მიტროპოლიტი იეროთეოსი (ვლახოსი): პირადად მე სერიოზული ზეწოლა და შეურაცხყოფა მივიღე იერარქებისგან
მიტროპოლიტი იეროთეოსი (ვლახოსი): პირადად მე სერიოზული ზეწოლა და შეურაცხყოფა მივიღე იერარქებისგან
"კარიბჭე" ბერძნული წყაროდან მიღებულ პუბლიკაციებში გატყობინებდათ, რომ ერთ-ერთმა ცნობილმა თანამედროვე ღვთისმეტყველმა, მიტროპოლიტმა იეროთეოსმა (ვლახოსმა) კრეტაზე ხელი არ მოაწერა ზოგიერთ დოკუმენტს, გააკრიტიკა ეს დოკუმენტები და ითხოვდა ცვლილებების შეტანას, რომელთა შესახებაც საღვთისმეტყველო ახსნა-განმარტებას აძლევდა კრებაზე დამსწრეთ.

რომფეა.გრ-მ გამოაქვეყნა მიტროპოლიტ იეროთეოსის განცხადება, რომელშიც იგი კრებაზე მიმდინარე პროცესებს ჰფენს ნათელს.

მეუფე იეროთეოსი ადასტურებს, რომ "საღვთისმეტყველო მოტივებით" არ მოაწერა ხელი დოკუმენტს "მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან" ხოლო დოკუმენტებს "მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე სამყაროში" და "ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზები" - მხოლოდ გარკვეული შენიშვნებით მოაწერა ხელი.

მეუფე ამბობს, რომ მისი აზრით, კრეტის კრებაზე ფაქტობრივად უარყვეს ელადის (საბერძნეთის) მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა შესწორება.

დოკუმენტმა: "მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან" თავიდანვე თავიდანვე ააღელვა მიტროპოლიტი იეროთეოსი, მაგრამ იგი იმედოვნებდა, რომ ტექსტში შევიდოდა ელადის ეკლესიის მიერ შეთავაზებული შესწორებები.

მაგრამ კრებაზე ჭეშმარიტების საბოლოო კრიტერიუმი პერგამის მიტროპოლიტი იოანე (ზიზიულასი) იყო: "ის უარყოფდა შესწორებებს, ცვლიდა და იღებდა".

შედეგად, მიტროპოლიტ იეროთეოსის აზრით, "მივიღეთ უმწიფარი ტექსტი", რომელშიც ბოლო მომენტამდე (სხვადასხვა ენებზე თარგმნის დროსაც კი) ცვლილებები შეჰქონდათ.
მეუფე ფიქრობს, რომ დოკუმენტი "მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან" საერთოდ უნდა მოეხსნათ განხილვიდან. მას ხელი არ მოუწერია ამ დოკუმენტზე, რადგან დოკუმენტი ეწინააღმდეგება მართლმადიდებელ მამათა სწავლებებს.

მიტროპოლიტი იეროთეოსი აგრეთვე აღნიშნავს, რომ ამ დოკუმენტის მეექვსე პარაგრაფში ელადის ეკლესია ითხოვდა ცვლილებას: ნაცვლად ფრაზისა "ქრისტინული ეკლესიები და კონფესიები" უნდა ყოფილიყო "ქრისტიანული კონფესიები და გაერთიანებები."
პარასკევს, როცა განიხილებოდა დოკუმენტი "მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან", დისკუსია ჩიხში შევიდა. რუმინეთის ეკლესიამ მეექვსე პარაგრაფთან დაკავშირებით კრებას შესთავაზა "კონფესიები და არამართლმადიდებელთა გაერთიანებები", კვიპროსის ეკლესიის ვარიანტი იყო "არამართლმადიდებელი ეკლესიები", ხოლო ელადის - "ქრისტიანული კონფესიები და გაერთიანებები."

დღისით შედგა ელადის ეკლესიის დელეგაციის საგანგებო შეხვედრა და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ბოლომდე დაეცვათ ელადის ეკლესიის წმინდა სინოდის პოზიცია. შემუშავდა ალტერნატიული ვარიანტებიც: "მართლმადიდებელი ეკლესია ცნობს არამართლმადიდებელთა არსებობას" ან "სხვა ქრისტიანების" ან "არამართლმადიდებელი ქრისტიანების" არსებობას.

ყველა ვარიანტი უარყვეს და კონსტანტინოპოლის პატრაირქმა საღამოს სხდომაზე საჯაროდ შესთავაზე შეხვედრა მიტროპოლით იოანე ზიზიულასსა და მირტოპოლიტ იეროთეოს ვლახოსს, რათა საბოლოო გადაწყვეტილება მიეღოთ.

მიტროპოლიტმა იოანემ შეთავაზება ცივად მიიღო, ხოლო მიტროპოლიტმა იეროთეოსმა განაცხადა, რომ ეს პირადი პრობლემა კი არა, ელადის ეკლესიის დელეგაციის მიერ დაყენებული საკითხია.

მაშინ მსოფლიო პატრიარქმა მიმართა ათენის არქიეპისკოპოსს, რომ აუცილებელი იყო მიეღოთ რაიმე გადაწყვეტილება.

შაბათ დილით ჩატარდა ელადის ეკლესიის შეკრება, რომელზეც მიიღეს გადაწყვეტილება, შეეთავაზებინათ ასეთი ვარიანტი: "მართლმადიდებელი ეკლესია ცნობს არამართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესიებისა და აღმსარებლობების ისტორიულ სახელწოდებებს".

ამის შემდეგ მიტროპოლიტმა იეროთეოსმა განაცხადა, რომ ის ხელს არ მოაწერდა ამ დოკუმენტს.

მიტროპოლიტი იეროთეოსი აღნიშნავს, რომ კრებაზე მკვეთრად გააკრიტიკეს ელადის ეკლესიის წმინდა სინოდი მათი თანმიმდევრული პოზიციის გამო. შესაძლოა ამ ფსიქოლოგიურმა ზეწოლამ შეუწყო ხელი შესწორების საბოლოო ვარიანტს, რომელიც დაამტკიცეს კიდეც კრებაზე. "პირადად მე სერიოზული ზეწოლა და შეურაცხყოფა მივიღე იერარქებისგან. მაქვს ინფორმაცია, რომ ზეწოლას განიცდიდნენ ელადის ეკლესიის სხვა წევრებიც," - განაცხადა მეუფე იეროთეოსმა.

მიტროპოლიტი იეროთეოსი აღნიშნავს, რომ ხელმომწერთა შორის მისი სახელიც წერია. როგორც ჩანს, თუ დოკუმენტს ხელს აწერდა ეკლესიის წინამძღოლი, მთელი დელეგაციის ხელმოწერები ავტომატურად ეწერებოდა.

წყარო: რომფეა.გრ

აქვე წაიკითხეთ:
რა ცვლილებებს ითხოვდა მიტროპოლიტი იეროთეოსი და რაზე ეთქვა უარი მას დიდ კრებაზე?



ბეჭდვაელფოსტა
03.07. 2016
შ.კ.
წყარო?
სხვა სიახლეები
04.05.2024
იე­რუ­სა­ლიმ­ში, მა­ცხოვ­რის საფ­ლავ­ზე, წმინ­და ცე­ცხლი გად­მო­ვი­და.
04.05.2024
გი­ორ­გო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის გამო, 6 მა­ისს მიც­ვა­ლე­ბულ­თა საფ­ლავ­ზე გას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით აკ­რძალ­ვა არ არ­სე­ბობს.
07.02.2024
აჭარაში, იმერეთსა და სოფელ ასურეთთან მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილს ავრცელებს:
01.02.2024
საპატრაირქოს ახალგაზრდულ ცენტრში შედგა პრეზენტაცია ახალი წიგნისა, სახელწოდებით "მოძღვარი".
31.01.2024
გამოიცა საღვთისმეტყველო შინაარსის ნაშრომი " პირველქმნილი ცოდვა" ლევან ბიწაძის ავტორობით.
01.01.2023
საპატრიარქოს გვერდი ავრცელებს განცხადებას: 31 დეკემბრის ღამეს და 1-2 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მორწმუნეთ ნება ეძლევათ, გაიხსნილონ თევზით.
01.01.2023
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.
28.05.2022
უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარებოდა, დღეს განაცხადა,
07.05.2022

6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისტორიულ ქართულ კუთხეში - ჰერეთში საქართველოდან დელეგაცია გაემგზავრა,

04.05.2022
6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, საქართველოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე რელიგიის სააგენტოს დელეგაციასთან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat