წმინდა იოანე, მეგობარი ქრისტესი, 1193 წელს დაიბადა.
1204 წელს, კონსტანტინოპოლის ჯვაროსანთა და ლათინთა მიერ დაპყრობის შემდგომ ბიზანტია ოთხ ურთიერთ¬დაპირისპირებულ ნაწილად დაიშალა, რომელთაგან ერთში, ნიკეის იმპერიაში, იოანეს ბიძა, კანონიერი იმპერატორი, თეოდორე და კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი პატრიარქი დამკვიდრდნენ.
1222 წელს იოანე თავისი უშვილო ბიძის, თეოდორეს გარდაცვალების შემდგომ გამეფდა და მალევე გამოავლინა ის თვისებანი, რამაც იმ დროის უბრწყინვალეს მმართველად და ბიზანტიის ერთ-ერთ უბრწყინვალეს მეფედ აქცია.
უებრო პოლიტიკოსმა და ჭეშმარიტმა ქრისტიანმა რამდენიმე წელში მცირე აზიის და იმ მიწათა დაბრუნება მოახერხა, უწინ ჯვაროსნებმა რომ იგდეს ხელთ, დაიპყრო ადრიანოპოლი და მისი გარდაცვალების დროისთვის, 1254 წელს, მის მიერ გაძლიერებულმა ნიკეის იმპერიამ თითქმის დაიბრუნა ძველი ბიზანტიის საზღვრები, კონსტანტინოპოლი კი 1261 წელს მისმა მემკვიდრემ, მიქაელ VIII პალეოლოგოსმა გაათავისუფლა.
ეკლესიის უდიდესმა ქომაგმა რომის პაპი, გრიგოლ IX, ეკლესიის გასაერთიანებლად მოლაპარაკებებში იხმო, თუმცა, ამაოდ.
იოანე ძალზე რბილი, უბრალო და მშვიდობისმოყვარე გახლდათ, ყველას შეეძლო, დახმარების თხოვნით მიემართა და განსაცდელისას მისი თანადგომაც მიეღო, რამეთუ იმპერატორი ყოველი უპოვრის და შეჭირვებულის ნამდვილი მფარველი და მამა იყო, განსაკუთრებით კი - მსხვილ მემამულეთა მიერ დაჩაგრული გლეხებისა.
ერთხელ, როდესაც თავისი ვაჟიშვილი მდიდრული სამოსით იხილა, მკაცრად უთხრა:
- როგორ ძალგიძს, ასე ფანტო ქვეშევრდომთა ფული?
მის გულმოწყალებას საზღვარი არ ჰქონდა და ამიტომაც იწოდა იოანე მოწყალედ, მისი ძალისხმევით უამრავი ტაძარი აიგო და გამშვენდა, სასულიერო პირთ, განსაკუთრებით - მონაზონთ, უდიდეს პატივს მიაგებდა.
ეს ყოვლადკეთილი მეფე 1254 წლის 4 ნოემბერს მიიცვალა და ნიმფეაში, მის მიერვე დაარსებულ სოსანდრის მონასტერში დაიკრძალა.
შვიდი წლის შემდგომ მისი სხეულის სხვაგან გადასაბრძანებლად სამარხი გახსნეს და წმინდა მეფის კეთილსურნელოვანი ნაწილნი უხრწნელად პოვეს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი