წმინდა კლოტილდა, ფრანკთა დედოფალი (+545) - 3 ივნისი (16 ივნისი)
წმინდა კლოტილდა, ფრანკთა დედოფალი (+545) - 3 ივნისი (16 ივნისი)
წმინდა კლოტილდა (ხროდეხილდა) დაახლოებით 475 წელს იშვა. იგი მაფა ხილპერიკის ასული გახლდათ, რომელიც ძმასთან ერთად მართავდა ბურგუნდიას.

საიმდროოდ, რომის იმპერიის დაცემის შემდგომ, ბარბაროსებმა: - ბურგუნდებმა, ვესტგოთებმა, ფრანკებმა და ალემანებმა (ამაზე ვრცლად ქვემოთ ვისაუბრებთ) ერთურთს ეცილებოდნენ გალიის მისასაკუთრებლად.

კლოტილდას დედა მართლმადიდებელი იყო, მაშინ, როცა დანარჩენი ბურგუნდიელი დიდებულნი - არიანულ შხამს მოეწყლა.

მას შემდეგ, რაც ბიძამ მშობლები დაუხოცა, კლოტილდა იძულებული შეიქნა, მიმალულიყო, ჟენევაში დასახლდა და ღვთივსათნო ცხოვრებას მიეცა.

ახალგაზრდა, მშვენიერი მეფის ასული ფრანკთა ხელმწიფის, ხლოდვიგის ელჩებმა შეამჩნიეს.

მეფემ, რომელსაც კლოტილდაზე გული შეუვარდა და თან ბურგუნდიელებთან კავშირის გამყარებაც ფრიად სურდა, დაახლოებით, 492 წელს კლოტილდას ხელის სათხოვნელად შუამავალნი აახლა.

კლოტილდას თვინიერებამ და მაღალზნეობრიობამ ხლოდვიგის უდიდესი პატივისცემა დაიმსახურა და არც სნეული ვაჟის ნათლობაზე უთქვამს უარი, თავად ხელმწიფე კი, მეუღლის თხოვნის მიუხედავად, ნათლობას არ ჩქარობდა, ვიდრე ალემანებთან ბრძოლისა.

მტრის უპირატესობით შეფიქრიანებულმა შეწევნა კლოტილდას ღმერთს სთხოვა და დაიფიცა:

- თუ მტერსა ვძლევ, ნათელვიღებო!

რანკებმა მართლაც სძლიეს მტერს და ხელმწიფემაც შეასრულა დადებული პირობა.

მის მაგალითს მეომრებმაც მიჰბაძეს, - დაახლოებით, სამი ათასზე მეტმა ადამიანმა.

ამ ფაქტმა დიდად იმოქმედა ერის მოქცევაზე.

წმინდა დედოფალი დღემუდამ ჩააგონებდა ქმარს, მტრის მიმართ მეტად შემწყნარებელი ყოფილიყო და საეკლესიო კანონთათვის პატივი მიეგო.

პარიზში წმინდა მოციქულთა სახელზე ტაძარი ააგო (შემდგომში - სან ჟენევიევის მონასტერი), სადაც ამ ქალაქის მფარველის, წმინდა გენოვეფას (ხსენება 3 იანვარს) წმინდა ნაწილნი დააბრძანეს, დედოფალი დიდად რომ სასოებდა.

ხლოდვიგის გარდაცვალების შემდგომ, ორმოცი წლის დედოფალი ტურს დაბრუნდა და წმინდა მარტინის (ხსენება 11 ნოემბერს) სახელობის ტაძარში დაფუძნდა.

ამ წმინდანის განდიდებაში წმინდა დედოფალმა დიდი წვლილი შეიტანა და დარჩენილი სიცოცხლე ღვთივსათნო ღვაწლში განლია.

დიდი სიმდიდრის პატრონი უხვად შეეწეოდა ტაძართ და მონასტერთ, გრიგოლ ტურელი კი მის შესახებ წერდა, რომ დედოფალი დიდად მოწყალე იყო, ღამეებს ლოცვაში განლევდა, მისი ყოველი საქციელი კი - უმწიკვლო გახლდათ და ვერც ამქვეყნიურმა დიდებამ დაიმონა, ვერც - თავისმა მდგომარეობამ და სიმდიდრემ, ხოლო რაც გააჩნდა, ისე უხვად გასცემდა, სიცოცხლის ბოლოს აღარაფერი ებადა.

უფროსი ვაჟის, ხლოდომირის გარდაცვალებამ, რომელიც ბურგუნდებთან ბრძოლაში დაეცა, ძლიერ დაამწუხრა დედოფალი და სამივე შვილიშვილის ტურს შეკრება განიზრახა.

მაშინ მისმა ვაჟიშვილებმა, - ხლოტარმა და ხილდებერტმა მათი პარიზს გადაყვანა შესთავაზეს, - ასე ტახტს უფრო იოლად მიიღებენო...

დედოფალმა, რომელმაც ამ შეთავაზებაში საეჭვო ვერაფერი დაინახა, დაუჯერა, მცირე ხანში კი შეიტყო, რომ ბავშვები ბიძებმა სიცოცხლეს გამოასალმეს, მხოლოდ უმცროსი, ხლოდოალდი გამოექცა მკვლელებს და მონასტერს შეეფარა (შემდგომში - სენ-კლუ).

სწორედ იმ დროს დაკარგა ქალიშვილიც, რომელიც სასტიკ და უხეშ ვესტგუთთა ხელმწიფეს, ამალარიხს ესვა ცოლად.

ამქვეყნიურ ნუგეშს მოწყვეტილმა დარჩენილი სიცოცხლე სწორედ წმინდა მარტინის განდიდებას მიუძღვნა, ხოლო როდესაც თავისი ორი ძე ერთურთს დაუპირისპირდა, წმინდა მარტინს გულმხურვალეს სთხოვა შეწევნა.

მართლაც, საშინელი ქარბუქი ამოვარდა და დაპირისპირებულნი ერთურთისგან განყო, რასაც შემდგომ ძმათა შერიგება მოჰყვა.

როდესაც მოახლოებული აღსასრული იგრძნო, შვილებს მოუხმო, ქრისტიანული სიყვარულით ცხოვრება დაუბარა და მომავალი უწინასწარმეტყველა, 545 წლის 3 ივნისს კი ღვთივ განისვენა.

* * *

აქ კი მცირე რამ ისტორიიდან:

ბრიტანეთის მეზობელ ქვეყანაში, გალიაში, მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდა. როგორც ვიცით, გალიას ქრისტიანული სარწმუნოება უკვე დიდი ხანია მიღებული ჰქონდა. ქვეყანაში მრავალი მონასტერი დაარსდა, ყველა მთავარ ქალაქს თავისი ეპისკოპოსი ჰყავდა, რომელთაც მმართვე¬ლობაში მონაწილეობის მიღების უფლება ჰქონდათ.

V საუკუნეში რომაელებმა გალიაზე ძალაუფლება დაკარგეს, რის გამოც ქვეყანა უცხო ტომებმა წალეკეს. მისი სამხრეთი ნაწილი ვესტ-გუთებმა და ბურგუნდიელებმა დაიპყრეს, ხოლო ჩრდილოეთი - საქსონიელებმა; არ წყდებოდა თავდასხმები ალემანებისა და ფრანკებისა;

ბრიტანელებმა, რომელთაც სამშობლო დატოვეს, არმორიკი დაიკავეს. სამწუხაროდ, ბურგუნდიელები და ვესტგუთები, რომელნიც გალიის უმნიშვნელოვანეს ნაწილს დაეპატრონნენ, არიოზელები იყვნენ, თუმცა მართლმადიდებელ ეპისკოპოსებს არ დევნიდნენ.

ისინი თავისუფლად მართავდნენ ეკლესიას და მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ პაპთან, რომლის მნიშვნელობაც განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც დასავლეთის ოლქები არიოზელების ხელში გადავიდა; მართლმადიდებლები პაპის სახით დასავლეთში ნიკეის აღმსარებლობის ერთადერთ ძლიერ წარმომადგენელს ხედავდნენ, რის გამოც მისი ძალაუფლება სულ უფრო და უფრო იზრდებოდა.

გალიის სამღვდელოება მძიმედ განიცდიდა არიოზელთა ბატონობას, ამიტომ, მიეცა თუ არა შესაძლებლობა მისგან გათავისუფლებისა, უმალ ისარგებლა. როგორც ჩანდა, დამპყრობელთაგან გალიისათვის ყველაზე საშიში ფრანკები უნდა ყოფილიყვნენ.

ეს კერპთაყვანისმცემელი ტომი სიმამაცით, სისასტიკით, ცბიერებითა და უზომო ანგარებისმოყვარეობით გამოირჩეოდა, მათი თავდასხმები ქვეყანას აუდაბურებდა. სინდისის ქენჯნა ჩადენილი დანაშაულის გამო მათთვის უცხო იყო.

და მაინც, სწორედ ფრანკებმა იპოვეს მოკავშირენი სამღვდელოებაში, რადგან სამღვდელოებამ მათი სახით დაინახა ძალა, რომლითაც ერეტიკოსებს დაამარცხებდა.

ამ დროისათვის ფრანკებს ბელადობდა ძალაუფლების მოყვარული და სასტიკი ხლოდვიგი, მეროვინგების საგვარეულოდან. მისი მეუღლე, კლოტილდა, ქრისტიანი იყო და ცდილობდა, ქმარი ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექცია, თუმცა ამაოდ.

დიდი ხნის განმავლობაში ასევე ამაო გამოდგა მცდელობა ეპისკოპოსებისა, რომლებიც ხშირი სტუმრები იყვნენ ფრანკების ბანაკისა. მიუხედავად ამისა, ხლოდვიგმა მეუღლეს ვაჟიშვილის მონათვლის უფლება მისცა, მაგრამ ბავშვს ნათლობის შემდეგ დიდხანს აღარ უცოცხლია, რამაც ხლოდვიგი ქრისტიანობას კიდევ უფრო დააშორა.

ერთხელ, ალემანებთან ბრძოლისას, როცა გამარჯვების სასწორი აშკარად მტრების მხარეს გადაიხარა, ხლოდვიგმა აღთქმა დადო, რომ თუ კლოტილდას ღმერთი გაამარჯვებინებდა, იგი მოინათლებოდა, ფრანკებმა მართლაც გაიმარჯვეს და მანაც აღთქმა შეასრულა.

იგი 496 წელს საზეიმოდ მონათლა რეიმსის ეპისკოპოსმა რემიგიოსმა. ხლოდვიგის მაგალითს მისმა სამი ათასმა მხედარმაც მიბაძა. ფრანკების მოქცევის შესახებ რომის პაპსაც აცნობეს, რომელსაც ახალმოქცეულმა შვილური მორჩილების ნიშნად მდიდრული საჩუქრები გაუგზავნა.

სამწუხაროდ, ქრისტიანად მოქცევამ ხლოდვიგისა და მისი მეომრების სისასტიკე ოდნავადაც ვერ შეარბილა, რადგან ახალი სჯული მათ არა შინაგანი რწმენის, არამედ ცრუმორწმუნეობის გამო მიიღეს.

ფრანკების ძლიერი მეფის მოქცევით გახარებული სამღვდელოება მოსახლეობაზე გავლენას თავის სასარგებლოდ იყენებდა. მისი შემწეობით ფრანკები მალე მთელ გალიას დაეპატრონნენ.

ეპისკოპოსები ხლოდვიგის საქმეებს აკურთხებდნენ, თან მიჰყვებოდნენ ლაშქრობებში, სისხლიანი ბრძოლების შემდეგ ნადავლის გაყოფაში მონაწილეობდნენ და მისგან არიოზული ეკლესიებისათვის წართმეულ ვრცელ მამულებსა და განძეულობას იღებდნენ.

ამგვარად, ამ კავშირით მოგებას ორივე მხარე ნახულობდა: სამღვდელოება - ძალაუფლებასა და სიმდიდრეს, ხოლო ხლოდვიგი თავის ავაზაკურ საქმეებს ღვთისმსახურების მოჩვენებითი მოშურნეობით ფარავდა.

ზიანი მხოლოდ ქრისტიანული მოძღვრების სიწმინდეს ადგებოდა. ხლოდვიგმა ბურგუნდიაც დაიპყრო. მისი ლაშქარი გაუგონარ ავკაცობებს სჩადიოდა, ხოცავდა უმწეოებს, წვავდა სოფლებს, ძარცვავდა ეკლესიებს, მაგრამ ეპისკოპოსები ამ ლაშქრობებს ჭეშმარიტი სარწმუნოებისათვის წმინდა ომებად ნათლავდნენ...

ხლოდვიგმა მოისურვა ვესტგუთებისათვის მიწა-წყლის წართმევა და თავის მხედრობას ასე მიმართა:

- არ მომწონს, რომ ამ არიოზელ გუთებს გალიის საუკეთესო ნაწილი უჭირავთ; გავილაშქროთ მათზე და ღვთის შემწეობით მათი კარგი და ნაყოფიერი მიწები დავიპყროთ! - და ვესტგუთები მართლაც დაამარცხა ეპისკოპოსთა შემწეობით, რომლებიც საიდუმლო მოლაპარაკებებს მართავდნენ და ხალხს ფრანკების სასარგებლოდ ამბოხებისაკენ მოუწო¬დებდნენ.

ამგვარად, თანდათანობით მთელი გალია დაპყრობილ იქნა და მას საფრანგეთი ეწოდა.

ეკლესიამ მამულები სხვადასხვა მხარეში მიიღო; პაპი იმ ეპისკოპოსს, რომელსაც სხვებზე უფრო ღირსეულად მიიჩნევდა, ომოფორს უგზავნიდა, როგორც ნიშანს მხარის სამღვდელოებაზე მთავარეპისკოპოსის ძალაუფლებისა, მაგრამ საეკლესიო საქმეებში დიდად არ ერეოდა.

ქვეყნის სრული დამორჩილება უკვე ხლოდვიგის მემკვიდრეების დროს მოხდა. ყველაზე დიდხანს თავისი სამოქალაქო და საეკლესიო დამოუკიდებლობა ბრეტანმა შეინარჩუნა.

მან ფრანკების მეფეს უარი უთხრა ხარკის გადახდაზე და თავის ეკლესიაზე ტურის მთავარეპისკოპოსის უფლების ცნობაზე, რომელიც პაპის სახელით მოითხოვდა ბრეტანის სამღვდელოებისაგან მორჩილებას. მანამდე ბრეტანელები ძველ საეკლესიო გადმოცემებს მტკიცედ იცავდნენ, რომლებიც მათ ქვეყანაში ზღვის გაღმიდან მოსულმა მახარებლებმა მოიტანეს.

აღდგომის დღესასწაულის დრო, მონასტრული ცხოვრების წესი და მათი ბევრი სხვა ადათი დანარჩენი გალიის ადათ-წესების მსგავი იყო. ისინი ეპისკოპოსებს თვითონ ად¬გენდნენ, ისე, რომ ამის თაობაზე პაპსა და სხვა ეპისკოპოსებს არ უთანხმდებოდნენ.

როცა მათ ტურის მთავარეპისკოპოსს უარი უთხრეს მორჩილებაზე, მან ისინი ეკლესიიდან განკვეთილებად გამოაცხადა. ამასაც გულგრილად შეხვდნენ, რადგან დიდად არ უფრთხილდებოდნენ ურთიერთობას ამ უცხოელებთან და მათი მტრების მოკავშირეებთან.

ბრეტანს დამოუკიდებლობის სიყვარული ძვირად დაუჯდა: ფრანკები განუწყვეტლივ არბევდნენ; ეპისკოპოსები ფრანკთა ბელადებს დაუმორჩილებელ ტომთან ბრძოლისა¬თვის, როგორც წმინდა საქმისათვის, ისე აქეზებდნენ, შეიარაღებული მღვდლები და ბერები ჯარს უკან მიჰყვებოდნენ და გამარჯვებულთა სასტიკ საქმეებს თავიანთი იქ ყოფნით თითქოს აკურთხებდნენ. ბოლოს და ბოლოს ბრეტანიც დაიპყრეს.

ის რომის სასულიერო ხელისუფლებას დაემორჩილა, მაგრამ ეს მხოლოდ X საუკუნეში მოხდა.

ხლოდვიგის მემკვიდრენიც ქრისტიანები მხოლოდ სახელით იყვნენ. მემატიანენი მოგვითხრობენ მეროვინგების სახლის გარყვნილებასა და სისასტიკეზე. მიუხედავად ამისა, პაპები, რომელთაც ფრანკთა მეფეების სახით სასარგებლო მოკავშირეები ჰყავდათ, მათ მიმართ ფრიად კეთილგანწყობილნი იყვნენ და საყვარელსა და ეკლესიის უფროს შვილებს უწოდებდნენ.

უხეშმა და გაუნათლებელმა ფრანკებმა კვალი იმ განათლებისა, რომელიც ქვეყანაში რომის ბატონობისას სუფევდა, თითქმის მთლიანად მოსპეს. წიგნიერებას ამრეზით უყურებდნენ და ცხოვრების მთავარ საქმიანობად ომი და ძარცვა მიაჩნდათ.

ნადავლის მოსაპოვებლად საფლავებსაც კი ძარცვავდნენ, მოსახლეობას ქონებას ართმევდნენ, თავდასხმების დროს ტყვეები მიჰყავდათ და მონებად ყიდდნენ. ეკლესიისათვის გასაკითხის მიცემით, მონასტრების აგებითა და სხვა ამდაგვარით ცდილობდნენ ცოდვათა გამოსყიდვას, რადგან სამღვდელოება, რომლისთვისაც ჭეშმარიტი რწმენის სული თითქმის უცხო იყო, ახალმოქცეულ ფრანკთა ვერაგობას, გარყვნილებას გულგრილად უყურებდა და მათგან მხოლოდ გარეგნულ ღვთისმოსაობასა და ეკლესიის მსახურთა მფარველობას მოითხოვდა.

ამასთან, მონაწილეობას იღებდა თავადთა შუღლში, რასაც თავის სასარგებლოდ იყენებდა; არ ზრუნავდა განათლების გავრცელებაზე, მხარს უჭერდა ცრურწმენასაც კი, თუ მისგან გამორჩენას ელოდა.

ამგვარად, მისი მნიშვნელობა გარეგნულად გაიზარდა; ეპისკოპოსები საკმაოდ აქტიურად მონაწილეობდნენ მმართველობის საქმეებში, ეკლესიისაგან განკვეთის შიშით ისინი თვით ყველაზე ჭირვეულ ბელადებსაც კი თავიანთ ხელისუფლებას უმორჩილებდნენ, მაგრამ, სამაგიეროდ, არ ჰქონდათ ხალხზე ის კეთილისმყოფელი ზნეობრივი გავლენა, რომლის მოპოვებაც შეეძლოთ, მიწიერ ინტერესებზე ნაკლებად რომ ეზრუნათ.

ხალხსაც არ უყვარდა მძვინვარე დამპყრობელთა მოკავშირენი. ასე რომ, ქრისტიანობას საფრანგეთში დიდი ხნის განმავლობაში გარეგნული ხელისუფლების ხასიათი ჰქონდა, რის გამოც არც ისე კეთილი ნაყოფი გამოუღია.

რა თქმა უნდა, არც იმის ფიქრი შეიძლება, რომ სამღვდელოებას გალიაში არავითარი კეთილი გავლენა არ ჰქონია, ეპისკოპოსთა შორის ქრისტეს ერთგული მსახურნიცა და მოშურნე მქადაგებლებიც იყვნენ, რომლებიც წარმართთა მოსაქცევად სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ფასად იღვწოდნენ.

სარწმუნოების ძალა განსაკუთრებით ქალებში შეიმჩნეოდა. იმ პერიოდისთვის საფრანგეთში მაღალი წოდების ქალები განათლებით მამაკაცებზე გაცილებით მაღლა იდგნენ.

მათგან საუკეთესონი საზოგადოებრივი ცხოვრების ასპარეზს, სადაც უხეში გარყვნილება სუფევდა, ტოვებდნენ, მონასტრებში მიდიოდნენ და ცხოვრებას ლოცვაში, მოწყალების ღვაწლსა და მეცნიერებათა შესწავლაში ატარებდნენ.

მრავალი მონასტერი თვით ფრანკთა მეფეების ცოლებისა და დების მიერ იყო დაარსებული. მათგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო პიკარდიაში კორბიის მონასტერი, რომელიც დედოფალმა ბატილდამ VII საუკუნეში ააგო.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
უსჯულო დიოკლეტიანეს ზეობისას ქალაქ ქალკედონს, რომის იმპერიის ერთ-ერთი პროვინციის, ბითინიის უმთავრეს ქალაქს, პროკონსული (იმპერატორის ნაცვალი) პრისკე მართავდა, რომელმაც წარმართული ღვთაების, არესის დღესასწაულის მოწყობა განიზრახა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat