წმინდა ამონაფი პელუსიონის უდაბნოში (ეგვიპტეში) მოსაგრეობდა.
ერთხელ პელუსიონში ვინმე მაგისტრატი მოვიდა, რომელმაც ბერებსაც ერისკაცების დარი გადასახადი დაუწესა. ძმები ერთად შეიკრიბნენ, ითათბირეს და ღირს ამონაფს მიაშურეს. ზოგიერთი ძმა ფიქრობდა, რომ იმპერატორთან უნდა წასულიყვნენ და მისთვის მოეთხროთ ყველაფერი. აბბა ამონაფმა მათ ურჩია: რა საჭიროა ამდენი წვალება. თქვენ თქვენს კელიებში მშვიდად იყავით, იმარხულეთ ორი კვირის მანძილზე და ღვთის წყალობით, მე მივხედავ ამ საქმესო.
ბერები კელიებს დაუბრუნდნენ. აბბა ამონაფიც თავის სენაკში მარხულობდა ორი კვირა.
მეთხუთმეტე დღეს შეთანხმების თანახმად ძმები კვლავ შეიკრიბნენ და მამა ამონაფიც მოვიდა, მას თან ხელთ იმპერატორის ბეჭდით დაბეჭდილი წერილი ეპყრა. ეს რომ იხილეს, ძმებმა გაოცებულებმა შესძახეს: "ეს წერილი როდისღა მიიღე აბბა?!"მაშინ ბერდიდმა მათ უთხრა: "მერწმუნეთ ძმანო, იმავე ღამეს იმპერატორთან მივედი, რომელმაც დაწერა ეს წერილი, შემდეგ გავემგზავრე ალექსანდრიაში და მაგისტრატმა მასზე ხელი მოაწერა, მერე კი თქვენთან დავბრუნდი". ეს, რომ გაიგონეს, ძმები მის წინაშე შეშინებულნი მუხლებზე დაემხნენ. განსაცდელმა გადაირა და მაგისტრატს ბერები მეტად აღარ შეუწუხებია.
გამოხდა ხანი და დიდად დამაშვრალი ღირსი ამონაფი მშვიდად მიიცვალა .
..............
სურათზე ბიზანტიური ტაძრის ნანგრევები პელუსიონში.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი