To See This Web Page You Need Java Script!!!
აღდგომიდან მე-7, I მსოფლიო კრების (325 წ.) წმიდათა მამათა კვირიაკე.
ხსნილი
მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასი (IV) (გარდამავალია, მოიხსენიება აღდგომიდან მე-7 კვირას);
მოწამეთა: ლუკილიანესი, კლავდისა, იპატისა, პავლესი, დიონისესი და ქალწულმოწამისა პავლასი (270-275) ;
მღვდელმოწამეთა: ლუკიანე ეპისკოპოსისა, მაქსიანე ხუცისა, ივლიანე დიაკონისა, მარკელინესი და სატურნინესი, ბელგიაში ვნებულთა (81-96) ; ღვთისმოყვარე მეფისწულის, დიმიტრის (+1591) წმინდა ნაწილთა გადაბრძანებისა უგლიჩიდან მოსკოვს (+1606 წელს); ღირსისა პაპისა; ღირსმოწამისა კვიპრიანესი (ნელიდოვი +1934) და მღვდელმოწამისა მიხეილისა (მარკოვი, +1938);
ღირსი ათანასე, ტროანელი საკვირველმოქმედი (+925) ;
წმინდა აქილე, ეპისკოპოსი ალექსანდრიისა (+312) ;
მღვდელმოწამე იოსებ III , თესალონიკელი მიტროპოლიტი (+1821) ;
მღვდელმოწამე გრიგოლი, დერკონის მიტროპოლიტი (1821) ;
მღვდელმოწამე იოანიკე ტირნოველი, მიტროპოლიტი (1821) ;
წმინდა დოროთე ადრიანოპოლის მიტროპოლიტი (1821) ;
წმინდა კლოტილდა, ფრანკთა დედოფალი (+545) ;
ღირსი იერია (+დაახლ. 320); ღირსი კევინ ირლანდიელი (+618-620) .
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
მოციქულთა სწორი წმინდა კონსტანტინე დიდი (306-337) პირველი იყო რომის იმპერატორთაგან, რომელმაც შეწყვიტა ქრისტიანთა დევნა და ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა.