ჩემო თამარ, ამ ქვეყნისთვის გაკეთებულ საქმეს ნურავინ დაამადლის სამშობლოს - ზვიად სეხნიაშვილი თამარ ჭოხონელიძის გამოსვლას ეხმაურება
ჩემო თამარ, ამ ქვეყნისთვის გაკეთებულ საქმეს ნურავინ დაამადლის სამშობლოს - ზვიად სეხნიაშვილი თამარ ჭოხონელიძის გამოსვლას ეხმაურება
17 მაისს, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი კონცერტია დაგეგმილი, რომელშიც ქართველი მომღერლები მონაწილეობენ. რამდენიმე მათგანმა კი ამ კონცერტში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, მათ შორის არის თამარ ჭოხონელიძე, რომელიც განმარტავს მიზეზს, თუ რატომ თქვა უარი აღნიშნულ კონცერტში მონაწილეობის მიღებაზე.

როგორც მომღერალმა გადაცემა რეაქცია"-ში სტუმრობისას თქვა, მან ამ კონცერტში მონაწილეობაზე უარი თქვა იმ მიზეზით, რომ ეს იქნებოდა დაპირისპირება ორ მხარეს შორის, რისიც მას ეშინია, გარდა ამისა, თამარ ჭოხონელიძე ამბობს, რომ ის არ ეთანხმება ეკლესიის პოლიტიკას და არ არის ვალდებული ბრმად ენდოს დადგენილ პოლიტიკას. მისივე თქმით, სხვა დღეს რომ ყოფილიყო დაგეგმილი ეს კონცერტი, ის არ იტყოდა უარს.

თამარ ჭოხონელიძე აღშფოთებულია და ნაწყენია საზოგადოების ნაწილის მიერ გამოჩენილი ზიზღისა და აგრესიის გამო მისი და კულტურის სფეროს ცალკეული წარომადგენლების მიმართ, რომლემსაც ქვეყნისთვის რაღაც გაუკეთებიათ, თუმცა ამ აგრესიამ ყველაფერი გადააფასა.

"ჩემი აზრით ეს არ არის რელიგიური კუთხით, ეს უფრო საპატრიარქოს პოლიტიკაა და ეს ყველაფერი დამტკიცდა 2013 წელს, როდესაც რუსთაველის გამზირზე ხალხი შეიკრიბა ჰომოფობიასთან ბრძოლისთვის და ისინი ამბობდნენ, რომ ეს ყველაფერი ცუდია, მახსოვს, რომ საპატრიარქო განზე არ იდგა. მე, როგორც მოქალაქე, რატომ ვარ ვალდებული, რომ ეკლესიის პოლიტიკას ბრმად გავყვე?

სხვათაშორის, პატრიარქს ძალიან კარგად ვიცნობ, მე მას ძალიან ვუყვარვარ და მე ის ძალიან მიყვარს. როდესაც მე დავინახე დაპირისპირება და ამის საშიშროება. დამაბრალეს ისეთი უნამუსობა და საერთოდ, ქართველმა ხალხმა გამოავლინა ის საშინელი სიბნელე, რომელსაც კი ველოდებოდი, მაგრამ მთლად ასეთს არა. ჩენ ვყოფილვართ ის ხალხი, რომელსაც ერთ წამში შეგვიძლია გადავთელოთ ერთმანეთი, რაც გავიკეთებია, არაფერი აღარ არსებობს. ასე გვეზიზღებოდეს ერთმანეთი? ხალხო რა დაგემართათ? ასეთი ზიზღით როგორ დადიხართ ამ ქვეყანაზე? მე ვარ გაოგნებული. მინდა გთხოვოთ, გემუდაროთ და როგორც ქალმა ჩემი პოზიცია დაგიფიქსიროთ, რომ დაპირისპირების შიშის გამო გავაკეთე ეს ყველაფერი, ასე როგორ გამიმეტეთ ან მე, ან ნატო მეტონიძე, ან ნინო ქათამაძე, ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია საქართველოსთვის? არ გრცხვენიათ ამხელა ზიზღის გამოვლენა? "- განაცხადა თამრიკო ჭოხონელიძემ გადაცემა "რეაქციაში."


თამარ ჭოხონელიძის ამ განცხადებას საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ხელმძღვანელის მოადგილე ზვიად სეხნიაშვილი ეხმაურება:
"ჩემო თამარ, ამ ქვეყნისთვის გაკეთებულ საქმეს ნურავინ დაამადლის სამშობლოს, ეს ყველა ჩვენგანის ვალია და მადლობა უფალს, თუ შეგვაძლებინებს. უფალს მადლობა-თქო, რადგან მის გარეშე ჩვენს სამშობლოს ვერაფერს ვერ გავუკეთებთ...
ადამიანის ცხოვრებაში მუდამ დგება გადამწყვეტი წამი, როდესაც თავდადება და ერთგულება ყველაზე მეტად სჭირდება. მარტყოფისა და მარაბდის ომების გმირი იყო ზურაბ არაგვის ერისთავი, ჩვენ არც კი დაგვესიზმრება, იმდენად შეუპოვარი და კარგი მეომარი, დაჭრილმაც კი არ მიატოვა ბრძოლის ველი, სიკვდილის წრეში იტრიალა თავგანწირვით და ერთგულად ემსახურა მამულს, მაგრამ ზუსტად ერთ წელიწადში, ბაზალეთის ძმათამკვლელი ომის დროს და მის შემდგომაც, ლამის თავი მოჰკვეთა ქვეყანას, განუდგა, უღალატა და იმ განდგომამ ბევრი სისხლი ადინა ჩვენს სამშობლოს. ქართველმა ერმა კი არ აპატია ეს ჩავარდნა...
პატრიარქის სიყვარული სწორედ მისი კურთხევის აღსრულებაშია ბოლო ამოსუნთქვამდე და არა მისი პოზიციის აწონ–დაწონვაში, აქ არის ჩვენი გადარჩენის საიდუმლო, რამეთუ ერს, რომელსაც უფალმა მოჰმადლა ასეთი სულიერი მოძღვართმოძღვარი, ვალდებულია დაუფასოს ზეციერს მადლი და ბოლომდე უერთგულოს...
17 მაისს ჩვენ არავის ვუპირისპირდებით, ჩვენ ამ გზით ვიცავთ ჩვენს ოჯახებს მოძალადე, გარყვნილი ხალხისგან, რომლებიც ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზე უზნეობას ამკვიდრებენ და სიბილწეს თესავენ. ასეთ დროს, ყველა ერთად უნდა იდგეს – მომღერალიც და მეეზოვეც, პრეზიდენტიც და მიწის მუშაც, მღვდელიც და მრევლიც – სხვანაირად გადაგვთელავენ...
ღმერთმა დაგვიფაროს, ზიზღის ენით გელაპარაკებოდეთ, პირიქით, გვიყვარხარ თამარ !!!
მხოლოდ, ნება მოგვეცი, დედაეკლესია და სამშობლო უფრო მეტად გვიყვარდეს !!!
იმღერებ თუ არ იმღერებ, მაგით არაფერი აღარ იცვლება...
შენ გული გატკინა ხალხის რეაქციამ და გულწრფელად მებრალები, რადგან საამისოდ არ მემეტები...
იქნებ იმაზეც იფიქრო, რომ ქართველ ერსაც ეტკინა, როცა შეიტყო, რომ თამრიკო ჭოხონელიძე ვერ იქნებოდა მის გვერდით იმ ბრძოლაში, რომელსაც ბოლო არ უჩანს, მაგრამ მაინც ბოლო ამოსუნთქვამდე აკეთებს ერი...
დადექი, სადაც აქამდე იდექი ერთგულად, სიყვარულიდან სიძულვილამდე სულ ერთი ნაბიჯია, ქართველი ერი კი უსაშველოდ მიმტევებელი და მოსიყვარულე...
ერთ წამში შეუძლია ყველაფრის პატიება, თუ სამშობლოსთვის თავს გაიმეტებს ქართველი...
– – –
გულწრფელი სიყვარულით – ზვიად სეხნიაშვილი"

ბეჭდვაელფოსტა
17.05. 2019
!!!
რა იქნებოდა რომ ემღერა ბოლოს და ბოლოს? ოჯახის დღის საპატივცემულოდ მაინც?
17.05. 2019
xyz
ბატონო ზვიად, გულწრფელ მადლობას გიხდით ასეთი ღირსეული პასუხის გამო და ალბათ ბევრი ქართველი დაადასტურებს ჩემნაირად. იქნებ დაფიქრდეს ჭოხონელიძეც, მეტონიძეც და სხვანიც (ქათამაძე, ჩემთვის ავტორიტეტი არასოდეს ყოფილა და ალბათ არც ბეცრისთვის), სანამ მენტორული ტონით ჩვენს დამოძღვრას გადაწყვეტენ, პატრიარქის კურთხევის და ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ გამოსვლით. სოდომ გომორის აგიტაციას არ დავუშვებთ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში. დაეტიონ თავიანთ სახლებში და სირცხვილის გრძნობა იქონიონ იმ ანომალიებმა, ასე რომ იცავთ.
17.05. 2019
თინათინი
ვეთანხმებით ბატონ ზვიადს და კიდევ ერთი რიგითი ქართველი ქალის სახელით(ვისაც თქვენ ბნელს უწოდებთ) დავამატებდი - თქვენ ჩვენ გვიღალატეთ! თქვენ ჩვენ გვატკინეთ გული!
17.05. 2019
ნაირა სხირტლაძე მეც რაჭველი
გაიხარეთ სრული სიმართლეა. დიდ პატივს ვცემ სამივე მომღერალს მაგრამ ეს არაა მისაღები მათგან. გაიხარეთ
17.05. 2019
kato
ვერ წარმომიდგენია ესენი გულწრფელად როგორ უნდა გიყვარდეს. რა დღეში ვყოფილვართ ...
სხვა სიახლეები
04.05.2024
იე­რუ­სა­ლიმ­ში, მა­ცხოვ­რის საფ­ლავ­ზე, წმინ­და ცე­ცხლი გად­მო­ვი­და.
04.05.2024
გი­ორ­გო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის გამო, 6 მა­ისს მიც­ვა­ლე­ბულ­თა საფ­ლავ­ზე გას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით აკ­რძალ­ვა არ არ­სე­ბობს.
07.02.2024
აჭარაში, იმერეთსა და სოფელ ასურეთთან მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილს ავრცელებს:
01.02.2024
საპატრაირქოს ახალგაზრდულ ცენტრში შედგა პრეზენტაცია ახალი წიგნისა, სახელწოდებით "მოძღვარი".
31.01.2024
გამოიცა საღვთისმეტყველო შინაარსის ნაშრომი " პირველქმნილი ცოდვა" ლევან ბიწაძის ავტორობით.
01.01.2023
საპატრიარქოს გვერდი ავრცელებს განცხადებას: 31 დეკემბრის ღამეს და 1-2 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მორწმუნეთ ნება ეძლევათ, გაიხსნილონ თევზით.
01.01.2023
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.
28.05.2022
უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარებოდა, დღეს განაცხადა,
07.05.2022

6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისტორიულ ქართულ კუთხეში - ჰერეთში საქართველოდან დელეგაცია გაემგზავრა,

04.05.2022
6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, საქართველოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე რელიგიის სააგენტოს დელეგაციასთან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat