ჩემო თამარ, ამ ქვეყნისთვის გაკეთებულ საქმეს ნურავინ დაამადლის სამშობლოს - ზვიად სეხნიაშვილი თამარ ჭოხონელიძის გამოსვლას ეხმაურება
ჩემო თამარ, ამ ქვეყნისთვის გაკეთებულ საქმეს ნურავინ დაამადლის სამშობლოს - ზვიად სეხნიაშვილი თამარ ჭოხონელიძის გამოსვლას ეხმაურება
17 მაისს, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი კონცერტია დაგეგმილი, რომელშიც ქართველი მომღერლები მონაწილეობენ. რამდენიმე მათგანმა კი ამ კონცერტში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, მათ შორის არის თამარ ჭოხონელიძე, რომელიც განმარტავს მიზეზს, თუ რატომ თქვა უარი აღნიშნულ კონცერტში მონაწილეობის მიღებაზე.

როგორც მომღერალმა გადაცემა რეაქცია"-ში სტუმრობისას თქვა, მან ამ კონცერტში მონაწილეობაზე უარი თქვა იმ მიზეზით, რომ ეს იქნებოდა დაპირისპირება ორ მხარეს შორის, რისიც მას ეშინია, გარდა ამისა, თამარ ჭოხონელიძე ამბობს, რომ ის არ ეთანხმება ეკლესიის პოლიტიკას და არ არის ვალდებული ბრმად ენდოს დადგენილ პოლიტიკას. მისივე თქმით, სხვა დღეს რომ ყოფილიყო დაგეგმილი ეს კონცერტი, ის არ იტყოდა უარს.

თამარ ჭოხონელიძე აღშფოთებულია და ნაწყენია საზოგადოების ნაწილის მიერ გამოჩენილი ზიზღისა და აგრესიის გამო მისი და კულტურის სფეროს ცალკეული წარომადგენლების მიმართ, რომლემსაც ქვეყნისთვის რაღაც გაუკეთებიათ, თუმცა ამ აგრესიამ ყველაფერი გადააფასა.

"ჩემი აზრით ეს არ არის რელიგიური კუთხით, ეს უფრო საპატრიარქოს პოლიტიკაა და ეს ყველაფერი დამტკიცდა 2013 წელს, როდესაც რუსთაველის გამზირზე ხალხი შეიკრიბა ჰომოფობიასთან ბრძოლისთვის და ისინი ამბობდნენ, რომ ეს ყველაფერი ცუდია, მახსოვს, რომ საპატრიარქო განზე არ იდგა. მე, როგორც მოქალაქე, რატომ ვარ ვალდებული, რომ ეკლესიის პოლიტიკას ბრმად გავყვე?

სხვათაშორის, პატრიარქს ძალიან კარგად ვიცნობ, მე მას ძალიან ვუყვარვარ და მე ის ძალიან მიყვარს. როდესაც მე დავინახე დაპირისპირება და ამის საშიშროება. დამაბრალეს ისეთი უნამუსობა და საერთოდ, ქართველმა ხალხმა გამოავლინა ის საშინელი სიბნელე, რომელსაც კი ველოდებოდი, მაგრამ მთლად ასეთს არა. ჩენ ვყოფილვართ ის ხალხი, რომელსაც ერთ წამში შეგვიძლია გადავთელოთ ერთმანეთი, რაც გავიკეთებია, არაფერი აღარ არსებობს. ასე გვეზიზღებოდეს ერთმანეთი? ხალხო რა დაგემართათ? ასეთი ზიზღით როგორ დადიხართ ამ ქვეყანაზე? მე ვარ გაოგნებული. მინდა გთხოვოთ, გემუდაროთ და როგორც ქალმა ჩემი პოზიცია დაგიფიქსიროთ, რომ დაპირისპირების შიშის გამო გავაკეთე ეს ყველაფერი, ასე როგორ გამიმეტეთ ან მე, ან ნატო მეტონიძე, ან ნინო ქათამაძე, ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია საქართველოსთვის? არ გრცხვენიათ ამხელა ზიზღის გამოვლენა? "- განაცხადა თამრიკო ჭოხონელიძემ გადაცემა "რეაქციაში."


თამარ ჭოხონელიძის ამ განცხადებას საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ხელმძღვანელის მოადგილე ზვიად სეხნიაშვილი ეხმაურება:
"ჩემო თამარ, ამ ქვეყნისთვის გაკეთებულ საქმეს ნურავინ დაამადლის სამშობლოს, ეს ყველა ჩვენგანის ვალია და მადლობა უფალს, თუ შეგვაძლებინებს. უფალს მადლობა-თქო, რადგან მის გარეშე ჩვენს სამშობლოს ვერაფერს ვერ გავუკეთებთ...
ადამიანის ცხოვრებაში მუდამ დგება გადამწყვეტი წამი, როდესაც თავდადება და ერთგულება ყველაზე მეტად სჭირდება. მარტყოფისა და მარაბდის ომების გმირი იყო ზურაბ არაგვის ერისთავი, ჩვენ არც კი დაგვესიზმრება, იმდენად შეუპოვარი და კარგი მეომარი, დაჭრილმაც კი არ მიატოვა ბრძოლის ველი, სიკვდილის წრეში იტრიალა თავგანწირვით და ერთგულად ემსახურა მამულს, მაგრამ ზუსტად ერთ წელიწადში, ბაზალეთის ძმათამკვლელი ომის დროს და მის შემდგომაც, ლამის თავი მოჰკვეთა ქვეყანას, განუდგა, უღალატა და იმ განდგომამ ბევრი სისხლი ადინა ჩვენს სამშობლოს. ქართველმა ერმა კი არ აპატია ეს ჩავარდნა...
პატრიარქის სიყვარული სწორედ მისი კურთხევის აღსრულებაშია ბოლო ამოსუნთქვამდე და არა მისი პოზიციის აწონ–დაწონვაში, აქ არის ჩვენი გადარჩენის საიდუმლო, რამეთუ ერს, რომელსაც უფალმა მოჰმადლა ასეთი სულიერი მოძღვართმოძღვარი, ვალდებულია დაუფასოს ზეციერს მადლი და ბოლომდე უერთგულოს...
17 მაისს ჩვენ არავის ვუპირისპირდებით, ჩვენ ამ გზით ვიცავთ ჩვენს ოჯახებს მოძალადე, გარყვნილი ხალხისგან, რომლებიც ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზე უზნეობას ამკვიდრებენ და სიბილწეს თესავენ. ასეთ დროს, ყველა ერთად უნდა იდგეს – მომღერალიც და მეეზოვეც, პრეზიდენტიც და მიწის მუშაც, მღვდელიც და მრევლიც – სხვანაირად გადაგვთელავენ...
ღმერთმა დაგვიფაროს, ზიზღის ენით გელაპარაკებოდეთ, პირიქით, გვიყვარხარ თამარ !!!
მხოლოდ, ნება მოგვეცი, დედაეკლესია და სამშობლო უფრო მეტად გვიყვარდეს !!!
იმღერებ თუ არ იმღერებ, მაგით არაფერი აღარ იცვლება...
შენ გული გატკინა ხალხის რეაქციამ და გულწრფელად მებრალები, რადგან საამისოდ არ მემეტები...
იქნებ იმაზეც იფიქრო, რომ ქართველ ერსაც ეტკინა, როცა შეიტყო, რომ თამრიკო ჭოხონელიძე ვერ იქნებოდა მის გვერდით იმ ბრძოლაში, რომელსაც ბოლო არ უჩანს, მაგრამ მაინც ბოლო ამოსუნთქვამდე აკეთებს ერი...
დადექი, სადაც აქამდე იდექი ერთგულად, სიყვარულიდან სიძულვილამდე სულ ერთი ნაბიჯია, ქართველი ერი კი უსაშველოდ მიმტევებელი და მოსიყვარულე...
ერთ წამში შეუძლია ყველაფრის პატიება, თუ სამშობლოსთვის თავს გაიმეტებს ქართველი...
– – –
გულწრფელი სიყვარულით – ზვიად სეხნიაშვილი"

ბეჭდვაელფოსტა
16.05. 2019
მიშა
ზუსტათ მაგას ვიძახი მეც არავინ ავალდებულებს ქალბატონ თამრიკოს რომ იმღეროს ამ კონცერტზე აქ ეკლესია არაფერ შუაშია აქ უნდა გაირჩეს თეთრი და შავი და ჩემი თხოვნაა როგორც რიგითი მოქალაქე დავდგეთ ქრისტეს და საქართველოს გვერდით.
16.05. 2019
მაია
ამაზე იტყვიან სათქმელი პირიდან ამომაცალაო.... მადლობა ბატონო ზვიად, თქვენ ყველა ჭეშმარიტი ქართველის სათქმელი და ნაფიქრალი ძალიან ლამაზად და სამართლიანად გაახმოვანეთ.
15.05. 2019
მახო
,,ჩოხოსანთა საზოგადოების ხელმძღვანელის მოადგილე"....ხოოო აი ამას კი შეუძლია ჭოხონელიძე გააკრიტიკოს აბა რა!!!! მარიაჟები..........
15.05. 2019
პიპინია
კარგი, ჭოხონელიძე ეროვნულ სიმღერებს მღერის, მეტ-ნაკლებად ეროვნულ საქმეს აკეთებს, აი შენ რას აკეთებ, ან რა გაგიკეთებია ზვიად სეხნიაშვილო, ჩოხით სიარული თუ გგონია საქმის კეთება ცდები. რუსთავის საკრებულოში რომ იყავი, რა გააკეთე ქალაქისათვის, ხალხი რომ გაყარეს სამსახურებიდან ხმა არ ამოგიღია, დაიფხორებოდი, იმ სისულელეებზე, რითიც საკრებულო იყო დაკავებული თევზივით პირში წყალი გქონდა ჩაგუბებული, მარტო საკუთარი ცხოვრების მოწყობით ხარ დაკავებული. ჩოხას და ეროვნულ სამოსს შეურაწყოფას ნუ აყენებთ, არაფრის მაქნისები არ ხართ, როცა ტყუილი, უსამართლობა, არ გაღელვებს, შენი პატრიოტიზმი და ქრისტიანობა ფარსია. სამშობლოს სიყვარული მტკნარი ფიქციაა, თუ მისი თავკიდური არ იქნება საქმე. ასეა ეს.
15.05. 2019
ირმა სუსარეიშვილი
სავსებით სამართლიანი პასუხი. ქართველი ერი არასოდეს არ ყოფილა მხდალი და ახლა რა გვჭირს?
სხვა სიახლეები
17.06.2019
საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნების" დირექტორს, ქვაშვეთის წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვარს,
14.06.2019
როგორც ცნობილი გახდა, ა.წ. 18-23 ივნისს სურთ ამიერკავკასიაში პირველად ჩაატარონ ე.წ. გეი-პრაიდი თბილისში, რაც ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია.
09.06.2019
მინდა მადლობა მოვახსენო ბატონ ბიძინა ივანიშვილს. დალოცვილი იყოს და ღმერთმა შეუწიროს ის ღვაწლი, რომელსაც ის აკეთებს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბოდბეში განაცხადა, სადაც წმინდა ნინოს ტაძარი აშენდა.
09.06.2019
ბოდბეში, ახლად გახსნილ ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო პანაღიით დააჯილდოვა, ხოლო ბოდბელ ეპისკოპოს იაკობს მთავარეპისკოპოსის ხარისხი მიანიჭა.
28.05.2019
ძვე­ლი რუ­კე­ბის ექ­სპერ­ტი და რუ­კე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რი, გი­ორ­გი ლობ­ჟა­ნი­ძე AMBEBI.GE-ს უძ­ვე­ლეს რუ­კას აწ­ვდის, რო­მელ­ზეც და­ვით გა­რე­ჯის
28.05.2019
მშვიდობიანად უნდა ვთქვათ ჩვენი სათქმელი, რადგან დღეს დასაკარგი და დასათმობი არაფერი აღარ აქვს, რადგან ისედაც ბევრია დათმობილი,
28.05.2019
აუცილებელია შევინარჩუნოთ სიმშვიდე; აუცილებელია გამოვიჩინოთ მეტი კეთილგონიერება და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით მოვუწოდებთ
28.05.2019
საქართველოს პატრიარქი დავით გარეჯში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადება ბრიფინგზე დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა წაიკითხა.
16.05.2019
"კარიბჭის" მკითხველმა უკვე იცის, რომ სურამისა და ხაშურის ეპარქიის მღვდელმთავრის - მეუფე სვიმეონის კურთხევით, ხაშურში, მე-7 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე შენდება 12 მოციქულის სახელობის ტაძარი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
სახარებიდან გვახსოვს, რომ სინანული პირველად იოანე ნათლისმცემელმა იქადაგა. წმინდა მამების თქმით კი მოვლენათა სახარებისეული თანმიმდევრობა ადამიანის გულშიც უნდა გამეორდეს. ჯერ მოვიდა იოანე ნათლისმცემელი - სინანული, მერე კი უფალი ჩვენი იესო ქრისტე - სიყვარული.