მეუდაბნოე წმინდა მამა ანთოსი (ანთა, ანთიმოზი) წმინდა საბა განწმენდილის თანამედროვე იყო. როცა წმინდა საბა რუბას უდაბნოში გავიდა სამოღვაწეოდ, ამ დროიდან დაიწყეს მასთან ცხოვრება ძმებმა.
მათ შორის ერთ-ერთი პირველი იყო ნეტარი ანთოსი, რომელიც ადრე ღირს თეოდოსისთან ცხოვრობდა.
უდაბნოში ჯერ კიდევ მხოლოდ ორნი მოღვაწეობდნენ, როცა მათ თავს სარკინოზები დაესხნენ. ისინი ბერების შეპყრობას და მონებად გაყიდვას აპირებდნენ. ბერები არ შეუშინდნენ განსაცდელს, თვალები და რაც მთავარია გონება და გული ზეცისკენ აღაპყრეს და ლოცვა დაიწყეს. ღმერთმა შეისმინა მათი მხურვალე ლოცვა და სასწაული მოახდინა. როცა ერთი ავაზაკი მათკენ მახვილმომარჯვებული გამოემართა, მიწა გაიპო და ავაზაკი თან ჩაიტანა. დანარჩენებმა კი ეს რომ იხილეს, იქიდან შეშინებულებმა მოკურცხლეს. მას მერე ღირს მამა საბას, ღვთის წყალობით ავაზაკთა თავდასხმების აღარ ეშინოდა. ღირსმა მამებმა მშვიდად განაგრძეს მოსაგრეობა.
წმინდა საბა, ჯერ კიდევ მაშინ ვიდრე იგი თავის წმინდა და დიდებულ მონასტერს ააშენებდა, ღირსი ანთოსის საშუალებით წმინდა თეოდოსი დიდს დაუახლოვდა.
გამოხდა ხანი, წმინდა ანთოსი მშვიდობით აღესრულა და შეუერთდა პალესტინელ მამათა დასს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი