ღირსი იოანიკე დიდი, ულუმბოელი, ბითვინიელი (+846) - 04(17) ნოემბერი
ღირსი იოანიკე დიდი, ულუმბოელი, ბითვინიელი (+846) - 04(17) ნოემბერი
წმინდა იოანიკე VIII-IX საუკუნეთა გასაყარზე ბითვინიის სოფელ მარიკატში გლეხის ოჯახში იშვა.

ყრმობიდანვე მშვიდი, მდაბალი და ლოცვისმოყვარე გახლდათ, ცხვრის ფარას, რომელსაც მწყემსავდა, მუდამ ჯვარს გადასახავდა ხოლმე, რის გამოც ვერც მხეცი ეკარებოდა და ვერც ავაზაკი.

მაგრამ ერთხელაც ამ კეთილ ნიადაგზე ვიღაცამ ხატმებრძოლობის ბოროტი თესლი ჩათესა და მიუხედავად ამდენი სათნოებისა, იოანიკეს წმინდა ხატების დანახვაც კი აღარ სურდა. მაგრამ ღმერთმა მოაქცია გზაარეული.

ცხრამეტი წლისა საიმპერატორო გვარდიაში ჩაირიცხა, ახოვანმა და სულმტკიცემ მრავალ ბრძოლაში გაითქვა სახელი, მაგრამ სამსახურის მეჩვიდმეტე წელიწადს, მორიგი ბრძოლიდან მომავალმა ოლიმპის მთის სიახლოვეს მდებარე ბითვინიის მონასტერს ჩაუარა, სადაც ერთი მხცოვანი მონაზონი დახვდა და უთხრა:

- შვილო, იოანიკე, - მიმართა უცნობმა, - თავს ქრისტიანს უწოდებ და რატომ გძაგს ხატი ქრისტესი? ამაოა შენი ღვაწლი, თუ მართალი რწმენა არა გაქვსო!

უცნობის სიტყვებმა დააფიქრა იოანიკე, დაემხო მოძღვრის წინაშე და იმ დღიდან ყოველივე შეიცვალა.

795 წელს ბულგარელი წარმართები ფრაკიაში შეიჭრნენ, იმპერატორი კონსტანტინე მეექვსე უზარმაზარი არმიით დაუპირისპირდა, თუმცა, მერკელასთან შეტაკებისას სასტი¬კად დამარცხდნენ.

იოანიკემ უმაგალითოდ იბრძოლა, ორთაბრძოლისას ბულგარელი მეომარი მოკლა, რითიც თვით იმპერატორის სიცოცხლე იხსნა, თანამოძმეთ კი - უკან დახევის საშუალება მისცა.

მადლიერმა იმპერატორმა მისი დაახლოება განიზრახა, თუმცა, ხშირმა ომებმა, სისხლისღვრამ და სისასტიკემ ძალზე დააზარალა და წუთისოფლის ამაოებაზეც არაერთხელ დააფიქრა ნეტარი, ამიტომ იმპერატორის კეთილგანწყობით ისარგებლა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვის ნება გამოსთხოვა.

ამის შემდეგ აგავრის სავანეს მიაშურა, რომლის წინამღვარმაც ჯერ საეკლესიო ლიტერატურის საფუძვლიანად შესწავლა და ზოგადცხოვრებულთა მონასტრის წესთა გაცნობა შესთავაზა და ოდენ ამის შემდგომ - გამოცდილ მამებთან ცხოვრება.

ტელაოსის სავანეში მცირეხნიანი ცხოვრების შემდგომ ანტიდიონის სავანეს მიაშურა, სადაც ორი წელი სრულ მორჩილებაში დაჰყო და მოკლე ხანში სულიერად ისე წარემატა, სხვა მამათათვის მაგალითად იქცა.

ყოველგვარ განათლებას მოკლებულმა ამ სავანეში საეკლესიო მწერლობის საფუძველნი გაითავისა და ზეპირად 30 ფსალმუნი დაისწავლა.

მალე მის სულს განმარტოება მოსწყურდა და წინამძღვარს კურთხევა გამოსთხოვა, კერაკოკეფალის (რაც ყვავის თავს ნიშნავს) დაფუძნებულიყო.

იქ უსმელ-უჭმელმა ერთი კვირა გაატარა, თან უფალს იმ ადამიანის პოვნას შესთხოვდა, რომელსაც სულიერად ეშვილებოდა.

მეშვიდე დღეს ორ საკვირველ მეუდაბნოეს შეხვდა, რომელთაც მომავალი გაუმჟღავნეს, გამოთხოვებისას კი პერანგი და ჯვარი გადასცეს და განუმარტეს,

- უხილავ მტერთან ბრძოლაში შეგეწევიანო!

ასე დაიწყო მისი ღვაწლი უდაბნოში: - თავიდან პრუსის სიახლოვე, ტრიქალიკის მთაზე დაფუძნდა, თუმცა, რამდენადაც მისი წმინდა ცხოვრების ამბავი მალე იქაურობას მოედო, იძულებული შეიქნა, შედარებით მყუდრო ადგილი მოეძებნა და ჰელესპონტთან ახლოს, უღრან ტყეში, ერთ მიტოვებულ ქვაბულს შეეხიზნა, სადაც ერთადერთი ადამიანი - ადგილობრივი მწყემსი თვეში ერთხელ უზიდავდა წყალსა და პურს.

სამი წლის შემდგომ იოანიკე ჯარის ძველ მეგობარს, ანტონს შეხვდა, რომელიც შემდეგ მასავით განერიდა წუთისოფელს და მირონლუკიის სიახლოვეს, კონდურიის მიუვალ მთებში გაიხიზნა. გზად ერთი ახალგაზრდა მონაზონი შეხვდა, ეშმაკისგან ცთუნებული ერში დაბრუნებას რომ აპირებდა.

იოანიკეს ფრიად შეებრალა გოგონა, თავისთან უხმო და უთხრა:

- შვილო ჩემო, დამადე ხელები კისერზე!

შემდეგ კი წარმოთქვა:

- იესო ქრისტეს სახელით, ის ცთუნება, რაიც შეგყრია, დაე, ამიერიდან ჩემზე გადმოვიდეს!

გათავისუფლებული გოგონა მონასტერს დაუბრუნდა, სიძვის დემონით შეპყრობილი იოანიკე კი ახლომდებარე მღვიმეს შეეფარა.

სამი წლის შემდგომ ანტონი აგავრის სავანეს დაუბრუნდა, იოანიკე კი ახალი უდაბნოს ძიებაში კილიკიას წარვიდა, სადაც 7 წელი გაატარა.

807 წელს, საღმრთო ჩვენების შემდგომ, პანდემს, ერისტიის მონასტერს დაუბრუნდა, სადაც იქაურმა იღუმენმა, სტეფანემ, შეიტყო რა მისი ხილვის შესახებ, მყისვე აღკვეცა. ნეტარი მამა იმ დროს 54 წლის გახლდათ, რომელთაგან თორმეტი - განდეგილობდა.

ერთი წელი მდინარე გორგიტესის მახლობელ მღვიმეში, მძიმე ჯაჭვებასხმულმა გაატარა, სამწლიანი დაყუდების შემდგომ კი ლიდიაში, ალსის მთაზე მოღვაწე წმინდა ხუცესი, გიორგი ინახულა. გზად უზარმაზარ გველს წააწყდა, მდინარეში რომ ბუდობდა და ლოცვით მოაკვდინა.

მომდევნო სამი წელი მამა გიორგის გვერდით იცხოვრა, რომელიც მისი სულიერი მოძღვარი გახდა.

810 წელს კვლავ ღვთივ ეუწყა, რომ უდაბნო დაეტევებინა და სხვათა სულების სახსნელად ეღვაწა, აგარვას დაუბრუნდა და ტრიქალიკის მთაზე სამ მოწაფესთან ერთად დაფუძნდა.

უფლისგან ჭვრეტის და წინასწარხედვის მადლი და გარეულ მხეცებზე ის ძალაუფლება მიიღო, რაიც ადამს გააჩნდა სამოთხეში, უამრავ სნეულს, სულიერად დავრდომილს, შეჭირვებულს, უნუგეშოს, მცირედმორწმუნეს იღებდა და ყოველგვარად შეეწეოდა, რაიც მის შინაგან მშვდობას და უვნებობას არას ავნებდა. შეეძლო, წინასწარ განეჭვრიტა, თუ რა მოხდებოდა, სწორედ მან იწინასწარმეტყველა იმპერატორ ნიკიფორეს აღსასრული ბულგარელებთან ბრძოლისას (811 წელი), მიქაელ პირველის ტახტიდან ჩამოგდება (813 წელი), ლეონ V სომხის (813-820 წლები) გამეფება და მის მიერ წამოწყებული საშინელი დევნა.

813 წელს იოანიკე ერთმა ჯადოქარმა მოწამლა, მაგრამ იმ ღამითვე წმინდა ევსტრატე გამოეცხადა და საჭმელად ხის ნაჭერი მისცა, რის შემდგომაც ნეტარი სრულებით განიკურნა.

მადლობის ნიშნად იმ ადგილას, სადაც კურნება მიიღო, წმინდა ევსტრატეს პატივად ტაძარი და მონასტერი დააფუძნა, სადაც რამდენიმე წელიწადში სამოცდაათზე მეტი მონაზონი იღვწოდა.

სხვა დროს საკვირველი წყარო ესიზმრა და ხმა ესმა, რომელმაც ამ ადგილას ღვთისმშობლის სახელობის სამრეკლოსა და მონასტრის აგება უბრძანა.
იოანიკე მყის შეუდგა საქმეს, მშენებლებს მრავალი სასწაულით შეეწეოდა და თავისი ჯვრის გამოსახულებიანი კვერთხით არაერთგზის განუდევნია იმ ადგილებიდან მრავალრიცხოვანი ქვეწარმავალი.

მის მიერ დაარსებულ მონასტერთაგან მესამე მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლეს სახელზე იკურთხა და როგორც კი სამივე სავანეს წესდება დაუდგინა, ღმერთთან სასაუბროდ კვლავ უდაბნოს განუმარტოვდა.

თავიდან მისი ადგილსამყოფელი არავინ უწყოდა, გარდა მისი მოწაფის, ევსტრატესი, ლეონის ჟამინდელი დევნისას კი - თავისი სამყოფელი აღარ დაუმალავს, მის სენაკს კვლავ უამრავი ადამიანი მიაწყდა, რომელთაც სიტყვითაც და სასწაულებითაც განამტკიცებდა.

ერთხელ, მის სენაკში შეუმჩნევლად შესულმა ევსტრატემ მოძღვარი მიწიდან ერთ მეტრში მოლივლივე იხილა, საღვთო საგანთა ჭვრეტას რომ მისცემოდა.
გარკვეული ხნის შემდგომ, იოანიკე კვლავ ტრიქალიკის მთაზე აღვიდა, საიდანაც ერთადერთხელ - წარმართ ბულგარელთაგან ფრაკიას პყრობილ ქრისტიანთა სასწაულებრივად დასასხნელად ჩამობრძანდა.

მალე სახელი მთელ აღმოსავლეთში განითქვა და ქრისტიანთაგან უკლებლივ ყველა ცდილობდა, ერთხელ მაინც ეხილე ეს ზეცისა კაცი.
824 წელს, იმ დროის ასამდე ყველაზე გამოჩენილმა საეკლესიო მოღვაწემ, მათ შორის ნიკეისა და ქალკედონის მიტროპოლიტნი, წმინდა თეოდორე სტუდიელი და სხვა წმინდა მამანი ეწვივნენ და დაეკითხნენ, სათნოებათაგან რომელი იყო აღმატებული,

- სიმდაბლე, რამეთუ თავად უფალი დამდაბლდა ჩვენთვის და გვიხსნა ცოდვის მონობისაგან!

გამოთხოვებისას კი სტუმართაგან რამდენიმეს გაუმხილა, თუ რა ელოდათ.

ერთხელ, წმინდა თეოფანე აღმსარებლის სამარის მოლოცვის შემდეგ უკან დაბრუნებისას აპოლონის ტბასთან მდებარე სავანეში გაჩერდა. იღუმენმა, წმინდა დანიელმა (ხსენება 12 მარტს) ისე მიიღო, ვითარცა ახალი წინასწარმეტყველი, მამათა თხოვნით კი უზარმაზარი გველი განდევნა, იქაურთ შიშის ზარს რომ სცემდა.

შემდეგ კი დანიელთან ერთად ტოპარქიის მღვიმეებში დაფუძნდა, სადაც გველმა უკბინა და სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილი, ორმოცი დღის შემდგომ ტრიქალის მთას დაუბრუნდა.

ერთხელ, ერთი მონაზონი ესტუმრა, რომელსაც მის მიერ აღსრულებული სასწაულები ეეჭვებოდა.

ნეტარმა სიყვარულით მიიღო და სუფრასთან სხვა სტუმართა გვერდით დასვა.

სადილობისას უეცრად საიდანღაც უზარმაზარი დათვი გამოჩნდა, იოანიკე კი მიუახლოვდა და დაუყვავა, რის შემდეგაც დათვი მის ფეხებთან მოკალათდა.

იმ შემთხვევის შემდგომ აღარავინ დაეჭვებულა მის მადლმოსილებაში.

838 წელს, როგორც კი ფრიგიაში პყრობილ ქრისტიანთა ტანჯვის შესახებ შეიტყო, გულშემუსვრილი მწარედ ატირდა, იმ ღამესვე მიაკითხა თანამოძმეთ და სასწაულებრივად გამოიხსნა.

დიდება და პატივი ნეტარს ფრიად აწუხებდა, ამიტომ ევსტატესთან ერთად კვლავ შეერთო უდაბნოს.

გარკვეული ხნის შემდგომ, იმპერატორ თეოფილეს დროინდელი დევნისას, მართლმორწმუნეთა განსამტკიცებლად უფალმა იოანიკეს ხელით კვლავ უამრავი სასწაული აღასრულა.

სიცოცხლის უკანასკნელ წლებში (841 წელს) იმპერატორი საკუთარ ქმედებათა მართებულობაში შეეჭვდა და წმინდა მამას ესტუმრა, იოანიკემ კი მტკიცედ უთხრა:

- ვინაც უფლის, ღვთისმშობლისა და წმინდანთა გამოსახულებათ საკადრის პატივს არ მიაგებს, ვერც ცათა სასუფეველს დაიმკვიდრებს, თუნდ უმწიკვლოდ ეცხოვრა...

მემატიანეთა მოწმობით, მომდევნო წელს, სასიკვდილო სარეცელზე, თეოფილემ მაცხოვრის წმინდა ხატის მიტანა ითხოვა და ცრემლით მიირქვა გულზე, მისმა ქვრივმა, თეოდორამ კი, როგორც წმინდა იოანიკემ იწინასწარმეტყველა, კონსტანტინოპოლის კათედრაზე წმინდა მეთოდე (ხსენება 14 ივნისს) აღასაყდრა (842 წელი), რომელმაც საბოლოოდ დაამკვიდრა წმინდა გამოსახულებათა თაყვანისცემა.

ისე მოხდა, რომ იოანიკესადმი შურით აღვსილმა მონაზვნებმა ნეტარს სენაკი გადაუბუგეს. წმინდა მამამ იქვე, ხალხში მდგომი დამნაშავენი მაშინვე ამოიცნო, მიუახლოვდა, კეთილად გამოელაპარაკა და გადარჩენილი საზრდელიც კი შესთავაზა, მამები კი ისეთმა სინანულმა შეიპყრო, იოანიკეს მყისვე შენდობა სთხოვეს.

უმძიმესი, მრავალწლიანი ღვაწლით დაღლილ, 92 წლის მამას ძალა აღარ შესწევდა, თავისთვის ახალი სენაკი მოეწყო, რის გამოც კვლავ იმ სავანეს დაუბრუნდა, სადაც 52 წლის წინ შემონაზვნდა და 846 წლის 5 ნოემბერს მშვიდობით მიიცვალა, გარდაცვალებამდე კი მასთან მისულ წმინდა პატრიარქ მეთოდეს უწინასწარმეტყველა - რვა თვის შემდგომ ამქვეყნიდან შენც გახვალო!

ღირსი იოანიკეს მიცვალების ჟამს მონაზვნებმა ცამდე აწვდილი ცეცხლოვანი სვეტი იხილეს.

მის წმინდა ნაწილთაგან კვლავ უთვალავი სასწაული აღესრულება.
...................

ტროპარი:
ცრემლთა მდინარითა უდაბნოჲ უქმი მოიმუშაკე, და სიღრმით სულისაჲთა სულთქუმითა ასეულად შრომანი ნაყოფიერ ჰყვენ და იქმენ მნათობ და განმანათლებელ სოფლისა საკჳრველებათა მიერ, მამაო წმიდაო იოანიკე, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათუის.

კონდაკი:
ვარსკულავად ყოვლადმნათობად გამოსჩნდი, და სოფელსა განაბრწყინვებ, და მყოფთა წყუდიადსა შინა ვნებათასა ელვარე-ჰყოფ, და გამოსჩნდი მკურნალცა მტკიცედ, არამედ ვითარცა მიიხუენ მადლნი კურნებათანი, ეგრეთვე მვედრებელთა შენთა მოგუმადლე კურნებაჲ სულთა და ხორცთა, რაჲთა გიღაღადებდეთ შენ: გიხაროდენ, მამაო იოანიკე.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat