ძველი სტილი
17 თებერვალი
ხუთშაბათი
ახალი სტილი
2 მარტი
დიდი მარხვის პირველი შვიდეული. ხუთშაბათი. ხმა 4.
მძიმე მარხვა მძიმე მარხვა
დიდმოწამისა თეოდორე ტირონისა, ახლად სტრატიოტად განწესებულისა (IV); მღვდელმოწამისა თეოდორე აჭარელისა, მღვდელმონაზონისა, ოსმალთაგან წამებულისა (XIX); მართლისა მარიამნასი, მოციქულ ფილიპეს დისა (I); აღმოყვანება წმიდათა ნაწილთა მოწამისა მინა კალიკელადისა (867-889); მღვდელმოწამისა ერმოგენისა, რუსეთის პატრიარქისა, სასწაულმოქმედისა (1612); ღირსისა თეოსტირიკტოსი; ავქსივი კვიპრელი ეპისკოპოსისა (102); კეთილმსახურთა მეფეთა მარკიანესი (450-457) და პულხერიასი (453)მოწამისა მიქაელ ანდრიანოპოლელისა (1490); მოწამისა თეოდორე ბიზანტიელისა (1795); წმინდა თეოდოსი ბულგარელი (+1362) და მოწაფე მისი რომანოზი (+1370); ღირსი თეოდოსი მდუმარე, მღვიმელი (XIII); წმინდა მოწამე აღათანგელოს ბიტოლელი (+1727); წმინდა ბარნაბა გეთსიმანიელი (+1906); ახალმოწამენი: მღვდლები წმინდა მიქაელ ნიკოლოგორი და პავლე კოსმინკოვსი (1938); წმინდა ბონოზ ტრირელი (+373); წმინდა ფინან (თინან) ლინდისფარნელი (+61); ტიხვინის ღვთისმშობელი

დღის ლოცვა
წმიდა დიდმოწამე თეოდორე ტირონის
ტროპარი:

დიდ არიან სარწმუნოებისა საკვირველებანი, რამეთუ ალსა მას შინა ცეცხლისასა, ვითარცა წყალსა განსვენებისასა, წმიდა მოწამე თეოდორე იხარებდა, რამეთუ ცეცხლსა შინა შეიცხო, ვითარცა პური ტკბილი და შეწირულ იქმნა წინაშე სამებისა. მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩვენნი.

კონდაკი:
სარწმუნოება ქრისტესი, ვითარცა ჯაჭვი შეიმოსე, ჰოი, მრავალმოღვაწეო თეოდორე, შინაგან გულსა შენსა, და წინააღმდგომნი ძალნი დააკუეთენ, და დასცენ ბომონნი, და ვითარცა უძლეველი მხედარი, გვირგვინითა შეიმკუე საუკუნითგან მაღლით გარდამო.
დღის საკითხავი სახარება
VI ჟამზე: ეს. 2: 11-21.
მწუხრზე: დაბ. 2: 4-19. იგავ. 3: 1-18.

ეს. 2: 11-21.


11. დამდაბლდებოდა ადამიანის ამაყი მზერა და კაცთა მედიდურება დამცირდება, მხოლოდ უფალი იქნება მაღალი იმ დღეს! 12. რადგან დაუდგება ცაბაოთ უფლის დღე ყველა ამაყსა და მედიდურს, ყველა აღზევებულს, და დამდაბლდება. 13. ყველა ლიბანურ კედარს, მაღალს და აზიდულს, ყველა ბაშანურ მუხას, 14. ყველა მაღალ მთასა და ყველა აზიდულ მწვერვალს, 15. ყველა მაღალ გოდოლს და ყველა გამაგრებულ გალავანს, 16. ყველა თარშიშულ ხომალდს და ყველა თვალწარმტაც მორთულობას. 17. დამცირდება ადამიანის სიამაყე და კაცთა მედიდურება დამდაბლდება, მხოლოდ უფალი იქნება მაღალი იმ დღეს. 18. და ყოველგვარი კერპი გაცამტვერდება. 19. შევლენ კლდის ქვაბებში და მიწის ნაპრალებში დაემალება ხალხი უფლის ზარტეხილს და მისი სიდიადის ელვარებას, როცა ქვეყნის შესაზარად შეიმართება. 20. იმ დღეს კაცი თხუნელებსა და ღამურებს გადაუყრის თავის ვერცხლის კერპებს და თავის ოქროს კერპებს, სათაყვანოდ რომ გაიკეთა. 21. რათა კლდეთა მღვიმეებში და პიტალოთა ბზარებში დაემალოს უფლის ზარტეხილს და მისი სიდიადის ელვარებას, როცა ქვეყნის შესაზარად შეიმართება.

