ქრისტეს ეს რჩეული XVI საუკუნეში, კოსტრომის მხარეში დაიბადა, სალოსური ღვაწლი ყმაწვილობაშივე იტვირთა,
ტყეში ცხოვრობდა და მთელ წელიწადს ერთ დაბებკილ, ძველ პერანგში ატარებდა.
სვიმეონი გარკვეული ხნის შემდეგ სოფელ ელნატის მღვდელმა შეიფარა. ადგილობრივთათვის შეშას აგროვებდა, გასამრჯელოს არც ითხოვდა და მდუმარედ დაითმენდა დამცირებასა და შეურაცხყოფას.
15 წლის შემდეგ ნეტარი მდინარე ვოლგის ნაპირას მდებარე ქალაქ იურევეცკში გადავიდა, სადაც ღვთის განცხადების სახელობის მონასტერთან ცხოვრობდა უწყვეტ ლოცვას მიცემული.
სვიმეონმა მრავალი რამ იწინასწარმეტყველა და უამრავი სასწაული აღასრულა, მაგალითად, დიდი ხანძარი, რომელიც მისივე ლოცვით ჩაქრა, სხვა დროს კი ვოლგაზე, ვითარცა - ხმელეთზე, მიმავალი იხილეს.
1584 (ან 1586) წლის 4 ნოემბერს ქალაქს ახალი მხედართმთავარი, თეოდორე პეტელინი დაუდგინეს. ნეტარი პირისპირ წარუდგა და პირდაპირობით და სიმამაცით ისე განარისხა მაღალჩინოსანი, რომ უმოწყალოდ აგვემინა, შემდეგ კი დილეგს უკრა თავი, სადაც ნეტარმა სული განუტევა.
სვიმეონის დაკრძალვას უამრავ ადამიანთან ერთად მისი მკვლელი მხედართმთავარიც დაესწრო, რომელმაც ჩადენილი შეინანა.
1619 წელს, ახალი ტაძრის მშენებლობისას, მისი წმინდა ნაწილნი იმით ამოიცნეს, რომ სნეული ქალი განამრთელა. სწორედ ამ დროიდან იწყება მისი განდიდება. მისი კანონიზაცია კი 1635 წელს მოხდა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი