წმინდა იოანე XIII-XIV საუკუნეების მიჯნაზე ცხოვრობდა. ორი წლისა დაობლდა და ბიძამ, მონაზონმა იოანიკემ გაზარდა. გამოხდა ხანი და თვითონაც ბერად აღიკვეცა იოაკიმეს სახელით.
იოანიკე დამაარსებელი და იღუმენი იყო მენიკის მთაზე მდებარე მონასტრისა (სერის მონასტერი). იოანიკეც ამ სავანის ბერი გახდა. მისი სათნოებების შესახებ საყოველთაოდ ცნობილი გახდა და მაკედონიის ქალაქ ზიხნის მკვიდრთ სთხოვეს მათი მღვდელმთავარი გამხდარიყო. წმინდანი დაჰყვა მათ თხოვნას და 1288 წელს ზიხნის ეპარქიის ეპისკოპოსად აკურთხეს. ამასთან ის მთელი სიცოცხლე პატრონობდა სერის მონასტერს. ბიძის, იოანიკეს გარდაცვალების შემდეგ იოაკიმემ დატოვა ეპისკოპოსის კათედრა და სერის მონასტერში დაბრუნდა - მისი იღუმენი გახდა. მონასტერზე დიდად ზრუნავდნენ იმპერატორი ანდრონიკე III პალეოლოგოსი და სერბეთის მეფე წმინდა სტეფანე უროში.
წმინდა იოაკიმე ბევრს ზრუნავდა მონასტერზე, ამასთან ხშირად განმარტოვდებოდა მთებში ლოცვისა და მყუდროებისთვის. სერის მონასტერში წმინდა იოაკიმემ იოანეს სახელით დიდი სქემა შეიმოსა და აქვე აღესრულა 1333 წელს. წმინდა იოანეს კანონიზაცია 1505 წელს მოხდა. წმინდა იოანეს მოიხსენიებს საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესია.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი