ინდური "ტრიმურტი" და წმინდა სამება, ბჰაქტი-იოგა და ქრისტიანული სიყვარული...
ინდური "ტრიმურტი" და წმინდა სამება, ბჰაქტი-იოგა და ქრისტიანული სიყვარული...
ზოგიერთის აზრით, ყველა რელიგიას საერთო მიზანი აქვს, მათ შორის მხოლოდ გარეგნული განსხვავებაა, მაგრამ არსით ერთნი არიან, ყველა მათგანი ჭეშმარიტია, ამიტომ ისინი კი არ უნდა უარყოფდნენ, არამედ უნდა ავსებდნენ ერთმანეთსო. იმასაც ამტკიცებენ, რომ თურმე ქრისტიანობამ "რაღაც-რაღაცები" ისესხა აღმოსავლური რელიგიებიდან, რაც, რა თქმა უნდა, მცდარია. ამის ნათელსაყოფად რამდენიმე მაგალითს მოვიყვან.

ინდუიზმში (კერძოდ, ბრაჰმანიზმში) არსებობს სამი ღვთაების - ბრაჰმას, ვიშნუსა და შივას ერთობა, რომელსაც ტრიმურტი ეწოდება. ტრიმურტის ცნებაში ზოგიერთი ქრისტიანული სამების ანალოგიას ხედავს და ამ უკანასკნელს ინდუიზმიდან ნასესხებად მიიჩნევს, რასაც არც თეოლოგიური და არც ისტორიული საფუძველი არ გააჩნია.

ქრისტიანობისგან განსხვავებით, ინდუიზმში სამყაროს პირველმიზეზად და უმაღლეს არსებად პიროვნული ღმერთი კი არ მოიაზრება, არამედ უპიროვნო, უსაწყისო, უსასრულო, აბსოლუტური სულიერი უნივერსუმი, რომელიც თავის თავში შეიცავს ყველაფერს და ყოველივეს. ესაა ბრაჰმა, რომლის პიროვნულობის დაშვება მას ღვთაებრივ მნიშვნელობას დაუკარგავდა. შესაბამისად, მას არც პიროვნებისთვის დამახასიათებელი თვისებები (გონება, თავისუფლება) მიეწერება. ინდურმა რელიგიურმა ცნობიერებამ ბრაჰმას გვერდით ამოუყენა ორი სხვა ღვთაება - ვიშნუ და შივა, რომელთაც ინდუიზმი ბრაჰმას მთავარ და არსებით გამოვლინებად მიიჩნევს. ამ სამი ღვთაების ერთობა, ანუ ტრიმურტი, ერთიანი ღვთაებრივი სიცოცხლის კონკრეტულ სიმბოლურ გამოხატვას ემსახურება. ბრაჰმა ქმნის სამყაროს, ვიშნუ - იცავს, შივა - ანადგურებს, აქრობს და ასე გრძელდება განუწყვეტლივ.

ინდურ რელიგიურ-ფილოსოფიურ სისტემაში არსებობს ე.წ. "ბჰაქტი-იოგა" - ასკეტური პრაქტიკა და მედიტაციის ტექნიკა, რომლის მიზანია ღვთაებასთან ემოციური მიახლება (საერთოდ, ინდურ ფილოსოფიაში იოგის მთავარი მიზანია ღვთაებრივი არსის წვდომა და ამით უკვდავებისა და თავისუფლების მოპოვება). თეოსოფები გვსაყვედურობენ - როდესაც ჩვენ, ქრისტიანები უარვყოფთ იოგას ფილოსოფიურ-მედიტაციურ ფორმას, თურმე გვავიწყდება, რომ არსებობს "ბჰაქტი-იოგაც", რომელიც ღვთაებისა და ადამიანის უანგარო სიყვარულს ეფუძნება და ამდენად ძალზე ახლოა სიყვარულის ქრისტიანულ გაგებასთან. ქრისტიანული მოძღვრების ფონზე იოგას შეფასებისას, უპირველეს ყოვლისა, უპრიანია დავსვათ კითხვა: ერთნაირად მოიაზრება თუ არა სიყვარულის ცნება ქრისტიანობასა და ინდუიზმში? მაცხოვრის უმთავრესი მცნებაა: "შეიყვარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა, ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა" და "შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი" (მთ. 22,37-39). ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ "ბჰაქტი-იოგაც" იმავეს ამბობს, მაგრამ ეს მხოლოდ გარეგნული დამთხვევაა. საჭიროა გავარკვიოთ უმთავრესი: ვინაა სიყვარულის ობიექტი და როგორია თავად ეს სიყვარული. ქრისტიანობაში ღვთისადმი სიყვარულს პიროვნული ხასიათი აქვს. ადამიანის პიროვნებას უყვარს ღვთაებრივი პიროვნება. ადამიანის პიროვნება, ქრისტიანობის მიხედვით, ხატია ღვთისა, რომელსაც გააჩნია სიყვარული, სიბრძნე, თვითშემეცნება, შემოქმედებითი ძალა და თავისუფლება. ღვთის პიროვნება კი აბსოლუტური არსია. ინდუიზმი პიროვნულ ღმერთს არ სცნობს, იქ მხოლოდ აბსოლუტური ენერგიაა, უპიროვნო ძალაა, რომლიდანაც (მისი არსიდან) გადმოიღვრება სამყარო აუცილებლობით. ინდური ტრიმურტი სამი პიროვნება კი არ არის, არამედ აბსოლუტის მყოფობის სამ მოდუსს წარმოადგენს - ბრაჰმას, ვიშნუსა და შივას (შექმნა, დაცვა-შენახვა, მოსპობა). ამდენად, ამგვარი ღვთაების სიყვარული - ესაა უპიროვნო ძალის, აბსოლუტის სიყვარული. ადამიანის ჭეშმარიტი არსება, იოგას (და საერთოდ ინდუიზმის) მიხედვით, არის ატმანი, დანარჩენი ილუზიაა. ატმანი უსახო, უსასრულო და თვისებებს მოკლებულია. "ერთი ატმანი არსებობს და მყოფობს ყველა სულდგმულში", ვკითხულობთ უპანიშადებში. ადამიანი თანდათან იმეცნებს, რომ იგი (მისი ატმანი) და აბსოლუტი (ბრაჰმანი) იგივეობრივი არიან. ამდენად, ადამიანის ინდივიდუალობაც ილუზიაა. მაშ, ვინღაა სიყვარულის სუბიექტი?

თუ ადამიანს უყვარს სხვა ადამიანი, როგორც ინდივიდუმი, მას უყვარს მირაჟი და ილუზია, ხოლო თუ ადამიანს ატმანი უყვარს, მაშინ, რადგან ატმანი ერთია, ამიტომ მას საკუთარი თავი უყვარს. რა სიყვარულზე შეიძლება ამ შემთხვევაში ვილაპარაკოთ, როდესაც სიყვარულის ობიექტი და სუბიექტი ერთი და იგივეა: ატმანს უყვარს საკუთარი თავი ბრაჰმას სახით და პირიქით. მაშ ვინ უყვარს და ვის ერწყმის იოგი, თუ ყოველივე ილუზიაა, ხოლო მისი ატმანი აბსოლუტის იგივეობრივია? ამის გამოა, რომ იოგი სიყვარულსაც ისეთსავე დამღუპველ ვნებად მიიჩნევს, როგორც სიძულვილს, რადგან იგი მას მატერიალურ, ე.ი. ილუზიურ სამყაროს აჯაჭვავს. როგორც ნახეთ, "ბჰაქტი-იოგას" არავითარი საერთო არ აღმოაჩნდა სიყვარულის ქრისტიანულ გაგებასთან.

მავანი ცდილობს, დაგვარწმუნოს, რომ ინდუიზმსა და ქრისტიანობას შორის არავითარი რეალური განსხვავება ან უთანხმოება არ არსებობს. არადა ყველაფერი პირიქითაა...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
24.12.2020
იეღოვას მოწმეთა სექტამ თავის ყოველწლიური ოფიციალური სტატისტიკა და 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.
07.07.2020
ბოლო დროს ფეისბუქში ვრცელდება ე.წ. "სიცოცხლის სიტყვის" ნეოორმოცდაათიანული სექტის ლიდერის - მამუკა ძებისაშვილის ვიდეო მიმართვა.
19.12.2013
ტოტალიტალური სექტები
ჯერ კიდევ ე. წ. "პერესტროიკამდე", 70-იან წლებში, საბჭოთა კავშირში რამდენიმე მუნიტი დასავლურ ფერმათა წარმომადგენლის სტატუსით იატაკქვეშ მუშაობდა.
10.10.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
მუნიზმის, ისევე, როგორც ნებისმიერი სპირიტისტული მოძრაობის თანახმად
26.09.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
შესაქმის არსი სამ აღთქმაში მდგომარეობს, რომელთაც მუნი "განვითარების პერიოდის სამ თანმიმდევრულ ეტაპზე გაცხადებულ კურთხევებად" იხსენიებს...
12.09.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
მუნიტთათვის მათი უმთავრესი წიგნი, სახელად "ღვთაებრივი პრინციპი", უკანასკნელი და ახალი გამოცხადებაა.
29.08.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
მუნის მოძრაობა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, სპირიტისტული აღორძინების ფონზე აღმოცენდა.
15.08.2013
"მოძღვრებასა მრავალსახესა და უცხოსა ნუ შეიწყნარებთ"
(ებრ. 13,9).
15.08.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
მუნიტთა (იგივე მუნისტების) ორგანიზაცია ქრისტიანობისაგან ნასესხებ რამდენიმე ტერმინში შეფუთული
18.07.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალური სექტები
საენტოლოგია
გაგრძელება
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat