როგორ ატყუებენ ადამიანებს იესო ქრისტეს სახელით
როგორ ატყუებენ ადამიანებს იესო ქრისტეს სახელით
იყავით ფხიზლად!
"მიუგო იესო და ჰრქუა მათ: ეკრძალენით, ნუ ვინმე გაცთუნნეს თქუენ, რამეთუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა"
(მათე 24,4-5)

ორმოცდაათიანელთა სექტის მიერ გამოცემულ მეთოდურ სახელმძღვანელოში - "კეთილი უწყების გაზიარება" წარმოდგენილია ის "დარწმუნების საშუალებები", რომლებიც მისიონერმა ადამიანის გადაბირებისთვის უნდა გამოიყენოს. ეს მეთოდოლოგია ააშკარავებს იმ დახვეწილ ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რომელსაც სექტანტები მიმართავენ თავიანთ პროზელიტურ საქმიანობაში. საინტერესოა ისიც, რომ თავად სექტანტები ამ საქმიანობას სავაჭრო აგენტის მუშაობას ადარებენ. "კომერციაში გამოყენებული ზოგიერთი მეთოდი შეიძლება მახარებლობაშიც სასარგებლო აღმოჩნდეს. შემდგომში მოგიყვანთ სქემას, რომელიც იმის ილუსტრაცია იქნება, რასაც ჩვენ "დარწმუნების ხუთ ეტაპს" ვუწოდებთ. ყოველი ეტაპი ჯაჭვის ერთი რგოლია, ყველა რგოლი კი ერთნაირად მტკიცე და მნიშნელოვანია. აქ წარმოდგენილია ძირითადი მიმართულებები, რომლებსაც სავაჭრო აგენტები თავიანთ საქმიანობაში მისდევენ. ეს ნაბიჯები შეიძლება იმასაც ვურჩიოთ, ვისაც თავის სამახარებლო საქმეში ხარისხიანი ნაყოფების მიღება უნდა", - ნათქვამია სახელმძღვანელოში. იქვე წარმოდგენილია ადამიანის "დარწმუნების ხუთი ეტაპიც":

"1. ინტერესი. აუცილებელია თანამოსაუბრის დაინტერესება და მისი გულის მოგება. მნიშვნელოვანია "დავიმსახუროთ უფლება, რომ მოგვისმინონ". აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კეთილმოსურნე ღიმილს, ბუნებრივ, თბილ და მეგობრულ დამოკიდებულებას, ადამიანის მიმართ გულწრფელ დაინტერესებას. თუ თანამოსაუბრე თქვენს მიმართ მეგობრულად განეწყობა და პატივისცემით განიმსჭვალება, ის მზად იქნება, რომ მოგისმინოთ...

2. ყურადღება. სახარებისეული ჭეშმარიტებები (ფაქტობრივად, სახარების პროტესტანტული განმარტებები - ს.კ.) მახარებელმა ისევე კარგად უნდა იცოდეს, როგორც გამყიდველმა იცის მის მიერ შეთავაზებული საქონლის ღირსებები სათითაოდ. მიენდეთ საერთო ცოდნას, წერილებს და საკუთარ გამოცდილებას... შეიძლება ადამიანს, რომელსაც კეთილ უწყებას ახარებთ, სერიოზული პრობლემები აქვს. შეიძლება მან ახლახან ახლობლების სიკვდილი ან ფინანსური გაჭირვება გადაიტანა. ნუ ეცდებით დაარწმუნოთ, რომ ეს - ცხოვრებაში უკანასკნელი განსაცდელია და ნუ დაჰპირდებით, რომ მისი მეგობრები მის გადაწყვეტილებას - გახდეს ქრისტეს მიმდევარი - მიიღებენ. მაგრამ წერილებზე და საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით შეგიძლიათ დააჯეროთ, რომ უფალი ყოველთვის მასთან იქნება, რომ გზას ის მარტო არ გალევს. მხსნელი მას ყოველთვის გვერდით ეყოლება. მასში მოპოვებული სიხარული - ყველაფერზე აღმატებულია და ეს ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ. დაინტერესების ან ყურადღების გამოვლენის მიმართ ფხიზელი რეაგირება იქონიეთ...

3. დაჯერებულობა. თუ თქვენი მოწმობა ურწმუნოს სულში დადასტურებას იპოვის, ის მზად არის, თქვენი სიტყვების სიმართლე აღიაროს. და თუ ეს მოხდება, შეეცადეთ იგი იმ აზრამდე მიიყვანოთ, რომ მას ესაჭიროება ის, რასაც თქვენ სთავაზობთ - მხსნელი...

4. სურვილი. წარმოშობილმა ცნობისმოყვარეობამ შეიძლება ჩამოაყალიბოს სწრაფვა იმის მისაღებად, რასაც სთავაზობენ. გამოცდილი ვაჭარი მყიდველის უმცირეს დაინტერესებაზეც ფხიზლად რეაგირებს. მაგალითად, ის მსურველს თეთრი ფერის სასადილო კომპლექტს უჩვენებს. მყიდველი კითხულობს, არის თუ არა გაყიდვაში ასეთივე, ოღონდ ყვითელი ფერის ნაკრები. ეს იმის მანიშნებელია, რომ მყიდველი ამ კომპლექტის შეძენაზე უარს არ იტყვის. ნოქრები ასეთ მდგომარეობას "ყიდვისთვის მზადყოფნას" უწოდებენ. მარჯვე ვაჭარი მშვენივრადაა გარკვეული ამ ნიუანსებში და ყველაფერს გააკეთებს, რაც მასზეა დამოკიდებული, რომ მყიდველი გარიგების სარგებლიანობაში და მიზანშეწონილობაში დაარწმუნოს.

როდესაც მორწმუნე ლაპარაკობს ქრისტეზე და იმაზე, როგორ ავსებს ის ადამიანის სულიერ საჭიროებებს, ურწმუნოს გულში უფლის შეძენის სურვილი იბადება. ჩვენ, მახარებლებმა, ასეთი სწრაფვის უმცირეს ნიშანზეც კი ფხიზელი რეაგირება უნდა მოვახდინოთ. ურწმუნო შეიძლება ამტკიცებდეს, რომ ეს საგანი მას საერთოდ არ აინტერესებს, მაგრამ უმცირესი ყოყმანის, სახის განსაკუთრებული გამომეტყველების, გამოხედვის, მსუბუქი ჟესტის შემჩნევისას შეეცადეთ, ის საჭირო გზით წაიყვანოთ. მაგრამ სიფრთხილის დაცვა გმართებთ, რათა არ გადააჭარბოთ: მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების უნარი ადამიანს მაშინ აქვს, როდესაც ამისთვის მზადაა.

5. შესრულება. ეს გადაწყვეტილების მიღებისკენ წამყვანი მეხუთე და ბოლო ეტაპია. ვაჭარი ვალდებულია, "მყიდველთან გარიგება დაასრულოს", სხვანაირად თვითონ ვაჭრობის იდეა უსარგებლო აღმოჩნდება. იქამდე, ვიდრე ადამიანი არ წარმოთქვამს: "მე ამას ვიღებ", ყველა უწინდელი ძალისხმევა წარმატებულად ვერ ჩაითვლება. ასეთივე მიდგომა შეიძლება მახარებლობაშიც გამოვიყენოთ. ვიდრე ურწმუნო არ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ თავი იესო ქრისტეს - მხსნელსა და უფალს მიანდოს, მას არა აქვს გადარჩენა მოპოვებული. ამგვარად, "გარიგების დამთავრება" მახარებლობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს".

სექტანტური სახელმძღვანელო მისიონერებს სიფრთხილეს ურჩევს, ვიდრე ისინი "ურწმუნოებს" პროტესტანტული მრწამსის მიღებასა და "გადარჩენის ერთობლივი ლოცვის" წარმოთქმაზე არ დაითანხმებენ. სექტანტებმა მსმენელის რეაქციებს მუდმივად თვალყური უნდა ადევნონ და ხელსაყრელ სიტუაციაში "ურწმუნოს" პროტესტანტული მრწამსის მიღება მოსთხოვონ. სახელმძღვანელოში ვკითხულობთ: "თუ მიიჩნევთ, რომ შესაფერისი მომენტი დადგა, თანამოსაუბრეს თხოვნით მიმართეთ, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღოს... უდავოა, რომ თქვენი თანამოსაუბრისთვის ბევრი რამის მოყოლა შეიძლება, განსაკუთრებით - თუ ის ამ თემის მიმართ ინტერესს ამჟღავნებს, მაგრამ ეცადეთ ვრცელი განხილვა არ დაიწყოთ. მის რეაქციას თვალყური ადევნეთ და შეიგრძენით სულიწმიდის მოქმედება, რომელიც საჭირო მომენტზე უშეცდომოდ მიგითითებთ... იყავით კონცენტრირებული და ეცადეთ მოთმინებით შეხედოთ იმას, რომ თქვენს თანამოსაუბრეს ყურადღება ეფანტება. სიტუაციას დაეუფლეთ და იგი რბილად ისევ უწინდელ თემას დაუბრუნეთ.

მაგალითისათვის - თქვენ ოჯახის დედას ესაუბრებით. იმ მომენტში, როდესაც მან მხსნელის მიღების მზადყოფნა გამოთქვა, აცრემლებული ბავშვი შემორბის და იწყებს ჩივილს, რომ თამაშის დროს მას ვიღაცამ ხელი ჰკრა. თქვენ მოცდა მოგიწევთ, ვიდრე ის შვილს დაამშვიდებს და სხვა ბავშვებს შორის წარმოქმნილ კონფლიქტს მოაგვარებს. დასახული მიზნისკენ მოთმინებით სვლა საუბრის საჭირო კალაპოტში სწრაფად და იოლად დაბრუნებაში დაგეხმარებათ.

სხვა მაგალითი: საერთო საცხოვრებელში სტუდენტთან გაქვთ ურთიერთობა. მეცადინეობიდან ბრუნდება მისი ოთახის მეზობელი. ის ჩანთას ლოგინზე მოისვრის და იმის მოყოლას იწყებს, რაც ინსტიტუტში მოხდა. თავი თავაზიანად წარუდგინეთ და უთხარით: "იცით, ახლა იმის შესახებ ვლაპარაკობდით, როგორ მივიღოთ ცოდვების პატიება და როგორ მოვიპოვოთ ზეცაში მარადიული სიცოცხლე". მეზობელმა შეიძლება ბოდიში მოიხადოს და გავიდეს, მაგრამ ისიც შესაძლებელია, რომ განსახილველმა თემამ დააინტერესოს და თქვენ შემოგიერთდეთ. ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ, დახსნის შესახებ ლოცვაზე გადახვიდეთ... დაუსვით მას ამ კითხვებიდან ერთ-ერთი: "გესმით თუ არა კარგად, რის შესახებაც ვსაუბრობ?", "აგიხსენით თუ არა საკმაოდ გარკვევით ყველაფერი?", "ხართ თუ არა მზად, რომ ქრისტე დაუყოვნებლივ თქვენს მხსნელად აღიაროთ? ის აქ არის, ჩვენს გვერდით, და თქვენ გელოდებათ!" თუ თანამოსაუბრე ქრისტეს რწმენის სურვილს გამოთქვამს, სთხოვეთ თვალები დახუჭოს, თავები დახარეთ, მამა ღმერთს უშუალოდ და ბუნებრივად მოკლე, ერთობლივი ლოცვით მიმართეთ. ეს აიძულებს თქვენს თანამოსაუბრეს დაიჯეროს, რომ უფალი უხილავად თქვენ შორის იმყოფება. შემდეგ კი თქვით: "ახლა მე ლოცვას გასწავლით. გთხოვთ, ჩემთან ერთად გაიმეორეთ" - და დახსნის შესახებ მარტივი ლოცვა შეასრულეთ... ლოცვის დასრულებისას მცირეოდენი პაუზა გააკეთეთ, ხოლო შემდეგ ყურადღება ახალმოქცეულის რეაქციას მიაპყარით. ეს შეიძლება აღფრთოვანება ან დაეჭვება იყოს. ნება მიეცით მას, თავისი ემოციები გამოხატოს, მასთან ერთად გაიხარეთ... ახლა შეგიძლიათ ახალმოქცეულს აუხსნათ, რომ სისხლის წყალობით, რომელიც ქრისტემ დაღვარა, მისი გული განიბანა, ხოლო მხრებიდან ცოდვის ტვირთი მოეხსნა. ახალმოქცეული სიტყვიერად გაამხნევეთ, უთხარით, რომ ამიერიდან ის ღმერთის ოჯახში "ახალშობილი ყრმა" და თქვენი ძმა ან დაა, რომ ქრისტეში გაზრდისთვის და მომაგრებისთვის მას სულიერი რძე სჭირდება... გააფრთხილეთ, რომ მოპოვებულ დახსნაში მისი რწმენა არ უნდა იყოს გუნება-განწყობაზე დამოკიდებული".

(გაგრძელება იქნება)
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
24.12.2020
იეღოვას მოწმეთა სექტამ თავის ყოველწლიური ოფიციალური სტატისტიკა და 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.
07.07.2020
ბოლო დროს ფეისბუქში ვრცელდება ე.წ. "სიცოცხლის სიტყვის" ნეოორმოცდაათიანული სექტის ლიდერის - მამუკა ძებისაშვილის ვიდეო მიმართვა.
19.12.2013
ტოტალიტალური სექტები
ჯერ კიდევ ე. წ. "პერესტროიკამდე", 70-იან წლებში, საბჭოთა კავშირში რამდენიმე მუნიტი დასავლურ ფერმათა წარმომადგენლის სტატუსით იატაკქვეშ მუშაობდა.
10.10.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
მუნიზმის, ისევე, როგორც ნებისმიერი სპირიტისტული მოძრაობის თანახმად
26.09.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
შესაქმის არსი სამ აღთქმაში მდგომარეობს, რომელთაც მუნი "განვითარების პერიოდის სამ თანმიმდევრულ ეტაპზე გაცხადებულ კურთხევებად" იხსენიებს...
12.09.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
მუნიტთათვის მათი უმთავრესი წიგნი, სახელად "ღვთაებრივი პრინციპი", უკანასკნელი და ახალი გამოცხადებაა.
29.08.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
მუნის მოძრაობა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, სპირიტისტული აღორძინების ფონზე აღმოცენდა.
15.08.2013
"მოძღვრებასა მრავალსახესა და უცხოსა ნუ შეიწყნარებთ"
(ებრ. 13,9).
15.08.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
მუნიტთა (იგივე მუნისტების) ორგანიზაცია ქრისტიანობისაგან ნასესხებ რამდენიმე ტერმინში შეფუთული
18.07.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალური სექტები
საენტოლოგია
გაგრძელება
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat