ოკულტისტური მიმდინარეობები
თეოსოფია
XIX საუკუნის მეორე ნახევარში ხდება ოკულტიზმის აღზევება ახალი ფორმით
(დამაარსებელი ელენა ბლავატსკაია 1831-1891.) სახელწოდება თეოსოფია ნიშნავს - ღვთაებრივ სიბრძნეს. თეოსოფიის მიზანია, დააარსოს ერთი საყოველთაო ეკლესია, რომელმაც უნდა ჩაანაცვლოს ყველა ტრადიციული რელიგია დედამიწაზე. მისი მთავარი მიზანი მდგომარეობს საიდუმლოებისა და დაფარული ცოდნის მოპოვებაში. ამ რელიგიაში არ არსებობს პიროვნული ღმერთი. ქვეყნიერების შექმნის საფუძველია გარკვეული სულიერი სუბსტანცია. პიროვნება ამ სუბსტანციასთან შერწყმისკენ უნდა ისწრაფვოდეს, და მოპოვებული ენერგია თავისი მიზნებისათვის უნდა გამოიყენოს. მანამ, სანამ არ დასრულდება ეს შეერთების პროცესი, მოქმედებს კარმისა და გარდაქმნის კანონი. ბლავატსკაიას ასევე დასაშვებად მიაჩნდა ბოროტ სულებთან კავშირი. გასაიდუმლოებული სიბრძნის მოსაპოვებლად აუცილებელია ვიპოვოთ "დიდი მოძღვრები", "მასტერები", "ოსტატები", "მასწავლებლები", "მაჰატმები", ისინი, ვინც ფლობენ ამ საიდუმლო სიბრძნეს. ამ ცოდნის შეძენის შემდეგ ადამიანი ზებუნებრივ ძალებს მოიპოვებს. XX საუკუნეში, ეს მიმდინარეობა გააგრძელეს ნ. და ე. რერიხებმა და მათმა მოწაფეებმა.თეოსოფია
ანთროპოსოფია
მას შემდეგ, რაც "თეოსოფიურმა საზოგადოებამ" ინდუსი კრიშნამურტი მესიად და კაცობრიობის მხსნელად (მოგვიანებით კრიშნამურტი გამოეყო თეოსოფიას) აღიარა, თეოსოფიის ერთ-ერთმა ლიდერმა რ. შტაინერმა (1861-1925) გაწყვიტა კავშირი "საზოგადოებასთან" და დააარსა საკუთარი რელიგია - ანთროპოსოფია. მისი მიზანი იყო აღმოეჩინა პიროვნებაში საიდუმლო სულიერი ძალები და მიეღწია სამყაროს სულიერ საფუძველთან თანაზიარობისთვის. ეს მიიღწევა აღზრდის განსაკუთრებული სისტემის გამოყენებით, რომელიც თავის თავში მედიტაციას და ჰარმონიულ სტრუქტურას: ტანის მოძრაობის ხელოვნებას მოიცავს, რომელსაც თან ახლავს მონოლოგი და მუსიკა. ასეთი სისტემა ხელს უწყობს ადამიანის მიერ "სულიერი ორგანოების შეცნობას". შტაინერმა შვეიცარიაში ააშენა თავისი რელიგიის ტაძარი, რომელიც უნდა არსებულიყო სამასი წლის განმავლობაში, მაგრამ რამდენიმე წელიწადში გადაწვეს. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არსებობს ანთროპოსოფიური საავადმყოფოები და სკოლები. ჩვენს ქვეყანაში ანტროპოსოფიური სკოლა "ვალდორფის" სახელწოდებითაა ცნობილი.ქრისტიანობის დამოკიდებულება ოკულტიზმისადმი
ქრისტიანებს სწამთ ღმერთი, რომელსაც უყვარს ადამიანები და რომელიც ყველაფერს ადამიანის გადარჩენისათვის აკეთებს. ამიტომ ღმერთს არ სჭირდება რაიმეს დამალვა და რაც გამოხსნაში დაგვეხმარება ყველაფერი ღიად არის მოცემული. გადარჩენისათვის ყველა აუცილებელი საშუალება და ცოდნა ადამიანს უკვე მიცემული აქვს ღვთისგან და თითოეულს, მართლმადიდებელი ეკლესიის საშუალებით, შეუძლია მისი გამოყენება. ქრისტე ჩვენი გადარჩენისათვის ჯვარს ეცვა და ჯვარცმის საშუალებით მორწმუნეებს სიკვდილსა და ბოროტებაზე გამარჯვება მოუტანა. ქრისტეს ადამიანები მიჰყავს მარადიული ღვთაებრივი ცხოვრებისაკენ. კაცობრიობის ისტორიაში არაფერი ამაზე უფრო დიდებული არ განხორციელებულა და არც ვინმეს გაუვლია აზრად. თუმცა ოკულტიზმი, მაგია, სპირიტიზმი, ასტროლოგია, თეოსოფია, ანტროპოსოფია, ექსტრასენსორიკა ("მეცნიერება" ბუნებისა და ადამიანის პარანორმარული, ზემგრძნობიერი უნარების გამოყენების, მისი "ბიოველის" შესახებ) უფოლოგია (საქმიანობა, რომელიც მოიცავს ამოუცნობ, მფრინავ ობიექტებზე დაკვირვებების შეგროვებას და მათი ჭეშმარიტების დადგენას), ეზოთერიკა - შინაგანი საიდუმლო, მისტიკური ცოდნა. ყველა ზემოხსენებულ მიმართულებას ერთი არსი, მაგრამ ბევრი სახელი აქვს და მათი მიმდევარი თავისი სიამაყის გამო უარს ამბობს ღვთის საჩუქარზე. ისინი არ აღიარებენ ქრისტეს, როგორც ერთადერთ ჭეშმარიტ განხორციელებულ ღმერთს. ისინი უარყოფენ იმ ჭეშმარიტებას, რომ ქრისტემ ადამიანებს მოგვცა ყველაფერი (მათ შორის აუცილებელი ცოდნა) ჩვენი გადარჩენისათვის. ისინი ცდილობენ გამოჩხრიკონ, შეიმეცნონ და გაავრცელონ ის ცოდნა, რომელიც ღმერთმა ჩვენი სიყვარულის გამო "არ შემოგვთავაზა".
მაგალითად, ღმერთი ყველას არ აძლევს იმის საშუალებას, რომ დაინახონ არაწმინდა სულები, აღსანიშნავია, რომ ვისაც ისინი უნახავს (საუბარია წმინდა მამებზე) აცხადებენ, რომ მათი ნახვა სახიფათოა ადამიანის სულისთვის. ასევე ღმერთმა არ მისცა ადამიანების უმრავლესობას ზებუნებრივი ძალის გამოყენების უნარი, რადგან მან, რა თქმა უნდა, იცის, თუ რამდენად დიდია შანსი, რომ ის ერთმანეთის საწინააღმდეგოდ გამოვიყენოთ. ამასთან წმინდანები, რომლებიც სულიერად ამაღლდნენ და მიიღეს ქრისტე, ღმერთის შეწევნით საკრალურ ცოდნას და საოცარ შესაძლებლობებს ფლობენ. მაგრამ ეს საკრალური ცოდნა ღმერთის და მისი შემოქმედების სწორად დანახვაშია, ხოლო საოცარი შესაძლებლობები - სასწაულმოქმედებანი, ავადმყოფების განკურნება და მომავლის ხედვა არასდროს ყოფილა წმინდანის კვლევის საგანი, არამედ მხოლოდ ღვთის მსახურება და ღვთის სიყვარული. ისინი დიდი სიყვარულის სანაცვლოდ ღვთისგან ჯილდოდ იყო გადაცემული და არასოდეს შეიძლება იქნეს გამოყენებული ეგოისტური მიზნებისათვის, რადგან სასწაულებს ახდენენ არა წმინდანები, არამედ წმინდანთა ხელით ახდენს უფალი, ისინი მხოლოდ ღვთისმსახურებისა და ხალხის დასახმარებლად შეიძლება იქნეს გამოყენებული.
ამ ყველაფერს სრულად უპირისპირდება ოკულტიზმის უკლებლივ ყველა მიმდევარი, მიუხედავად შავ და თეთრ მაგიაზე მათი მოსაზრებებისა და მტკიცებულებისა, მათი დეკლარაციები ღვთის რწმენასთან დაკავშირებით და ა.შ. მაგიის არსი ის არის, რომ მაგი იხმობს სულს, რათა სულმა აღასრულოს მისი სურვილი. ღმერთს არ შეიძლება მიმართო ბრძანებით, გამოდის, რომ სული, რომელიც ასრულებს მაგის ბრძანებას არის არსება, რომელიც არ ცხოვრობს ღვთაებრივი კანონებით. სხვა სიტყვებით ეს ბოროტი სულია.
ქრისტე ამბობს: "ვინც ჩემთან არაა, ჩემს წინააღმდეგაა; და ვინც ჩემთან არა კრებს, - ფანტავს." (მთ. 12:30).
ამიტომ ყოველი სასწაული და კურნებანი, საიდუმლო ცოდნა და მსხვერპლშეწირვა, რომელიც სრულდება ჭეშმარიტი ღმერთის გარეშე და მისი მცნებების წინააღმდეგ, არ ემსახურება გადარჩენას, არამედ ოკულტიზმის მიმდევართა სულიერი დაღუპვის წინაპირობაა.
ამავე დროს ქრისტიანი, თუკი ის მჭიდრო კავშირშია ეკლესიასა და ქრისტესთან, არ უნდა შეუშინდეს ბოროტ სულებს. ქრისტიანს თავად ღმერთი იცავს. მარადჟამ ქრისტიანის განკარგულებაშია მისი დაუმარცხებელი იარაღი ლოცვა, ჯვარი და წმინდა სამება.
კანონი 61
ის პირები, რომლებიც ენდობიან მისნებს, ასისთავებს* ან სხვა მათ მსგავსებს, რათა იმათგან შეიტყონ წინასწარმეტყველება, წინამორბედ მამათა განწესებათა თანახმად ექვსი წლით ზიარებიდან განკანონებას ექვემდებარებიან; იგივე ეპიტიმია უნდა დაეკისროთ იმათ, ვინც დათვებსა და სხვა ცხოველებს დაატარებენ სამასხარაოდ და მარტივთა** სულთა საზიანოდ და შეაზავებენ რა სიცხადეს უგუნურობასთან, ბედისა და გვარტომეულობის შესახებ მკითხაობენ და სხვა მრავალი მითქმა-მოთქმით არიან დაკავებულნი; მათ მსგავსად უნდა დაისაჯონ ე.წ. ღრუბელთმდევნელები, მსახვრალნი,*** თილისმის დამამზადებელნი და გრძნეულნი. ვინც მტკიცედ არის დადგრომილი ამგვარ საქმიანობაში, არ უტევებს და არ ილტვის ასეთი დამღუპველი და წარმართული გამოგონებებისაგან, მათ მიმართ ეკლესიიდან გაძევებას განვაჩინებთ, როგორც ამას საღვთო სჯული ბრძანებს: "...რა? ზიარება? არს ნათლისა და ბნელისა? - იტყვის მოციქული, - ანუ რა? სწორება არს ტაძრისა ღმრთისა კერპთა თანა?ანუ რა? ნაწილ უც მორწმუნესა ურწმუნო?სა თანა? ანუ რა? შეტყუება არს ქრისტესი ბელიარის თანა?" (II კორ. 6. 14,16,15).(ტრულ. 65; ანკვირ. 24; ლაოდ. 36; ბასილი დიდ. 7,65,72,81,83; გრიგოლ ნოს. 3).
* უხუცესი მოგვები** უბრალო, განუსწავლელი
*** რიცხვებით მკითხავნი