"მომეცი, თორემ ინანებ!"
"მომეცი, თორემ ინანებ!"
ჰელოუინი
ყოველი წლის ოქტომბრის ბოლოს ამერიკასა და ევროპაშიც მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ჰელოუინის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ წარმართულ დღესასწაულს, რომელიც გარდაცვლილთა სულების "დაშინებას" და "განდევნას" ისახავს მიზნად, საქართველოში უკვე მერვე წელია აღნიშნავენ.

პირველ ნოემბერს ამერიკასა და ევროპაში უცნაურად ჩაცმული ბავშვები ქუჩებში დადიან, სახლის კარებზე აკაკუნებენ და ყველას, ვინც ტკბილეულით არ გაუმასპინძლდება, რაიმე ცუდის გაკეთებით ემუქრებიან. "მომეცი, თორემ ინანებ!" - აშინებენ ჯადოქრებივით მორთული პატარები ოჯახის პატრონებს.

წარმართული ჰელოუინის დღესასწაული ძველ კელტთა ყოფიდან იღებს სათავეს. კელტები 1 ნოემბრისთვის, სავსემთვარობისას, "ზაფხულის დასასრულს" აღნიშნავდნენ. ეს დღე კელტური ახალი წელიც იყო. ბრიტანეთსა და ირლანდიაში ძველი წლის დასრულების ნიშნად კერაზე ცეცხლს აქრობდნენ. ანთებდნენ დიდ კოცონს და ახალი წელიც იმ წუთიდან იწყებოდა. კოცონიდან ყველა იღებდა მუგუზალს თავის ოჯახში ცეცხლის დასანთებად. ამასთან, კოცონის დანთებით კელტები ბოროტ სულებს აფრთხობდნენ, რომლებიც ცოცხლებს აშინებდნენ.

XIX ს-ში ირლანდიელმა იმიგრანტებმა ჰელოუინი ამერიკაში გაავრცელეს. ბოლო ხანს მისი აღნიშვნა ევროპის მრავალ ქვეყანაშიც დაიწყეს. გერმანიაში "სულ უფრო მეტი მოქალაქე ცდილობს, ამ შემაძრწუნებელ გართობებში მონაწილეობის მიღებას," - წერს გაზეთი "ნორდკურიერი" ჰელოუინის შესახებ.

ჰელოუინის ნეოწარმართული დღესასწაული შეუთავსებელია ქრისტიანულ მსოფლმხედველობასთან, - მიაჩნიათ სხვადასხვა ქვეყნის ქრისტიანულ კონფესიებს. ნიცის ეპისკოპოსი ჟან ბონფისი თავის წერილში აღნიშნავს, რომ სიტყვა "ჰელოუინის" ძირი კელტურია, მასში ბოროტი სულების შელოცვისა და მათი განდევნის შინაარსია ჩადებული. სულები მიცვალებულთა სახეებს იღებენ, მოჩვენებებად გვევლინებიან, რათა ჩაასახლონ ჩვენში სიკვდილის შიში, რაც ეშმაკისგან მოდის. "დაე, ყველამ იცოდეს, რომ ჰელოუინი არის მთელი მსოფლიოს სატანისტთა უმთავრესი დღესასწაული და საერთო არაფერი აქვს ქრისტიანულ კულტურასთან", - გვაფრთხილებს ეპისკოპოსი.

საჰელოუინოდ ტრადიციულ სამასკარადო ტანსაცმლით შემოსილი ბავშვები თავისდაუნებურად ბოროტ ძალას ემსახურებიან. როდესაც არ გვესმის იმ "დღესასწაულის" არსი, რომელშიც ვმონაწილეობთ, ამან შეიძლება მეტად მავნე და საშიშ შედეგებამდე მიგვიყვანოს. ჰელოუინის ოკულტური დღესასწაულის შესახებ თავიანთი უარყოფითი პოზიცია გამოხატეს კათოლიკური და მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებმა.

უკანასკნელ წლებში საქართველოში, როგორც ყველა "უცხო ხილს", კომერციული მიზნით ჰელოუინის აღნიშვნასაც გამოუჩნდნენ ინიციატორები. შარშან, 31 ოქტომბერს, ჰელოუინი თბილისის ერთ-ერთ ღამის კლუბში აღინიშნა. ჩაბნელებულ დარბაზში მაგიდებს გოგრისგან დამზადებული ჩირაღდნები ანათებდა. სტუმართა უმრავლესობა სამასკარადო კოსტიუმებში იყო გამოწყობილი, რასაც თან ერთვოდა ელექტრონული მუსიკაც. იმ მართლმადიდებელ ქართველებს, რომლებიც ღამის კლუბში შავი სამასკარადო შესამოსლით როკავდნენ და "სულების განდევნის რიტუალში" მონაწილეობდნენ, როგორც ჩანს, წარმოდგენა არ ჰქოდათ ამ დღესასწაულის ოკულტურ ფესვებზე და უწყინარი, მხიარული გართობა ეგონათ.

საერთოდ, ბოლო ხანს საქართველოში ერთგვარ მოდად იქცა უცხოური დღესასწაულებისა თუ ტრადიციების მექანიკური გადმოტანა და საყოველთაო ზეიმებად გადაქცევა. სჯობს, სანამ ამგვარი საქმის თაოსანნი რაიმეს გადაწყვეტდნენ, კარგად გაერკვნენ "დღესასწაულების" არსში.
ბეჭდვაელფოსტა
01.11. 2017
მმმ
სტატიის ავტორს hhh არ უხსენებია, რომ ეს დღესასწაული უაზროა, ნათლად წერს რომ ეს დღესასწაული წარმართულია.
19.11. 2015
hhh
ჰელოუინის ის ღონისძიება, რომელიც ამ სტატიაშია აღნიშნული 2006 წელს (თუ არ ვცდები) გაიმართა "აჭარა მიუზიკ ჰოლში", რომელშიც იმჟამად "ჯეო ბარიც" ფუნქციონირებდა. ამ ღონისძიებაში ძირითადად იმ ახალგაზრდებმა მიიღეს მონაწილეობა, ვინც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით სხვადასხვა დროს აშშ-ს უნივერსიტეტებში ისწავლეს. ამ ახალგაზრდებს შორის მეც ვიყავი. ვერ ვიტყვი რომ რომელიმე იქ მყოფ ახალგაზრდას სულების განდევნის მიზანი ამოძრავებდა. ჩვენთვის ეს იყო უბრალოდ ნაცნობი ადამიანების ერთად შეკრების და ჩვეულებრივი საკარნავალო გართობის შესაძლებლობა. სხვა არაფერი. არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა იმ ღონისძიებაზე. დავლიეთ ცოტა სასმელი, მივირთვით ჩიპსები, სენდვიჩები, ნამცხვარი. ვიცეკვეთ ჩვეულებრივ თანამედროვე პოპმუსიკაზე. შემდეგ ჩავატარეთ საუკეთესო საკარნავალო კოსტუმის გამოსავლენად კონკურსი და გამოვავლინეთ გამარჯვებული. ბოლოს ავდექით და დავიშალეთ. არც ვინმე დამთვრალა განსაკუთრებულად და, ცხადია, არც ორგიები ან სპირიტისტული სეანსები მოუწყვია ვინმეს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ვეთანხმები სტატიის ავტორს, რომ უაზრო "დღესასწაულია" ჰელოუინი და არამგონია მისი აღნიშნვის შემოღებით რაიმე მოიგოს საქართველომ. თუმცა, ალბათ ბევრს არც არფერს დაკარგავს. მე მახსოვს ჩემი ფიქრები მაშინ - ჩემთან ახლოს არ იყო ეს დღესასწაული და ვერ ვხვდებოდი რატომ ცდილობდნენ მის დამკვდირებას საქართველოში. ახლაც ასე ვარ. ჩვენი კულტურისგან ძალიან შორსაა ჰელოუინი და არამგონია ოდესმე რეალურად ვინმემ გაითავისოს და შეისისხლხორცოს საქართველოში. თუ დამკვიდრდება, მხოლოდ უბრალო გართობის ფორმით ალბათ. მას მერე დიდი დრო გავიდა და ჩემთვის ახლაც გაუგებარი დღესასწაულია ჰელოუინი. ისევე როგორც სხვა ერების ბევრი სხვა დღესასწაული. ამის მიზეზი კი ისაა, რომ სხვისი კულტურა სხვისი კულტურაა და არა ჩემი და ვერასდროს გახდება ჩემი. არც უნდა გახდეს. მე მაქვს ჩემი კულტურა, ჩემი ცხოვრება და მე ჩემი უნდა შევქმნა. სხვისი კულტურის გადმოღება მიმბაძველობაა. მე კი არ ვარ მიმბაძველი.
სხვა სიახლეები
24.12.2020
იეღოვას მოწმეთა სექტამ თავის ყოველწლიური ოფიციალური სტატისტიკა და 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.
07.07.2020
ბოლო დროს ფეისბუქში ვრცელდება ე.წ. "სიცოცხლის სიტყვის" ნეოორმოცდაათიანული სექტის ლიდერის - მამუკა ძებისაშვილის ვიდეო მიმართვა.
19.12.2013
ტოტალიტალური სექტები
ჯერ კიდევ ე. წ. "პერესტროიკამდე", 70-იან წლებში, საბჭოთა კავშირში რამდენიმე მუნიტი დასავლურ ფერმათა წარმომადგენლის სტატუსით იატაკქვეშ მუშაობდა.
10.10.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
მუნიზმის, ისევე, როგორც ნებისმიერი სპირიტისტული მოძრაობის თანახმად
26.09.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
შესაქმის არსი სამ აღთქმაში მდგომარეობს, რომელთაც მუნი "განვითარების პერიოდის სამ თანმიმდევრულ ეტაპზე გაცხადებულ კურთხევებად" იხსენიებს...
12.09.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
მუნიტთათვის მათი უმთავრესი წიგნი, სახელად "ღვთაებრივი პრინციპი", უკანასკნელი და ახალი გამოცხადებაა.
29.08.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
მუნის მოძრაობა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, სპირიტისტული აღორძინების ფონზე აღმოცენდა.
15.08.2013
"მოძღვრებასა მრავალსახესა და უცხოსა ნუ შეიწყნარებთ"
(ებრ. 13,9).
15.08.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
მუნიტთა (იგივე მუნისტების) ორგანიზაცია ქრისტიანობისაგან ნასესხებ რამდენიმე ტერმინში შეფუთული
18.07.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალური სექტები
საენტოლოგია
გაგრძელება
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat