ღირსთა შიომღვიმელ-ზედაზნელ მოღვაწეთა ევაგრესი, ელია დიაკონისა და სხვათა;
კრება სამეოცდაათთა მოციქულთა; ღირსისა თეოქტისტესი, სიკელიის კუკუმოს იღუმენისა, სასწაულთმოქმედისა (800);
ღირსმოწამეთა ზოსიმე მონაზონისა და მოწამისა ათანასე კომენტარისა (III-IV);
ევსტათი I-ისა, სერბელი მთავარეპისკოპოსისა (1279-1286);
ღირსმოწამისა ექვთიმესი, ვათოპედის მონასტრის იღუმენისა, და მისთანა 12-თა მონაზონთა (1275-1285);
ღირსმოწამისა ონოფრე ახლისა, ქიოსელისა (1818);
ღირსისა ტიმოთე მესვეტისა (872);
ღირსისა აქილესი, პეჩორელი დიაკონისა;
სმოლენსკის მიტროპოლიტი სვიმეონისა; ხსენება ღირსმოწამეთა ალექსანდრე სკალსკის, სტეფანე პონომარიოვის, ფილიპე გრიგორევის (1933 წელი), მღვდელმოწამე ნიკოლოზ მასლოვის (1939 წელი), მღვდელმოწამე პავლე ფილიცინისა (1941 წელი); ხსენება წმინდა მოწამეთა ქრისანთესი და ექვთიმესი, კონსტანტინოპოლს; ხსენება ექვსთა წმიდათა მოწამეთა; ხსენება ექვთიმე ახლისა;
ღირსისა იოანე სქოლარისა, ღირსი საბას მოწაფესი.
დღის ლოცვა
სამოცდაათთა მოციქულთა კონდაკი
ქრისტეს მოწაფეთა გუნდთა სამეოცდა ათთა ყოვლადქებულთა სარწმუნოებით და ქებით უგალობდეთ, რამეთუ ამით მიერ ვისწავეთ ყოველთა სამებისა წმიდისა განუყოფელად თაყუანისცემა, რომელნიცა გიან მნათობად საღმრთოდ მორწმუნეთა.