მწუხ. _ 2: 4-19

4. ასეთი იყო ცისა და მიწის დაბადება მათი შექმნისას, როცა ქმნიდა უფალი ღმერთი მიწას და ცას. 5. ჯერ კიდევ მინდვრის ბუჩქიც არ იყო დედამიწაზე, ერთი ღერი ბალახიც არ იყო აღმოცენებული, რადგან არ უწვიმებია უფალ ღმერთს დედამიწაზე და კაცი (ადამი) არ იყო, რომ მიწა დაემუშავებინა. 6. ორთქლი ადიოდა მიწიდან და რწყავდა მიწის პირს. 7. გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ არსებად. 8. უფალმა ღმერთმა ბაღი გააშენა ედემში, აღმოსავლეთში, და დასვა იქ ადამი, რომელიც გამოსახა. 9. აღმოაცენა უფალმა ღმერთმა მიწიდან ყოველი ხე, სანახავად საამო და საჭმელად ვარგისი, შუაგულ ბაღში კი ხე სიცოცხლისა და ხე კეთილის და ბოროტის შეცნობისა. 10. მდინარე მოედინება ედემიდან ბაღის მოსარწყავად, მერე იტოტება და იქმნება ოთხი ნაკადი. 11. ერთის სახელია ფიშონი; იგი გარს უვლის ხავილას ქვეყანას, სადაც ოქროა. 12. კარგია იმ ქვეყნის ოქრო. იქ არის ანთრაკიც და ზურმუხტის ქვაც. 13. მეორე მდინარის სახელია გიხონი; იგი გარს უვლის მთელს ქუშის ქვეყანას. 14. მესამე მდინარის სახელია ხიდეკელი; იგი ჩაუდის აშურს. მეოთხე მდინარეა ფერათი. 15. აიყვანა ადამი უფალმა ღმერთმა და დაასახლა ედემის ბაღში მის დასამუშავებლად და დასაცავად. 16. გააფრთხილა უფალმა ღმერთმა ადამი, უთხრა: ყველა ხის ნაყოფი გეჭმევა ამ ბაღში. 17. მხოლოდ კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამო, რადგან როგორც კი შეჭამ, მოკვდებით. 18. თქვა უფალმა ღმერთმა: არ ვარგა ადამის მარტო ყოფნა. გავუჩენ შემწეს, მის შესაფერს. 19. გამოსახა უფალმა ღმერთმა მიწისაგან ველის ყველა ცხოველი და ცის ყველა ფრინველი და მიჰგვარა ადამს, რომ ენახა, რას დაარქმევდა. რომელ სულდგმულს რას დაარქმევდა ადამი, მისი სახელიც ის იქნებოდა.

იგავ. 3: 1-18

1. შვილო, ჩემი რჯული არ დაივიწყო, ჩემი მცნებები დაიმარხოს შენმა გულმა, 2. დღეგრძელობას, სიცოცხლის წლებს და ჯანმრთელობას შეგძენენ. 3. მადლმა და სიმტკიცემ არ მიგატოვოს; ყელზე მიიბი, გულის ფიცარზე დაიწერე. 4. წყალობას და სიკეთეს ჰპოვებ ღვთისა და ადამიანის თვალში. 5. ესავდე უფალს მთელი გულით და ნუ დაენდობი საკუთარ ჭკუას. 6. შეეცადე მის შეცნობას ყოველ შენს გზაზე და ის გაგისწორებს სავალს. 7. ნუ იფიქრებ, რომ ბრძენი ხარ, უფლის გეშინოდეს და ბოროტებას განერიდე. 8. ეს არის შენი სხეულის განკურნება და საზრდო შენი ძვლებისათვის. 9. პატივი მიაგე უფალს შენი ქონებიდან და მთელი შენი მოსავლის პირველმოწეული ნაყოფით. 10. ჭერამდე აივსება შენი ბეღლები და მაჭრის ღვარს ადინებს საწნახლები. 11. უფლის შეგონებას ნუ უგულებელყოფ, შვილო, და მის მხილებებს ნუ წაუყრუებ; 12. რადგან ვინც უყვარს, იმას ამხილებს უფალი და სწყალობს, როგორც მამა საკუთარ შვილს. 13. ბედნიერია ის კაცი, ვინც ჰპოვა სიბრძნე და ვინც გონიერება შეიძინა! 14. რადგან მისი შეძენა სჯობს ვერცხლის შეძენას და მისი მოსავალი – ხალას ოქროს. 15. მარგალიტებზე უფრო ძვირფასია და შენგან სანატრელი არაფერი შეედრება მას. 16. მის მარჯვენაში დღეგრძელობაა, მარცხენაში სიმდიდრე და დიდებაა; 17. მისი გზები ნეტარების გზებია და ყოველი მისი ბილიკი სიმრთელეა. 18. იგი უკვდავების ხეა მათთვის, ვინც მას მოეჭიდება. ნეტარნი არიან მისი მფლობელნი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
"საიდუმლო სერობის" საღამოს, როცა ხედავდა მოახლოებულ ჯვარცმასა და სიკვდილს, მწუხარებისგან სასოწარკვეთილი მოწაფეები უფალმა ანუგეშა: "გამოვედ მამისგან და მოვედ სოფლად და კვალად დაუტეობ სოფელსა და მივალ მამისა" (იოანე 16,28). ხოლო მას შემდეგ, რაც მკვდრეთით აღდგა უფალი, მარიამ მაგდალინელს უთხრა:

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail jojobet giris jojobet limanbet