წმინდა სევერინი - 08 (21) იანვარი
წმინდა სევერინი - 08 (21) იანვარი
454 წელს ქალაქ ასტურისის (შესაძლოა, ეს ქალაქი დღევანდელი კლოსტერნოიბურგია) ტაძრის კარს აღმოსავლეთიდან მოსული უცხო მონაზონი მიუახლოვდა, რამოდენიმე დღე ქალაქში გაჩერდა, შემდეგ კვლავ ტაძარში მივიდა და ხალხს და სასულიერო პირთ აუწყა: - მალე ქალაქს ბარბაროსნი დაიპყრობენ და უფლის წყალობის მისაღებად სინანული, მარხვა და ლოცვა გვმართებსო.

ხალხმა მისი ნათქვამი აბუჩად აიგდო და სიცილადაც არ ეყო. მაშინ, მაცხოვრის სიტყვისაებრ, ხამლთაგან მტვერი ჩამოიბერტყა, ასტურისი დაუტევა და ქალაქ კომაგენს გასწია, სადაც ბარბაროსთა რაზმი გამაგრებულიყო.

იქაურ ტაძარშიც ამაოდ არწმუნებდა ადამიანებს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. ამ დროს მოულოდნელად უცნობი ასტურისელი მოხუცი გამოჩნდა, რომელმაც ყველას აუწყა, - ჩვენი ქალაქი ბარბაროსებმა დაარბიეს, წმინდა სევერინს არ დავუჯერეთ, ის კი მხსნელი ყოფილაო!

მაშინ კი ისმინეს ნეტარის სიტყვა იქაურებმა და ღვთის წყალობის გამოსათხოვად სინანულს, მარხვას და ლოცვას მიეცნენ.

სამი დღის შემდგომ ქალაქი მიწისძვრამ შეატორტმანა, რამაც ბარბაროსნი ძლიერ შეაშინა, ერთურთს დაერივნენ და ვინც გადარჩა, ელდანაცემნი გაიქცნენ.

ამ ამბიდან მოკლე ხანში წმინდა სევერინი სინანულის საქადაგებლად დუნაისპირა ქალაქ ფაბიანს (დღეს - ავსტრიულ ქალაქ მაუტერნს) ეწვია.
იხსნა რა იქაურნი შიმშილისა და ბარბაროსთა თავდასხმისაგან, მყუდრო ადგილას განმარტოვდა და იმ ცხოვრებას შეუდგა, რომელიც მუდამ სწყუროდა. სევერინს სამოსად ერთადერთი პერანგი ჰქონდა, საზრდელს ოდენ საღამოობით იხმევდა, დიდმარხვისას კი - მხოლოდ კვირაში ერთხელ.
Mმოკლე ხანში ნეტარს მოწაფენი, - რომაელნი, მის მიერვე მოქცეული ბარბაროსნი, უცხოტომელნი და იმ ქალაქის მკვიდრნი შეუერთდნენ, რომელთაც სევერინი, უპირველესად, საკუთარი ცხოვრებით ჰმოძღვრიდა. უპოვართა მიმართ, რომელნიც იმ დროს მრავლად იყვნენ, უსაზღვროდ მოწყალე იყო, ტყვეთ გამოისყიდდა, სნეულებზე დიდი სიყვარულით ზრუნავდა, ლოცვით კურნავდა მრავალს და, უპირველესად, ადამიანებს სულიერად განწმენდდა.
30 წლის განმავლობაში წმინდა სევერინი და მისი მოწაფენი ყოველგვარად ცდილობდნენ, ქრისტეს ნათლისთვის ბარბაროსნი ეზიარებინათ და იქაურთა ზნეობაზე ეზრუნათ.

წმინდა მამას შეეძლო, ბარბაროსთა და რომაელთა შუღლი თანხმობად ექცია, რის გამოც ერთნიც პატივს მიაგებდნენ და მეორენიც, მათი ულმობელი ბელადნი კი ნეტარს ზეციურ არსებად თვლიდნენ.

მას სულაც არ სურდა, ადამიანთა ნებისმიერ ფასად მოქცევა, მაგრამ მაინც შეძლო მრავალთა ხსნა.

ნეტარი მუდამ უარობდა საეპისკოპოსო პატივის მიღებას, იგი 482 წლის 8 იანვარს მიიცვალა.

ექვსი წლის შემდეგ, როდესაც იმ მხარეს ბარბაროსთა გამანადგურებელი შემოტევა დაემუქრა, წმინდა მამის სხეული იტალიას გადააბრძანეს, სადაც მოწაფეებს იგი უხრწნელი დახვდათ.

მისი წმინდა ნაწილების ნეაპოლში გადაბრძანებისას უამრავი სასწაული აღსრულდა.
.........................

წმინდა სევერინის ხატის წყარო

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ბერ-მონაზონთა მეორე სახარება
"კლემაქსი" ანუ "კიბე" - მიწაზე არსებული სულიერი საუნჯე, რომელშიც დაუნჯებული და თავმოყრილია საღვთო ნიჭთა მშვენიერება და სისავსე.
1კ1

istanbul evden eve nakliyat fabrika taşımacılığı eşya depolama ofis taşıma bostancı nakliyat skdar nakliyat ehirler aras nakliyat ehirler aras nakliyat cretleri ehirler aras nakliyat transfernakliyat.com.tr eya depolama sex shop

restbet restbet tv restbet giriş restbet restbet güncel restbet giriş restbet restbet giriş restizle betpas betpas giriş pasizle betpas betpas giriş pasizle iskambil oyunları rulet nasıl oynanır blackjack nasıl oynanır guvencehd.org heceder.org trke casino 30 tl deneme bonusu tahincioglunakliyat.com.tr aviator oyunu betexper Deneme bonusu veren siteler heceder.org pdf indir casino siteleri casino siteleri deneme bonusu veren siteler deneme bonusu slot siteleri pdf indir ingilizce trke eviri lyrics translate video shell alfa shell eya depolama depolama saryer evden eve nakliyat evden eve nakliyat

idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper slot siteleri