მიტროპოლიტ იეროთეოსს შენიშვნები და შესწორებები ჰქონდა 2 დოკუმენტისადმი:
"მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსადმი" და
"მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე სამყაროში". ერთ-ერთი
დოკუმენტი -
"მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე სამყაროში" უკვე მიიღეს ისე, რომ მისი შესწორებები კრებამ უარყო. უკვე არსებული დოკუმენტი, რომელიც წარმოადგინა მიტროპოლიტმა იოანე ზიზიულასმა მცირეოდენი შესწორებით ერთხმად იქნა მიღებული. მიტროპოლიტ იეროთეოსს და იოანე ზიზიულასს შორის კრებაზე სერიოზული დაპირისპირება მოხდა ამ საკითხებზე. "შენ შეცვალე საეკლესიო ღვთისმეტყველება" - ასე მიმართა მეუფე იეროთეოსმა მეუფე იოანე ზიზულასს.
მაინც რა ცვლილებებს ითხოვდა მიტროპოლიტი იეროთეოსი?
მიტროპოლიტი იეროთეოსი ელადის წმინდა სინოდის სხდომის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კომენტირებისას წერდა: "ელადის ეკლესიის მიერ მიღებული ტექსტი ცვლილებებს და ჩასწორებებს საჭიროებს"
დოკუმენტი "მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსადმი"
- ნაცვლად ფრაზისა: "მართლმადიდებელი ეკლესია ადასტურებს ქრისტიანული ეკლესიებისა და კონფესიების არსებობას" უნდა იყოს: "ადასტურებს ქრისტიანული გაერთიანებებისა და კონფესიების არსებობას".
- ტექსტში წინააღმდეგობაა: ერთდროულად არის მტკიცება იმისა, რომ ეკლესიის ერთობის დარღვევა შეუძლებელია და ამავე დროს არის საუბარი ქრისტიანთა ერთობის აღდგენის მცდელობაზე. ამიტომ გთავაზობთ შევიტანოთ ასეთი ცვლილებები: "მართლმადიდბელ ეკლესიას სწამს, რომ მისი ერთობის დარღვევა შეუძლებელია და მონაწილეობას იღებს სხვა ქრისტიანთა ერთობის აღდგენისთვის დაწყებულ მოძრაობაში ანდა - სხვა ქრისტიანთა მიერ დაკარგული ერთობის აღდგენაში, აგრეთვე იღწვის იმ დღისათვის, როცა "უფალი შეისმენს მართლმადიდებელი ეკლესიის ნატვრას, შეკრებს ყველა გაბნეულ ცხვარს მასში - ერთ სამწყსოში".
- იქ, სადაც საუბარია "საღვთისმეტყველო დიალოგების" პერსპექტივაზე, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ისინი "უცვლელად უნდა წარიმართოს მართლმადიდებლი ეკლეზიოლოგიის და უკვე ფორმირებული საეკლესიო გადმოცემის კანონიკური კრიტერიუმების საფუძველზე წმინდა მსოფლიო და ადგილობრივი კრებების შემდეგი კანონების თანახმად: წმინდა მოციქულთა 46, 47 და 50, პირველი მსოფლიო კრების 8 და 19, მეორე მსოფლიო კრების 7, მეხუთე-მეექვსეს 95, და ლაოდიკიის 7 და 8."
- გთავაზობთ დამატებას: განსხვავებული იკონომიის მქონეთა მიღება ეკლესიაში მირონცხებით "არ გულისხმობს იმას, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ცნობს მათ ნათლობას და სხვა საიდუმლოებს. "
- 22-ე პარაგრაფში წერია, რომ "მართლმადიდებელი ეკლესია მიიჩნევს, რომ ცალკეული პირებისა და ჯგუფების მიერ ეკლესიის ერთიანობის დარღვევის ნებისმიერი მცდელობა, თითქოსდა ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის დაცვის მიზნით, განსჯას იმსახურებს. როგორც მართლმადიდებლი ეკლესიის ცხოვრება გვაჩვენებს, ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის შენარჩუნება მხოლოდ კრებითი წყობითაა შესაძლებელი, რაც ძველთაგანვე წარმოადგენდა ეკლესიის უმაღლეს და კომპეტენტურ კრიტერიუმს რწმენის საკითხებში". აქ უნდა დაემატოს მეორე მსოფლიო კრების მე-6 კანონი და პირველ-მეორე კრების 14 და 15.
- პარაგრაფში, სადაც საუბარია ქრისტიანთაშორისი საღვთისმეტყველო დიალოგის აუცილებლობის შესახებ, ნათქვამია: "უნდა გამოირიცხოს პროზელიტიზმისა და კონფესიათა შორის ანტაგონიზმის გამომწვევი სხვა სახის გამოვლინებები", აქვე ფრჩხილებში უნდა მიეთითოს, რომ კავშირზე საუბრისას " ხაზს ვუსვამთ, რომ მართლმადიდებელი ეკლესია უარყოფს ეკლესიათა გაერთიანების ამ ფარისევლურ მეთოდს"
- ტექსტი, რომლის თანახმადაც "ადგილობრივი ეკლესიები მონაწილეობენ მსოფლიო კრების მუშაობაში და ყველა შესაძლო საშუალებით შეაქვთ წვლილი ჭეშმარიტების დამოწმებასა და ქრისტიანთა ერთობაში", უნდა შეიცვალოს "ყველა საშუალებით ხელს უწყობს მშვიდობიან თანაარსებობასა და თანამშრომლობას მნიშვნელოვანი სოცილურ-პოლიტიკური და გამოწვევებისა და პრობლემების დარეგულირებისას".
დოკუმენტი "მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე სამყაროში"- გამოთქმა "ადამიანური პიროვნების ღირსება" ყველგან შეიცვალოს ასე: "ადამიანის ღირსება".
- პარაგრაფში, სადაც ნათქვამია, რომ "მართლმადიდებელი ეკლესიები მოწოდებულნი არიან, რათა თავიანთი წვლილი შეიტანონ რელიგიათშორის დიალოგსა და თანამშრომლობაში", უნდა დაემატოს ფრაზა: "ადამიანთა მშვიდობიანი თანაარსებობისა და სოციალური სიმბიოზისათვის, რომლებიც შეუთავსებელია რელიგიური სინკრეტიზმის ნებისმიერ ფორმასთან".
წყარო:
http://agionoros.ru/