დიდმოწამისა აბო ტფილელისა (786/790);
ღირსისა გიორგი ქოზიბელისა (IX);
ღირსისა დომნიკა კონსტანტინოპოლელი იღუმენიასი (დაახლ. 474); წინასწარმეტყველისა სამესი, ელამელისა (X ს. ქრისტეს შობამდე);
მღვდელმოწამისა კარტერისა, კესარია-კაბადოკიელი ხუცისა (304); მოწამეთა: თეოფილე დიაკონისა და ელადი ერისკაცისა (IV);
მოწამეთა: იულიანესი, კელსისა, ანტონისა, ანასტასისა, ბასილისასი და მარიონილასი, 7-თა ყრმათა და 20-თა მხედართა (313);
ღირსისა გრიგოლი კიევ-პეჩორელისა, სასწაულმოქმედისა (1093);
მღვდელმოწამისა ისიდორე ხუცისა და მისთანა 72-თა მოწამეთა (1472); ღირსისა აგათონისა (V);
ატიკე კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (425/426);
კვიროს კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (714); გრიგოლ მიზიის ეპისკოპოსისა (1012);
წმიდისა სევერინოს ასტურელისა (482);
ღირსისა თეოდორესი, ხორას მონასტრის ქტიტორისა (VI);
ღირსისა მაკარი მაკრიელისა (1429); პართენა მოწამისა, ედესელისა (XIV); ხსენება სხვა გრიგოლ საკვირველთმოქმედისა, კიევის მღვიმევის სავანის განდეგილისა; წმინდა ემილიანე აღმსარებელი (IX საუკუნე);
წმინდა ილია მეგვიპტელი მეუდაბნოე (IV საუკუნე).
დღის ლოცვა
დიდმოწამისა აბო თბილელისა
ტროპარი: მოწამემან შენმან, უფალო, აბო ღვაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგო უხრწნელებისა შენ მიერ ღუთისა ჩუენისასა, რამეთუ აქუნდა მას შენ მიერ ძალი, და მძლავრი დაამხვა, და შემუსრა კერპთა იგი უძლური ძალი, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.
კონდაკი: დღესასწაულობს დღეს ეკლესია ხსენებასა შენსა, და შემოკრებს შვილთა ეკლესიისა და ემბაზისათა შენისა ამის ღვაწლისა და უძლეველისა ახოვნებისა ქებად და დიდებად, თვალო მოწამეთაო აბო.