როგორ ატყუებენ ადამიანებს იესო ქრისტეს სახელით
როგორ ატყუებენ ადამიანებს იესო ქრისტეს სახელით
იყავით ფხიზლად!
"მიუგო იესო და ჰრქუა მათ: ეკრძალენით, ნუ ვინმე გაცთუნნეს თქუენ, რამეთუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა".
(მათე 24,4-5)

(გაგრძელება. დასაწყისი იხ. "კარიბჭე" ##6,7 და 9)
სექტანტმა მისიონერებმა შესანიშნავად იციან, თუ პირველივე შეხვედრისას გაუმხელენ თავიანთ კონფესიურ კუთვნილებას, შესაძლოა პოტენციურმა "მოსაქცევმა" ახლობლებისგან თუ ლიტერატურიდან ამ მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოიძიოს და სრულიად გაუქრეს რწმენა იმ ილუზორული დაპირებებისადმი, სექტაში გაწევრების შემთხვევაში რომ სთავაზობენ.

ორმოცდაათიანელთა სექტის მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო ადამიანთა "სულებზე მონადირე" მისიონერებს ურჩევს, "ახალმოქცეულის" მიმართ განსაკუთრებული ყურადღება და მზრუნველობა გამოავლინონ. მას შინ უნდა მიაკითხონ და სექტის მოძღვრებისადმი ოჯახის სხვა წევრების დამოკიდებულება გამოარკვიონ. ორმოცდაათიანელები პოტენციურ "მოსაქცევს" წინასწარ აფრთხილებენ, რომ ახლობლები "ეშმაკით არიან შეპყრობილნი" და ისინი ყველანაირად შეეცდებიან, აარიდონ "ხსნის გზას". ამიტომ ახლობლების უარყოფითი განწყობის შემთხვევაში სექტანტებმა "ახალმოქცეულთან" ურთიერთობა სხვა გზით უნდა გააგრძელონ: "ახალშობილი (იგულისხმება "ახალმოქცეული" - ს.კ.) მუდმივ სიყვარულს და ყურადღებას მოითხოვს - მხოლოდ ასე განმტკიცდება ის სულიერ ცხოვრებაში და მოწიფულობას მიაღწევს... გაარკვიეთ, სად ცხოვრობს თქვენს მეურვეობაში მყოფი და სტუმრად ეწვიეთ. როდესაც გაიგებთ, რას საქმიანობს, როგორია მისი ოჯახი და წარმოშობა, თქვენ შეგიძლიათ მასთან განსაკუთრებული მიდგომის გზა იპოვოთ და იმაში დაეხმაროთ, რაც მას ძალიან აწუხებს... შეიძლება ისე მოხდეს, რომ ახალმოქცეულის ახლობლები და ნათესავები მისი მონანიების მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას ამჟღავნებენ. ასეთ შემთხვევაში მასთან სახლში სტუმრობა არაგონივრული საქციელია, უკეთესი იქნება, თუ მას თქვენთან ან საერთო ნაცნობთან მიიწვევთ. მასთან კავშირი არავითარ შემთხვევაში არ დაკარგოთ".

ამასთანავე, მისიონერმა "ახალმოქცეული" უნდა დაარწმუნოს, თავისი ახლობელიც მოაქციოს ახალ სარწმუნოებაზე: "მოუწოდეთ ახალმოქცეულს, რომ მონანიების შემდეგ დაუყოვნებლივ სახარების ხარება დაიწყოს. დაწყება იმის დამოწმებით შეიძლება, უფალმა პირადად მისთვის რა გააკეთა... ურჩიეთ ახალმოქცეულს, რომ მახარებლობა თავისი ახლობლებისა და მეგობრებისგან დაიწყოს. ახალმოქცეული თავისი ახლობლების უფალთან მოყვანის აუცილებლობაში დაარწმუნეთ... ახალმოქცეულის ახლობლები არცთუ ისე იშვიათად თვითონაც რწმენისკენ მოიქცევიან და ამით კეთილი უწყების გავრცელებას ხელს უწყობენ".

სექტანტური სახელმძღვანელო ორმოცდაათიანელ მისიონერს ურჩევს, ქადაგება ახალმოქცეულთან ერთად გააგრძელოს და ეფექტური დამოწმებისთვის მისი ძველი კავშირები გამოიყენოს: "შეიძლება აგრეთვე მახარებლობის საქმეში თქვენი ძალისხმევის ახალმოქცეულთან გაერთიანება. მოწიფული ქრისტიანის (იგულისხმება ორმოცდაათიანელი - ს.კ.) და ახალმოქცეულის ერთობლივ სულიერ მზრუნველობას უცილობელი უპირატესობები აქვს, რამდენადაც ახალმოქცეულს უამრავი დაუხსნელი (იგულისხმება ურწმუნო - ს.კ.) მეგობარი, ახლობელი და ნაცნობი დარჩა. მოწიფული ქრისტიანი ბიბლიურ ჭეშმარიტებებს და ქრისტიანული ცხოვრების თავისებურებებს კარგად იცნობს. ახალმოქცეულს კი ურწმუნოებთან ჯერ კიდევ მჭიდრო კონტაქტები აქვს. გაერთიანებული ძალებით ისინი ქრისტესთან ბევრის მოყვანას შეძლებენ", - ნათქვამია სახელმძღვანელოში.

სახელმძღვანელოს ახლავს "დანართი", რომელშიც ქადაგებისას სექტანტთა წინაშე წამოჭრილი ტიპური სიძნელეების - შეკითხვების, დაეჭვებისა და კამათის დაძლევის ზოგიერთი მეთოდია მოცემული, ასევე საზეპირო პასუხები ადამიანთა შემდეგი სახის წინააღმდეგობის შემთხვევაში: "მე ძალიან დაკავებული ვარ, არ მცალია", "მნიშვნელობა არა აქვს, რა გწამს, მთავარია, ეს რწმენა გულწრფელი იყოს", "მე მხოლოდ ჩემი თავის იმედი მაქვს. რატომ უნდა დავეყრდნო კიდევ ვინმეს?", "ყველა ამ რელიგიური მოძღვრების არ მჯერა" და ა.შ.

აი, ორიოდე სახასიათო მაგალითიც:

"მე ძალიან დაკავებული ვარ, არ მცალია", "მე თქვენ როგორმე სხვა დროს მოგისმენთ".

მისიონერის პასუხი: "სიცოცხლე ხომ ასეთია - მას წინასწარ ვერ განჭვრეტ. სხვა შანსი მონანიებისთვის შეიძლება აღარც მოგეცეს. ღმერთმა დანიშნა გადარჩენის დრო - დღეს. მე მგონია, რომ "ხვალ" - სატანის დროა. დღეს უნდა გადაწყვიტო - ვის ემსახურო. არავინ იცის, ხვალ რა ელოდება. გადარჩენის დღე - მხოლოდ დღესაა!" (იქვე მოყვანილია რამდენიმე მუხლი ბიბლიიდან, რომლებიც მსგავს სიტუაციაში მისიონერმა პოტენციურ "მოსაქცევს" უნდა წაუკითხოს - ს.კ.).

"მე არ მსურს ჩემი ოჯახის და წინაპრების რწმენებს ვუღალატო და არ ვაპირებ უხსოვარი დროიდან არსებული რწმენის შეცვლას".

მისიონერის პასუხი: "კაცობრიობის ისტორიაში რელიგიური მოღვაწეების სიუხვის მიუხედავად, ერთადერთი მხსნელი - ქრისტეა. ღმერთი განადიდებს თავის განმადიდებლებს. მორწმუნეც ვალდებულია, თავის მშობლებს და მოხუცებს პატივი მიაგოს. ჩვენი ოჯახების ერთგული უნდა ვიყოთ და წინაპრების ხსოვნა შევინახოთ. მაგრამ ყველაფერზე უზენაესი - უფალი იესო ქრისტეა. სულიწმინდის ძალით, ჩვენ, მორწმუნეები (იგულისხმებიან ორმოცდაათიანელები - ს.კ.), არა ანგელოზებს, არა წმინდანებს, არა წინაპრებს, არა შუამავლებს, არა ხატებს, არა დასებს და არა კერპებს, არამედ მხოლოდ ღმერთს ვცემთ თაყვანს" (შემდეგ მოცემულია მუხლები ბიბლიიდან, რომლებიც მისიონერმა ამ სექტანტური "დოქტრინების" "დასამტკიცებლად" უნდა მოიყვანოს - ს.კ.).

ამგვარად, ამ სახელმძღვანელოს მოკლე ანალიზიდანაც კი ჩანს, რომ ორმოცდაათიანელთა სექტაში მისიონერებისთვის შემუშავებულია ქადაგებისა და ადამიანის გადაბირების ფსიქოლოგიურად დახვეწილი მეთოდოლოგია, რასაც გაჭირვებულ მოქალაქეთათვის მატერიალური დახმარების შეთავაზებაც უმაგრებს ზურგს.

ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით გარანტირებული სინდისისა და აღმსარებლობის თავისუფლება არ გულისხმობს "სინდისისაგან განთავისუფლებას" და მოტყუებით, ფსიქოლოგიური ზეწოლითა თუ მატერიალური დახმარების შეთავაზებით ადამიანის გადაბირების მცდელობას. ეს ყოველივე პროზელიტიზმის გამოვლინებაა და არა "აღმსარებლობის თავისუფლებისა". სპეციალური კვლევის გარეშეც აშკარად ჩანს, რომ ორმოცდაათიანელთა სექტა (ისევე როგორც საქართველოში შემოსული თითქმის ყველა სექტა) მართლმადიდებლური მოსახლეობის მიმართ პროზელიტიზმის პოლიტიკას ატარებს და სხვადასხვა მეთოდით ცდილობს ჩვენს თანამოქალაქეთა (მათ შორის - არასრულწლოვანთა) გადაბირებას.

ამასთან დაკავშირებით გვინდა გავიხსენოთ ერთი ამბავი, რომლის მოწმეც რამდენიმე წლის წინ თავად გახლდით თბილისის ერთ-ერთ კოლეჯში სწავლის დროს. ჩვენს კოლეჯში რელიგიის მასწავლებლად დანიშნეს ამერიკის ერთ-ერთი პროტესტანტული სასწავლებლის კურსდამთავრებული. რელიგიის პირველივე გაკვეთილს მოსწავლეები სიხარულით შევხვდით, თუმცა ჩვენი სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა - "რელიგიის პედაგოგმა", ბ-ნმა გიამ, თავისი ორიგინალური იდეებით გაგვაკვირვა. დაუფარავად გამოგვიცხადა, რომ ბავშვობაში ნათლობა არ ითვლება და თუ გადარჩენა გვსურდა, თავიდან უნდა მოვნათლულიყავით; პირჯვარი არ უნდა გადაგვეწერა, რადგან ეს არაქრისტიანულია და ა.შ. მომდევნო გაკვეთილებზე პროტესტანტული იდეების ქადაგება უკვე აქტიურად დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ კოლეჯში ერთი პროტესტანტიც კი არ სწავლობდა. ერთ-ერთ მოსწავლეს მან პირდაპირ მოუწოდა, არ ევლო მართლმადიდებელ ეკლესიაში და არ ეტარებინა გულსაკიდი ჯვარი. სხვა მოსწავლეს ქადაგებისას მოულოდნელად ხელი ჩასჭიდა და პროტესტანტული მრწამსის სიტყვები ძალით წარმოათქმევინა, ქადაგების დასრულების შემდეგ კი სექტანტმა პედაგოგმა "ახალშეძენილ ძმას" ფინანსური დახმარებაც შესთავაზა.

I სემესტრის შემდეგ "რელიგიის პედაგოგი" გაათავისუფლეს, თუმცა მოგვიანებით შევიტყვეთ, რომ მას კოლეჯის 2 მოსწავლის გადაბირება და სექტაში გაერთიანება მაინც მოუხერხებია. მხოლოდ მისი წასვლის შემდეგ დავადგინეთ ისიც, რომ გაურკვეველი რელიგიური ორიენტაციის პედაგოგი ევანგელისტ-ორმოცდაათიანელი იყო.

აქვე გვინდა გავიხსენოთ პროზელიტიზმის მცდელობის კიდევ ერთი ფაქტიც. ორმოცდაათიანელთა სექტის წარმომადგენელმა მშობლების ნებართვის გარეშე არასრულწლოვანი მეზობელი გოგონა სექტის "ღვთისმსახურებაზე" წაიყვანა, სადაც ქეთიმ გაუთვითცნობიერებლობის გამო სექტანტთა ლოცვისა და ზეთისცხების რიტუალში მიიღო მონაწილეობა. ქეთი, ისევე როგორც მისი მშობლები, მართლმადიდებლები იყვნენ, თუმცა ეკლესიურად არ ცხოვრობდნენ. ამ შემთხვევის შემდეგ გოგონა ჩვენ გვესაუბრა. საბედნიეროდ, იგი მიხვდა თავის შეცდომას და სექტის წარმომადგენელთან რელიგიური ურთიერთობა შეწყვიტა.

სამწუხაროდ, პროზელიტიზმის მცდელობის ასეთი მაგალითები არცთუ ისე იშვიათია.

P.S. დაბოლოს, ჩვენი სტატია გვსურს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ილია II-ის სიტყვებით დავასრულოთ: "დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის პირველივე წლებში ჩვენი ერი ცრუ მოძღვრებათა და სექტანტურ მწვალებლობათა შეუნელებელი და გამიზნული შემოტევის ობიექტი ხდება, რაც ხშირად ქველმოქმედებისა და ჰუმანიტარული დახმარების ნიღბით იფარება. სამწუხაროდ, მათ უკვე მრავალი ადამიანის სულის შესყიდვა შეძლეს, რაც ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის ჩვენს ეროვნულ მთლიანობას, ჩვენს ტრადიციებსა და ზნეობას, ჩვენს კულტურას და, რაღა თქმა უნდა, ჭეშმარიტი სარწმუნოების გზაზე ჩვენი ერის სვლას. მართლმადიდებლობა და ქართველობა საუკუნეთა მანძილზე ერთ ცნებას წარმოადგენდა. ეს ასეა დღესაც. ამიტომ ადამიანი, რომელიც სცილდება მართლმადიდებლობას, ეკარგება ერს...

მე ვაფრთხილებ ჩვენს ხალხს, ჩვენს მორწმუნეთ: იყავით დაკვირვებულნი და ყურადღებიანნი: ნუ დაკარგავთ ჭეშმარიტებას, ნუ დაკარგავთ ჩვენს სარწმუნოებას, მიწიერ საცდურზე ნუ გაცვლით მარადიულ ცხოვრებას, თორემ მერე გვიან იქნება, რადგან ჟამი ახლოს არს. გახსოვდეთ: "ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის არცა ღმერთია მამა" (წმინდა კვიპრიანე კართაგენელი)".
ბეჭდვაელფოსტა
27.02. 2017
CaseyRulky
wh0cd341341 Cialis
სხვა სიახლეები
24.12.2020
იეღოვას მოწმეთა სექტამ თავის ყოველწლიური ოფიციალური სტატისტიკა და 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.
07.07.2020
ბოლო დროს ფეისბუქში ვრცელდება ე.წ. "სიცოცხლის სიტყვის" ნეოორმოცდაათიანული სექტის ლიდერის - მამუკა ძებისაშვილის ვიდეო მიმართვა.
19.12.2013
ტოტალიტალური სექტები
ჯერ კიდევ ე. წ. "პერესტროიკამდე", 70-იან წლებში, საბჭოთა კავშირში რამდენიმე მუნიტი დასავლურ ფერმათა წარმომადგენლის სტატუსით იატაკქვეშ მუშაობდა.
10.10.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
მუნიზმის, ისევე, როგორც ნებისმიერი სპირიტისტული მოძრაობის თანახმად
26.09.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
შესაქმის არსი სამ აღთქმაში მდგომარეობს, რომელთაც მუნი "განვითარების პერიოდის სამ თანმიმდევრულ ეტაპზე გაცხადებულ კურთხევებად" იხსენიებს...
12.09.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
მუნიტთათვის მათი უმთავრესი წიგნი, სახელად "ღვთაებრივი პრინციპი", უკანასკნელი და ახალი გამოცხადებაა.
29.08.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
მუნის მოძრაობა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, სპირიტისტული აღორძინების ფონზე აღმოცენდა.
15.08.2013
"მოძღვრებასა მრავალსახესა და უცხოსა ნუ შეიწყნარებთ"
(ებრ. 13,9).
15.08.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
მუნიტთა (იგივე მუნისტების) ორგანიზაცია ქრისტიანობისაგან ნასესხებ რამდენიმე ტერმინში შეფუთული
18.07.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალური სექტები
საენტოლოგია
გაგრძელება
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat