ახალ ადამიანად უნდა გადავიქცეთ, ახალი ცხოვრება უნდა დავიწყოთ, ძველი, მიწიერი ადამიანი უნდა მოვკლათ ჩვენში და დავმარხოთ – აი, ეს არის განკურნების გზა
ახალ ადამიანად უნდა გადავიქცეთ, ახალი ცხოვრება უნდა დავიწყოთ, ძველი, მიწიერი ადამიანი უნდა მოვკლათ ჩვენში და დავმარხოთ –  აი, ეს არის განკურნების გზა
სტუდია "გუთანის" მიერ გადაღებულ ფილმში მამა სერაპიონი (ჯიშკარიანი) გვესაუბრება ავადმყოფობის მიზეზებზე და მისი დაძლევის გზებზე:

ავადმყოფობა თუ შემემთხვა, ის ჩემი დათესილია, მიზეზი ჩემშია, ავადმყოფობის გამოვლინება არის წმენდის პროცესი. თუკი მივიღებ ამას სიხარულით, მადლიერებით, ლოცვით, მარხვით - შევეწევი ღმერთს ჩემს გაწმენდაში. ავადმყოფობა არის სასჯელი.

მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი: ბოროტმოქმედი სანამ თავისუფლად პარპაშებს, მას აქვს მთელი თეორიები, გამამართლებელი თავისი ბოროტებისა, მაგრამ როდესაც დაისჯება და ციხეში მოხვდება, მაშინ მას წესით უნდა დაეწყოს სინდისის ქენჯნა, გამოფხიზლება, თქვას ღვთისადმი: აქამდე ბრმა ვიყავი, ბოროტებას ჩავდიოდი და ვერ ვხედავდი, მადლობელი ვარ ღმერთო, რომ სასჯელი დამადე, უფრო მკაცრი სასჯელი მეკუთვნის, უფრო ხანგრძლივი სასჯელი მეკუთვნის, კარცერი მეკუთვნის, როცა ასე განეწყობა ადამიანი, უფრო ხანგრძლივი პატიმრობა კი არ მიეცემა, ღმერთი შეუნდობს და მალე გამოიყვანს ციხიდან. ის ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ მე უსამართლოდ დავისაჯე, რატომ შემეყარა ეს ავადმყოფობა, არაფერი ცოდვა არ მაქვს, ასეთი პატიოსანი ვარ, სხვები კი ცოდვილები არიან და ჯანმრთელად არიან, მდიდრებიც არიან. მე ასეთი პატიოსანი რატომ  ვისჯებიო - არასწორად ფიქრობს.

ანდა შეიძლება მე ციხეში მოვხვდე და განაჩენი იყოს არასწორად გამოტანილი. რა ვქნა ახლა მე? თუ ჩავთვალე, რომ უსამართლოდ ვისჯები, დიდი შეცდომა მოხდა, მე არ მომიკლავს და დამიჭირეს და ახლა უსამართლოდ ვიტანჯები, თუ ეს ასე მივიღე, ესე იგი ვარ უვიცი, ვარ არარელიგიური და, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტ ცოდვაში ჩავვარდები, რადგან შეიძლება სამოქალაქო სამართალი შეცდეს, მაგრამ ღვთის სამართალი ხომ არ შეცდება? როგორ დამიჭერს მე ვინმე, რა ძალას შეუძლია ჩემი საპატიმროში გამოკეტვა, თუ მე სრულიად უდანაშაულო ვარ? მთელი ქვეყანა რომ გადაიბუგოს, მე მაინც ვერაფერი შემეხება, თუ შემეხო რაიმე, ეს დიადი საღვთო კანონის დარღვევა იქნება, ღმერთის კანონი კი ღმერთისგანვეა დაცული და იმას ვერავინ შეეხება. ამიტომ, მე რომ ავად გავხდი, ეს არის კეთილი, ნათელი, ბუნებრივი, განმაკურნებელი მოვლენა. სამადლობელი მმართებს ღმერთის მიმართ: ღმერთო რა საყვარელი ხარ, კიდევ უფრო მეტად დამტანჯე, რომ მალე განვიკურნო.

შენ ვალი გაქვს მილიონი დოლარი, შეგიძლია ეს მთელი ცხოვრება იხადო, მერე ვერ გადაიხადო ეს ვალი და შვილებსა და შვილიშვილებს დაუტოვო. ანდა შეგიძლია წელებზე ფეხი დაიდგა, ისე იშრომო და უსწრაფესად გადაიხადო ვალი. ავადმყოფობის მკვეთრი გამოვლინება, კიბო იქნება თუ სხვა მძიმე დაავადება, ეს არის ვალების უსწრაფესი გასტუმრება.

რაც უფრო მძიმეა ავადმყოფობა, ჭირი და ვარამი, მით უფრო უნდა გავიხაროთ და მადლობელი უნდა ვიყოთ ღმერთისა, რადგანაც ახლოა გაწმენდა. ვაი მას, ვისაც ნელ-ნელა ღრღნის ავადმყოფობის ჭია, ვერ ხვდება ამას, თავი ჯანმრთელი ჰგონია და მერე ერთბაშად მოიცელება და ჯოჯოხეთში ჩავარდება გაუწმენდელი, გამოუფხიზლებელი.

არ არსებობს უკურნებელი ავადმყოფობა და სენი. რაც უფრო უკურნებელი ჰგონიათ ავადმყოფობა, მით უფრო იოლი განსაკურნებელია იგი. ეგ არის, რომ მშიშრები ვართ, ლაჩრები და უღმერთოები ვართ. ძალიან წამხდრები ვართ. სიმამაცეს, რწმენას რა დაუდგება წინ, ერთ წამში იკურნება, კიბო იქნება თუ რაც გინდა იყოს.

თუ დაუმალავ ადამიანს თავის ავადმყოფობას, შენც ლაჩარი ხარ, ისიც ლაჩრად გაგიზრდია, თუ გაიგო, ვაიმე კიბო მაქვსო, მაშინვე მოკვდება.

ლეგენდაა ასეთი: შავი ჭირი მიდიოდა გზაზე, ერთი ბერი იდგა და ლოცულობდა, საით მიდიხარ შენ შავო ჭიროვო - ჰკითხა ბერმა, დავალება მაქვსო, იმ ქალაქში ბევრი ცოდვები დატრიალდა და 5000 კაცი უნდა მოვკლაო. შავი ჭირით გაცილებით მეტი ადამიანი დაიხოცა - 20000-ზე მეტი, როცა ჭირი უკან გზაზე ბრუნდებოდა, ბერმა უთხრა, რატომ არ შეასრულე შენი ნათქვამიო, 5000-ზე მეტი რატომ დახოცეო? ჭირმა უპასუხა: მე ზუსტად 5000 მოვკალი, დანარჩენები თვითონ დაიხოცნენ შიშითო, ლაჩრები ყოფილანო, ერთმანეთს არ დაეხმარნენ, იცილებდნენ ერთმანეთს, გარეთ ყრიდნენო, არ ზრუნავდნენ ავადმყოფებზეო.
ავადმყოფობა გამოცდაა როგორც თავად ავადმყოფისთვის, ისე მის ირგვლივ მყოფთათვისაც. ვაიმე, არაფერი გადმომედოსო, თუ მოიძულებ და მოიშორებ, არ ჩაიხუტებ გულში, არ ილოცებ მისთვის, ეს არ არის სწორი დამოკიდებულება.

მე მახსოვს სიჭაბუკეში კეთილშობილ და მზრუნველ  ადამიანად მთვლიდნენ სხვები და მეც ასე ვთვლიდი საკუთარ თავს. ერთი მეგობარი მყავდა სოხუმელი ვაჟკაცი, ის მართლა ვაჟკაცი იყო. ერთხალ ვაგზალზე ვიყავით ერთად, ვიღაც კაცი უცებ წაიქცა და პირიდან დორბლი ქაფივით გადმოუვიდა. მინდა მივეშველო, მაგრამ ეს დორბლი მეზიზღება, ამას არ შევეხო-მეთქი, რაღაცნაირად გავჩერდი. ეცა ეს ჩემი მეგობარი, ჩაიხუტა გულში, აიყვანა, ხელებით მოუწმინდა, სკამზე დასვა, მოუარა. ასე გამჟღავნდა შენი სერაპიონი - მაშინ სხვა სახელი მერქვა. იმ ადამიანს კი (ჩემს მეგობარს ვგულისხმობ) არაფერი დაემართება - ის უკვე განღმრთობილია, მასში უფალია. საქმე გამოაჩენს ყველას

უმძიმესი ავადმყოფობები ადვილად იკურნება. ყველა ავადმყოფობას თავისი დემონი ჰყავს. ის შედის ორგანიზმში ჩვენი ცოდვების გამო, დემონი უნდა გამოიყვანო ორგანიზმიდან, ამისთვის კი ცოდვები უნდა შეწყვიტო, ღმერთს პატიება სთხოვო. ცოდვა ის კი არ არის, რომ ერთხელ რაღაც ჩაიდინე, ცოდვილიანი ჩვევები და ხასიათი გვაქვს ჩვენ, ამ ცოდვილი ბუნების შეცვლაა მთავარი, ისე ვერ განიკურნები. ადამიანმა შეიძლება ილოცოს, თავის თავზე აიღოს და განდევნოს ავადმყოფის ორგანიზმიდან დემონი, მაგრამ თუ ავადმყოფმა ის ხასიათი და ბუნება არ შეიცვალა, ის დემონები ისევ მოვლენ მასთან.
თუ ჩვენ უფალს ვეტყვით, რომ ოღონდ გამკურნე და ყველანაირად ვეცდები, რომ ამიერიდან შევიცვალო, შენვე დამეხმარე უფალო, შენვე გამომზარდე, მიხსენ, გამწმინდე და გამასპეტაკე, მაშინ უსწრაფესად დაიწყება განკურნება, ახალ ადამიანად უნდა გადავიქცეთ, ახალი ცხოვრება უნდა დავიწყოთ, ძველი, მიწიერი ადამიანი უნდა მოვკლათ ჩვენში და დავმარხოთ – ამას ნიშნავს მარხვა - შენი ხასიათი უნდა მოკლა, შენი ბუნება, შენი ამპარტავნება, ქედმაღლობა, უკეთურება, თავნებობა, პატივმოყვარეობა და ასე შემდეგ – აი, ეს არის განკურნების გზა.

იხილეთ ვიდეო








ბეჭდვაელფოსტა
13.06. 2014
ქიშვარდი
თუ კითხვა გეზარებათ მოუსმინეთ მამებს ალექსანდრე გალდავას, თეოდორე გიგნაძეს, ზურაბ ცხოვრებაძეს, დავით ციცქიშვლის. ბატონ ედიშერ ჭელიძეს და გეცოდინებათ მართლმადიდებლური სწავლება ღმერთის შესახებ
13.06. 2014
ქიშვარდი
ნეტა ის დრო დაბრუნდეს მორწმუნე ეკლესიურ წიგნს რომ კითხულობდა და განათლებას იღებდა. დღეს წმინდანთა ცხოვრების გარდა არავინ არაფერს კითხულობს. არ იცის საკუთარი სარწმუნოება, კატეხიზმო. იმეორებს მხოლოდ მღვდლის ნათქვამს. მათაც საუბარშიც ბევრჯერ მომისმენია სრულლიად მიუღებელი სწავლება.
13.06. 2014
ქიშვარდი
მე ჩემი გითხარით და ფრთხილად მაინც იყავით მისი ქადაგებების მოსმენისას. სიფრთხილე ხომ მაინც მოეთხოვება ქრისტიანს
13.06. 2014
qishvards
damaviwkda.is 40 gradusian kinvashi lomisis monastershi mteli zamtari cxovrobs,ramodenime bertan ertad.gansxvaveba matshi ki isaa,rom mama serapioni TiTqmis marto palatkis imedzea.zamtarshi ki 5 tve, adamiani veranairad ver miudgeba lomisis monasters,garda vertaliotisa.amxela gzas ki zafxulobit,adamianis dasaxmareblad,orjer-samjer chamodis sopelshi.es gza ki 5 kilometria da titqmis shveuli zog adgilas.tqven azrs gamartleba ar aqvs.
13.06. 2014
qishvard zmao
me warmoshobiT mletidan var.me tviton sheveswari bavshvs,romelsac ragac daavadebis gamo fexebze dambla daeca,ert saatiani locvis mere rogor daakena fexze da gaatara.amis mowme me tviton var.ase rom mu ganikitxav,mitumetes ici vinc aris.
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat