რიგითი წევრები კვლავაც ბრმად გაჰყვნენ თავიანთ ბელადებს
რიგითი წევრები კვლავაც ბრმად გაჰყვნენ თავიანთ ბელადებს
იეჰოვას მოწმეები
ცნობიერების კონტროლის ეფექტიანობა და წევრთა ბრმა მორჩილება კიდევ ერთხელ ცხადყო იმან, თუ რა გზით დააღწია თავი სექტამ ცოტა ხნის წინანდელ კრიზისს (იგი მმართველი კორპორაციის წევრთა მხცოვან ასაკს უკავშირდებოდა).

კორპორაციის წევრობა მხოლოდ 144 ათასს შეეძლო, - მიწაზე მხოლოდ იმათ ხელეწიფებათ მართვა, ვინც ზეცაშიც მართავს, მაგრამ 144 ათასი "ვაკანსია" 1995 წლისთვის თითქმის შეივსო: - 1935 წელს, რეტერფორდის განცხადებით, ზეცაში მოწოდება დასრულდა და ამის შემდგომ "მეორეხარისხოვანი" ნათლობები დაიწყო "მრავალთათვის", რომელნიც მიწიერ სამოთხეში მყოფობენ, ბანანს მიირთმევენ და იძულებითი ბედნიერებით ტკბებიან...

1935 წლამდე მონათლულნი, მინიმუმ, გასული საუკუნის ოციან წლებში უნდა დაბადებულიყვნენ (ისინი სამოცდაათს არიან გადაცილებულნი), ასე რომ, ათი წლის შემდგომ მათგან აღარავინ იქნება ცოცხალი და ხსენებულ 144 ათასში შემავალი "ერთგული და კეთილგონიერი მსახურები" ფიზიკურად აღარ იარსებებენ, ხოლო რა მოხდება შემდგომ, არავინ უწყის...

1995 წლისთვის ორგანიზაცია 1935 წლამდე მონათლულ 12 ათას კაცს ითვლიდა, მათი უმრავლესობა მდედრობითი სქესის გახლდათ, ქალებს კი მმართველ კორპორაციაში შესვლა ეკრძალებათ...

1935 წელი სხვა თარიღთა რიგთან იყო კავშირში, რაც მის გადახედვას უკიდურესად ართულებდა. სექტის სწავლების თანახმად, 1914-დან 1935 წლამდე პერიოდში წარმართთა ეპოქა 1914 წლის შემოდგომაზე დასრულდა, როდესაც ქრისტე გამეფდა და ამ დროიდან იგი უხილავად მყოფობს დედამიწაზე.

მათი დამოწმებით, 1914 წელსვე ახდა გამოცხადების წიგნის წინასწარმეტყველება, ქრისტემ, ანუ მთავარანგელოზმა მიქაელმა, დედამიწაზე სატანა ჩამოაგდო.

1918 წლის გაზაფხულზე ქრისტე სულიერი ტაძრის შესამოწმებლად მოვიდა, რომ აღასრულოს მალაქია წინასწარმეტყველის სიტყვა (3:1 და 1 პეტრე 4:17). შემდგომ ანგელოზებმა, იესოს წინამძღოლობით იწყეს ხორბლის (ანუ, ცხებულთა, სულისაგან ჩასახულთა) გამორჩევა იმათგან, ვინც დედამიწაზე დამკვიდრდება.

1919 წელს იესომ გამოაცხადა, რომ "ერთგული და კეთილგონიერი მსახური" (144 ათასი) კურთხეულია და მისი კოლექტივის შემადგენლობა იმ თანამდებობამდე აღამაღლა, რომელიც დღეს უპყრია.

იეჰოვას მოწმეებს აქვთ თეორია შვიდი ბეჭდისა და საყვირის შესახებ. 1922-28 წლებში ჩატარებულ შვიდ კონფერენციაზე განსაკუთრებული რეზოლუციები - "საყვირის ხმები" მიიღეს, 1935 წელს კი, როდესაც 144 ათასი უკანასკნელი რჩეული იქნა მოწოდებული, დედამიწაზე ამქვეყნიური სამოთხის მომავალ მკვიდრთა მეორე შეკრება დაიწყო. ამიტომ 1935 წლის სხვა თარიღით ჩანაცვლება გახდა საჭირო, ასევე მასთან დაკავშირებული სისტემისაც, რომელიც სრულიადაც არ გახლდათ აბსტრაქტული და თითოეული იეჰოვას მოწმის ცნობიერებაში იყო ჩაბეჭდილი.

სექტა მეორე კრიზისის წინაშე იდგა. იეჰოველები აცნობიერებდნენ, რომ ბოლო ჟამი ახლოვდებოდა, ცოცხალ რჩეულთა რიცხვი კი სწრაფად მცირდებოდა, თავის გასამართლებლად კი ან მეორედ მოსვლა იყო საჭირო და ან სხვა, განსაკუთრებული რამ.

სექტის გამოცემებიდან: - "1995 წლამდე "იეჰოვას მოწმეებს სწამდათ, რომ "საგანთა ამჟამინდელი სისტემა" 1914 წლამდე დაბადებული თაობის სიცოცხლეში დასრულდებოდა... მათ ამგვარად ესმოდათ მათეს სახარებაში უფლის მიერ ნათქვამი სიტყვა "ნათესავი": - სიღრმისეულმა კვლევამ ცხადყო, რომ მოცემულ კონტექსტში ხსენებული სიტყვა ერთ თაობას კი არ ნიშნავს, შესაძლოა, თაობათა გაურკვეველ ოდენობას ან თაობათა ცვლას გულისხმობდეს..."

სახეზეა გულისამრევი პარადიგმა: "პარტია საზეიმო ვითარებაში დებს პირობას, რომ საბჭოთა ადამიანების დღევანდელი თაობა კომუნიზმში იცხოვრებს"!

ხოლო თუ რატომ გაიგო ეს სიტყვა არასწორად "ერთგულმა და კეთილგონიერმა მსახურმა", ვერავინ განმარტავს და ვერც იმის გარანტიას მოგცემთ, რომ ამჟამინდელი "სიღრმისეული კვლევაც" სხვა მიმართულებას არ მიიღებს. კითხვების დასმა დაუშვებელია, ყველაფერი ბრმად და სახალხოდ, თან ზარ-ზეიმით უნდა მივიღოთ. არსებობს მხოლოდ აწმყო, წარსული კი მყისიერად და თან სამუდამოდ არის წაშლილი, - აი, სექტის აღმაშფოთებელი ანტიისტორიულობის კიდევ ერთი ცხადი მაგალითი!

სექტის არაერთმა ყოფილმა წევრმა ან უკვე უჩივლა მას სასამართლოში, ან ამას აპირებს. სარჩელის მოტივაცია სხვადასხვაა. მაგალითად, ჩივიან სისხლის გადასხმაზე იძულებითი უარის შედეგად დაღუპული ან ლოგინად ჩავარდნილი სექტანტების ნათესავები, ან მძიმე მორალური ზიანის მსხვერპლნი (სექტა ხომ ყოველ შეცთომილ წევრს მორალურ ბოიკოტს უცხადებს, ამას მათ ენაზე ურთიერთობის მოწყვეტა ჰქვია). ამასთან, როგორც ფრენსი აღნიშნავს, საფრანგეთი მოკლე ხანში მიიღებს კანონს ცნობიერების კონტროლში ბრალდებულ რელიგიურ ორგანიზაციათა წინააღმდეგ, გერმანიის კანონმდებლობა კი ორგანიზაციებს გათავისუფლებულ თანამშრომელთათვის კომპენსაციის გადახდას ავალდებულებს.

სექტის თავკაცობა უკიდურესი ცინიზმის წყალობით გამოვიდა რთული ვითარებიდან, რიგითი წევრები კი კვლავაც ბრმად გაჰყვნენ თავიანთ ბელადებს და ახალი "აღმოჩენები" და ბრძანებები სახალხოდ და ზარ-ზეიმით მიიღეს...

2001 წელს ცნობილი გახდა, რომ ათი წლით ადრე სექტამ მოახერხა გაეროსთან არსებული, ასოცირებული არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსის მიღება... ყოფილი იეჰოველები აღშფოთებით საუბრობენ სექტის ფარისევლობის შესახებ: - ერთი მხრივ, იეჰოველთა გამოცემებში გაერო იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების ცეცხლის ვეშაპადაა მოხსენიებული, მეორე მხრივ კი სექტა ხელს აწერს თხოვნას ამ ორგანიზაციის ასოცირებული წევრის სტატუსის მისაღებად...

ამ ნაბიჯმა კიდევ ერთხელ დაადასტურა "ერთგული და კეთილგონიერი მსახურის" უხეში ცინიზმი.

სკანდალი, რომელიც სექტის ყოფილ წევრებს უკავშირდება და რომლის წყალობითაც "საგუშაგო კოშკის" აღმაშფოთებელი თვალთმაქცობა გასაჯაროვდა, მოულოდნელი შედეგით დასრულდა: - 2001 წლის ოქტომბრის დასაწყისში გაცხადდა, რომ "საგუშაგო კოშკის", ბიბლიისა და რელიგიური ლიტერატურის საზოგადოებამ" გაეროს მასთან ურთიერთობის გაწყვეტის თაობაზე მიმართა თხოვნით და იმავე წლიდან მისი სახელი გაეროსთან ასოცირებულ ორგანიზაციათა სიიდან ამოიშალა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
24.12.2020
იეღოვას მოწმეთა სექტამ თავის ყოველწლიური ოფიციალური სტატისტიკა და 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.
07.07.2020
ბოლო დროს ფეისბუქში ვრცელდება ე.წ. "სიცოცხლის სიტყვის" ნეოორმოცდაათიანული სექტის ლიდერის - მამუკა ძებისაშვილის ვიდეო მიმართვა.
19.12.2013
ტოტალიტალური სექტები
ჯერ კიდევ ე. წ. "პერესტროიკამდე", 70-იან წლებში, საბჭოთა კავშირში რამდენიმე მუნიტი დასავლურ ფერმათა წარმომადგენლის სტატუსით იატაკქვეშ მუშაობდა.
10.10.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
მუნიზმის, ისევე, როგორც ნებისმიერი სპირიტისტული მოძრაობის თანახმად
26.09.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
შესაქმის არსი სამ აღთქმაში მდგომარეობს, რომელთაც მუნი "განვითარების პერიოდის სამ თანმიმდევრულ ეტაპზე გაცხადებულ კურთხევებად" იხსენიებს...
12.09.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
მუნიტთათვის მათი უმთავრესი წიგნი, სახელად "ღვთაებრივი პრინციპი", უკანასკნელი და ახალი გამოცხადებაა.
29.08.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
მუნის მოძრაობა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, სპირიტისტული აღორძინების ფონზე აღმოცენდა.
15.08.2013
"მოძღვრებასა მრავალსახესა და უცხოსა ნუ შეიწყნარებთ"
(ებრ. 13,9).
15.08.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
მუნიტთა (იგივე მუნისტების) ორგანიზაცია ქრისტიანობისაგან ნასესხებ რამდენიმე ტერმინში შეფუთული
18.07.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალური სექტები
საენტოლოგია
გაგრძელება
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat