ამ ღირსი მამის მოღვაწეობის დრო, სამწუხაროდ, უცნობია. მისი მშობლები - თეოდორე და იერა, დიდხანს ელოდნენ შვილს და მრავალწლიანი ლოცვის შემდგომ მიეცათ კიდეც.
იოანე ღვთის სიყვარულით აღიზარდა და ამის წყალობით ადრევე შეიცნო ამა სოფლის წარმავალობა.
მშობელთა გარდაცვალების შემდგომ, რაც ებადა, უპოვართ უწყალობა და კონსტანტინოპოლში, წმინდა აკაკის სახელობის ტაძრის სიახლოვეს, ღია ცის ქვეშ დაფუძნდა და ზამთარ-ზაფხულ ჯვალოს დაძონძილ კაბაში გამოხვეული მდუმარედ დაითმენდა გამვლელთა დაცინვას და დამცირებას.
გარკვეული ხნის შემდგომ ამ ღვთისკაცს, რომელიც ასე უყვარდათ ეკლესიის მსახურთ, მცირე ქოხმახი აუგეს, რომ უამინდობისას თავი შეეფარებინა.
ეს უვიწროესი სენაკი ნეტარმა თავის დაყუდების და უძილო ლოცვის ადგილად აქცია, ოდენ ერთი კეთილმორწმუნე ქალი, რომელიც საზრდელად პურსა და წყალს აწვდიდა ხოლმე, ამცნობდა ხოლმე დროდადრო, თუ რა ხდებოდა გარეთ.
მრავალფერთა სათნოებათა მიერ განმშვენებულმა და უმკაცრესი ღვაწლით, მღვიძარებით, ლოცვითა და მარხვით ხორცთა დამთრგუნველმა უფლისგან მრავალი სულიერი ნიჭი მიიღო, მათ შორის სულიერი დამოძღვრისა და წინასწარჭვრეტისა.
თავის მოწაფეებს მამასავით უყვარდათ და ისიც ძალას არ ზოგავდა, მათთვის მაცხოვრის მცნებანი გაენამდვილებინა და მუდამ იმეორებდა: - ღვთის თაყვანისცემის საუკეთესო საშუალება - მისი მიბაძვა და ყოველგვარი ამსოფლიური მიჯაჭვულობის დათრგუნვა, ხორციელ სიამეთა უარყოფა და მცნებათა აღსრულებააო.
უფალმა მისი ლოცვით უამრავი სასწაული და კურნება აღასრულა, განმრთელებულთ კი მუდამ განუმარტავდა ხოლმე, რომ სნეულება - მოუნანიებელ ცოდვათა შედეგია.
დღესასწაულებზე წესად ჰქონდა, საკურთხეველში საკმევლისთვის ნახშირი თავად მოემზადებინა. ერთხელ მღვდელმა საცეცხლური ვერსად იპოვა, მაშინ იოანემ გავარვარებული ნახშირი ხელისგულზე დაიდო და ისე აკმია, თუმცა, არავითარი იარა არ დარჩენია.
გარდაცვალების წინ თვით მაცხოვარი გამოეცხადა წმინდანთა დასითურთ და ნეტარის სული თავად აღიყვანა ზეცად.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი