიდი ადამიანი სიკვდილის შემდეგ მორმონი გახდა.

მორმონთა პრეზიდენტი უილფორდ ვუდრაფი, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, იმით ახსოვთ, რომ გამოცხადების მერე პოლიგამია აკრძალა, ასე აღწერს თავის ხილვას:

"სენტ ჯორჯიიდან გამოსვლამდე ორი კვირით ადრე მიცვალებულთა სულები მოფრინდნენ ჩემთან და პასუხს მთხოვდნენ, აქამდე რატომ არ გამოგვისყიდეო... მათ შორის იყო ყველა, ვინც ხელი მოაწერა დამოუკიდებლობის დეკლარაციას (ანუ აშშ-ის დამფუძნებელი მამები). ორი დღე და ღამე არ მომშორებიან. ჩავხტი ნათლისღების ემბაზში და ვთხოვე ძმა მაკკალისტერს, ყველას მაგიერ მოვენათლე, ვინც "დამოუკიდებლობის დეკლარაციას" ხელი მოაწერა, ასევე 50 გამოჩენილი კაცის ნაცვლად. მათმა რიცხვმა 100-ს მიაღწია. მათ შორის იყვნენ ჯონ უესლი (მეთოდიზმის დამაარსებელი, - ა.დ.), კოლუმბი და სხვები. ამის მერე მე ის მოვნათლე აშშ-ის თითოეული პრეზიდენტის ნაცვლად, ამის გარდა, როცა ისინი შეძლებენ თავის განმართლებას, ვინმე გააკეთებს მათ ნაცვლად ამ საქმეს (ანუ მოინათლებიან, - კ.კ.)".

ერთმა ცნობილმა მდიდარმა მორმონმა ქალმა, რომელიც 30000-ჯერ მოინათლა და ათასობით სხვა ნათლობა დაასპონსორა, "გადაარჩინა" დიდი ადამიანები: ალექსანდრე მაკედონელი, ნაბუქოდონოსორი, იულიუს ცეზარი, კლეოპატრა, ნაპოლეონი და მრავალი სხვა. ერთ-ერთმა მორმონმა მაღალჩინოსანმა თქვა, ამ ქალმა უფრო მეტი სული გადაარჩინა, ვიდრე იესო ქრისტემო.

გარდაცვლილთა შორის მისიონერულ სამუშაოს მკვდარი მორმონებიც ეწევიან, რომლებიც "თვითმხილველთა" მოწმობით დაუცხრომლად ქადაგებენ სულების სამყაროში და იქ ადამიანთა სულებს აცხონებენ.

მორმონები იმითაც არიან ცნობილნი, რომ ყველა ქვეყანაში მუშაობენ სარეგისტრაციო დაწესებულებებსა და არქივებში, იწერენ იქიდან ყველა გარდაცვლილის სახელებს და მერე მათ ნათლავენ. სახელების უზარმაზარი საცავი აქვთ, და ყველაფერი მიკროფირებზე აქვთ შენახული. მიკროფირებზე აღბეჭდილი ჩვენი წინაპრების სახელები ან დოკუმენტებზე საავტორო უფლება უკვე მათ ეკუთვნით. ყველა ეს კი იუტას შტატში კლდეში გამოკვეთილ სპეციალურ საცავში ინახება.

არსებობს მიცვალებულთან ქორწინებაც. სწორედ ამგვარი "ცელესტიალური ქორწინებები" ითვლება კარად იმისათვის, რომ მიაღწიონ უმაღლესი ხარისხის ცხონებას - ღმერთად ხდებიან. მორმონები იწერენ გარდაცვლილი ქალების სახელებს და მათზე ქორწინდებიან, რათა სიკვდილის შემდეგ გახდნენ ღმერთები და დასახლდნენ თავიანთ პლანეტაზე, ყველა ეს მკვდარი ქალი მათ ჰარამხანას შეადგენს. ნურვინ იფიქრებს, რომ მათი გარდაცვლილი ბებია უკვე ვინმე მორმონის ცოლი არ გახდა, ვინაიდან მორმონები უკვე ათ წელზე მეტია, რუსეთში მუშაობენ.

მართლმადიდებლური თვალსაზრისით ამგვარი "მონაცვლე ნათლობა" და "ცელესტიალური ქორწინება" - საშინელი მკრეხელობაა, სატანისტების მიერ საფლავების შებილწვასთან შედარებითაც კი: ჩვენი წინაპრების სახელებს მათი და ჩვენი თანხმობის გარეშე მორმონები თავიანთი ოკულტურ-მაგიური მიზნებისთვის იყენებენ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
24.12.2020
იეღოვას მოწმეთა სექტამ თავის ყოველწლიური ოფიციალური სტატისტიკა და 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.
07.07.2020
ბოლო დროს ფეისბუქში ვრცელდება ე.წ. "სიცოცხლის სიტყვის" ნეოორმოცდაათიანული სექტის ლიდერის - მამუკა ძებისაშვილის ვიდეო მიმართვა.
19.12.2013
ტოტალიტალური სექტები
ჯერ კიდევ ე. წ. "პერესტროიკამდე", 70-იან წლებში, საბჭოთა კავშირში რამდენიმე მუნიტი დასავლურ ფერმათა წარმომადგენლის სტატუსით იატაკქვეშ მუშაობდა.
10.10.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
მუნიზმის, ისევე, როგორც ნებისმიერი სპირიტისტული მოძრაობის თანახმად
26.09.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
შესაქმის არსი სამ აღთქმაში მდგომარეობს, რომელთაც მუნი "განვითარების პერიოდის სამ თანმიმდევრულ ეტაპზე გაცხადებულ კურთხევებად" იხსენიებს...
12.09.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
მუნიტთათვის მათი უმთავრესი წიგნი, სახელად "ღვთაებრივი პრინციპი", უკანასკნელი და ახალი გამოცხადებაა.
29.08.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
მუნის მოძრაობა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, სპირიტისტული აღორძინების ფონზე აღმოცენდა.
15.08.2013
"მოძღვრებასა მრავალსახესა და უცხოსა ნუ შეიწყნარებთ"
(ებრ. 13,9).
15.08.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
მუნიტთა (იგივე მუნისტების) ორგანიზაცია ქრისტიანობისაგან ნასესხებ რამდენიმე ტერმინში შეფუთული
18.07.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალური სექტები
საენტოლოგია
გაგრძელება
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat