მირქმის წინადღესასწაული;
მოწამისა ტრიფონისა (III);
მოწამეთა: პერპეტუასი, სატიროსი, როვეკატოსი, სატორნინოსი, სეკუნდოსი და ფილიკიტატესი (202);
ღირსისა პეტრე გალატიელისა (429);
ღირსისა ვენდიმიანესი (ბენდიმიანესი), ბითვინიელი მეუდაბნოისა (VI);
ღირსისა დედისა ბრიგიტასი, ირლანდიის მფარველისა (VI);
წმ. სეირიოლ პენმონელი (VI ს.); ბასილი I-ისა, თესალონიკელი მთავარეპისკოპოსისა (IX);
ახალმოწამისა ანასტასი ნავპლიოსელისა (1655); ღირსისა ტიმოთე აღმსარებელისა; მოწამეთა თეიონისა და მისთა ორთა ძეთა;
ღირსთა და ღმერთშემოსილთა ძმათა: დავითისა, სვიმეონისა და გიორგისა, მიტილენელ აღმსარებელთა (IX); ბასილი II-სი, სვინაქსარისტისა, თესალონიკელი მთავარეპისკოპოსისა (X); მოწამისა კარიონისა;
მოწამეები სტამატი, იოანე, ნიკოლოზ სპეციოტები (+ 1822);
დიდმოწამისა ილიასი, ლიბანის ჰელიოპოლისში ვნებულისა (779);
მოწამეთა: ადრიანესი, პოლიევქტესი, პლატონისა და გიორგისა, მეგარელებისა (XVIII); ხსენება მღვდელმოწამე ნიკოლოზ მეზენცევისა (1938 წელი);
წმინდა მოწამე რიზკალა იბნ ნაბა ტრიპოლელისა (XV).
დღის ლოცვა
მირქმის წინადღესასწაული
ტროპარი: ზეცისა ანგელოზთა გუნდნი მოიწივნის ქვეყანად და იხილეს ღმერთი, ვითარცა ჩვილი, ტვირთული მოხუცებულისა მკლავთა ზედა წინაშე ტაძრისა პირმშო ყოველთა დაბადებულთა დედისაგან უქორწინებელისა და ჩუენთანა უგალობენ ანგელოზნი წინადღესასწაულსა ამას, ყოვლადსაკვირველსა საკვირველებათასა.
კონდაკი: მამისა თანა სიტყუა უხილავი აწ უკუე იხილვების ხორცითა, გამოუთქუმელად ქალწულისაგან შობილი და ხელთა ზედა მოხუცებულისათა მიეცემის, თაყვანს ვსცემთ მას, ვითარცა ჭეშმარიტსა ღმერთსა ჩუენსა.