იეჰოვას მოწმეები
იეჰოვას მოწმეები
სექტამ იმას მიაღწია, რაც ტოტალიტარულმა, კომუნისტურმა რეჟიმებმა ვერ შეძლეს
(გაგრძელება)
XX საუკუნის 70-იან წლებში "საგუშაგო კოშკის" სათავო ოფისში რეფორმები განხორციელდა. მმართველი კორპორაცია იმან აღაშფოთა, რომ პრეზიდენტი ყველაფერს ერთპიროვნულად წყვეტდა და კორპორაციის უფლებები შეზღუდული იყო. ამ დრომდე პრეზიდენტი შვიდი კაცისაგან შემდგარ დირექტორთა საბჭოს თავკაცობდა, 1971 წლიდან კი შეიქმნა მმართველი კორპორაციის ახალი, გაფართოებული სტრუქტურა, რომელმაც უკვე თერთმეტი ადამიანი გააერთიანა.

ნორი 1977 წელს, მორიგი "ქვეყნიერების აღსასრულის" შემდეგ გარდაიცვალა და მას ფრედერიკ ფრენსი ჩაენაცვლა. სწორედ ეს უკანასკნელი უნდა "გამკლავებოდა" აუხდენელ წინასწარმეტყველებას, რომლის გამოც უამრავმა მიატოვა სექტა.

ფრენსი სექტაში ყველაზე განათლებული ადამიანი იყო და ხელმძღვანელთაგან პირველი, რომელმაც, მეტ-ნაკლებად იცოდა ბერძნული (და არა ებრაული) ენა. სწორედ მან მიიღო მკაცრი ზომები ახალ ადეპტთა მოსაზიდად - ძირფესვიანად გაწმინდა ორგანიზაცია (საკუთარი ძმისშვილიც კი გააძევა მმართველი კორპორაციიდან), ყაზარმული ერთფეროვნება და ერთიანი მმართველობა შემოიღო და ოდნავ გადასინჯა სტრატეგიაც, რის შედეგადაც სექტის რიგები ისევ შეივსო.

ფრენსი იეჰოველების მთავარი იდეოლოგი გახლდათ 50 წლის განმავლობაში, 1992 წელს კი 99 წლისა გარდაიცვალა. ახალ პრეზიდენტად 72 წლის მილტონ ჰენშელი აირჩიეს.

"საგუშაგო კოშკის" მეხუთე პრეზიდენტი მეორე იყო მმართველი კორპორაციის ყველაზე ახალგაზრდა წევრთა შორის (მასზე ახალგაზრდა წევრი 69 წლის გახლდათ)...

საყურადღებოა, რომ ორივე "სტაჟიანი" სექტა, "იეჰოვას მოწმეებიც" და მორმონებიც, განვითარების მოცემულ საფეხურზე მართვის გერონტოკრატიული თვალსაზრისით, ერთურთის მსგავსია. აქაც და იქაც უმაღლეს თანამდებობებზე ღრმად მოხუცებულები ინიშნებიან.

ფრენსის რეფორმების შედეგად იეჰოველთა ის ორგანიზაცია ჩამოყალიბდა, რომელსაც დღეს ვიცნობთ. მანვე შემოიღო "განკვეთის" პრაქტიკა ("ურთიერთობას მოწყვეტა") და წევრებზე სექტის ტოტალური კონტროლის პრაქტიკული მეთოდები შეიმუშავა.

განდგომილებისა და მოღალატეებისათვის სასჯელის ერთადერთი ზომა არსებობს - საუკუნო სიკვდილი, მაგრამ სიკვდილით დასჯის უფლება იეჰოველებს ჯერ არ მიუღიათ, თუმცა, ყველა განდგომილს უკვე მკვდრად და არარსებულად მიიჩნევენ და როდესაც ასეთებს ქუჩაში ხედავენ, მათი უგულებელყოფა ევალებათ...

მას შემდეგ, რაც ჩვენი ნაცნობი დანიელი იეჰოველებს განეშორა, იგი საკუთარმა მშობლებმაც კი მკვდრად გამოაცხადეს, ასე მოექცნენ ნაცნობ-მეგობრებიც...

ის, ვინც სექტიდან გაძევებულ ან წასულ პირებთან ურთიერთობას გაბედავს, თავადვე დაექვემდებარება სასიკვდილო განაჩენს, რომელიც თითქოსდა მოჩვენებითია, სექტის წევრთათვის კი - საკმაოდ რეალური.

აი, ამონარიდი მათი გამოცემებიდან:

- "ჩვენი სულიერებისათვის კიდევ ერთ საფრთხეს წარმოადგენს განდგომილება... ჭეშმარიტების მოწინააღმდეგეებთან ყოველგვარი კონტაქტისაგან მოზღუდვით, თავს ვიცავთ მათი გაუკუღმართებული აზროვნებისაგან".

"საერთოდ იკრძალება განკვეთილ ადამიანთან საუბარი და მისალმებაც კი... ჩვენ უნდა შევიძულოთ ასეთნი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, უკიდურესი და დაუფარავი ზიზღით მოვექცეთ და ამაზრზენ, ბილწ, ბინძურ არსებებად ჩავთვალოთ..."

ასე რომ, ფრენსმა ყველაფერს ადგილი მიუჩინა.

"იეჰოვას მოწმეთა" რწმენის ერთადერთი და უცვლელი საგანი არა უხილავი ღმერთია, რომელთან ურთიერთობაც მათ არც ერთ დებულებაში არ მოიაზრება, არამედ ხილული და "სულის მიერ რეალურად მართული" ორგანიზაცია. სწორედ ეს უკანასკნელი მოითხოვს უპირობო მმართველობას და არა ღმერთი.

ყველაზე მაღალჩინოსანი იეჰოველებიც კი აღიარებენ, რომ სექტის სწავლების საფუძველი ორგანიზაციის ერთობაა. ფრენსის რეფორმის შემდგომ კი ამ ერთობის შენარჩუნება სექტის თვითმიზნად გადაიქცა. მის აღსასრულებლად კი სექტის თავკაცობა ყველა ღონეს მიმართავს და არც ერთ ხრიკსა თუ საშუალებას არ ერიდება.

იეჰოველთა უმეტესობის მოწმობით, ორგანიზაციაში ჯაშუშობისა და ერთურთის დაბეზღების მთელი სისტემა მუშაობს, სუფევს მლიქვნელობა, ზემდგომთა წინაშე თავმოწონება და ისინი ამ უმკაცრესი კონტროლის ფარულ მხარეზეც საუბრობენ: - "ბეთელის" თანამშრომელთა შორის გამძვინვარებულ ფარულ ხრწნასა და ლოთობაზე...

იკრძალება ნებისმიერი სახის რელიგიურ საკითხზე რაიმე კერძო, საკუთარი განსჯის შედეგად მიღებული დასკვნა ან კომენტარი და მხოლოდ სექტის სახელმძღვანელოთა სტატიების კომენტირებაა დასაშვები. იკრძალება დამოუკიდებელი აზრი და ასეთი სახის განცხადებები: - "მე ასე ვთვლი" ან "მე ასე ვფიქრობ", იკრძალება "იეჰოვას მოწმეთა" ძველი პუბლიკაციების გაცნობა.

სექტა მკაცრად საზღვრავს წევრთა კავშირებს გარე სამყაროსთან და "გარეშე" პირებთან, თვით უახლოეს ნათესავებთანაც კი.

არც საერო განათლებაა წახალისებული, რამდენადაც იგი, "ხელმძღვანელთა თვალსაზრისით, გონებას ცრუ ცოდნით აბნელებს და წმინდა წერილის შესწავლისაკენ მიმართულ ძალებს ასუსტებს. დაკანონებულია ნეგატიური დამოკიდებულება ნებისმიერო საერო სამსახურისადმი, თუ იგი სექტის წევრს იეჰოვას მსახურებაში უშლის ხელს.

დაკანონებულია მკაცრი მეთვალყურეობა, რომ ყველა ძმამ და დამ შეუპოვრად იღვაწოს ორგანიზაციის სწავლების ასათვისებლად და პროპაგანდისათვის. საყოველთაო თვალთვალი და კონტროლი ხორციელდება არა მხოლოდ სექტის მოქმედ, არამედ გარიცხულ წევრებზეც.

"ბიბლია არის ორგანიზაციისათვის განკუთვნილი წიგნი, იგი ეკუთვნის ქრისტიან შესაკრებელს, როგორც ორგანიზაციას და არა ცალკეულ პირებს, რაოდენ გულწრფელადაც უნდა სწამდეთ მათ ბიბლიის განმარტების საკუთარი შესაძლებლობებისა. ამიტომაა შეუძლებელი ბიბლიის სწორად გაგება, თუ იეჰოვას ხილულ ორგანიზაციას დავივიწყებთ".

ბიბლიის შესწავლა ინდივიდუალური კი არა, კოლექტიური ორგანიზაციის საქმეა და ეს ოდენ ორგანიზაციის ხელმძღვანელობითაა შესაძლებელი. სინამდვილეში, იეჰოველები სიყალბეს სჩადიან, - ბიბლიის შესწავლას სექტის ბეჭდური პროდუქციის ათვისებას უწოდებენ, ბიბლიური პრინციპებით ცხოვრებას კი - "ერთგული და კეთილგონიერი მსახურის" ინსტრუქციათა მორჩილებას.

სექტაში არც ინდივიდუალური ლოცვა ფასდება, რადგან იეჰოველთა ღმერთი პირად ლოცვებს არ ისმენს, ყველაფერი საჯაროდ უნდა კეთდებოდეს, კონტროლით, და არც ლოცვაა გამონაკლისი, - ისიც კოლექტიური უნდა იყოს, ყველას დასანახად და მოსასმენად წაკითხული.

მოკლედ ვიტყვით იეჰოველთა ბეჭდური პროდუქციის შესახებ, რომლის მეშვეობითაც იგი ადეპტებზე ინფორმაციულ კონტროლს ახორციელებს:

ერთ-ერთ წერილში ვისაუბრეთ ჟურნალ "საგუშაგო კოშკის" შესახებ, რომელიც სექტის სარწმუნოებრივი სწავლების მთავარი წყაროა. მათ ყველა დანარჩენ ინტერესს კი ჟურნალი "გაიღვიძე!" აკმაყოფილებს, რომლის შინაარსსაც ყველაზე მეტად სიტყვა "წვრილმანები" ან "მოკლედ ყველაფრის შესახებ" შეესატყვისება.

ამ ჟურნალს პრეტენზია აქვს, რომ სექტის წევრის ყველა არარელიგიური ინტერესის დაკმაყოფილება ძალუძს, რომ ყველა პასუხი გადამოწმებული წყაროდან არის აღებული და მკითხველის სწორ დასკვნამდე მიყვანა ძალუძს.

ამ ინფორმაციული ღრუს ამოვსების შემდეგ მინიმუმამდეა დაყვანილი იმის საშიშროება, რომ იეჰოველი რაიმე არასექტანტურს წაიკითხავს...

მალე იგი კარგავს იმის აღქმის უნარს, რაც სექტისაგან არ მომდინარეობს და დაწვრილებითი დამრიგებლობითი ინსტრუქციები არ ახლავს, ხოლო, მოგეხსენებათ, ვინც ინფორმაციას აკონტროლებს, ადამიანის ცნობიერებაზეც მიუწვდება ხელი... გადის დრო და იეჰოველი "საგუშაგო კოშკის" ან სხვა სექტანტური გამოცემების ციტატებით იწყებს აზროვნებას.

სექტა ერთგვარ მიკროსამყაროში არსებობს და ადამიანის საკუთარ ვერსიას ქმნის, რომელიც კულტურის, სოციუმის და საზოგადოების მიღმა არსებობს, დამახინჯებულ-გამარტივებულ ენაზე საუბრობს, კითხულობს მონოტონურ ბეჭდურ გამოცემებს, სააგიტაციო-პროპაგანდისტულ მასალებს, უსმენს უაღრესად მოსაწყენ და ბანალურ მუსიკას (ბეთელში დაწერილს) და ასე შემდეგ...

ასე რომ, სექტამ იმას მიაღწია, რაც ტოტალიტარულმა, კომუნისტურმა რეჟიმებმა ვერ შეძლეს - შექმნა ახალი ადამიანი, რომელიც სამუდამოდ გამოეთხოვა ბედკრული წარსულის მემკვიდრეობას.

გაგრძელება იქნება

ა. დვორკინის მიხედვით
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
24.12.2020
იეღოვას მოწმეთა სექტამ თავის ყოველწლიური ოფიციალური სტატისტიკა და 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.
07.07.2020
ბოლო დროს ფეისბუქში ვრცელდება ე.წ. "სიცოცხლის სიტყვის" ნეოორმოცდაათიანული სექტის ლიდერის - მამუკა ძებისაშვილის ვიდეო მიმართვა.
19.12.2013
ტოტალიტალური სექტები
ჯერ კიდევ ე. წ. "პერესტროიკამდე", 70-იან წლებში, საბჭოთა კავშირში რამდენიმე მუნიტი დასავლურ ფერმათა წარმომადგენლის სტატუსით იატაკქვეშ მუშაობდა.
10.10.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
მუნიზმის, ისევე, როგორც ნებისმიერი სპირიტისტული მოძრაობის თანახმად
26.09.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
შესაქმის არსი სამ აღთქმაში მდგომარეობს, რომელთაც მუნი "განვითარების პერიოდის სამ თანმიმდევრულ ეტაპზე გაცხადებულ კურთხევებად" იხსენიებს...
12.09.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
მუნიტთათვის მათი უმთავრესი წიგნი, სახელად "ღვთაებრივი პრინციპი", უკანასკნელი და ახალი გამოცხადებაა.
29.08.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
მუნის მოძრაობა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, სპირიტისტული აღორძინების ფონზე აღმოცენდა.
15.08.2013
"მოძღვრებასა მრავალსახესა და უცხოსა ნუ შეიწყნარებთ"
(ებრ. 13,9).
15.08.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
მუნიტთა (იგივე მუნისტების) ორგანიზაცია ქრისტიანობისაგან ნასესხებ რამდენიმე ტერმინში შეფუთული
18.07.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალური სექტები
საენტოლოგია
გაგრძელება
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat