სამების ლავრაში შეკრებილმა მრავალმა ადამიანმა კიდევ ერთხელ გულღიად გამოხატა მეუფე სერეფიმესადმი დიდი სიყარული და პატივისცემა.
დღეს მეუფე სერაფიმემ თვალცრემლიან მრევლთან და სასულიერო პირებთან ერთად ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი აღავლინა. ამჯერად მეუფე, როგორც რიგითი ბერი, იდგა საკურთხევლის წინ და რუდუნებით უსმენდა პარაკლისის მსვლელობას. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მრევლი მეუფის დამძიმებული სხეულის თუ გულის თითოეულ მოძრაობას თანაუგრძნობდა. პარაკლისის დასრულების შემდეგ მეუფე სერაფიმე მრევლს დაემშვიდობა და ათონის წმინდა მთაზე გამგზავრება ამცნო. - მე ათონზე მივემგზავრები, ჩემი სურვილია ათონზე დავრჩეო ,- ამის თქმა იყო და ტაძარში ყველამ ერთხმად შესძახა: მეუფე, დაგვიბრუნდით, დაგვიბრუნდით. მეუფემ ლოცვის გაძლიერება გვთხოვა, ლოცვაში ხომ განსაკუთრებით შეიგრძნობა ერთობლივი კავშირი. - მეუფე სერაფიმე, ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრებით, - ამ სიტყვებში "კარიბჭე" და კარიბჭელები ვიგულისხმე და ასე დავემშვიდობე მეუფე სერაფიმეს.
ხმერთმა დალოცოს მეუფე სერსფიმე. ღვთისმშობელი იყოს თქვენი მფარველი და შემწე.
18.09. 2016
ინგა
ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ჩვენი საყვარელი მეუფე.სამართალი თავის გზას არასდროს არ დაკარგავს,ცილისმწამებლებს კი შავი დღე ელით!
18.09. 2016
Go
RA moxda, ratom...???
18.09. 2016
ბერი ლუკა კოკორაშვილი
კურთხეულ იყოს გზა თქვენი,პატიოსანო მეუფეო და ქრისტეს საყვარელო მხედარო.კურთხეულ არს სახელი მამისა ძისა და წმინდისა სულისა უკუნისამდე.
თქვენ უბედნიერესი ბრძანდებით და უფალი თქვენთან არს.ცხონდით ორთავ სოფელსა შინა მართალო მეუფეო და გევედრებით მოგვიხსენე წმინდა ადგილსა სადაც მკვიდრდება სული თქვენი და ხორცი თქვენი,სადაცა ინება ტკბილმა იესომ თქვენი დამკვიდრება.იყავით მშვიდობით და გაგაძლიეროთ უფალმა სულით და გონებით.
მე ცოდვილი კი გატანთ ჩემს ქრისტესმიერ სიყვარულს მტკიცეს და ქრისტესმიერს ამინ!
საპატრიარქოს გვერდი ავრცელებს განცხადებას: 31 დეკემბრის ღამეს და 1-2 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მორწმუნეთ ნება ეძლევათ, გაიხსნილონ თევზით.