დღის ლოცვა
სპირიდონის, ტრიმიფუნტელი ეპისკოპოსის, საკვირველმოქმედის
ტროპარი: პირველსა კრებასა შინა გამოსჩნდი შენ მბრძოლად ძლიერად, საკვირველმოქმედო, ღმერთშემოსილო სპირიდონ მამაო ჩუენო, მკუდარსა ჰკითხევდ რა, მეყუსეულად ხმა-გიყო შენ, რამეთუ გუელი ოქროდ შესცვალე, და ლოცვათა შენთა ანგელოზნი გაქუნდეს თანაშემწედ და თანამწირველად შენ, ყოვლადსამღვდელოო: დიდებაი, რომელმან გადიდა შენ, დიდებაი, რომელმან გვირგვინოსან გყო შენ, დიდებაი, რომელი იქმს შენ მიერ ყოველთა ზედა სასწაულთა.
კონდაკი: სურვილითა ქრისტესითა იღუაწე, ყოვლადსამღვდელოო, გონებაი ფრთოვან-ჰყავ და ბრწყინვალებითა საღმრთოთა ხილულისა საქმითა უხილავნი საქმენი ჰპოვენ, ღმრთივსულიერო, რამეთუ მსხვერპლ შეწირულ ღმრთისა იქმენ და კადნიერად მეოხ ხარ ჩუენ ყოველთათვის.