დეკანოზ შიოს პასუხი "გირჩის" ინიციატივას: ქართული ჯარი არ იყიდება! პატივი მივაგოთ ჩვენი გმირების ხსოვნას!
21.04.2017
ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერის საინფორმაციო გამოშვებიდან გავიგეთ, რომ თუ წვევამდელებს ჯარში წასვლა არ სურთ ან არ უხერხდებათ
, პოლიტიკური ცენტრი "გირჩი" არაორდინალურ გამოსავალს სთავაზობს - ან სავალდებულო სამხედრო სამსახური ან სასულიერო პირის წოდება. პარტიის წევრებმა რელიგიური ორგანიზაცია დააფუძნეს, რომელიც ახალგაზრდებს სასულიერო პირად აკურთხებს და შესაბამის ცნობასაც აძლევს. "გირჩის" ეს შეთანხმება საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია - ბიბლიურ თავისუფლებასთან - ერთად მიუღია. ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვე ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ შიო პაიჭაძეს:
-"გირჩი" და ბიბლიური ორგანიზაცია - რელიგიური კლოუნიზმი, ამას მხოლოდ სირცხვილს თუ ვუწოდებთ. ასე გაუჭირდათ, რომ მღვდლობას სთავაზობენ ახალგაზრდებს სამშობლოს დაცვის სანაცვლოდ? მე, როგორც ყოფილ სამხედრო პირს, მიმაჩნია, რომ მხედრული ვალი ყველა ახალგაზრდამ უნდა მოიხადოს, რადგანაც ისეთი პატარა ქვეყანა, როგორიც საქართველოა, საჭიროებს სამხედრო ძალას და პატრიოტიზმს. ნუთუ მღვდლობა ასეთი მარტივია ბაპტისტებთან? და ამას თან ორგანიზაციას არქმევენ...კატეგორიული რელიგიური ნომინალიზმია ეს და ვფიქრობ, რომ ქართველი კაცი ამ ანკესს, როგორც სატყუარას, არ წამოეგება. ისე ნათქვამია "არა არს დაფარული, რომელი არა განცხადდეს"... ყველაფერს თავისი სახელი ჰქვია და ამ ლუსტრირებულ საუკუნეში ადამიანები ვეღარ მალავენ შინაგან შეშლილობას, რომელიც უკიდურეს ლიბერალურ ფასეულობებს თან ახლავს. ეს სიმპტომები კარგად შეინიშნება დღევანდელ ამ განცხადებაში. ნუთუ ასეთი "კრეატიული" აზროვნება აქვთ? რა ბევრი უფიქრიათ, რომ სენსაციონიზმის სენით შეპყრობილთ მეტი გზა აღარ დარჩათ პოპულარულობის მისაღწევად. ნამდვილად არ შემეძლო ამაზე პასუხი რომ არ გამეცა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენს ახალგაზრდებს მეტად უნდა გაეხსნათ გულის კარები, რომ შეიტკბონ ჭეშმარიტების არსი. ამ დღევანდელ ლოზუნგს ერთი რამ აკლია - მუკი, მებრძოლ უღმერთოთა კავშირი, ეძებს ცრუმღვდლობის მსურველთ. პრინციპში ეს ასე განიმარტება. მოვუწოდებ ჩვენს ახალგაზრდებს: სდექით მტკიცედ და შეურყევლად. ქართული ჯარი არ იყიდება! პატივი მივაგოთ ჩვენი გმირების ხსოვნას! ნუ დაემსგავსებით დესტრუქციულ საზოგადოებას. შეინანეთ ამ საშინელების ინიციატორებო.
რა სასიამოვნოა როცა მღვდელი არის განათლებული, კულტურული და პატრიოტი
22.04. 2017
ზურაბი
ს.ჯაფარიძე,ნაცმძრაობაში შევიდა2014-ში და ივანიშვილის დაფინანსებით,გამოვიდა2016-ში,მისი მოწოდებების მიხედვით: საქართველოს საზღვრების დაცვაზე უარის თქმისა და ნარკოტიკების მოხმარებისაკენ,გვაფიქრებინებს რომ იგი საჭიროებს სერიოზულ მკურნალობას.
22.04. 2017
ზურაბი
ზ.ჯაფარიძე ნაციონალურ მოძრაობაში 2013წ შევიდა და 2015 გამოვიდა, ივანიშვილის დაფინანსებით. აღმოჩნდა რომ, მისი ტვინი სერიოზულ მკურნალობას საჭიროება,რასაც ადასტურებს მისი მოწოდებები, საქართველოს საზღვრების დაცვაზე უარისა ნარკოტიკების გაძლიერებული მოხმარებისაკენ
22.04. 2017
d
დეგენერატების თავშესაყეარია ან შეგნებულად მტრობენ ქვეყანას.ორივე შემთხვევაში საქართველოს და ქრთველების ამოსაძირკვად იღწვიან,1.ნარკოტიკების ლეგალიზაციის შედეგებს სულ მალე მოვიმკით.გარდა იმისა,რომ მორალურად და ფიზიკურად დაჩაჩანაკდება ერი,ისედაც სავალალო მდგომარეობაში მყოფი შობადობა კიდევ უფრო დაეცემა.2.ქვეყნის თავდაცვითუნარიანობას ასუსტებენ.( საკუთარი სხეული ეკუთვნით თურმე. მტერი რომ შემოვა და მათი ნების წინააღმდეგ, ‘’საკუთარი სხეულით’’ ოთხზე დააყენებენ,თ უ იციან ეს.) 3.მოწმობების დარიგება ხრიკია,რომ რაც შეიძლება მეტი გადანათლონ ევანგელისტებად და მართლმადიდებლობას გამოსტაცონ მრევლი.რადგან მართლმადიდებლობაა ჯერ კიდევ ის ძალა,რომელიც ქართველებს აერთიანებს.ასე რომ, ‘’გირჩი’’ მოღალატე და დამანგრეველი ძალაა !!!
22.04. 2017
ივანე
ესენი იყვნენ ხელისუფლებაში და ქვეყანას პატრიოტულად მართავდნენ??გამოჩნდა თუ როგორ უზრუნიათ ქვეყანაზე,ნეტავი დანარჩენები რას მოიფიქრებენ???
საპატრიარქოს გვერდი ავრცელებს განცხადებას: 31 დეკემბრის ღამეს და 1-2 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მორწმუნეთ ნება ეძლევათ, გაიხსნილონ თევზით.