დამონებული თავისუფლება
დამონებული თავისუფლება
დიდ და მცირე სჯულისკანონში ცოდვის ჩამდენთა მიმართ არსებობს ეპიტიმია, ანუ საეკლესიო სასჯელი, რომელიც სჯის მცოდველებს განსაზღვრული დღეებით, წლებით.
ანტიდისკრიმინაციული კანონი წინააღმდეგობაში მოდის სჯულის კანონთან. სადაც ნებისმიერი ცოდვა ეპიტიმიით, ანუ საეკლესიო სასჯელით ისჯება. სჯულის კანონში სწერია: ,,მამათმავლობას, პირუტყვქმნილობის მსგავსად, თხუთმეტი წელი განესაზღვრება, ისევე როგორც მრუშობის გამო დასჯილებს."
მამათმავლობის ცოდვის ჩამდენებისადმი ასევე სწერია: თუკი მღვდლები (ხუცესები), ან დიაკონები, ან კიდევ ეპისკოპოსები დაეცემიან, თუნდაც რომ ერთგზის იმხილონ განსრულებულ ცოდვაში და დაცემაში, მეტად ნუღარ აღასრულებენ მღვდელმმოქმედებას. მსგავსადვე, რომლებიც მღვდლობამდე იქნებიან მხილებულნი იმაში, რასაც ეწოდება სიძვა, მრუშობა, მამათმავლობა, უასაკოთგამხრწნელობა, სისხლაღრევა ან მკვლელობა, ნურასოდეს მიეახლებიან მღვდლობას. (ეკრძალებათ გახდნენ სასულიერო პირები), არამედ ყოვლითურთ განიკუთვნონ მათზე დადებული ეპიტიმია (15 წ. უზიარებლობა). ხოლო იმ შემცოდეებს, რომლებსაც მღვდლობა უკვე მიღებული აქვთ,ზიარება მიეცეთ რაჟამს ინებებენ, განუკიცხველად. ამასთან დაიკავონ მათ წიგნისმკთხველის ხარისხი და ურცხვენლად იმოქმედონ ყოველივე ის, რისი მოქმედებაც ძალუძს წიგნისმკითხველს, კერძოდ ,,წარდგომა" თქვან, სკითხავი იკთხონ და რასაც სხვა წიგნისმკითხველები მოქმედებენ, მათაც იმოქმედონ, ხოლო მღვდლობისგან უნდა განეყენონ."

მაშინ, როცა სასულიერო პირს (გარდა კათალიკოს-პატრიარქისა) არანაირი სტატუსი არ გააჩნია კონსტიტუციით, კანონმდებლობით.გამოდის, რომ სჯულის კანონის აღმსრულებელი პატრიარქი ან ეპისკოპოსი  არღვევეს საერო კანონმდებლობას. თუ ცოდვის ჩამდენი სასულიერო პირი იჩივლიებს სასამართლოში, ამ კანონით იგი (ეპისკოპოსი) შესაძლებელია სცნონ დამნაშავდ და გაასამართლონ. პარლამენტის მიერ ესოდენ ერთსულოვნებით მიღებული (104 ხმიდან არცერთი წინააღმდეგი ნეტავი ეროვნული ღირსების დაცვის კანონების მიღებაში იყვნენ ასეთი ერთსულოვანნი) ,,ანტიდისკრიმინაციული კანონი" ეწინააღმდეგება სულიწმინდით განმღრთობილ წმ. მამათა მიერ შედგენილი სჯულისკანონის აღსრულებას.

პარლამენტიდან გევსმის, რომ ეს კანონი არანაირად არ ეწინააღმდეგება მართლმადიდებლობას, რომელიც სჯულისკანონის გარეშე არ არსებობს. (ეს ნიშნავს მყარ შენობას რომ საძირკველი გამოვაცალოთ) მართლმადიდებლობა თუ შევინარჩუნეთ, ეს სჯულისკანონის აღსრულებითაა განპირობებული. ხელისუფლების მიერ მიღებული კანონი ეწინააღმდეგება სჯულისკანონს,  იგი  მართლმადიდებლობის წინააღმდეგაა მიმართული. გამოდის, რომ სჯულისკანონის აღმსრულებელნი საერო კანონებით უნდა დაისაჯონ. სად არის ლოგიკა და ქრისტიანული მორალის დაცვა? ამ ცოდვის ჩამდენი ადამიანები და ქალაქები სოდომი და გომორი ღმერთმა ცეცხლში გაახვია და დღეს მათ ადგილზე მკვდარი ზღვაა, სადაც არანაირი ცოცხალი არსება არ ბინადრობს. ამ ცოდვის ჩამდენ პირთა ,,დაცვით", ,,ანტიდისკრიმინაციული კანონით" ჩვენ საღმრთო რისხვას დავიმსახურებთ. ესაა ღმრთის კანონის წინააღმდეგ წასვლა, რაც, ადრე თუ გვიან, თავის სულიერ ნაყოფს გამოიღებს. მითუმეტეს, თუ ამ ცოდვის ჩამდენი გახდება საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, ან სულაც ეკლესიის მმართველი. (მსგავსი  მაგალითები გვაქვს ამერიკაში თუ ევროპაში, დიდი ქალაქებისა და მცირე ქალაქების მერები მამათმავლები არიან და ამას არც მალავენ).        
ღმერთმა გვაშოროს!  ღმერთმა დაგვიფაროს!

ყველა წინასწარმეტყველი თუ მოციქული, ყველა ჭეშმარიტი მოძღვარი ერს მოუწოდებდა  ნებისმიერ ცოდვის მიტოვებას, ჭეშმარიტ სინანულს. ამის ბევრი მაგალითი გვაქვს: ძველი აღთქმიდან ნინეველთა სინანული  (ღმრთის რისხვის შიშით მათ იმარხულეს და ამარხულეს ცხოველებიც კი). ჩვენი დიდი მეფის დავით აღმაშენებლის ,,გალობანი სინანულისანი", წმინდა ანდრია კრიტელის სინანულის ლოცვები, რომელიც დიდ მარხვის პირველ კვირაში იკითხება, წარმოაჩენენ ცოდვის ჩამდენთა დასჯას, გვაწვდიან ცოდვათა განცდისა და სინანულის მაგალითებს.

ამის შემდეგ ვის აქვს იმის უფლება რომ ცოდვა დააკანონოს და ცოდვის ჩამდენნი ,,დაიცვას" საერო განსაკუთრებული კანონით. სჯულისკანონი ამ ცოდვის ჩამდენთა გამოსწორების საშუალებას იძლევა და კრძალავს მათ (მამათმავალთა) სასულიერო პირებად კურთხევას. საერო კანონი კი ღმრთივგაბრძნობილი მამების დადგენილებას დისკრიმინაციად თვლის და სჯულისკანონის წინააღმდეგაა მიმართული. ბოროტის მოქმედებას, როგორც არ უნდა იყოს იგი შენიღბული, სუფთა და წმინდა გული მაინც მიხვდება. ვევედროთ უფალს გული წმინდა დაბადოს ჩვენში, რომ ყოველგვარი ბოროტი ჩანაფიქრი და მზაკვრობა განცხადებულ იყოს,  მიდის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის, ღმრთის მიმდევრებსა და ეშმაკის მიმდევრებს შორის. ,,ანტიდისკრიმინაციულმა კანონმა" წარმოაჩინა ,,ვინ ვინ არის", საჭიროა გულისხმიერება და ყველაფერი ნათლად გამოჩნდება, ,, არა არს დაფარული, რომელი არა გამოჩნდეს, და არცა საიდუმლოჲ, რომელი არა გამოცხადნეს" (მთ.10, 26).

იმის გამო, რომ ხელისუფლებას, ჩვენს მთავრობას, პარლამენტარებს არ ესმით საღმრთო კანონები,  შეგნებულად თუ შეუგნებლად სრულ იგნორირებას უკეთებენ მათ. ნუ დავუშვებთ მათთან ერთად ჩვენს წარწყმედას, უნდა გვეშინოდეს საშინელი სასჯელისა. თუ ვერ გვასწავლა ჩვენ უფლის საშინელმა ხელმა და რისხვამ რაც მოხდა ადამ და ევადან, წარღვნის, სოდომ-გომორის სასჯელმა, მრავალგზის ჩვენი უსჯულოების და ცოდვების გამო მიგვატოვა უფალმა, მოგვივლინა საშინელი რბევა და აწიოკება, მიწისძვრები, მტერთა შემოსევები, სიწმინდეების შებილწვა, ეკლესია-მონასტრების ძარცვა და დაქცევა. თუ ეს ყველაფერი ვერ შეიცნო ადამიანმა და ვერც მიხვდა, რომ ამის გამო გადმოვიდა ჩვენზე ღმრთის რისხვა, მაშინ რაღა გვაქვს მათთან (მთავრობასთან) საერთო! ჩვენ, სასულიერო პირები, საჯაროდ თუ ცალკე, უნდა შევაგონებდეთ მათ ჭეშმარიტებას. ნუ დავუშვებთ, რომ მივყვეთ მათ სიბოროტეში. უკეთესია ვილოცოთ, რომ შევიძინოთ ისინი და გამოვიხსნათ ბოროტის მახისგან.

,,ამ უსჯულოებამ (სოდომ-გომორის ცოდვამ) უმრავლესი ქვეყნების დამპყრობლები ასურასტანელთა სამეფო, სპარსთა და მიდთა ტყვედ აქცია და სრულიად აღმოფხვრა სახსენებელი. დღეს ვერ იპოვი მათ შორის ვერც მეფესა და ვერც მთავარს, რომელსაც დაუმონებელი თავისუფლება ჰქონდეს, მთელი დედამიწა რომ მოიაროთ. ამ სიბილწემ სპარსელთა მაღალი და რომის სამეფო მარად მოწინააღმდეგე სამფლობელო, მხეცის ბუნების მქონე ავაზაკი კაცების თავდასხმებით მიწამდე დაამდაბლა და აქამდე მათი ძალადობის მორჩილად დატოვა".

,,თუ დავრჩით იმავე უკეთურებაზე, ვაი ჩემდა, თუ დავდუმდი და აღარ ვთქვი ეს ძნელი სათქმელი, ყველასთვის რომ ცხადია. ჩვენც რომ უნდა მოვერიდოთ მას. ამისთვის ვამცნებთ ყველას: - დიდსა და მცირეს, მდიდარსა და ღარიბს, მეფესა და მთავარს, აზნაურსა და მდაბიოს, მღვდელსა და არამღვდელს, მოწესესა და ერისკაცს, მოხუცს, ახალგაზრდას და შუახნის კაცს, ყველა თანამდებობას, დასს, ჯგუფს, ყველა ასაკს - განუდგეს ამ ყველა ვნებაზე უფრო საძაგელ სიბილწეს და ასე განვამტკიცებთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით: ყველა მართმადიდებელ ქრისტიან, ამ სიტყვათა მსმენელ სულს, რომელიც ამ ძეგლის წაკითხვის შემდეგ არ მიატოვებს სოდომური ცოდვის სიბილწეს და საქმით არ მოიმოქმედებს ამას... უთუოდ თავს დაატყდება ამ საწუთროში საშინელება და ცოცხლად ჯოჯოხეთში ჩამგდები რისხვა..." ხორცის სიყვარული ღმრთის მტრობაა და ვინც გახრწნის ღმრთის ტაძარს (საკუთარ სხეულს) მას ღმერთი გახრწნის.

ამიტომ ვადგენთ, რომ ეს ღმრთის შემაწუხებელი შეურაცხმყოფელი ცოდვა სრულიად მოისპოს ყველა ენისა და ჩვენი მოდგმისგან და ვინც ამიერიდან შეაგინოს თავისი სული, გონება და პირი ზემოთქმული უსახური გინებით, ისიც განკანონებულ იქნას." (ამონარიდი რუის-ურბნისის კრების დადგენილებიდან)

არა მგონია, ჩვენს დიდ წინაპრებზე მეტი სიყვარული და მეტი ჰუმანურობა გააჩნდეს ჩვენს მთავრობას და პარლამენტარებს. ესაა სხვისი კარნახით დაწერილი კანონი, იმათთვის, ვინც მას ხმა მისცა,  არ იცის მნიშვნელობა ცოდვის მიზეზით ღვთისაგან მოვლენილი სასჯელისა. ჩვენ ვართ ცოცხალი ერი, რაც გულისმობს: გვაქვს ჭეშმარიტი სარწმუნოება - მართლამდიდებლობა. ქვეყანა ან ერი, რომელსაც არ აქვს ჭეშმარიტი სარწმუნოება, ის მკვდარია და ცხოვრებისეულ დინებას მიჰყვება. (არსებობს ორნაირი სიკვდილი, სულიერი და სხეულებრივი (ბუნებრივი). წმინდა მამათა სწავლებით ადამიანი რომელიც არ არის ეკლესიური, აღსარებას არ ამბობს, არ ეზიარება ქრისტეს სისხლსა და ხორცს, როგორც უფალი ბრძანებს ,, რომელი არა არს ჩემ თანა, იგი მტერი ჩემი არს"  (მათე,12, 30).

და ისმის კითხვა ვინაა უფალთან? ისევ უფალი გვპასუხობს "რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემ თანა დადგორომილ არს, და მე მის თანა" (ინ. 6,56).  აქედან გამომდინარე ვინც დაშორდა უფალს და ეკლესიურად არ ცხოვრობს იგი სულიერად მკვდარია და ასეთი სულიერი მკვდრები არიან ცალკეული ადამიანები და ასეთ ადამიანთა მიერ შემდგარი ერები და ქვეყნები. უფალი ბრძანებს: ,,აცადენ მკუდარნი დაფლვად თჳსთა მკუდართა" (ლკ. 9,59-60),  წმინდა მამათა სწავლებით სულიერი სიკვდილი ბუნებრივ-სხეულებივ სიკვდილზე უარესია. სწორედ ასეთ სულიერ სიკვდილთან გვაქვს საქმე, როცა განსჯის უნარი დაკარგულია და ვეღარ ვარჩევთ თეთრს შავისგან, სიკეთეს ბოროტებისგან, რასაც სამწუხაროდ ხშირად ვაწყდებით პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა თუ შეფასებებში) მათ მიერ მოწოდებული კანონი არ მიესადაგება ცოცხალი ერის ტრადიციებს და ცხოვრების წესს. ნათქვამია: ,,ეშმაკი ყოფს და ღმერთი აერთიანებს." ყოველი ასეთი კანონი ერის გახლეჩას და დანაწევრებას გამოიწვევს  არა  მარტო საზოგადოებაში,  არამედ თვით ეკლესიაშიც. ცოდვების მიზეზ-შედეგობრივ განხილვას თუ დავიწყებთ, დავრწმუნდებით, რომ ერში ცოდვების გამრავლებით განსაცდელიც მოგვემატება, ის, რომ ჩვენი ქვეყანა ორიენტირებულია ევროკავშირზე, ეს სულაც არ ნიშნავს ცოდვების დაკანონებით კეთილდღეობა მოვიპოვოთ, პირიქით, ღმრთის შეწევნით სულიერებისა და ზნეობის ამაღლებით ქვეყნის დაკარგულ ტერიტორიებსაც დავიბრუნებთ და მშვიდობასაც მოვიპოვებთ.

ნუ დავარღვევთ სჯულის კანონს! რუის-ურბნისის საეკლესიო კრების გადაწყვეტილებები დღესაც აქტუალურია. სწორედ რუის-ურბნისის კრების დადგენილებამ დაუდო საფუძველი საქართველოს სულიერ და მატერიალურ აღმშენებლობას.,,ძლევაი საკვირველს" - უთანასწორო ომში ზეციურ შეწევნას, ხილული თვალით იხილვებოდა ბრძოლის ველზე თვით წმინდა დიდმოწამე გიორგი - მფარველი ჩვენი ერისა. თუ ეს ყველაფერი ზღაპრად გეჩვენებათ, მაშინ ჩვენ ყველაფრის ღირსი ვყოფილვართ. გვაქვს არა დაუმონებელი თავისუფლება, არამედ დამონებული, რაც სახეზეა. რასაც გვკარნახობენ იმას ვღებულობთ ბრმად და განუსჯელად, ერთან და ბერთან შეუთანხმებლად. სწორედ ესაა დამონებული თავისუფლება - დამონებული ფსიქოლოგია.

ასეთი მდგომარეობით ჩვენ წინ ვერ წავალთ,  თუ ვინმეს ჰგონია მატერიალური კეთილდღეობა წინსვლად, იცოდეს, რომ იგი მოჩვენებითი და დროებითია. უფალმა უწყის ქართველი კაცის ბუნება და ხასიათი, გვიფრთხილდება სულიერად არ დავიღუპოთ, არ მივეჯაჭვოთ მიწიერს და წარმავალს. ამიტომ ჩვენი ქვეყანა არასოდეს არ ყოფილა დალხენილი და განებივრებული ცხოვრებით. ყოველთვის ბრძოლა და გაჭირვება თან გვდევდა, სწორედ ეს არის ღმრთის დიდი მოწყალება ქართველი ერისადმი. უფალი სულიერი ძილისა და ნებივრობისათვის არ გვიმეტებდა, და მოგვიწოდებდა: ,,სდექით მტკიცედ და შეურყეველად!" მართლამადიდებლურ ჭეშმარიტ სარწმუნოებაში.
გამოვფხიზლდეთ! ვიმოქმედოთ! გავძლიერდეთ!
უფალი იყოს ჩვენი შემწე.

მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი

ბეჭდვაელფოსტა
21.08. 2015
hiugo555
მამა იობი ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ,უმრავლოს საქართველოს თქვენნაირი ღმერთის და ქვეყნის მოყვარული სასულიერო პირები.სინოდს რომ ასეთი ახსნა გაეჟღერებინა იქნებ მთავრობას ვერც გაებედა იმ კანონის მიღება.ან მართლმადიდებლობის გათანაბრება სხვა რელიგიებთან,თან მთავრობის მიერ მათი დაფინანსება შეცდომა არ არის? (რომელიმე მეზობელი ქვეყანა მსგავს დაუშვებს?).ეხლა რომ ოთხ რელიგიას აფინანსებენ სხვა რელიგიებიც რომ მოითხოვენ იგივეს,რა შედეგს მივიღებთ.დუმილი და დამალვა კარგს მოგვიტანს?
21.08. 2015
!!!
ღმერთმა დაგლოცოთ,მეუფეო!დიდხანს იცოცხლეთ უფლის სადიდებლად და საქართველოს საკეთილდღეოდ!
07.08. 2014
dali
მეუფე უფალს მთელი გულით შევთხოვ, რომ დიდხანს ჯამრთელად გამყოფოთ მართმადიდებელი ქართველი ერის სამწყემსავად.მეუფეო ადამიანის მართალი გული მართალ ღვთის სიტყვას ,რომელიც თქვენი ბაგეებიდან მოდის ინსტიქტით გრძნობს. ბევრი რამე რომ ვერც გაიგოს, ვერ წაიკითხოს, ვერ მოუსმინოს და ა.შ. გული გრძნობს სიცრუით ნათქვამს და სიმართლით, გულით ნათქვამ სიტყვას. გაგაძლიეროთ უფალმა თქვენ, უწმინდესი და უნეტარესი ჩვენი სულიერი მამა ილია, და ყველა ღირსი მამა რომელნიც ბოლო ჟამის ამ განსაცდელებით აღსავსე პერიოდში ცხვრებიით დაბნეულ ხალხს სწორი და მართალი გზისკენ მიუთითებენ და ძალღონეს არ იშურებენ საქართველოში, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანისთვის. უფალს ვმადლობ ყოველ წამს, რომ საქრთველოში არაიან თქვენი სახით ღირსეული მამები,ვისაც ერი უნდა გაყვეს.
სხვა სიახლეები
13.11.2023
გთავაზობთ უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ქადაგებდან ამონარიდს  ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს (13 ნოემბერი 2005 წ).
11.03.2023
სოციალურ ქსელში გავრცელდა დეკანოზ სერაფიმე დანელიას ფრიად საგულისხმო წერილი, რომელსაც "კარიბჭის" მკითხველს სიამოვნებით ვთავაზობთ:
21.09.2022
ღვთისმშობელმა დედამ დაგვიტოვა ნუგეშად სიტყვები: მე თქვენთან ვარ ყოველთა დღეთა...
27.02.2022

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაუმის (შავიანიაძე) ქადაგებები

07.01.2022
ჩვენი უწმინდესი ეკლესია დღევანდელ დღეს ქრისტემდე მცხოვრებ ძველაღთქმის მართალთა ღვთისმოსავ მოგონებას უძღვნის.
25.08.2021
დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი:

დაგლოცოთ ღმერთმა ამ საყოველთაო განსაცდელის ჟამს!
01.02.2021
მიტროპოლიტი დავითი (კაჭახიძე, 1872-1935) - ქართველი სამღვდელოების საყურადღებოდ.
26.01.2021
გთავაზობთ ბარაკონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვრის,
12.07.2020
სიბრძნესა მათსა მიუთხრობენ ერნი, და ქებასა მათსა აღიარებენ ეკლესიანი".
(ისუ ზირაქი 44,14)

წარჩინებული ძველი აღთქმის მწერალი და ზნეობის  მასწავლებელი,
17.12.2019
დეკანოზი შიო პაიჭაძე:
გილოცავთ ბარბარობის დღესასწაულს უპირველესად ეკლესიის დიდი წმინდანის ხსენება დიდებულად ევქარისტიაში უნდა აღვნიშნოთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
13 ნოემბერს (ძველი სტილით 31 ოქტომბერს) ქართული ეკლესია აღნიშნავს წმინდა 100 000 ტფილელი მოწამის ხსენების დღეს.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat