მოწამისა ევსიღნისი (362); მღვდელმოწამეთა ანთვირესი (236) და
ფაბისა (250), რომის პაპთა;
მოწამისა პონტი რომაელისა (დაახლ. 257); მოწამეთა: კანტიდისა, კანტიდიანესი და სიბელისა ეგვიპტეს;
მართლისა ნონასი, დედისა გრიგოლ ღმრთისმეტყველისა (374); მოწამისა სოლევი მეგვიპტელისა; ღირსი იოანე ახალი, ქოზიბელი (+1960);
წმინდა თეოქტისტე, ჩერნიგოვის ეპისკოპოსი (+1123); ხსენება მოწამეთა: ევდოკია შიკოვასი, დარია სიუშინსკაიასი, დარია ტიმოლინასი, მარიამისა (+1919), მღვდელმოწამისა სიმეონისა (შლეევი), უფიმის ეპისკოპოსისა (+1921), მღვდელმოწამისა იოანე სმირნოვისა, დიაკონისა (+1939);
ღირსი იობ საკვირველმოქმედი (+1628);
წმინდა ექვთიმე, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (+917);
ღირსი ევგენი ეტოლიელი (+1682);
წმინდა მოწამე ქრისტოს პრევეზელი (+1668);
წმინდა მოწამე ოსვალდი, ნორტუმბრიის მეფე (+642).
დღის ლოცვა
ფერისცვალების წინადღესასწაული
ტროპარი: ქრისტეს ფერისცვალებასა მივეგებნეთ სურვილით ბრწყინვალედ მედღესასწაულენი, მორწმუნენო, და ვხმობდეთ: მოიწია დღე საღმრთოსა სიხარულისა, რამეთუ აღვალს მთად თაბორად მეუფე, განბრწყინვებად ელვარებითა საღმრთოსა შუენიერებისათა.
კონდაკი: დღეს საღმრთოთა ფერისცვალებითა უფლისათა კაცობრივი ბუნებაი საღმრთოდ განბრწინდების და სიხარულით ღაღადებს: იცვალებს ფერსა ქრისტე, მაცხოვარი ყოველთა.