წმიდათა და მართალთა ქრისტეს საფლავის მცველთა: იოანე, სტეფანე და ესაია ქართველთა;
ღირსისა იოანიკე დიდისა (846);
მღვდელმოწამეთა ნიკანდრესი, მირონელი ეპისკოპოსისა, და ერმე ხუცისა (I); ხსენება ღირსმოწამისა მერკური პეჩორელისა, შორეულმღვიმელისა (XIV);
ნეტარი სვიმეონი, ქრისტესთვის სულელი, იურევეცკელი (+დაახლ. 1584);
ღირსი ნიკანდრე გოროდნოოზერელი (+1603); ხსენება წმინდისა ნიკოლოზ ვინოგრადოვისა, აღმსარებელისა, პრესვიტერისა (+1931) ღირსმოწამისა ევგენიასი (ლიცოვა), მონაზვნისა (+1935), მღვდელმოწამეთა: ალექსანდრე პეტროპავლოვსკისა, პრესვიტერისა (+1937) და ისმაილ ბაზილევსკისა, პრესვიტერისა (+1941);
ღირსი იოანე აკაციოსი;
იოანე მესამე, ბატაცი, მეფე და მწყალობელი (+1254);
ღირსი გიორგი კარსლიდისი - 04 (17) ნოემბერი
დღის ლოცვა
ღირსი იოანიკე დიდის კონდაკი:
ვარსკულავად ყოვლადმნათობად გამოსჩნდი და სოფელსა განაბრწყინვებ, და მყოფთა წყუდიადსა შინა ვნებათასა ელვარე-ჰყოფ, და გამოსჩნდი მკურნალცა მტკიცედ, არამედ, ვითარცა მიიხვენ მადლნი კურნებათანი, ეგრეთვე მვედრებელთა შენთა მოგვმადლე კურნებაი სულთა და ხორცთა, რაითა გიღაღადებდეთ შენ: გიხაროდენ, მამაო იოანიკე.