"იესო ქრისტეს მზგავსად ჩვენც გვმართებს, ღმერთის დიდება ქვეყანასა ზედა"
"იესო ქრისტეს მზგავსად ჩვენც გვმართებს, ღმერთის დიდება ქვეყანასა ზედა"
დეკანოზ დავით გარსიაშვილის ქადაგება
"ოხ, ღმერთო ჩემო! სულ ძილი, ძილი, როს-ღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?!."

ამნაირივე იყო სურათი ქვეყნიურ ხალხოსნობისაც ქრისტეშობის ჟამს. დედამიწაზე კაცთა შორის ასეთ სამარისებურ სიჩუმის, წყვდიადის, არსაიდამ ძახილის, ძილის და გახრწნის დროს ყოვლისა მპყრობელმა და ცათა და ქვეყნის შემოქმედმა, სახიერმა და კაცთმოყვარე მამა ღმერთმა კვლავ "გარდმოიხედა ზეცით... და ჰპოვა მხეცთა მიერ წარტაცებული ცხოვარი იგი ცთომილი და უმადლო"... და შეიბრალა იგი... და სიყვარულით "მოჰხედა ვენახსა მას, რომელიც დაასხა მარჯვენამან მისმა, და განამტკიცა იგი" მადლითა და ჭეშმარიტებით სავსე თვისი მხოლოდშობილი ძის მოვლინებით, რათა მან, ზეცისა პურმა და ყოვლისა სოფლისა საზრდელმა, კაცი, "ტაძარი ღვთისა და სადგური სულისა წმიდისა", "ბეჭთა თვისთა იტვირთოს და მამასა მიჰგვაროს, და ზეცისა ძალთა შეაერთოს და აცხოვნოს იგი" (იხ. IV ხმის კვირიაკის საგალობელი). მახარებელი იოანე ღვთისმეტყველის სწავლით: "ესრეთ შეიყვარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თვისი მხოლოდშობილი მოჰსცა მას, რათა ყოველსა, რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარჰსწყმდეს, არამედ აქვნდეს ცხოვრება საუკუნო". "რამეთუ არა მოავლინა ღმერთმან ძე თვისი სოფლად, რათა დაჰსაჯოს სოფელი, არამედ რათა აცხოვნოს სოფელი მის მიერ" (იოანე III, 16, 17).

"ღმერთია ყველას მშველელი... ღვთით არ განწირულს ყველგან წინ უძღვის მისი მარჯვენა შემწყნარებელი") ილია ჭავჭავაძე, "განდეგილი").

ღვთით არ განწირულნი აღმოჩნდნენ ურიანი და მთლად წარმართნიც ქვეყნისა, როდესაც მადლიანი ხმა მამა ღვთისაგან უფლება მინიჭებულის მხსნელის იესო ქრისტესი: "შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა" (მათე IV, 1)... "იღვიძებდით და ილოცვიდით, რათა არა შეხვიდეთ განსაცდელსა; სული გულს-მოდგინე არს, ხოლო ხორცნი - უძლურ (მათე XXVII, 41)... ნათელი ჭეშმარიტის იესო ქრისტეს ასეთმა ახალმა, მადლით მოსილმა ქადაგებამ დაარღვია ჯერ ურიათა სამარისებური მყუდროება და უმალ ირგვლივ წყვდიადით მოცულ იმ არე-მარეს უხვი და ულეველი, გონების განმანათლებელი და გულის გამთბობი მზისებური სხივები მოჰფინა. მერე ხომ ქრისტეს მიერ ბრწყინვალედ - "სიკვდილითა სიკვდილის დათრგუნვითა" და ის დიდებულად ზეცის ამაღლებითა, მოციქულთა ასეთივე ქადაგებითა "შეირყა მთელი ცა და ქვეყანა". დიდი ესაიას წინასწარმეტყველებით და მახარებელ მათეს მოწმობითა და დასტურით იმ დროიდან ერმა იხილა ნათელი დიდი და "რომელი ჰსხდეს საფლავსა და აჩრდილთა სიკვდილისათა, ნათელი გამოუბრწყინდა მათ" (ესაია IX, 1-2; მათე IV,16).

რაში გამოიხატა დიდი ნათელის აღმობრწყინვება და ქვეყანაზე მცხოვრებ კაცთაგან მისი ხილვა? სამარიტელად წოდებულ იესო ქრისტეს მადლიან სწავლაში ასეთივე საქმით აღსრულებაში. სახიერმა და კაცთმოყვარე მაცხოვარმა თვისი სიტყვიერი სწავლა განამტკიცა და განამართლა საქმიანი მაგალითით, თავის დამდაბლებით და განწირვით - ეკლის გვირგვინის ღვთაებრივ ნათელ თავსა და შუბლზე დადგმით, გოლგოთის აღმართზე მძიმე ჯვარის ზიდვით, ჯვარცმითა და პატიოსანი და უბიწო სისხლის დათხევით; მამა ღმერთის წინაშე ასეთი მსხვერპლის შეწირვით მან გახრწნილი კაცობრიობა უხრწნელ-ჰყო და დაუსახა მას სამარადისო წმიდა მიზნად მოყვასისადმი მადლის ქმნა, მოწყალების გაცემა, ბედისაგან დაჩაგრულის ჭირში, რისხვასა და იწროებაში მყოფის შებრალება, დახმარება და თავგანწირვამდე მისი სიყვარული... "მცნებასა ახალსა მიქცემ თქვენ, რათა იყვარებოდეთ ურთიერთარს, ვითარმედ მე შეგიყვარენ თქვენ, რათა თქვენცა იყვარებოდეთ ურთი-ერთ-არს. ამით სცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკეთუ იყვარებოდეთ ურთი-ერთ-არს" (იოანე XIII, 34, 35); "ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რომელნი შეიწყალნენ" (მათე V); და კიდევ: "იყვენით თქვენ მოწყალე, ვითარცა მამა თქვენი მოწყალე არს" (ლუკა VI, 36). აჰა, ჯვარცმულ "სამარიტელ" იესო ქრისტესაგან კაცთათვის საკუთარი მაგალითით დასახული ამქვეყნიური მიზანი იმ ქვეყნიური საუკუნო ცხოვრების მოსაპოვებლად!... "მამაო, მე გადიდე შენ ქვეყანასა ზედა, საქმე აღვასრულე, რომელი მომეც მე, რათა ვჰყო".

იესო ქრისტეს მსგავსად ჩვენც გვმართებს, საყვარელნო ძმანო და დანო, მამა ღმერთის დიდება ქვეყანასა ზედა მისგან დავალებულ საქმის აღსრულებით და ეს დავალებაა ერთმანეთის სიყვარული და ურთ-ერთ შორის მადლიანი ცხოვრება!.. მოწყალების გაცემა... "ყველგან სიყვარული და მადლი!", "ყველგან სიყვარული და სათნოება!" ამისთვის არის საჭირო ამქვეყნიური სიცოცხლე კაცისა! მოციქულთა ქადაგების ქვაკუთხედადაც იესო ქრისტეს ნაანდერძევი იგივ სიყვარული, მადლი და წყალობა იყო მოყვასისადმი. "უფროსი ამისა სიყვარული არავის აქვს, რათა სული თვისი დაჰსდვას მეგობართა თვისთათვის"... "თქვენ მეგობარნი ჩემნი ხართ, უკეთუ ჰყოთ, რომელსა ესე გამცნებ თქვენ" (იოანე XV, 13, 14). სიტყვით ნათქვამი იესო ქრისტემ ხომ საქმით აღასრულა - თავი თვისი დასვა გოლგოთის მთაზედ...

მოციქულებმაც ღვთაებრივ მოძღვარს, იესო ქრისტეს, მაგიერი მეგობრობა გაუწიეს მის მიერ ბოძებული მცნებების კაცთა შორის საქმით აღსრულებით... მათაც სულნი თვისნი დასდვეს მეგობართათვის და ერთხელ დასახულ წმიდა მიზნისათვის კი არ უღალატნიათ. და ჩვენც ხომ ქრისტე იესოს მოწაფეებად ვიწოდებით და ქრისტიანები ვართ? ხომ წმიდა ემბაზში განბანილნი, განწმენდილნი, ნათელღებულნი, მირონცხებულნი ვართ? ხომ ქრისტეს სახარების მადლს ვფიცულობთ, გონებითა და გრძნობით ვლოცულობთ, პირჯვარს ვიწერთ? მაგრამ ყველა ეს ხომ სიტყვით და გარეგნული ნიშნებითა და წესებით... საქმით? დასამტკიცებლად ჩვენი მაკურთხებელი და წმიდამყოფელი მაცხოვარი იესო ქრისტე ხომ საქმეებს მოითხოვს ჩვენგნით? თვით მხსნელმა, იესო ქრისტემ, მამა ღმერთს კაცთა შორის ყოფნის უკანასკნელ ჟამს საქმიანი ანგარიში რომ ჩააბარა: "მამაო! მე გადიდე ქვეყანასა ზედა, საქმე აღვასრულე, რომელი მომეც მე, რათა ვჰყო!" (იოანე XVII, 1,4). ჩვენც შეგვიძლია წარვდგეთ წმიდამყოფელ ქრისტეს წინაშე "უკანასკნელსა მას დღესა"? სიტყვა "ძმის" ხმარება ხომ უკუ ვაგდეთ და მის მაგიერ ეხლა დღე-მუდამ ენებზედ რომ გვაკერია სიტყვები: "მეგობარო"... "ამხანაგო"... და ხმამაღლა გავკივით და ერთმანეთს ვუხმობთ ამ ძახილით, მერე? გვესმის კი ამ სიტყვების შინაარსი და მნიშვნელობა? ვიცით, რაშია საქმით მეგობრობა და ამხანაგობა? გვიყვარს საქმით მოყვასი, ძმა, მეგობარი, ამხანაგი? კერძოდ, ჩვენ, ქართველებს, დაცული გვაქვს ეს პირველი და უმთავრესი მცნება ქრისტესგნით ცით მოტანილი ჰსჯულისა? დასმულ კითხვებზედ ჩვენი ცხოვრების უკანასკნელი 10-25 წელთა განვლილი დღეები ნათლად და მკაფიოდ გვიპასუხებენ, რომ არ დაგვიცვია ეს მცნება, და პირად და საზოგადო საერთო ცხოვრებაშიც არ გაგვიტარებია იგი. განა ქართველთათვის შესაძლებელია ამ დიად მცნების აღსრულებაზე ოცნებაც კი მაშინ:

"როცა ირგვლივ სიღარიბე,
სიღატაკე ეფინება;
ხალხი კვნესის, ხალხი ტირის,
ხალხს შიმშილით სული ჰხდება".

(ჟ. "ნაკადული", 1907 წ. 12. შიო ახოსპირელი).

განა შესაძლებელია თვის ტომის დამწუნებელს, უარისმყოფელს და მოძულე კაცს სხვათა მოდგმისანი უყვარდეს? ასეთს განა შეუძლიან სხვის ბედ-იღბალზედ ზრუნვა და ფიქრი?! ასეთი მიმართულების კაცი ღამურას მსგავსია. ასეთ კაცს ღვთისაგან, ბუნებისაგან, საზოგადოებისაგან და საკუთარი სინიდისისაგან ჯილდოდ მხოლოდ იგივე წყევლა-კრულვა დაუმსახურებია, რაიც ღამურას, რომელსაც უუკადრისებია თაგვობა, დაუწყევლია თავისი გაჩენა და დაუგმია თვისი ბუნება:

"კრულია მისი ხსენება,
ვინც დაჰგმობს დედა ენასა,
მოყვრებს ღალატობს და მით
აპირობს მაღლა ფრენასა".

(აკაკი წერეთელი, "ღამურა").

ასევე უნდა სინანულით იღაღადოს უმადლომ, ძუნწმა და გულქვა კაცმა. ასეთს, შინ ბედოვლათს, განა შეუძლიან გარეთა უცხოთათვის მადლის ქმნა, დოვლათის დაგროვება, მოწყალების გაცემა და მათი შებრალება? რასაკვირველია, არა! და ჩვენ, ქართველები, ყველა თუ არა, ერთი დიდი ნაწილი მაინც ხომ ასეთები ვართ?.. მორწმუნენო ქართველნო! ბრალი არ დამდოთ და ცილი არ შემწამოთ!.. ყოველივე ზემო ნათქვამი ორგულობაში არ ჩამითვალოთ!.. მე ქართველი ვარ!.. საქართველოსა და ქართველი ერისათვის თავ-მკვდარი, მისი მონა-მორჩილი! მისის სიკეთისათვის თავიდამვე გაწირული და მებრძოლი!.. მაგრამ ვაღვიარებ, რომ კერძოთ კაცი, ანუ მთლიანად ერი, თუ იგი საკუთარ ჭერქვეშ გულ-ქვაა და ძუნწია, ძმის მკვლელის კაინის და ღვთაებრივ მოძღვრის გამცემის იუდა ისკარიოტელის მზგავსია, თუ იგი ძესა თვისსა პურის ნაცვლად ქვას აწვდის, ან და ნაცვლად თევზისა გველით უმასპინძლდება, რაც თვით ძე ღვთისას იესო ქრისტეს დაუშვებლად მიაჩნია (მათე VII, 9, 10) განა ასეთი, თუნდ ოდესმე ქრისტეს სახელით ნათელღებული შეიძლებს "შვილად ღვთისად" ყოფას? განა იგი შეესისხლხორცება "ინტერნაციონალს" II-ს, თუგინდ III-ს? რასაკვირველია, ვერა!.. და ჩვენ, ქართველების უმრავლესობა დღესაც წამებული პოეტის დახასიათებით და შეფასებით ხომ იგივე ვართ:

"მტვერ წაყრილი,
თავ დახრილი,
ყოვლად უქმი, უდიერი;
უზღუდონი,
გზა მრუდენი,
არ გამტანი და ცბიერი;
მტრის არ მცნობი, მოყვრის მგმობი,
სხვასთან მხდალი, შინ ძლიერი"...

(ილია ჭავჭავაძე, "ბედნიერი ერი").

შინ ასეთები, შევძლებთ კი გარეთ უცხოთა ტომის სიყვარულს, ძმობას, ამხანაგობას?.. ვერა და ვერა! სიტყვას საქმედ ვერ ვაქცევთ; ცრუობით კი შეგვიქმნია მითქმა-მოთქმა, ბაქი-ბუქობა, ქარი აგვიყენებია, დიდათ ვყოყოჩობთ და გულვდიდობთ საერთო-საქვეყნო საქმეების საკითხთა ირგვლივ... ჭეშმარიტად, რომ საძრახისია ჩვენი წარსულის და აწმყოს ასეთი "ორგულობა, ორპირობა, ფარისევლობა, ზაკვით სავსეობა, ავ-მორწმუნეობა"... რატომ? კარგია "ინტერნაციონალობა" მხოლოდ არა ჩვენში, "თვის ტომის დამწუნებელთა" და საკუთარ კერის და ჭერის უარისმყოფელთა შორის, არამედ იმათთვის, რომელთაც უცვნიათ ჯერ თავნი თვისნი, თვისი ერი და ქვეყანა, საკუთარი კერა და აკვანი, გაუზიარებიათ მისი ჭირი და ლხინი და შეუგნიათ მისი ავი და კარგი. ასეთების ხელში სულ სხვა გემოს ხილია "ინტერნაციონალობა", ჩვენში?..

"შეიყვარო თავი შენი, ვითარცა თავი თვისი," - გესმით, მსმენელებო, ღვთაებრივი მოძღვრის ნაუბარი? გიყვარდეს მოყვასი შენი, როგორც შენი საკუთარი თავი გიყვარსო. მაშასადამე, საფუძველი მოყვასის სიყვარულისა თვითეულ კაცის მიერ თვისი პიროვნების თვისით შეგნებაშია, განხილვაში, თავით ფეხებამდე გაზომვა-გაქექვაში და სინდისის სასწორზე დადებაში ყოფილა. იესო ქრისტეს ასეთი სწავლით მხოლოდ შემგნებელი თავისა თვისისა და გათვითცნობიერებული შეიძლებს უცხოთა ცნობასა და სიყვარულს. აი, ის კარგი გზა და ხიდი ცხოვრებისა, რომელიც იესო ქრისტეს მიერ იქმნა ჯვარცმით გაკვლეული და გადებული მიწიერ კაცთა წინმსვლელობისათვის. მხოლოდ ამ გზით და ასეთი ხიდით მავალი მოეწევა ამ და იმ ქვეყნად ნეტარებას; მხოლოდ ასეთს ჰშვენის პროგრესის პყრობა. ასეთი კარგი და სათაყვანებელი კაცი აქვე ეწაფება უკვდავების წყაროს. მხოლოდ ამგვარი გზა და ხიდით მავალი ერი თუ თვითოეული კაცი შემქნელი და მსახურია კულტურისა და მომცემი მომავლისა. გვჯერა, გვწამს და ამას აშკარად და საყოველთაოდ ვაცხადებთ და ვქადაგებთ, რომ დღეს სახარების გარეშე მდგომნი უმეცარნი, უგულონი და უმადლონი, კულტუროსნობით მოამაყენი და თავმომწონენი, ამაოდ დაჰშვრებიან.

სახარების გარეშე, სიყვარულის, მადლის ქმნისა და შებრალების გარეშე არ არის სიხარული და ცხოვრება ამა თუ იმ ქვეყნად, არამედ სამარადისო სიკვდილია სულით და ხორცით. ქართველებო! "როს ვაკვირდებით ჩვენს ამგვარ ყოფას, სული და გული გვიკვნესის, კვდება"... აქ ყველა, საიდამ სად გადმოხვეწილნი, უცხო მთიელნი, ილხენენ, იმღერიან და იხარებენ, ...დიდ განცხრომაში იმყოფებიან... ჩვენ კი? ჩვენ, ქართველები?.. მისი ღვიძლი მობინადრენი, დღეს მის გერებად გადაქცეულნი, ვკვნესით და ვტირით... გულმკვდარნი ვართ...

სიტყვა საკმაოდ გრძელი გამოდგა, საყვარელნო! ვეცადნეთ მის მოკლე თქმას, მაგრამ მსჯელობისათვის თავიდამვე დასახული საგანი - "შეიყვარო მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი", - უსაზღვრო სიღრმისაა, ისევე, როგორც თვით ღმერთი, - სიყვარული, - უსაზღვრო და მიუწვდომელია. ათასი წლის მანძილზე კაცთმოყვარე იესო ქრისტესაგან თქმულ და დღეს ამ წმიდა ტაძარში განხილულ იგავზე ბევრი თქმულა და დაწერილა; მომავალში, ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა, ბევრი ითქმება და დაიწერება ისევ ამავე საგანზე, მაგრამ შინაარსი მისი კვლავ ამოუწურავი დარჩება ...მომავალ კაცობრიობის გულის ძგერა, გონება და სული განუწყვეტლივ მისკენ იქნება მიპყრობილი მის საიდუმლოების ასახსნელად და გამოსაცნობად. ახლა კი, რაც ვთქვით, ვიკმაროთ. სუსტი ნაშრომ-ნააზრევია ეს თქმული მოძღვრება, მაგრამ სიყვარულით აღვსილი სულით მოძღვნილია იგი თქვენდამი, ვერის წმიდა ნიკოლოზის ტაძრის ნაყოფის შემომწირველთა და კეთილის-მყოფელთა და, თქვენი სახით, მთლად მორწმუნე ქართველ ერისადმი.

საქართველოს შვილნო! "ვიყვარებოდეთ ურთი-ერთ-არს, რათა ერთობით ვაღვიარებდეთ!"

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
13.11.2023
გთავაზობთ უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ქადაგებდან ამონარიდს  ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს (13 ნოემბერი 2005 წ).
11.03.2023
სოციალურ ქსელში გავრცელდა დეკანოზ სერაფიმე დანელიას ფრიად საგულისხმო წერილი, რომელსაც "კარიბჭის" მკითხველს სიამოვნებით ვთავაზობთ:
21.09.2022
ღვთისმშობელმა დედამ დაგვიტოვა ნუგეშად სიტყვები: მე თქვენთან ვარ ყოველთა დღეთა...
27.02.2022

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაუმის (შავიანიაძე) ქადაგებები

07.01.2022
ჩვენი უწმინდესი ეკლესია დღევანდელ დღეს ქრისტემდე მცხოვრებ ძველაღთქმის მართალთა ღვთისმოსავ მოგონებას უძღვნის.
25.08.2021
დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი:

დაგლოცოთ ღმერთმა ამ საყოველთაო განსაცდელის ჟამს!
01.02.2021
მიტროპოლიტი დავითი (კაჭახიძე, 1872-1935) - ქართველი სამღვდელოების საყურადღებოდ.
26.01.2021
გთავაზობთ ბარაკონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვრის,
12.07.2020
სიბრძნესა მათსა მიუთხრობენ ერნი, და ქებასა მათსა აღიარებენ ეკლესიანი".
(ისუ ზირაქი 44,14)

წარჩინებული ძველი აღთქმის მწერალი და ზნეობის  მასწავლებელი,
17.12.2019
დეკანოზი შიო პაიჭაძე:
გილოცავთ ბარბარობის დღესასწაულს უპირველესად ეკლესიის დიდი წმინდანის ხსენება დიდებულად ევქარისტიაში უნდა აღვნიშნოთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat