ბაპტიზმი
ბაპტიზმი
"სექტანტობაში ვქადაგებდი და სულის სიღრმეში სიცარიელეს, პროტესტანტიზმის ხელოვნურობას ვგრძნობდი"
(გაგრძელება)
საზოგადოდ, საეკლესიო გარდამოცემის არცოდნა და პრინციპული მიუღებლობა პროტესტანტთა ყოველი ცდომილების მთავარი წყაროა. ბაპტისტები, სხვა პროტესტანტულ მიმდინარეობათა მსგავსად, სრულიად უარყოფენ მოციქულებრივ გარდამოცემას, წმიდა მამათა და მსოფლიო საეკლესიო კრებათა დადგენილებებს (მათ შორის - წმიდა მოციქულთა კანონებს, რომლებიც 51 წელს მოციქულთა კრებაზე იქნა მიღებული) და ერთადერთ სახელმძღვანელოდ ბიბლიას აღიარებენ მისი თვითნებური განმარტებებითურთ.

ქრისტიანულ სარწმუნოებას მოციქულები თავდაპირველად ზეპირად ქადაგებდნენ. მხოლოდ მოგვიანებით დაწერა ზოგიერთმა მათგანმა ახალი აღთქმის წმინდა წერილის წიგნები. "მაშ, მტკიცედ იდექით, ძმანო, და იპყარით მოძღვრება, რომელიც გისწავლიათ სიტყვითა თუ ჩვენი წერილით" (2 თეს. 2:15); "და რაც გსმენია ჩემგან მრავალი მოწმის თანდასწრებით, გადაეცი სარწმუნო კაცთ, რომელნიც შეძლებენ ასწავლონ სხვებსაც (2 ტიმ. 2:2), "მე გაქებთ ძმანო, რადგანაც ჩემი ყველაფერი გახსოვთ და როგორც გადმოგეცით, ისე იმარხავთ გადმოცემას" (1 კორ. 11:2) - წერს პავლე მოციქული. წმინდა იოანე მოციქულის თქმით, "ბევრი სხვა რამეც მოიმოქმედა იესომ, მაგრამ ყველაფერი სათითაოდ რომ დაწერილიყო, ვგონებ, ქვეყანაც ვერ დაიტევდა დაწერილ წიგნებს" (იოან. 21,25). მართლაც, "ყოველივე წერილობით როდი გადმოგვცეს მოციქულებმა, არამედ ბევრი რამ მოწერის გარეშე, მაგრამ ერთიცა და მეორეც რწმენას იმსახურებს, ამიტომ ჩვენ გარდამოცემასაც რწმენით ვეპყრობით", - ამბობს წმიდა იოანე ოქროპირი. ასევე გვასწავლიან წმიდა ბასილი დიდი, წმიდა ირინეოს ლიონელი, ნეტარი ავგუსტინე და პირველ საუკუნეთა სხვა წმიდა მამები.

ბაპტისტები აღიარებენ ე.წ. "რწმენით განმართლების თეორიას", რომელიც გულისხმობს, რომ ადამიანი განმართლდება მხოლოდ საკუთარი რწმენით, კეთილ საქმეთა გარეშე. ბაპტისტური მოძღვრებით, სულის ხსნისათვის საკმარისია მხოლოდ აღიარო იესო ქრისტე, როგორც პირადი მხსნელი. ბაპტისტებს რატომღაც "ავიწყდებათ" წმინდა წერილის ის ადგილები, სადაც მაცხოვარი და მოციქულები ცხადად ამბობენ, რომ ცხონებისთვის მხოლოდ რწმენა არაა საკმარისი, არამედ აუცილებელია ღვთის მცნებების მიხედვით ცხოვრება და ღვთივსათნო საქმეების აღსრულება. მათე მახარებლის სწავლებით, მორწმუნენი საშინელ სამსჯავროზე არა მხოლოდ რწმენით, არამედ ამ რწმენით აღსრულებული საქმეებით განმართლდებიან (მათ. 25:34-36). თვით უფალი ამბობს, რომ შესაძლებელია, ცოდვილთაც გააჩნდეთ რწმენა რელიგიურ ჭეშმარიტებათა ცოდნის სახით, მაგრამ ასეთი რწმენა არაა საკმარისი ცხონებისთვის: "არა ყველა, ვინც მეტყვის მე: უფალო, უფალო! - შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც აღასრულებს მამის ჩემის ზეციერის ნებას" (მათე 7:21). საერთოდ, წმინდა წერილში მრავალი მაგალითია იმისა, რომ ძველი და ახალი აღთქმის წმინდანები რწმენით აღსრულებული საქმეებით განმართლდებოდნენ და არა მხოლოდ ლიტონი რწმენით. როგორც იაკობ მოციქული ამბობს: "რა სარგებელია, თუ ვინმე იტყვის, რომ რწმენა აქვს, საქმენი კი არ გააჩნია? განა ამ რწმენას შეუძლია მისი ხსნა?.. ასევე რწმენაც საქმის გარეშე მკვდარია თავისთავად" (იაკ. 2:14-17). აქედან ნათლად ჩანს, რომ მხოლოდ რწმენით ვერავინ განმართლდება, თუკი რწმენა საქმეში არ იქნება გამოხატული.

ბაპტისტებს, მიუხედავად იმისა, რომ თავიანთ თავს "ეკლესიას" უწოდებენ, არ გააჩნიათ ეკლესიის შესახებ მკაფიო სწავლება. "მე არ ძალმიძს ჩამოვაყალიბო ეკლესიის შესახებ ჩვენი სწავლება", - განაცხადა ქ. ფილიასმა, ბაპტისტთა ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, 1937 წელს ედინბურგში, ბაპტისტურ კონფერენციაზე. ჩვენთვის, მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის, ცნობილია, რომ ახალი აღთქმის ეკლესია დაარსდა მაცხოვრის აღდგომიდან 50-ე დღეს (ქრისტეს შობიდან 34 წ.), როცა სულიწმიდა გარდამოვიდა მოციქულებზე იერუსალიმში და არა XVII ს-ში ინგლისში ჩამოყალიბებულ ბაპტისტურ საკრებულოში. მიუხედავად იმისა, რომ ბაპტისტები გარკვეულ რიტუალებს ასრულებენ, მათ საკრებულოს არ გააჩნია სამოციქულო ეკლესიის ნიშან-თვისებები და თვითმარქვია "ქრისტიანთა" სექტას წარმოადგენს, რომელშიც არ მოქმედებს საღმრთო მადლი, არ აღესრულება ადამიანის შერიგება ღმერთთან და სულის ცხონება (საერთოდ, ბაპტისტური ცრუმოძღვრების მრავალ სხვა ასპექტზეც შეიძლებოდა ყურადღების გამახვილება, თუმცა ვფიქრობთ, რომ ზემოთქმულიც საკმარისია).

სექტანტური პროზელიტიზმი
ბოლო წლებში პოსტსაბჭოთა სივრცეში სხვადასხვა ტოტალიტარული სექტისა და პროტესტანტი მისიონერების მხრიდან მოსახლეობაზე ზეწოლა აქამდე არნახულ მასშტაბებს აღწევს, რაც ხშირად საპასუხო რეაქციასაც იწვევს ხოლმე. პროზელიტიზმის პოლიტიკა რომ მიუღებელია, ამას თვით პრაღის ევროპის ბაპტისტური სემინარიის პროფესორი პეტერ პენერიც აღიარებს. (იგი 1991-2001 წლებში რუსეთში მუშაობდა). ერთ-ერთი რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა: "ვფიქრობ, ფართო მასები მართებულად მიიჩნევენ მცირერიცხოვან რელიგიურ დაჯგუფებებზე ზეწოლას, რაც ნაწილობრივ გასაგებიც არის, თუ გავიხსენებთ 90-იანი წლების დასაწყისს, როცა ბაპტისტების ზოგი დაჯგუფება მასობრივი ევანგელიზაციის მიზნით ზეწოლას ახდენდა მოსახლეობაზე. მე ამას კრიტიკულად ვაფასებ. დასავლეთიდან, მაგალითად, ჩრდილოეთ ამერიკიდან ჩამოსული ადამიანები რუსეთის კულტურული თავისებურებების, კონტექსტის გათვალისწინების გარეშე ეწეოდნენ თავიანთი მოძღვრების პროპაგანდას. მახსოვს, კორეელმა მისიონერებმა ერთხელ სანკტ-პეტერბურგში მითხრეს - რუსეთს ქრისტიანობა მოვუტანეთო. მე კი ვუპასუხე - მათ უკვე 1000 წელია ქრისტიანობა აქვთ, თქვენ კი სულ 100 წელი-მეთქი. ასე რომ, ნაწილობრივ დასავლელი მისიონერების ბრალია მათზე უარყოფითი რეაქცია... მაგალითად, მართლმადიდებელ ეკლესიასთან მცირე ხანია მიმდინარეობს დისკუსია მისიისა და პროზელიტიზმის შესახებ. მართლმადიდებელი ეკლესიები ხომ ე.წ. თავისუფალ ეკლესიებს, მათ შორის ბაპტისტებს, ხშირად საყვედურობენ, არცთუ იშვიათად სამართლიანად საყვედურობენ პროზელიტიზმის გამო. პროზელიტიზმი ამ შემთხვევაში მართლმადიდებელთა ბაპტისტებად მოქცევას ნიშნავს. ეს მე მართლაც პრობლემად მიმაჩნია".

ყოველი ბაპტისტი მოვალეა, ახალი წევრები შემატოს სექტას, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ბაპტისტები თავიანთ კრებებზე ხალხის მიზიდვას სხვადასხვა ხერხით ცდილობენ. მაგალითად, ქ. ხაბაროვსკის ბაპტისტური საკრებულოს "კლუბი-700" ასეთი ორიგინალური მეთოდით ცდილობდა, საკვირაო სკოლის გაკვეთილებზე მოზარდთა მოზიდვას: მისიონერულ სკოლაში ყოველი მისვლისა და აქტიური საქმიანობისთვის დაწესდა ქულები. მათი საერთო ჯამის მიხედვით კლუბის წევრებს ურიგდებოდათ საჩუქრები, რომელთა ღირებულებაც ქულების შესაბამისად იზრდებოდა. განსაკუთრებით მაღალ ქულას სექტაში ახალი წევრის მიყვანა იმსახურებდა. რამდენიმე წლის წინ მოლდოვის ხელისუფლებამ შეშფოთება გამოთქვა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში რელიგიური სექტების შეღწევის გამო, რომლებიც ქველმოქმედების საფარქვეშ მოსწავლეთა გადაბირებას ცდილობდნენ. როგორც ქ. კიშინიოვის მერიის განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს განუცხადა, იეღოვას მოწმეების, ადვენტისტებისა და ბაპტისტების წარმომადგენლები სკოლების სათავსოებს იჯარით იღებდნენ, სანაცვლოდ კი დირექციას დაფინანსებასა და გაჭირვებულ მოსწავლეთა დახმარებას სთავაზობდნენ. მერიის წარმომადგენლის თქმით, სექტის წევრები აქტიურად ცდილობდენ, თავიანთ საქმიანობაში ჩაეთრიათ არა მარტო მოზარდები, არამედ მშობლებიც, რომლებსაც სექტანტური ლიტერატურით უხვად ამარაგებდნენ. საქართველოს ბაპტისტთა კავშირის საინფორმაციო ბიულეტენი "ექო" (#13, 1995წ.) წერს: "როგორც გატყობინებდით, ქუთაისის ეკლესიაში იყვნენ ამერიკელი ძმები, რომლებმაც საკმაო გამოცოცხლება შეიტანეს ეკლესიაში. და აი, ძმა ბილი კვლავ ეწვია უძველეს ქალაქს. მან ჩვენიანებთან ერთად ისევ მოინახულა ძველი ნაცნობები, შეეხმიანა მათ. ამ მონახულებისა და სიარულის დროს ბევრი უცნობიც მოგროვდა, რომელთაც სასულიერო ლიტერატურა ჩამოურიგდათ". იმავე ნომერში რუბრიკით "კარგი სიახლე" ნათქვამია: "ჩვენმა ძმამ ავთომ სასიამოვნო ინფორმაცია მოგვაწოდა. მან თელაველებს აუწყა იმის შესახებ, რომ ლაგოდეხის რაიონის სოფელ სვიდების ეკლესიამ იკისრა დააფინანსოს ძმის სამისიონერო მოღვაწეობა თელავში და მის შემოგარენში. ასეთივე ვალდებულება უკისრია სოფელ თელის ეკლესიას. თქმა აღარ უნდა, რომ ეს უაღრესად კარგი და მისასალმებელი ფაქტია... ძმა ავთოს სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან თავის მსმენელებს გულახდილად და ღიად უთხრა და "დაავალა" ამის გაკეთება. ჩვენ ვიცით, რომ მრავალი ძმა, იმის შიშით, მორწმუნეები არ დაბრკოლდნენო, ჯერ ვერ "ბედავს" ამის გაკეთებას. ადრე ავთოც მათ რიცხვს ეკუთვნოდა და ახლა... ყოჩაღ, ავთო! ვიმედოვნებთ, რომ სხვებიც მიბაძავენ ამ ძვირფას მაგალითს".

მსგავს პროზელიტურ-მისიონერულ საქმიანობას საქართველოში ადგილობრივ ბაპტისტებზე მეტად უცხოელი "კეთილისმყოფელები" აფინანსებენ. მაგალითად, ევანგელისტური სააგენტოს "უორლდ ქონსერნის" მენეჯერ ჯეი ლაიკინსის ერთ-ერთ წერილში საქართველოს ბაპტისტთა ლიდერის მალხაზ სონღულაშვილისადმი ნათქვამია: "მე ვესაუბრე სტერლინგს ორი პიროვნების დახმარების საკითხთან დაკავშირებით. მისი პასუხი ასეთია: მას სურს დაეხმაროს ავთოს, პასტორს აღმოსავლეთ საქართველოდან, მოთხოვნილი თანხის შესაბამისად. 450 აშშ დოლარით ყოველთვიურად ერთი წლის განმავლობაში... სტერლინგი ასევე თანახმაა, ფინანსური დახმარება კიდევ ერთი წლით გაუგრძელოს პასტორ ხვედელიძეს".

კომენტარი ზედმეტია.

ბაპტიზმი საქართველოში
რუსეთის იმპერიაში ბაპტიზმი XIX ს-ის 60-იან წლებში გერმანიიდან შემოვიდა. ბაპტისტური მოძღვრების გავრცელების კერად ითვლება სამხრეთ უკრაინის, ამიერკავკასიისა და ჩრდილოეთ კავკასიის გუბერნიები. რუსეთის ბაპტისტურმა კავშირმა 1905 წელს მონაწილეობა მიიღო ლონდონის მსოფლიო კონგრესში და ბაპტისტური საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი გახდა. 1910 წლისათვის რუსეთის იმპერიაში უკვე 37 ათასი ბაპტისტი იყო.

საქართველოში პირველი ბაპტისტი გახდა მალაკანთა სექტის ხელმძღვანელი ნ. ი. ვორონინი, რომელიც 1867 წლის 20 აგვისტოს ღამით მ. კალვეიტმა მტკვარზე მონათლა. თავდაპირველად ბაპტიზმის მიმდევრები რუსები და უკრაინელები იყვნენ და ქადაგებაც რუსულენოვანი გახლდათ. ვორონინმა ფართოდ გაშალა მუშაობა მალაკნებთან და 1870 წლისათვის თბილისის ბაპტისტური თემი უკვე 78 წევრს აერთიანებდა. პირველი ქართულენოვანი ბაპტისტური ჯგუფი რუსეთში სამხედრო სამსახურის დროს ბაპტისტად მონათლულმა ი. კანდელაკმა თბილისში ჩამოსვლისთანავე, 1919 წლის 12 მარტს, ჩამოაყალიბა.

1944 წელს საბჭოთა კავშირში ბაპტისტებთან გაერთიანდნენ ევანგელისტები, ხოლო 1945 წელს - ორმოცდაათიანელების ნაწილი (თბილისელმა ორმოცდათიანელებმა, რუსებისგან განსხვავებით, უარი თქვეს გაერთიანებაზე). 1963 წელს მათ შეუერთდა მენონიტთა ნაწილი. ორგანიზაციას სათავეში ჩაუდგა ბაპტისტთა სრულიად საკავშირო საბჭო, რომელმაც 1945 წლიდან მოსკოვში გამოსცა ჟურნალი "ბრატსკი ვესტნიკი". 1945 წლისათვის საქართველოში პაბტისტთა თემები მოქმედებდნენ თბილისში, ბათუმში, სოხუმში, ფოთში, საგარეჯოს რაიონის სოფელ მალხაზოვკაში და სიღნაღის რაიონის სოფელ ქვედა მაღაროში.

საბჭოთა პერიოდში ბაპტიზმი საქართველოში სხვებთან შედარებით ყველაზე მრავალრიცხოვან სექტად ითვლებოდა (დღეისათვის ყველაზე მრავალრიცხოვანია იეღოვას მოწმეების სექტა). "ძალიან მძიმე წლები გამოიარა საქართველოს ეკლესიამ, განსაკუთრებით - ათეისტურ პერიოდში. ძალიან მძაფრი იყო დაპირისპირება ბოროტსა და კეთილს შორის. ყველაზე მეტად იდევნებოდა მართლმადიდებლობა. მაგალითად, ახალციხეში არ იყო არც ერთი მართლმადიდებელი ეკლესია და იყო ბაპტისტების სამლოცველო სახლი, რადგან იმდროინდელი ხელისუფლებისთვის ამას არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა. მუდამ ვახსენებდი ხოლმე ახალციხის მოსახლეობას: თუ ქართველები ხართ, ქართული მართლმადიდებლური ეკლესია როგორ არ უნდა გქონდეთ, მაშინ, როცა ბაპტისტური გაქვთ-მეთქი?! თქვენ წარმოიდგინეთ, შეისმინეს ეს სიტყვები და ჯერ კიდევ კომუნისტების პერიოდში იქ მართლმადიდებლური ტაძარი გაიხსნა. რელიგიის რწმუნებულს ვუთხარი: "სხვა რომ არაფერი გეკეთებინათ, მხოლოდ ეს საქმეც ბევრ რამეში შეგეწეოდათ!" - ამბობს ერთ-ერთ ქადაგებაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II.

ამჟამად საქართველოში 50-მდე ბაპტისტური საკრებულო და ჯგუფია, რომელთაც ოცდაათამდე "ხელდასხმული" მსახური ხელმძღვანელობს. ბაპტისტური კავშირის პრეზიდენტია "ეპისკოპოსი" მალხაზ სონღულაშვილი. რამდენიმე წელია არსებობს წმიდა ნინოს სახელობის (!) "მოწყალების ორდენი" და ჰუმანიტარულ-საქველმოქმედო ასოციაცია "ბეთელი". ბაპტისტები გამოსცემენ გაზეთ "უფლის ხმას", ახალგაზრდულ გაზეთს "ჩვენ", ჟურნალ "ბეთლემს", გაზეთ "თავისუფალს" და სხვა (საინტერესოა, რომ ამ უკანასკნელის რედკოლეგიაში დეკანოზი ბასილ კობახიძეც მოიხსენიება).

ბაპტისტთა "ეპისკოპოს-პრეზიდენტი" მალხაზ სონღულაშვილი ცნობილია ეკუმენური და ინტერკონფესიური საქმიანობით, თუმცა ბაპტისტური კლუბის გამოცემაში "თემი" (16.XII, 2001წ. #3) ისიც კი აღიარებს, რომ კონფესიათა გაერთიანება პრაქტიკულად შეუძლებელია: "ოთხშაბათს, ღვთისმსახურებაზე, ეპისკოპოსის მიმართ დასმული კითხვებიდან გამორჩეული იყო კითხვა, რომელიც ბაპტისტური და კათოლიკური ეკლესიის ურთიერთობებს შეეხებოდა. ეპისკოპოსმა განმარტა, რომ საქართველოს ბაპტისტური და კათოლიკური ეკლესიები ერთმანეთისგან განსხვავდებიან და შეუძლებელია, გაერთიანდნენ (!)".

პ.ს. 2002 წელს რუსეთში გამოიცა ყოფილი ბაპტისტის, დიაკონ სერგი კობზარის წიგნი "მე - ყოფილი ბაპტისტი მისიონერი". მამა სერგი წერს: "სექტანტობაში ვქადაგებდი და სულის სიღრმეში სიცარიელეს, პროტესტანტიზმის ხელოვნურობას ვგრძნობდი". წიგნში მამა სერგი აღწერს სულიერ ძიებას, ძნელ გზას პროტესტანტიზმიდან მართლმადიდებლობამდე. წიგნი პროტესტანტებისადმი მოწოდებით სრულდება. აღსანიშნავია, რომ საქართველოშიც ბევრია შემთხვევა, როდესაც ყოფილი ბაპტისტი დედაეკლესიის წიაღს უბრუნდება (ერთ-ერთი მათგანი ამჟამად მონაზონია).
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
24.12.2020
იეღოვას მოწმეთა სექტამ თავის ყოველწლიური ოფიციალური სტატისტიკა და 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.
07.07.2020
ბოლო დროს ფეისბუქში ვრცელდება ე.წ. "სიცოცხლის სიტყვის" ნეოორმოცდაათიანული სექტის ლიდერის - მამუკა ძებისაშვილის ვიდეო მიმართვა.
19.12.2013
ტოტალიტალური სექტები
ჯერ კიდევ ე. წ. "პერესტროიკამდე", 70-იან წლებში, საბჭოთა კავშირში რამდენიმე მუნიტი დასავლურ ფერმათა წარმომადგენლის სტატუსით იატაკქვეშ მუშაობდა.
10.10.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
მუნიზმის, ისევე, როგორც ნებისმიერი სპირიტისტული მოძრაობის თანახმად
26.09.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
შესაქმის არსი სამ აღთქმაში მდგომარეობს, რომელთაც მუნი "განვითარების პერიოდის სამ თანმიმდევრულ ეტაპზე გაცხადებულ კურთხევებად" იხსენიებს...
12.09.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
მუნიტთათვის მათი უმთავრესი წიგნი, სახელად "ღვთაებრივი პრინციპი", უკანასკნელი და ახალი გამოცხადებაა.
29.08.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
მუნის მოძრაობა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, სპირიტისტული აღორძინების ფონზე აღმოცენდა.
15.08.2013
"მოძღვრებასა მრავალსახესა და უცხოსა ნუ შეიწყნარებთ"
(ებრ. 13,9).
15.08.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
მუნიტთა (იგივე მუნისტების) ორგანიზაცია ქრისტიანობისაგან ნასესხებ რამდენიმე ტერმინში შეფუთული
18.07.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალური სექტები
საენტოლოგია
გაგრძელება
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat