"შვილო, თუ ნახავ, რომ უსჯულონი ეკამათებიან მართლმადიდებელს და სურთ მოსწყვიტონ მართლმადიდებელ ეკლესიას, მეოხ ექმენ მართლმადიდებელს"
"შვილო, თუ ნახავ, რომ უსჯულონი ეკამათებიან მართლმადიდებელს და სურთ მოსწყვიტონ მართლმადიდებელ ეკლესიას, მეოხ ექმენ მართლმადიდებელს"
ცნობილია, თუ რა დიდ მასშტაბებს მიაღწია უკანასკნელ წლებში საქართველოში პროტესტანტულ მიმდინარეობათა და ტოტალიტარულ სექტათა პროზელიტურმა საქმიანობამ. "დღესდღეობით სხვადასხვა სექტა ინტენსიურად ცდილობს საქართველოში შემოჭრასა და დამკვიდრებას. ეს მოვლენა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში არ შეიმჩნევა, იგივე პროცესი ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში მიმდინარეობს. მის შესაჩერებლად ჩვენმა ეკლესიამ მისიონერული მოღვაწეობა უნდა გააძლიეროს," - ამბობს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II. მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა დედაეკლესიის წიაღს უბრუნდება, აშკარაა, რომ მონათლულ, მაგრამ რელიგიურ საკითხებში გაუნათლებელ ზოგიერთ ქართველ ქრისტიანს სექტანტები ყალბი სულიერი საკვებით იბირებენ. აღმოსავლეთიდან თუ დასავლეთიდან შემოსული უხვად დაფინანსებული დენომინაციები შესანიშნავად იყენებენ ქართველთა სტუმართმოყვარეობას, მართლმადიდებლური რწმენის საფუძვლებში მოსახლეობის ერთი ნაწილის გაუცნობიერებლობას, ეკონომიკურ სიდუხჭირეს და ჩვენს უძველეს ქრისტიანულ ქვეყანაში რელიგიურ ექსპანსიას ცდილობენ. შეუძლებელია არსებობდეს ათი, ასი ან ათასი ჭეშმარიტება. მაცხოვარმა დააარსა ერთი და არა მრავალი ეკლესია. იმის შესახებ, თუ როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს უცხო აღმსარებლობების მიმართ, შესანიშნავად გვასწავლის XIIს-ის წმინდა მამა ღირსი თეოდოსი მღვიმელი. თავის ანდერძში სულიერი შვილისადმი იგი წერს: "უფალო, მაკურთხენ! სიტყვა მაქვს შენთვის სათქმელი, ღვთისმოყვარეო თავადო: მე, თეოდოსი, უღირსი მონა ყოვლადწმინდა სამებისა - მამისა და ძისა და სულისა წმინდისა, წმინდა და მართლმადიდებელ სარწმუნოებაში ვარ შობილი და კეთილსწავლულებით აღზრდილი მართლმადიდებელი მამისა და დედის მიერ... ერიდე, შვილო, მრუდე სარწმუნოების მქონეთ და მათ საუბრებს, რამეთუ ჩვენი ქვეყანაც აღივსო მათით. თუკი ვინმე იხსნის თავის სულს - მხოლოდ მართლმადიდებელ სარწმუნოებაში ცხოვრებით, რადგან არ არის სხვა უკეთესი, ვიდრე ჩვენი, სპეტაკი, წმინდა, მართლმადიდებლური. ამ სარწმუნოებაში ცხოვრებით არა მარტო გათავისუფლდები ცოდვებისა და მარადიული სატანჯველისგან, არამედ იქნები თანაზიარი სამარადისო ცხოვრებისა და დაუსრულებლად განიხარებ წმინდანებთან ერთად; ხოლო მცხოვრებნი სხვა სარწმუნოებათა შინა ვერ იხილავენ მარადიულ ცხოვრებას. უჯეროა აგრეთვე, შვილო, უცხო სარწმუნოების ქება - ვინც სხვის სარწმუნოებას აქებს, თავისას გმობს; თუკი ვინმე აქებს როგორც თავისას, ასევე სხვისას, იგი ორმორწმუნეა, ახლოა მწვალებლობასთან. ამრიგად, შვილო, ერიდე მათ და მუდამ მტკიცედ დეგ შენი სარწმუნოებისთვის. ნუ დაუძმობილდები მათ, არამედ ილტვოდე მათგან და იღვაწე შენს სარწმუნოებაში ქველი საქმეებით. ქმენი მოწყალება არაოდენ ერთმორწმუნეთა მიმართ, არამედ უსჯულოთათვისაც. თუკი იხილავ შიშველს ან მშიერს, ანდა გაჭირვებულს, სულერთია, ურია იქნება, ლათინი თუ სხვა უცხოდმორწმუნე, ყოველთა მიმართ იყავ გულმოწყალე; იხსენი იგი განსაცდელისაგან, როგორც შეგეძლება და არ მოაკლდები ჯილდოს ღვთისა, რამეთუ თავად ღმერთი აწმყო საუკუნეში მოჰფენს წყალობას თვისას არაოდენ ქრისტიანებს, არამედ - უსჯულოთაც. წარმართებისა და მწვალებლებისთვის ღმერთი ამ საუკუნეში ზრუნავს, მაგრამ მომავალში ისინი უცხო იქნებიან მარადიულ სიკეთეთათვის; ხოლო ჩვენ, მცხოვრებნი მართლმადიდებელ სარწმუნოებაში, აქაც ვიღებთ ღვთისგან ყველა სიკეთეს და მომავალ, მარადიულ საუკუნეშიც გვიხსნის და გვაცხონებს უფალი ჩვენი იესო ქრისტე. შვილო! თუკი მოგიწევს სიკვდილი შენი წმინდა სარწმუნოებისთვის, კადნიერად წადი სიკვდილზე - წმინდანებიც ასე კვდებოდნენ სარწმუნოებისთვის, აწ კი ქრისტეში ცხოვრობენ. თუკი ნახავ, შვილო, რომ უსჯულონი ეკამათებიან მართლმადიდებელს და სურთ მოსწყვიტონ მართლმადიდებელ ეკლესიას - მეოხ ექმენ მართლმადიდებელს. ამით შენ იხსნი ცხოვარს ლომის ხახისგან; უკეთუ დაიდუმებ და შემწეობის გარეშე მიატოვებ, ეს იგივეა, რომ წარიტაცო ქრისტეს მიერ გამოხსნილი სული და მიჰყიდო სატანას. უკეთუ ვინმე არამართლმადიდებელთაგანი გეტყვის: თქვენი და ჩვენი სარწმუნოება ორივე ღვთისაგან არისო, - შენ, შვილო, მიუგე: "მრუდედმორწმუნეო, ნუთუ შენ ღმერთსაც ორმორწმუნედ სახავ? არა გსმენია, რას ამბობს წმინდა წერილი: "ერთ არს უფალი, ერთ სარწმუნოებაი, ერთ ნათლისღებაი" (ეფეს. 4,5)? არ გეყურება პავლე მოციქულისა, რომელიც იტყვის: "გინა თუ ანგელოსი ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისსა, რომელი-იგი გახარე თქუენ, შეჩუენებულ იყავნ" (გალატ. 1,8)?.. უცხოდმორწმუნეთა უარყვეს სამოციქულო ქადაგება და მამათა განწესებანი და მიიღეს ცრუ და გახრწნილი სარწმუნოება, რომელიც აღსავსეა ყოველგვარი წარწყმედით - ამისათვის ჩვენ უარვყავით ისინი და ზურგი შევაქციეთ მათ. ისინი მკვდრები არიან და მკვდარ მსხვერპლს შესწირავენ, ხოლო ჩვენ ცოცხალ ღმერთს ვწირავთ ცოცხალ მსხვერპლს, წმინდას და უმანკოს, რათა ვპოვოთ მარადიული ცხონება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მიერ; მასვე დიდება, ამინ".

ღირსი თეოდოსი მღვიმელის ამ სიტყვებიდანაც ჩანს, რომ ყოველი მართლმადიდებელი მოვალეა სიტყვიერად მაინც შეეწიოს თანამორწმუნეს განსაცდელისას - როცა სექტანტი მის ცდუნებას ცდილობს. საზოგადოდ, სასურველია, რომ ყოველ მორწმუნეს შეეძლოს ელემენტარული პასუხის გაცემა ცრუ აღმსარებელთა მცდარ ბრალდებებზე. ამაში ნაწილობრივ მაინც დაგეხმარებათ სექტანტთა ცრუ მოძღვრების სამხილებელი მოკლე მართლმადიდებლური კატეხიზმო, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ (იგი მომზადებულია რუსთავის ეპარქიაში). მასში მოცემულია ზოგი ბიბლიური მუხლი, რომლებიც დაგვეხმარება სექტანტთა ცდომილებების მხილებაში. ციტატები საღვთო წერილიდან მოყვანილია ახალქართული ტექსტიდან. იმედია, ჩვენი მკითხველი საჭიროებისამებრ (შესადარებლად) ამ ციტატებს ძველქართულ, კანონიკურ ტექსტშიც მოიძიებს.

სექტანტთა ცრუ მოძღვრების სამხილებლად
პირველი უარმყოფელნი ბიბლიური მოძღვრებისა არიან ის ცრუ მოძღვრები, რომლებიც არ აღიარებენ, არ ინახავენ და არ იცავენ მოციქულთაგან გადმოცემულ წმინდა გადმოცემებს, რომელთა აღიარებაც, როგორც ბიბლია მოწმობს, სავალდებულოა ყველა მორწმუნისთვის:

II თესალონიკელთა 2,15 - "ძმებო, მტკიცედ იდექით და გეპყრათ გადმოცემები, რომლებიც გისწავლიათ ჩვენი სიტყვით თუ წერილით".

II თესალონიკელთა 3,6 - "ჩვენ კი გამცნობთ, ძმანო, ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელით, ჩამოშორდით ყოველ ძმას, რომელიც უწესოდ იქცევა და არა გადმოცემებისამებრ, ჩვენგან რომ მიიღეთ".

I კორინთელთა 11,2 - "ამისათვის გაქებთ თქვენ, ძმანო, რომ ყველაფერში გახსოვართ და ინახავთ მოძღვრებებს, როგორც გადმოგეცით".

II ტიმოთე 2,2 - "რაც გსმენია ჩემგან მრავალი მოწმის თანდასწრებით, გადაეცი სარწმუნო კაცთ, რომელნიც შეძლებენ ასწავლონ სხვებსაც".

II ტიმოთე 1,13 - "ჩაეჭიდე საღი სიტყვების ნიმუშს, რაც ჩემგან მოისმინე".

I იოანე 2,24 - "ამრიგად, რჩებოდეს თქვენში, რაც მოისმინეთ დასაბამიდან და თუ დარჩება თქვენში, რაც დასაბამიდან მოისმინეთ, თქვენც დარჩებით ძეში და მამაში".

ფილიპელთა 4,9 - "რაც ჩემგან ისწავლეთ, მიიღეთ, მოისმინეთ და დაინახეთ ჩემგან, ის შეასრულეთ და მშვიდობის ღმერთი იქნება თქვენთან".

წმინდა გადმოცემა ეწოდება (და ეფუძნება) წმინდა წერილში ჩაუწერელ წმინდა მოციქულთა მიერ გადმოცემულ მოძღვრებებს (როგორიცაა რწმენის სიმბოლო, საღვთო წერილის ახსნა-განმარტება, საღვთო ლიტურგია, საერთოდ, ღვთისმსახურების წესი და საეკლესიო ისტორია), რომლებიც წმინდა წერილთან ერთად ეკლესიაშია დაცული:

საქმე მოციქულთა 20,31 - "ფხიზლად იყავით, გახსოვდეთ, რომ სამ წელიწადს განუწყვეტლივ ცრემლით ვასწავლიდი თითოეულ თქვენგანს".

II იოანე 1,12 - "ბევრი რამ მაქვს თქვენთან მოსაწერი, მაგრამ არა მსურს ქაღალდითა და მელნით, რადგან ვიმედოვნებ თქვენთან მოსვლას და პირისპირ ლაპარაკს, რათა სრული იყოს ჩვენი სიხარული".

I კორინთელთა 11,23 - "მე მივიღე უფლისაგან, რაც თქვენც გადმოგეცით, რომ უფალმა იესომ... აიღო პური, მადლი შესწირა, გატეხა და თქვა: მიიღეთ, ჭამეთ..."

I კორინთელთა 11,34 - "თუ ვინმეს შიოდეს, თავის სახლში ჭამოს, რათა მსჯავრდასადებად არ შეიკრიბოთ. დანარჩენს, როცა მოვალ, მაშინ მოვაგვარებ".

ჩვენ ვიღებთ ძველ და ახალი აღთქმისეულ სწავლა-მოძღვრებას, რადგან ღმერთი უცვალებელია და თავის ბრძანებებს უფალი არც გადათქვამს და არც ცვლის, არამედ მისი მცნებები მარადიულია:

იაკობი 1,17 - "ყოველი კეთილი საბოძვარი და ყველა სრულყოფილი ნიჭი მადლიდან მოდის, ნათელთა მამისაგან, რომელთანაც არ არის ცვლილება და არც ჩრდილი ცვალებადობისა".

რიცხვთა 23,19 - "ღმერთი კაცი არ არის, რომ ცრუობდეს და არც ადამიანია, რომ გადათქვამდეს."

ესაია 40,8 - "ჩვენი ღვთის სიტყვა დგას საუკუნოდ".

მალაქია 3,6 - "მე, უფალი, არ ვიცვლები".

მათე 24,35 - "ცა და დედამიწა გადავლენ, ხოლო ჩემი სიტყვები არ გადავლენ".

ფსალმუნი 110,7-9 - "სარწმუნოა ყველა მისი (ღვთის) მცნება, იმედეულნი არიან უკუნითი უკუნისამდე, დაფუძნებულნი ჭეშმარიტებასა და სისწორეზე... მცნებად დაუდო საუკუნოდ აღთქმა თავისი".

ფსალმუნი 118,86-89 - "ყველა მცნება შენი ჭეშმარიტებაა".

II მეფეთა 7,28 - "ღმერთი ხარ შენ და შენი სიტყვები ჭეშმარიტია და შენი მორჩილისათვის ეს სიკეთე გაქვს გამოცხადებული".

ლუკა 16,29 - "ჰყავთ მოსე და წინასწარმეტყველნი; მათ უსმინონ".

ებრაელთა 10, 16 - "აჰა, აღთქმა, რომელსაც ვუანდერძებ მათ იმ დღეების შემდეგ, - ამბობს უფალი, - მივცემ ჩემს რჯულს მათ გულებს და ჩავწერ მათ გონებაში".

რომაელთა 3,31 - "მაშ, ჩვენ რწმენით ვაქარწყლებთ რჯულს? არამც და არამც. არამედ ვამტკიცებთ რჯულს".

ძველი აღთქმის წიგნებში მოცემული სწავლება, გარდა მოსეს დროინდელი სამოქალაქო კანონებისა და წინასახეობრიობის მქონე რიტუალური წეს-ჩვეულებებისა, ისევე აუცილებელია, როგორც ახალ აღთქმაში მოცემული სწავლება. ამიტომ ღვთისა და ღვთისადმი ჩვენი მოვალეობების შესახებ სწავლა-მოძღვრებას და სხვადასხვა მცნებას უნდა ვიღებდეთ მთლიანად ბიბლიიდან - ძველი და ახალი აღთქმიდან:

მათე 5,17-18 - "არ იფიქროთ, თითქოს რჯულის ან წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად მოვედი. გასაუქმებლად კი არა, აღსასრულებლად მოვედი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვიდრე ცა და დედამიწა არ გადაივლის, არც ერთი იოტა ანდა არც ერთი წერტილი არ გადაივლის რჯულისა, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება".

რომაელთა 15,4 - "ყველაფერი, რაც უწინ დაიწერა, ჩვენდა სამოძღვრებლად დაიწერა".

II ტიმოთე 3,16 - "მთელი წერილი ღვთივსულიერია და სარგო სამოძღვრებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად და სიმართლის სასწავლად".

ლუკა 24,25 - "იესომ უთხრა მათ: ჰოი, უგუნურნო და გულით მძიმენო, ყველაფრის იმის სარწმუნებლად, რაც წინასწარმეტყველებმა თქვეს".

ეფესელთა 2,20 - "[მორწმუნენი რწმენით არიან] დაშენებულნი მოციქულთა და წინასწარმეტყველთა საფუძველზე".

იოანე 5,46 - "თქვენ რომ მოსესი გწამდეთ, მეც მიწამებდით".

მათე 13,52 - "ყოველი მწიგნობარი, რომელიც ცათა სასუფევლის მოწაფე გახდა, წააგავს ადამიანს, სახლის პატრონს, რომელსაც თავისი საუნჯიდან გამოაქვს ძველი და ახალი".

ადამიანებმა თვითონ არ უნდა დაიწყონ ბიბლიის განმარტება, რადგან ყველას არა აქვს მიცემული უფლება, განმარტოს წმინდა წერილი:

II პეტრე 1,20-21 - "ესეც იცოდეთ უპირველესად, რომ წერილის არავითარი წინასწარმეტყველება თავისით არ განიმარტება. ვინაიდან წინასწარმეტყველება არასოდეს წარმოთქმულა ადამიანის ნებით, არამედ ადამიანები, სულიწმინდის მიერ აღძრულნი, ღვთისაგან წარმოთქვამდნენ მას.

I კორინთელთა 12,28-30 - "ზოგიერთნი ღმერთმა დაადგინა ეკლესიაში: პირველ რიგში - მოციქულებად, მეორე რიგში - წინასწარმეტყველებად და მესამედ - მოძღვრებად... ყველა მოციქულია? ყველა წინასწარმეტყველია? ყველა მოძღვარია? ყველა სასწაულმოქმედია?.. ყველანი განმარტავენ?"

რომაელთა 10,14-15 - "როგორ მოუხმონ მას, ვინც არ იწამეს? როგორ ირწმუნონ, ვის შესახებაც არ სმენიათ? ანდა როგორ ისმინონ უქადაგებლად? და როგორ იქადაგონ, თუ წარგზავნილები არ არიან?"

ბიბლიის განმმარტებლად დადგენილნი არიან გამორჩეული, გონებაგახსნილი მწყემსები და მოძღვრები ეკლესიისა, რომელთაც მიცემული აქვთ ცათა სასუფევლის საიდუმლოებების ცოდნა და მორწმუნეთა დამოძღვრის უფლება. ასეთ განმმარტებლებს წმინდა მამებს ვუწოდებთ, რადგანაც მათ ვენდობით, როგორც ღვთივსულიერებს.

იოანე 15,16 - "თქვენ არ აგირჩევივართ, არამედ მე აგირჩიეთ თქვენ და დაგადგინეთ".

ლუკა 24,45 - "მაშინ გაუხსნა მათ (მოციქულებს) გონება წერილის გასაგებად".

მათე 13,11 - "თქვენ (მოციქულებს) მოცემული გაქვთ, იცოდეთ ცათა სასუფევლის საიდუმლოებანი, მათ კი არა აქვთ მიცემული".

II ტიმოთე 1,11-13 - "მაცნედ, მოციქულად და მასწავლებლად ვარ დადგენილი (ამბობს მოციქული პავლე)... ჩაეჭიდე საღი სიტყვების ნიმუშს, რაც ჩემგან მოისმინე რწმენით და სიყვარულით".

II ტიმოთე 2,15 - "ეცადე, შენი თავი წარუდგინო ღმერთს ღირსეულად, შეურცხვენელ მუშაკად, ჭეშმარიტების სიტყვის სწორად გადამცემად".

ტიტე 1,9 - "(ეპისკოპოსი უნდა იყოს) სარწმუნო სიტყვის მიმდევარი, მოძღვრების მიხედვით, რომ შეძლოს საღი მოძღვრებით შეაგონოს და დაარწმუნოს მოკამათენი".

ტიტე 2,1 - "შენ კი (მიმართავს მოციქული პავლე ტიტეს, კრეტის ეპისკოპოსს) ილაპარაკე ის, რაც შეჰფერის საღ მოძღვრებას".

II ტიმოთე 2,2 - "რაც მოისმინე ჩემგან (ეუბნება მოციქული პავლე ეპისკოპოს ტიმოთეს) მრავალი მოწმის თანდასწრებით, გადაეცი სარწმუნო ადამიანებს (ხუცესებს), რომელთაც უნარი ექნებათ სხვების სწავლებისა".

საქმე მოციქულთა 20,28 - "გაუფრთხილდით თქვენს თავსაც (ეუბნება მოციქული ხუცესებს) და თქვენს სამწყსოსაც, რომლის მეთვალყურედაც სულიწმინდამ დაგაყენათ, რათა მწყემსავდეთ ღვთის ეკლესიას".
ბეჭდვაელფოსტა
27.07. 2018
არა იეღოვლებს
90იანებში დაიწყო შემოსევა იეღოვლების რამდენჯეტმე გვესტუმრნენ აიქაფეს პირი.. მოკლედ წინააღმდეგობას რომ წააწყდნენ და მიხვდნენ ბრმები და ყრუები არ ვიყავით და ვერ ჩაგვითრიეს დაგვანებეს თავი! არადა რა მაგრა ცდილობდნენ უბრალოდ არ გაუვიდათ არ დავნებდით. არადა რა ანგელოზი ახალგაზრდები ბიჭები თუ გოგოები მაგრამ ისეთი ზომბები რომ გაგიჟდებოდი რა ნეტა თვითონ თუ სჯერათ რასაც ქადაგებენ თუ დაზეპირებულს იმეორებენ.
28.12. 2016
ფრთხილად ვიყოთ
მინდა ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ და გთხოვოთ მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინოთ. რამოდენიმე კვირის წინ დავრეგისტრირდი ერთერთ სოციალურ ქსელში და მწერს ერთი ახალგაზრდა, მეკითხება მიახლოებით ასეთ რამეს: როგორ ფიქრობთო, რისი ბრალი არისო რომ ადამიანებიო ასე შეიცვალენო გაბოროტდნენო, დედა შვილს არ ცნობსო და ა.შ. ვითომ, როგორც თანამგრძნობი და გულნატკენი, ისე მწერდა... აღარ განვაგრძობ, უბრალოდ იმას გეტყვით, რომ ეს ადამიანი ხანგრძლივი საუბრის მერე აღმოჩნდა, რომ იაღოველი იყო და მაცდურად ცდილობდა ჩემთან თითქოს გულისტკივილითა და თანაგრძნობით ურთიერთობაში შემოსვლას, თან თავის სარწმუნოებაზე თითქოს არაფერს ამბობდა, რადგან მიხვდა რომ საქმე არც ისე რელიგიურად გაუნათლებელთან ქონდა. (თუმცა არ მიფიქრია, რომ ეს დიალოგი წინასწარგანზრახული ჰქონდა) მქონდა მეორე შემთხვევა, ისევ მიახლოებით იგივე შინაარსით მწერდა სხვა ადამიანი, რომ როგორ აირია ცხოვრება და მე რა აზრის ვიყავი ამაზე. მდგომარეობა მეცნო, მაგრამ ვიფიქრე დამთხვევაათქო იქამდე სანამ ის არ ახსენა, რომ მიუხედავად იმისა რომ თვითონ, ალბათ ვითომ მართლმადიდებელი იყო, მყავსო იეღოველი მეგობრებიო და რამოდენიმეჯერ დავესწარი მათ შეკრებასო და აქებდა და ადიდებთა მათ. თვალში ნაცარს მაყრიდა, ვითომ იეღოველი არ იყო და მათ სარწმუნოებას რეკლამას უწევდა. თან ვითომ როგორც მართლმადიდებელმა ერთერთ მღვდელზე მითხრა მოუსმინეო. სხვა შემთხვევები აღარ მქონია, იმიტომ რომ მალევე გავაუქმე ის პროფილი. ამ ყველაფრით იმის თქმა მინდა, რომ ეს ადამიანები პირნათლად ასრულებენ თავინათ დავალებას და ყველგან ცდილობენ ადამიანების ცდუნებას. საჭიროა, უფრო მეტი გულმოდგინება, სიმტკიცე და ბრძოლა ჩვენი სარწმუნოების დასაცავად. ესენი მართლა ცხვრის ტყავში გადაცმული მგლები არიან და კადრულობენ ყველაფერს, მათ შორის ტყუილებსაც, მიზსნის მისაღწევად! ძალიან გულგრილად ვეკიდებით მათ და დროა დღის წესრიგში დავაყენოთ ჩვენი სარწმუნოების დაცვა. მათ ნებისმიერი ასაკის ადამიანთან მიუწვდებათ ხელი სოციალური ქსელით.მჯერა, გავაცნობიერებთ რამდენად დიდ საფრთხეს გვიქმნიან ეს ადამიანები და ვინც უნდა მიიღოს, მიიღებს შესაბამის ზომებს. დიდი მადლობა, ღმერთი არს ჩვენთან! არს და იყოს! ამინ.
სხვა სიახლეები
24.12.2020
იეღოვას მოწმეთა სექტამ თავის ყოველწლიური ოფიციალური სტატისტიკა და 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.
07.07.2020
ბოლო დროს ფეისბუქში ვრცელდება ე.წ. "სიცოცხლის სიტყვის" ნეოორმოცდაათიანული სექტის ლიდერის - მამუკა ძებისაშვილის ვიდეო მიმართვა.
19.12.2013
ტოტალიტალური სექტები
ჯერ კიდევ ე. წ. "პერესტროიკამდე", 70-იან წლებში, საბჭოთა კავშირში რამდენიმე მუნიტი დასავლურ ფერმათა წარმომადგენლის სტატუსით იატაკქვეშ მუშაობდა.
10.10.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
მუნიზმის, ისევე, როგორც ნებისმიერი სპირიტისტული მოძრაობის თანახმად
26.09.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
შესაქმის არსი სამ აღთქმაში მდგომარეობს, რომელთაც მუნი "განვითარების პერიოდის სამ თანმიმდევრულ ეტაპზე გაცხადებულ კურთხევებად" იხსენიებს...
12.09.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
მუნიტთათვის მათი უმთავრესი წიგნი, სახელად "ღვთაებრივი პრინციპი", უკანასკნელი და ახალი გამოცხადებაა.
29.08.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
მუნის მოძრაობა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, სპირიტისტული აღორძინების ფონზე აღმოცენდა.
15.08.2013
"მოძღვრებასა მრავალსახესა და უცხოსა ნუ შეიწყნარებთ"
(ებრ. 13,9).
15.08.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
მუნიტთა (იგივე მუნისტების) ორგანიზაცია ქრისტიანობისაგან ნასესხებ რამდენიმე ტერმინში შეფუთული
18.07.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალური სექტები
საენტოლოგია
გაგრძელება
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat