რასელმა საკმაოდ დიდხანს იცოცხლა, რომ საკუთარი წინასწარმეტყველების სიცრუეში დარწმუნებულიყო
რასელმა საკმაოდ დიდხანს იცოცხლა, რომ საკუთარი წინასწარმეტყველების სიცრუეში დარწმუნებულიყო
იეჰოვას მოწმეები
იეჰოვას მოწმეები - ეს რელიგიურ-პოლიტიკური და ბიზნეს-გამომცემლობითი ორგანიზაციაა , რომელმაც, როგორც ქრისტიანობის პრეტენდეტმა, თანამედროვე მსოფლიოში საკმაოდ აგრესიული და აქტიური სექტა ჩამოაყალიბა.

სექტის ისტორია
იეჰოვას მოწმეების სექტა 1879 წელს ამერიკაში ჩარლზ რასელმა დააარსა. რასელი პროტესტანტული ეკლესიის მრევლი - ახალგაზრდა, მდიდარი (ტანსაცმლის მაღაზიების მფლობელი), მაგრამ ნაკლებად განათლებული ბიზნესმენი იყო. სჯეროდა, რომ ის, მოციქულ პავლეს შემდეგ, ყველაზე დიდი წინასწარმეტყველი იყო. ახალი რელიგიის ორგანიზაცია იმართებოდა ამერიკული კომერციული პრინციპებით. საუკუნის განმავლობაში სექტა (მისი ცენტრი არის ბრუკლინში (ნიუ-იორკი) გახდა უმდიდრესი რელიგიური კომპანია, რომელსაც "საგუშაგო კოშკი" ეწოდა. სექტის წარმომადგენლებმა მოახერხეს თავიანთი მოძღვრების მთელ მსოფლიოში გავრცელება, დაახლოებით 200 ქვეყანაში, მათი მიმდინარეობა ითვლის რამდენიმე მილიონ მორწმუნეს. სექტა გამოსცემს კოლოსალური რაოდენობის ჟურნალებს სახელწოდებით "საგუშაგო კოშკი" და "იფხიზლეთ!"

იეჰოველები იყენებენ შემდეგ საშუალებებს თავიანთ ორგანიზაციაში ახალი წევრის მისაღებად:

- ოჯახში სტუმრობა (განსაკუთრებით მატერიალურად შეჭირვებულ ოჯახებში)

- ქუჩაში ჯიუტად რელიგიურ თემებზე საუბრის დაწყების მცდელობა

- თავიანთი სარწმუნოების შენიღბვა ქრისტიანობით

- წიგნებისა და ჟურნალების დარიგება, რომლის საფასურსაც სექტის წევრი აუცილებლად გადაიხდის და ა.შ.

"მოწმეების" რელიგიური შეხედულებები
ღმერთი მხოლოდ იეჰოვაა. იესო ქრისტე - არა ღმერთი, არამედ ღვთის შემოქმედებაა. სულიწმინდა არც ღმერთია და არც პიროვნულობა. წმინდა სამება არ არსებობს.

სახელი იეჰოვა პირველად გაცხადებული იყო მოსესთვის, როდესაც მან საუბრისას სთხოვა ღმერთს ეთქვა სახელი (გამოს. 3:13-14) "მე ვარ ღმერთი, მყოფი რომელი ვარ", ანუ მე ვარ მყოფი, უთხრა ღმერთმა მოსეს: "მე ვარ, რომელიც ვარ. კვლავ უთხრა: ასე უპასუხე ისრაელიანებს: რომელიც ვარ, (ანუ მყოფი) მგზავნის თქვენთან". ქრისტიანები იესო ქრისტეს ცნობენ, როგორც ჭეშმარიტ ღმერთს, ხოლო სახელი "იეჰოვა" ყოველთვის უკავშირდებოდა წმინდა სამებას და ასევე იესო ქრისტესაც. მას შემდეგ, რაც ღმერთი განკაცდა, ადამიანები მიმართავდნენ მას ისე, როგორც მან მოისურვა. ზემოთქმულის საფუძველი შესაძლებელია მოძიებულ იქნას ბიბლიაშიც (იეჰოვას მოწმეთათვის წმინდა ბიბლია ერთადერთი სარწმუნო წიგნია) "სხვის მიერ არვისგანაა ხსნა და არც კაცთათვის მიცემული სხვა სახელია ცის ქვეშ (იესო ქრისტეს გარდა), ვისი წყალობითაც ვიხსნიდით თავს". (საქმე 4:12). ამ დროს სწორედ ბიბლიაში წერია, რომ იესო ქრისტე არის ღმერთი. მაგალითად, მოციქული თომა ქრისტეს აღდგომის შემდეგ, როდესაც მას შეეხება ამბობს: "უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!" (იოანე 20:28), ხოლო მოციქული პავლე წერს: "უცილობლად დიდია ღვთისმოსაობის საიდუმლო: ღმერთი გამოჩნდა ხორცით, გამართლდა სულით, ეჩვენა ანგელოზებს, ქადაგებულ იქნა წარმართთა შორის, სარწმუნო იქნა საწუთროსათვის და ამაღლდა დიდებით". (1 ტიმოთე 3:16).

ძალიან მალე ქრისტე დაბრუნდება იერუსალიმში, რათა იქიდან მართოს ქვეყანა და დაამყაროს თავისი ათასწლოვანი მეუფება. ამ პერიოდში ყველა ადამიანი ბედნიერად იცხოვრებს სამოთხედ ქცეულ დედამიწაზე. თითოეული "იეჰოვას მოწმე" დაიკავებს უმნიშვნელოვანეს ადგილს ქვეყნიერების მმართველობაში. პრეზიდენტი იქნება ქრისტე, პრემიერ-მინისტრი აბრაამი და მინისტრები იქნებიან ძველი აღთქმის თვალსაჩინო პერსონები.

სული არ არის უკვდავი
ეკლესიის წმინდა გადმოცემები, ღვთისმსახურება, წმინდანები, ყველაფერი ეს სატანის მოგონილია, რათა ადამიანი დააშოროს ღმერთს. კვირაში სამჯერ, იეჰოველები ღვთისმსახურების ნაცვლად მართავენ შეკრებებს, რათა განიხილონ ორგანიზაციული და ბიბლიური საკითხები. მათი ერთადერთი დღესასწაული იუდაისტური პასექია. ნათლობა არის უბრალო ცერემონიალი, რომელიც ტარდება ორგანიზაციაში ახალი წევრის მიღებისას. ახლანდელი თაობა მოესწრება მეორედ მოსვლას. გარკვეული პერიოდის წინ იესო ქრისტეს მეორედ მოსვლასთან დაკავშირებით სახელდებოდა კონკრეტული წლები: 1914, 1918, 1921, 1931, 1975, 1984. ყოველთვის, როდესაც მითითებული წელი სრულდებოდა, ორგანიზაცია კარგავდა უამრავ ცნობისმოყვარე წევრს.

მხოლოდ 144 000 მორწმუნე გადარჩება და ამაღლდება იესო ქრისტესთან ერთად მისი ათასწლოვანი მეფობის შემდეგ. დანარჩენი "მოწმეები" სამარადჟამოდ ბედნიერად იცხოვრებენ დედამიწაზე, სხვა ადამიანები დაიხოცებიან.

ზემოთქმულიდან აშკარაა, რომ იეჰოველები ქრისტიანები არ არიან.

იეჰოველები არ აღიარებენ ქვეყნიერების არანაირ მმართველობას, გარდა თავიანთი ორგანიზაციისა და მისი კანონებისა. არ აკეთებენ კეთილ საქმეებს, მათი საქმიანობა მიზნად ისახავს ორგანიზაციის რეკლამირებას და პროპაგანდას. მათთვის დაუშვებელია სისხლის ანალიზის ჩაბარება, ან სისხლის გადასხმა. ყოფილა შემთხვევები, როდესაც მცირეწლოვანი იეჰოველი ბავშვები გარდაცვლილან მხოლოდ იმიტომ, რომ მშობლებს უარი უთქვამთ მათთვის სისხლის გადასხმაზე. იეჰოველების ფანატიზმი მათ დაბალ, ჰუმანურ კულტურას ეფუძნება, რაც თავიანთი ხელმძღვანელების მიმართ უაპელაციო რწმენასა და მორჩილებაში გამოიხატება. ისინი უფროსებისგან მიღებულ ინფორმაციას გაუაზრებლად გადასცემენ უფრო დაბალ საფეხურზე მდგომ ორგანიზაციის წევრებს.

***
ჩარლზ ტეიზ რასელი (1852-1916) პენსილვანიის შტატის ქალაქ პიტსბურგში პრესვიტარიანელთა ოჯახში დაიბადა. დამთხვევაა, მაგრამ მილერივით რამდენიმე კლასის განათლება ჰქონდა, თუმცა, თვითგანათლებას მიჰყო ხელი და გალანტერეის მაღაზიაში მამასაც ეხმარებოდა.

სხვათა შორის, ჩარლზი საკმაოდ ნიჭიერი ბიზნესმენი გამოდგა, ვაჭრობაში ბევრს მიაღწია და მნიშვნელოვანი შემოსავლის პატრონიც გახდა.


რეტერფორდმა 1927 წელს კარდაკარ ლიტერატურის დარიგების

სავალდებულო წესი შემოიღო

16 წლისა ადვენტისტთა გავლენის ქვეშ მოექცა, რომელნიც "დიდი იმედგაცრუების შემდეგ" ძალას იკრებდნენ და მეორედ მოსვლის ახალ დათარიღებას ცდილობდნენ.

1876 წელს შეიტყო, რომ გამოდიოდა მცირე ადვენტისტური ჟურნალი "დილის მაცნე", რომელიც იუწყებოდა, რომ 1874 წლის შემოდგომაზე ქრისტე ამქვეყნად უხილავად მოვიდა, სამნახევარი წლის შემდგომ კი მორწმუნენი ზეცად იქნებოდნენ ატაცებულნი.

რასელი გულწრფელი მიმდევარი გახდა ადვენტიზმისა, ბიზნესი გაყიდა და მთელი ფინანსები ხსენებულ ჟურნალს მოახმარა. გამომცემელმა იგი თანაშემწედ დანიშნა, მაგრამ ამან რასელი არ დააკმაყოფილა და როდესაც მორიგი მეორედ მოსვლა კიდევ ერთხელ გადაიდო, საკუთარი ჟურნალი ("სიონის საგუშაგო კოშკი და ქრისტეს მაცნე") დააარსა. სწორედ ეს გახლდათ მომავალ იეჰოველთა პირველი ბეჭდური გამოცემა.

***
მალე რასელი ადვენტისტებს ჩამოსცილდა და საკუთარ დებულებათა გამოქვეყნება იწყო, დამოუკიდებლად ანგარიშობდა მეორედ მოსვლის თარიღს და ბედოვლათ წინამორბედთა მსგავსად, მანაც დანიელ წინასწარმეტყველის წიგნს მიმართა... გამოთვალა იერუსალიმის ტაძრის განადგურების თარიღი, - ქრისტეშობამდე 607 წელი (სინამდვილეში, სოლომონის ტაძარი 586-587 წლებში განადგურდა), სამყაროს აღსასრულის ჟამად კი 1914 წელი დაადგინა...

ხსენებული თარიღი რასელს ძალიან მოეწონა, რამდენადაც ახლოს იყო და, მეორე მხრივ, 1914 წლამდე საკმაო დრო რჩებოდა ადამიანთა "მოსაქცევად"...

სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება რასელის გატაცება პირამიდოლოგიით, რაც ოკულტურ წრეებთან მისი კავშირის მორიგი საბუთი გახლავთ.

თვითნასწავლმა რასელმა ხეოფსის პირამიდას "ქვაში ნაკვეთი ბიბლია" უწოდა და მისი პარამეტრების ზომვა და ერთურთზე გამრავლება და გაყოფა იწყო, შედეგად, კვლავ 1914 წელი მიიღო, რაც მისთვის მეორედ მოსვლის თარიღის კიდევ ერთი დასტური იყო.

რაც ახლოვდებოდა ხსენებული თარიღი, რასელი მით ემიჯნებოდა ქრისტიანობას. სწორედ ამ პერიოდში უარყო წმინდა სამებისა და იესო ქრისტეს ღვთაებრიობის დოგმატების და ზედიზედ გამოაქვეყნა თავისი "წმინდა წერილის კვლევის" ექვსი ტომი.

რასელი დიდად აფასებდა თავის ნაშრომს და ამბობდა, რომ თუ ადამიანი 20 წლის მანძილზე სწავლობდა ბიბლიას, მაშინ მხოლოდ "წმინდა წერილის კვლევის" წაკითხვაღა სჭირდებოდა, თუ მავანი ბიბლიას ოც წელიწადს მისი განმარტებების მიხედვით სწავლობდა, შემდეგ მიატოვებდა და მხოლოდ ბიბლიის კითხვას შეუდგებოდა, სამი წლის შემდეგ წყვდიადში აღმოჩნდებოდა, მაგრამ თუ ბიბლიის კითხვას მიატოვებდა და ოდენ მისი განმარტებებით დაკმაყოფილდებოდა, ამით არაფერი დაშავდებოდა და კვლავ ნათელში აღმოჩნდებოდა, რადგან განმარტებანი ყოველივე იმას შეიცავდა, რის ათვისებაც საჭიროა...

სხვათა შორის, დღევანდელი "იეჰოვას მოწმეებიც" ფაქტობრივად იმავე შეხედულებას იზიარებენ თავიანთ გამოცემებზე ბიბლიასთან დაკავშირებით.

***
თავის წრეს რასელმა "წმინდა წერილის მკვლევარები" უწოდა და სწორედ ამ სახელით გახდა ცნობილნი იეჰოველთა პირველი თაობა.

მომხრენი რასელს ერთგულ და კეთილგონიერ მსახურად (მათე 24:45) და ლაოდიკიის ანგელოზად, ანუ ქრისტიანული ეკლესიის უკანასკნელ მაცნედ მიიჩნევდნენ.

ამგვარადვე მოიხსენიებდა მეუღლეც, რომელიც მისი საქმის აქტიური პროპაგანდისტი იყო, მაგრამ ამის მიუხედავად, ქორწინების გაუქმების პროცესისას ქმარს უკვე "ორგულ და არაკეთილგონიერ მსახურად" იხსენიებდა...

რასელმა საკმაოდ დიდხანს იცოცხლა, რომ საკუთარი წინასწარმეტყველების სიცრუეში დარწმუნებულიყო. 1914 წელს მეორედ მოსვლა კვლავ არ შედგა, თუმცა, ეს თარიღი, წინამორბედებთან შედარებით, ყველაზე "წარმატებული" აღმოჩნდა - პირველი მსოფლიო ომი დაიწყო...

რასელი 1916 წელს გარდაიცვალა, მის საფლავს ამშვენებს მასიური ქვის პირამიდა და საფლავის ქვა, რომელზე ამოკვეთილი ტექსტიც მას "ლაოდიკიის ეკლესიის ანგელოზად" მოიხსენიებს.

***
იეჰოველთა შემდგომ მეთაურსა და ახალ, "ერთგულსა და კეთილგონიერ მსახურს", მოსამართლე ჯოზეფ ფრანკლინ რატერფორდი ერქვა.

განათლებით იურისტმა ამ სფეროში განსაკუთრებულს ვერაფერს მიაღწია, თუმცა, გახდა რასელის მიმდევარი და იურისტ-თანაშემწე გაუთავებელი სასამართლო დავებისას... ეს გახლდათ ქორწინების გაუქმებასთან დაკავშირებული პროცესები, რომელთაც ზნეობრივი ხასიათის სხვადასხვა ბრალდება ახლდა თან, მაგალითად, დაფიქსირებულია სკანდალური ისტორია "ჯადოსნურ" ხორბალთან დაკავშირებით, რომელმაც რასელს დიდი მოგება მოუტანა, - მომდევრები დაარწმუნა, რომ ხსენებული ხორბალი წარმოუდგენელ მოსავალს მოიტანდა, თუმცა, ეს სინამდვილეს არ შეესაბამებოდა.

დაფიქსირებულია არაერთი სხვა სასამართლო განხილვაც, ერთ-ერთ პროცესზე რასელი სიცრუეში ამხილეს: მან განაცხადა და ბიბლიაზეც დაიფიცა, რომ ყველა ბიბლიური ენა ზედმიწევნით იცოდა, მაგრამ როდესაც ბერძნულ და ებრაულენოვან ტექსტთა წაკითხვა სთხოვეს, ვერც ერთი ასოს ამოკითხვა ვერ შეძლო და იძულებული გახდა, ეღიარებინა, რომ ფიცის დადებისას იცრუა.

რატერფორდი "წმინდა წერილის მკვლევართა საზოგადოების" ვიცე-პრეზიდენტი იყო. რასელის მითითებით, მის მემკვიდრეს პრეზიდენტის უფლებამოსილება "საგუშაგო კოშკის" დირექტორთა საბჭოსთან უნდა გაეზიარებინა, რომელიც თავად რასელმა უვადოდ დანიშნა, მაგრამ რეტერფორდსა და დირექტორთა საბჭოს შორის დაპირისპირება მისი გარდაცვალებისთანავე დაიწყო. შედეგად, უპირატესობა რეტერფორდმა მოიპოვა. დაპირისპირებისას ფიზიკური ძალაც კი გამოიყენეს, საბოლოოდ კი სწორედ რეტერფორდი გახდა ორგანიზაციის ერთპიროვნული მბრძანებელი.

რასელისაგან განსხვავებით, რომელიც ქარიზმატული მქადაგებელი, მაგრამ საკმაოდ სუსტი ორგანიზატორი იყო, რეტერფორდს მკაცრად საქმიანი მიდგომა ჰქონდა. მთელი დრო რეტერფორდმა ქადაგებაზე მუშაობასა და ახალ წევრთა გადაბირებას დაუთმო და 1927 წელს ლიტერატურის კარდაკარ დარიგების სავალდებულო წესი შემოიღო. ქადაგებისათვის კი იმ დროს უახლეს საშუალებებს იყენებდა, კერძოდ, მობილურ რადიოსადგურებსა და გრამოფონებს.

იგი უმოწყალოდ ახშობდა ნებისმიერი სახის განსხვავებულ აზრსა და ოპოზიციურ განწყობებს ორგანიზაციის წიაღში, სასტიკი მეთოდებით აძლიერებდა სექტის ერთობას და თავისი ძალაუფლებისადმი სექტის წევრთა უპირობო მორჩილებას.

პირველი მსოფლიო ომის დასასრულს, 1917 წელს, რეტერფორდმა ციხეში ამოყო თავი, რადგან ამერიკელებს ჯარში სამსახურზე უარისკენ მოუწოდებდა.

დიდ სირთულეებს წააწყდა სამყაროს აღსასრულის მორიგ თარიღთან დაკავშირებით, რომელიც 1925 წელს "დანიშნა". ამ თარიღამდე ცოტა ხნით ადრე უნდა მომხდარიყო სამი დიდი წინასწარმეტყველისა და მამამთავრის: - აბრაამის, ისააკისა და იაკობის მკვდრეთით აღდგომა. სან-დიეგოს მახლობლად რეტერფორდმა მათ მდიდრული სასახლე აუგო და "ბეთ სარიმი" ("უფლისწულთა სახლი") უწოდა... წინასწარმეტყველნი არ გამოცხადდნენ, სანაცვლოდ რეტერფორდს გაუჩნდა მშვენიერი რეზიდენცია, სადაც ყოველ ზაფხულს ისვენებდა. იგი ექსტრავაგანტური პირადი ცხოვრებით იყო ცნობილი, ლხინი უყვარდა და არც ალკოჰოლისადმი გახლდათ გულგრილი. მის შესახებ ათასგვარი ჭორი ვრცელდებოდა, სკანდალებშიც არცთუ იშვიათად ეხვეოდა, ხელგაშლით ცხოვრობდა და ამას არც მალავდა.

***
სექტის შემდგომი პრეზიდენტი ნათან ნორი გახდა, რომელიც ბიუროკრატი უფრო იყო, ვიდრე ქარიზმატული ლიდერი. მისი ძალაუფლება ისეთ მასშტაბებს აღწევდა, რომელზეც რეტერფორდი ვერც კი იოცნებებდა. ნორმა პირველმა მიაქცია ყურადღება თითოეული წევრის მომზადებას საქადაგებლად. თუ იქამდე იეჰოველები გრამოფონებს კარდაკარ დაათრევდნენ და რეტერფორდის მგზნებარე ქადაგებებს ასე ავრცელებდნენ, ნორი მათგან უკვე ინდივიდუალურ ქადაგებას ითხოვდა და რამდენადაც ეს უკანასკნელი, რეტერფორდისა და რასელისაგან განსხვავებით, შემოქმედი არ იყო და საკუთარ ნაშრომთა შექმნა არ შეეძლო, იეჰოველთა ჟურნალებში ტრადიციად დაამკვიდრა ტექსტების ანონიმურად გამოქვეყნება. სწორედ ნორის ეპოქიდან მოყოლებული ქვეყნდება სექტის ლიტერატურა მმართველი კორპორაციის სახელით და მასში პირადი მოსაზრებები სრულებით არ ჩანს. როგორც ჩანს, სწორედ იმ დროიდან გადაინაცვლა "ერთგულმა და კეთილგონიერმა მსახურმა" პიროვნული კატეგორიიდან კოლექტიურში.

კარგად ორგანიზებული ქადაგების წყალობით სექტა სწრაფად იზრდებოდა და ამ პერიოდში მისმა მთავარმა იდეოლოგმა, ფრედერიკ ფრენსმა ხელახლა გადათვალა და გადაამოწმა ქვეყნიერების აღსასრულის ყველა შესაძლო თარიღი. ქრისტეს უხილავი დაბრუნება 1874 წლიდან 1914 წელს გადმოიტანა, 1960-იან წლებში კი "საგუშაგო კოშკის" ფურცლებზე გამოჩნდა ქრისტეს მეორედ მოსვლის ახალი თარიღი - 1975 წელი, რასაც წინ უსწრებდა არმაგედონი და მესამე მსოფლიო ომი.

ცივმა ომმა და ბირთვულმა დაპირისპირებამ ესქატოლოგიური ისტერიის გაღვივებას შეუწყო ხელი და შედეგად მრავალი შეშინებული ადამიანი შეუერთდა სექტას.

1975 წლის დასაწყისისათვის "იეჰოვას მოწმეთა" რაოდენობა დაახლოებით 5 მილიონს შეადგენდა.

მოამზადეს
ალექსანდრე ჩხეიძემ და მანანა ტუაევამ
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
24.12.2020
იეღოვას მოწმეთა სექტამ თავის ყოველწლიური ოფიციალური სტატისტიკა და 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.
07.07.2020
ბოლო დროს ფეისბუქში ვრცელდება ე.წ. "სიცოცხლის სიტყვის" ნეოორმოცდაათიანული სექტის ლიდერის - მამუკა ძებისაშვილის ვიდეო მიმართვა.
19.12.2013
ტოტალიტალური სექტები
ჯერ კიდევ ე. წ. "პერესტროიკამდე", 70-იან წლებში, საბჭოთა კავშირში რამდენიმე მუნიტი დასავლურ ფერმათა წარმომადგენლის სტატუსით იატაკქვეშ მუშაობდა.
10.10.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
მუნიზმის, ისევე, როგორც ნებისმიერი სპირიტისტული მოძრაობის თანახმად
26.09.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
შესაქმის არსი სამ აღთქმაში მდგომარეობს, რომელთაც მუნი "განვითარების პერიოდის სამ თანმიმდევრულ ეტაპზე გაცხადებულ კურთხევებად" იხსენიებს...
12.09.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
მუნიტთათვის მათი უმთავრესი წიგნი, სახელად "ღვთაებრივი პრინციპი", უკანასკნელი და ახალი გამოცხადებაა.
29.08.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
მუნის მოძრაობა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, სპირიტისტული აღორძინების ფონზე აღმოცენდა.
15.08.2013
"მოძღვრებასა მრავალსახესა და უცხოსა ნუ შეიწყნარებთ"
(ებრ. 13,9).
15.08.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალიტალური სექტები
მუნიტთა (იგივე მუნისტების) ორგანიზაცია ქრისტიანობისაგან ნასესხებ რამდენიმე ტერმინში შეფუთული
18.07.2013
ალექსანდრე დვორკინი - ტოტალური სექტები
საენტოლოგია
გაგრძელება
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat