დეკანოზ შიოს პასუხი "გირჩის" ინიციატივას: ქართული ჯარი არ იყიდება! პატივი მივაგოთ ჩვენი გმირების ხსოვნას!
21.04.2017
ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერის საინფორმაციო გამოშვებიდან გავიგეთ, რომ თუ წვევამდელებს ჯარში წასვლა არ სურთ ან არ უხერხდებათ
, პოლიტიკური ცენტრი "გირჩი" არაორდინალურ გამოსავალს სთავაზობს - ან სავალდებულო სამხედრო სამსახური ან სასულიერო პირის წოდება. პარტიის წევრებმა რელიგიური ორგანიზაცია დააფუძნეს, რომელიც ახალგაზრდებს სასულიერო პირად აკურთხებს და შესაბამის ცნობასაც აძლევს. "გირჩის" ეს შეთანხმება საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია - ბიბლიურ თავისუფლებასთან - ერთად მიუღია. ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვე ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ შიო პაიჭაძეს:
-"გირჩი" და ბიბლიური ორგანიზაცია - რელიგიური კლოუნიზმი, ამას მხოლოდ სირცხვილს თუ ვუწოდებთ. ასე გაუჭირდათ, რომ მღვდლობას სთავაზობენ ახალგაზრდებს სამშობლოს დაცვის სანაცვლოდ? მე, როგორც ყოფილ სამხედრო პირს, მიმაჩნია, რომ მხედრული ვალი ყველა ახალგაზრდამ უნდა მოიხადოს, რადგანაც ისეთი პატარა ქვეყანა, როგორიც საქართველოა, საჭიროებს სამხედრო ძალას და პატრიოტიზმს. ნუთუ მღვდლობა ასეთი მარტივია ბაპტისტებთან? და ამას თან ორგანიზაციას არქმევენ...კატეგორიული რელიგიური ნომინალიზმია ეს და ვფიქრობ, რომ ქართველი კაცი ამ ანკესს, როგორც სატყუარას, არ წამოეგება. ისე ნათქვამია "არა არს დაფარული, რომელი არა განცხადდეს"... ყველაფერს თავისი სახელი ჰქვია და ამ ლუსტრირებულ საუკუნეში ადამიანები ვეღარ მალავენ შინაგან შეშლილობას, რომელიც უკიდურეს ლიბერალურ ფასეულობებს თან ახლავს. ეს სიმპტომები კარგად შეინიშნება დღევანდელ ამ განცხადებაში. ნუთუ ასეთი "კრეატიული" აზროვნება აქვთ? რა ბევრი უფიქრიათ, რომ სენსაციონიზმის სენით შეპყრობილთ მეტი გზა აღარ დარჩათ პოპულარულობის მისაღწევად. ნამდვილად არ შემეძლო ამაზე პასუხი რომ არ გამეცა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენს ახალგაზრდებს მეტად უნდა გაეხსნათ გულის კარები, რომ შეიტკბონ ჭეშმარიტების არსი. ამ დღევანდელ ლოზუნგს ერთი რამ აკლია - მუკი, მებრძოლ უღმერთოთა კავშირი, ეძებს ცრუმღვდლობის მსურველთ. პრინციპში ეს ასე განიმარტება. მოვუწოდებ ჩვენს ახალგაზრდებს: სდექით მტკიცედ და შეურყევლად. ქართული ჯარი არ იყიდება! პატივი მივაგოთ ჩვენი გმირების ხსოვნას! ნუ დაემსგავსებით დესტრუქციულ საზოგადოებას. შეინანეთ ამ საშინელების ინიციატორებო.
მე მიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ზ. ჯაფარიძე და მისი თანამოაზრენი კაიფში არიან ჩარჩენილები! ეტყობა ბოლოს მაგრად დაბოლდნენ და ვეღარ გამოდიან
25.04. 2017
ნატალი
კომენტარის დამატება და აზრის გამოთქმა კი მინდა, მაგრამ რამდენჯერაც გამოვთქვი ჩემი მოზომილი შენიშვნა ამ საკითხთან დაკავშირებით, იმდენჯერვე დამბლოკეთ. რა გამოდის? აქვეყნებთ შერჩევით? კარგით რა!!!
24.04. 2017
მამია
დეკანოზო შიო! გეთანხმები მოსაზრებენში აბსოლიტურად. კი, ნამდვილად არ არის მოსაწონი და მისაღები "გირჩის" ეს "ბრძნული" წამოწყება, მაგრამ ამაში თქვენი (მხედველობაში მთლიანი სამღვდელოება და საპატრიარქო მყავს) წვლილიც ძალიან დიდი დოზით არის. ხომ არ დაფიქრებულხართ იმაზე, იქნებ არის რაღაც გამოსასწორებელი და გასაკეთებელი იმისათვის, რომ, ახალგაზრდებს არა, გირჩებთან, არამედ თქვენსკენ მოუწევდეს გული. ეს იმიტომ ხდება, რომ ყველაფერი ისე არ მიდის ჩვენს დედა ეკლესიაში, როგორც უნდა მიდიოდეს. მაგალითების ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანნას და არ დავკონკრეტდები. იქნებ საკუთარ თავშიც დაინახოთ რაიმე ისეთი მიუღებელი, რომელსაც საზოგადოება შეუიარაღებელი თვალითა კარგად ხედავს და რომელსაც გამოსწორება უნდა? აბა კარგად დაფიქრდით....
24.04. 2017
გიო
პირველ რიგში:- მრავალ ახალგაზრდას არ სურს ჯარში წასვლა შემდეგი მოტივების გამო:
1. აუტანელი პირობები: კვება- რაც მიუღებელია.
2. უსამართლო სისტემა (ჩინოვნიკების შვილები არ მიდიან ჯარში) რაც ასევე მიუღებელია
3. თვლიან დროის დაკარგვად, რადგან ეს არაფერს უკეთესობისკენ არ ცვლის მათ ცხოვრებაში- რაც ასევე მიუღებელია
მეორე: გირჩს რაც შეეხება, ამ ხალხმა ნახა მარტივი გამოსავალი, თუმცა კარგად ჩანს მათი აგდებული დამოკიდებულება რწმენასთან და საერთოდ რელიგიასთან, რაც ასევე მიუღებელია.
ანუ ორივე მხარე მიუღებელია.
უნდა შეიქმნას პროფესიული ჯარი , სადაც სამხედროები იმსახურებენ მოწოდებით და არა იძულებით, მაგრამ აი ეს უკვე მთავრობისთვისაა მიუღებელი , რადგან დამატებით ხარჯს საჭიროებს
24.04. 2017
@
ჯაფარიძეს ფსიქიატრი სჭირდება.მიხედეთ მთლად არ შეიშალოს.
საპატრიარქოს გვერდი ავრცელებს განცხადებას: 31 დეკემბრის ღამეს და 1-2 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მორწმუნეთ ნება ეძლევათ, გაიხსნილონ თევზით.