სამების ლავრაში შეკრებილმა მრავალმა ადამიანმა კიდევ ერთხელ გულღიად გამოხატა მეუფე სერეფიმესადმი დიდი სიყარული და პატივისცემა.
დღეს მეუფე სერაფიმემ თვალცრემლიან მრევლთან და სასულიერო პირებთან ერთად ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი აღავლინა. ამჯერად მეუფე, როგორც რიგითი ბერი, იდგა საკურთხევლის წინ და რუდუნებით უსმენდა პარაკლისის მსვლელობას. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მრევლი მეუფის დამძიმებული სხეულის თუ გულის თითოეულ მოძრაობას თანაუგრძნობდა. პარაკლისის დასრულების შემდეგ მეუფე სერაფიმე მრევლს დაემშვიდობა და ათონის წმინდა მთაზე გამგზავრება ამცნო. - მე ათონზე მივემგზავრები, ჩემი სურვილია ათონზე დავრჩეო ,- ამის თქმა იყო და ტაძარში ყველამ ერთხმად შესძახა: მეუფე, დაგვიბრუნდით, დაგვიბრუნდით. მეუფემ ლოცვის გაძლიერება გვთხოვა, ლოცვაში ხომ განსაკუთრებით შეიგრძნობა ერთობლივი კავშირი. - მეუფე სერაფიმე, ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრებით, - ამ სიტყვებში "კარიბჭე" და კარიბჭელები ვიგულისხმე და ასე დავემშვიდობე მეუფე სერაფიმეს.
წარმოუდგენელი ცილისწამებაა! ვინც იცნობს მეუფეს , მიხვდება რომ ეს არის სწორედ სინოდში შესული ანტიქართული, ანტიმართლმადიდებლური ნაწილის ავანტიურა უპატიოსნესი ადამიანის წინააღმდეგ, მოღვაწის რომელიც მათ არ ემორჩილება! ძალიან თეთრი ძაფითაა ნაკერი და თვალნათლივ ჩანს რომ ყველაფერი მოწყობილია და ცილისწამება! დროა საპატრიარქომ ყურები გამოიფხიკოს და შემკვეთი იპოვოს, რუის ურბნისია საჭირო და აუცილებელი! მრევლი მოითხოვს შეგზავნილი აგენტურისგან სამღვდელოების გაწმენდას! თანაც სასწრაფოდ!!!
20.01. 2017
ღმერთმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს მეუფეო.ის ვინც თქვენ ცილს გწამებთ სამწუხაროდ თვითონ ჩავარდება ამ მდგომარეობაში....
ღმერთმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს მეუფეო.ის ვინც თქვენ ცილს გწამებთ
სამწუხაროდ თვითონ ჩავარდება ამ მდგომარეობაში....
17.01. 2017
თეა
უფალი გააძლიერებს ჩვენს მეუფე სერაფიმეს!
17.01. 2017
ქეთი
გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის მრევლს მინდა დიდი პატივისცემით მივმართო. აი ასე ატირებული აცილებდა ბორჯომის მრევლი მიტროპოლიტ სერაფიმეს, მეუფეს რომელმაც 21 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ სითბოსა და სიყვარულთან ერთად აყვავებული ეპარქია დატოვა და მავანთა ინტრიგებს შეეწირა მისი ღვაწლი. დღეს კი ვისაც კი საქმე არ აქვს მის ლანძღვაშია, დააკვირდით აქ მყოფი ადამიანების სახეებს, მათ გულწრფელ ცრემლებს და თქვენ თვითონ განსაჯეთ, არა მგონია ქრისტიან ადამიანს და მითუმეტეს სასულიერო პირს, შეეფერებოდეს მეუფის ასე მოხსენიება. გერმანიის და ავსტრიის ეპარქიის სასულიერო პირებს კი ნამდვილად მოგიწევთ ბორჯომის მრევლისა და საზოგადოებისათვის ბოდიშის მოხდა,შეგინდოთ უფალმა თუ თქვენც ვინმემ შეცდომაში შეგიყვანათ...იმას კი რომ შენდობა და პატიება ყველა ქრისტიანის ვალია , მე არ უნდა გახსენებდეთ....
21.09. 2016
ია
დიდი მადლობა უფალს რომ შემახვედრა მეუფე სერაფიმეს.ღმერთმა მადლი გიმრავლოთ და შეიწიროს თქვენი ლოცვები.დიდხანს იცოცხლეთ უფლის სადიდებლად და ჩვენს მეოხედ.
მუდამ მემახსოვრება თქვენი სიკეთე,უბრალოება,თავმდაბლობა და სულის მაკურნებელი ქადაგება.
ილოცეთ საქართველოსთვის ათონის წმინდა მიწაზე.
უფლისმიერი სიყვარულით მიტროპოლიტ წმ. ნაზარ ლეჟავას შთამომავლები.
საპატრიარქოს გვერდი ავრცელებს განცხადებას: 31 დეკემბრის ღამეს და 1-2 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მორწმუნეთ ნება ეძლევათ, გაიხსნილონ თევზით.