წმინდა ევსტათი 12 - ე საუკუნეში, ჩერნოგორიაში დაიბადა, თოთხმეტი წლისა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის მონასტერში წავიდა, სადაც უწყვეტად ლოცულობდა და მეუდაბნოე მამობისთვის ემზადებოდა.
მალე შემონაზვნდა და მოძღვრისგან კურთხევა მიიღო, განმარტოებას და მყუდრო ცხოვრებას მისცემოდა.
ოცი წელი რომ შეუსრულდა, წმინდა მიწის მოლოცვის მწველი სურვილი გაუჩნდა, იქ ერთ წელიწადს იცხოვრა და პალესტინელ მეუდაბნოე მამებთან ურთიერთობით დიდი სულიერი სარგებელი მიიღო.
იქიდან ევსტათი ათონს გაეშურა და ქილანდარის სერბულ მონასტერში დამკვიდრდა.
მოკლე ხანში რჩევის მისაღებად მასთან ათონის ყველაზე გამოცდილმა მამებმა იწყეს სიარული, რამოდენიმე წელიწადში კი - სავანის იღუმენად აირჩიეს.
იმ დღიდან ნეტარი უწინდელზე დიდ ღვაწლს მიეცა და იმათ სულებზე იწყო ზრუნვა, ვინც ღმერთმა დასამწყსველად მიაბარა.
წმინდა ევსტათი, მონაზონთა გარდა, ყოველი მართლმადიდებლური სახელმწიფოების თავკაცთა პატივისცემითაც სარგებლობდა.
1270 წელს ნეტარ მამას სამშობლომ მოუწოდა, სადაც დაბრუნებისთანავე მღვდელმთავრად დაასხეს ხელი.
მთავარეპისკოპოს იოანიკეს (ხსენება 3 სექტემბერს) გარდაცვალების შემდგომ, 1279 წელს, სერბ მღვდელმთავართა კრებამ, მეფე მილუტინთან (ხსენება 30 ოქტომბერს) ერთად, ნეტარი ევსტათი სერბული ეკლესიის მთავარეპისკოპოსად აირჩია.
იგი ჟიჩეს მონასტერში დამკვიდრდა, ეკლესიას იქიდან განაგებდა, თავისი წმინდა ცხოვრებით კი სამწყსოს და ხელისუფალთ გულმოწყალების და ადამიანებისადმი უსაზღვრო თანალმობის მაგალითს აძლევდა.
გამღვდელმთავრებიდან მეშვიდე წელიწადს ძლიერ დასნეულდა, თანამოძმეთ უხმო, ყოველი მათგანი აზიარა, დალოცა და 1286 წლის 4 იანვარს, ჯერაც ახალგაზრდა, 56 წლის ასაკში მიიცვალა.
მისი სხეული იმ მღვიმეში დაასვენეს, რომელიც საკუთარი ხელით გამოთხარა... მეუფის დაკრძალვის შემდგომ ქვაბული არაერთხელ გაბრწყინდა ზეციური ნათლით, მისი სიღრმიდან კი ხშირად ესმოდათ ხოლმე ფსალმუნთგალობა...
ნეტარის სამუდამო განსასვენებელთან უამრავი კურნება აღსრულდა, ერთხელ კი, ბუნების ყველა კანონის საწინააღმდეგოდ, სამარის მარმარილოს ფილიდან უეცრად სამი მშვენიერი ყვავილი ამოიზარდა.
ამით განკვირვებულმა მეფე მილუტინმა სამარის გახსნა ბრძანა... მაშინ კი ყველამ იხილა წმინდა ევსტათის უხრწნელი სხეული, რომელიც მირონმდინარებდა.
რამდენადაც მუდამ მტერმრავალ და ტანჯულ სერბეთს არც მაშინ ედგა მშვიდობის ჟამი, ხელმწიფე იძულებული შეიქმნა, ნეტარის სხეული ჯერ პეჩში გადაესვენებინა, 1737 წელს კი - მთავარანგელოს მიქაელის სახელობის ზეტის ტაძარში.
..................
ხატის წყარო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი