სასოება - იმედი ღვთისა უდიდესი სათნოება სათნოებათა შორის
სასოება - იმედი ღვთისა უდიდესი სათნოება სათნოებათა შორის
მართლმადიდებლური სწავლებით, ის საფუძველი, რაზეც ქრისტიანმა თავისი ცხოვრება უნდა დაამყაროს - სინანულით "განცდა თვისთა ცოდვათა" - ადამიანის ყველაზე დიდი მონაპოვარია.
რაც უფრო იზრდება ქრისტიანი, მით უფრო ნათლად ხედავს დაცემულობას, ხედავს, თუ როგორი ცოდვილი, უღირსია, ხედავს, როგორ ბღალავს თავის თავში ღვთის ხატებას, შეურაცხყოფს შემოქმედს და ვნებებს ემონება. სწორედ ამგვარი შეგრძნებით იწყება ადამიანის ცხონება. მაგრამ ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რა იქნებოდა ქრისტიანის სიცოცხლე, სინანულის დროს ღვთის რწმენა, იმედი რომ არ ჰქონდეს. მთელი ცხოვრება ხომ ჯოჯოხეთად, სასოწარკვეთისა და ტანჯვის წყაროდ ექცეოდა. ჭეშმარიტი სინანული ნათელი მწუხარებაა, რამეთუ მონანულს სწამს - უფალი შეიწყალებს, შეუნდობს, მიუტევებს შეცდომილ ცხოვარს, მამის წიაღში დაბრუნებულ უძღებ შვილს.

სწორედ უფლისადმი სასოება ახალისებს და სიცოცხლის ძალით ავსებს ჩვენს ცხოვრებას.

გვესაუბრება გლდანის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი გიორგი (სამსონაძე).

- მამაო, რა არის სასოება, რას გულისხმობს ეს სათნოება?

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ. თანამედროვე ცხოვრებაში მართლაც საჭიროა განვმარტოთ, თუ რას გულისხმობს სასოება, რადგან ხშირად მორწმუნეებმაც კი არ იციან მისი მნიშვნელობა. სასოება არის იმედი ღვთისა და ის არის უდიდესი სათნოება სათნოებათა შორის. პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში გვეუბნება, რომ სწორედ სასოება, სარწმუნოება და სიყვარული არის ის საფუძველი, რაზეც მართლმადიდებელმა უნდა დაამყაროს ცხოვრება. აქვე იმასაც დასძენს, რომ მათ შორის უპირატესი სიყვარულია. მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამით სასოებას ან სარწმუნოებას მნიშვნელობა ეკარგება. ღვთისადმი სიყვარული, პირველ რიგში, სასოებით მჟღავნდება.

- ვის მიმართ უნდა ჰქონდეს სასოება ქრისტიანს?

- მართლმადიდებლისთვის ამოსავალი წმინდა წერილი უნდა იყოს. მასში კი გარკვევით წერია, რომ ადამიანს სასოება უნდა ჰქონდეს არა მთავრის, ხელმწიფისა თუ დიდკაცის მიმართ, არამედ ის უნდა სასოებდეს ღმერთს. რატომ? პასუხი მარტივია: ჩვენ, ადამიანები, დაცემულნი ვართ, არ ძალგვიძს, სწორად წარვმართოთ ცხოვრება, ვიაროთ შეუცდომლად; არსებობს ჩვენზე აღმატებული - უფალი, რომლის გარეშეც არარაობა ვართ. იგია ის ერთადერთი, რომელიც არ გვიმტყუნებს სიცოცხლის ბოლომდე, რაც არ უნდა დიდ განსაცდელში აღმოვჩნდეთ. სხვა არავინაა ბოლომდე სანდო. სხვა თუ არაფერი, ყველა მათგანს სიკვდილი ეწვევა. ასე რომ, უგუნურებაა, უფალს, სამყაროს შემოქმედს, არ ვსასოებდეთ. სინამდვილეში კი არ გვწამს, გათავისებული არა გვაქვს, რომ უფლის ხელშია ჩვენი სიცოცხლე, რომ იგია ყოვლისმპყრობელი, ყველაზე აღმატებული, "მეუფე მეუფეთა, უფალი უფლებათა".

- მართლაც, ღვთის სასოება იშვიათად გვაქვს. არსებობს მრავალი რამ, რაც ჩვენში ღვთის ადგილს იკავებს. ზოგს მთელი იმედი მატერიალურ საუნჯეზე აქვს დამყარებული, ზოგიც ამა სოფლის შფოთს აჰყოლია და ყველანაირი იმედი დაუკარგავს...

- დავით მეფსალმუნე ამბობს, - უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა, ვისა მეშინოდესო. წარმოიდგინეთ, როცა გვეცოდინება, რომ ჩვენთან უფალია, რისი შეგვეშინდება, ყოველი მსოფლიო შფოთი აზრს დაკარგავს. რაც შეეხება მატერიალურ სიმდიდრეს, უფალი გვეუბნება, ნუ ზრუნავთ, რა ჭამოთ და რა სვათ; ნუ ზრუნავთ ხვალისათვის, რამეთუ უმჯობესია, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის იზრუნოთო. როცა ადამიანი გააცნობიერებს, თუ ვის ხელშია მისი სიცოცხლე, თუ რაოდენი ძალა აქვს უფალს, აღარც იმის განსაზღვრა გაუჭირდება, თუ რაზე უნდა დაამყაროს სასოება. ვიზრუნოთ ჩვენი სულებისათვის და ყველაფერი დანარჩენი თავისით მოგვარდება. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ გულხელდაკრეფილები ვისხდეთ და უსაქმურობას მივეცეთ. ცხადია, მატერიალურზეც უნდა ვიზრუნოთ - ჩვენი ხორცი ხომ სულიწმინდის ჭურჭელია. მაგრამ ამ ყველაფერმა ჩვენს ცხოვრებაში უპირველესი ადგილი არ უნდა დაიკავოს, სულით და გულით მატერიალურ საზრუნავს არ უნდა მივეცეთ. სახარებაში ვკითხულობთ, სადაც არის საუნჯე შენი, მუნცა იყოს გული შენიო. როცა საუნჯედ მატერიალურ სიმდიდრეს მივიჩნევთ, გული ამ სიმდიდრესთან გვაქვს; ხოლო თუ გული უფალთან არ გვექნა, მაშინ ჩვენი ლოცვა არ იქნება წრფელი და ასეთ დროს თვით ადამიანის სიცოცხლეც ფუჭად იქცევა. ჩვენი საუნჯე უნდა იყოს ღმერთი და, შესაბამისად, გულიც მასთან უნდა გვქონდეს.

- გასაგებია, რომ ქონებაზე იმედი არ უნდა დავამყაროთ, რამეთუ ყველაფერი მატერიალური - წარმავალია, მაგრამ არის თუ არა დანაშაული ადამიანებს მინდობა?

- ცხადია, ის, რომ ახლობლის გვწამდეს, მისი იმედი გვქონდეს, ცოდვა არ არის, მაგრამ მათ ჩვენს ცნობიერებაში უფლის ადგილი არ უნდა დაიკავონ. ჩვენ კი პირიქით ვიქცევით. და ამას ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვება ხოლმე. რა ხდება თუნდაც დღევანდელობაში? დედა-შვილის, ცოლ-ქმრის, მეგობრების ურთიერთობებში ყველგან უთანხმოება, შუღლი და გაუგებრობაა. მეუბნებიან ხოლმე, - სიკეთე გავაკეთე და ბოროტებით მიხდიანო. რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ დავკარგეთ ჭეშმარიტი სასოება ღვთის მიმართ, აღარა გვაქვს მისი აღმატებულობის რწმენა, არასწორად გვესმის სიყვარული, დავამახინჯეთ ეს გრძნობა და ეგოიზმით შევცვალეთ. ახლობლის იმედი შეიძლება სწორედ იმიტომ გაგვიცრუვდეს, რომ ღმერთმა ამით ადამიანთა უსუსურება დაგვანახოს. გვასწავლოს, თუ ვის მიმართ უნდა გვქონდეს ჭეშმარიტი სასოება. მინდა აღვნიშნო, რომ ღვთის გარდა ვინმეს იმედი, სასოება, იქნება ეს ადამიანი, სიმდიდრე თუ სხვა რამ, იგივე კერპმსახურებაა. კერპმსახურება, რა თქმა უნდა, არა პირდაპირი გაგებით, თითქოს ოქროს ქანდაკებებს ვცემდეთ პატივს, არამედ გადატანითით, რადგან კერპი ხდება ყველაფერი, რასაც ღმერთზე წინ ვაყენებთ.

დღეს, შეიძლება ითქვას, ბოლო ჟამისაკენ მივექანებით. იცვლება ფასეულობები, ადამიანი უფრო და უფრო "ცივილიზებული" ხდება, სულიერებას კარგავს და ღმერთს ივიწყებს. ტაძარშიც უმეტესად ისეთი ადამიანები მოდიან, რომლებიც ცდილობენ, ეკლესიური სწავლება თავიანთ თარგზე გამოჭრან, კი არ დაემორჩილონ მას და საკუთარი ნება უარყონ, არამედ საკუთარ ნებაზე მოირგონ იგი. სამწუხაროა, რომ ადამიანებს შორის ურთიერთობა გადაგვარდა. ღმერთი კი ცდილობს, განსაცდელებით მაინც მოგვიყვანოს გონს. უფალს, როგორც კეთილ მამას, განსაცდელებით ჩვენი გამოსწორება სწადია. იცით, რატომ გვიგზავნის ის ამ განსაცდელებს? იმიტომ, რომ ჩვენი გამოწრთობა უნდა, რამეთუ ურჩი შვილებივით ვიქცევით.

დღეს ადამიანებს ცოდვები ორ კატეგორიად აქვთ დაყოფილი - "ჩვეულებრივი" და სასიკვდილო ცოდვები. ამ ჩვეულებრივ ცოდვებს ისე აუბრალოებენ, ვითომ საშიში არ იყოს. ყურადღებას აღარ აქცევენ, არადა ისინიც, როგორც ყველა სხვა, ჯოჯოხეთში მიმყვანებელნი არიან. როცა ამას ვერ გულისხმა-ვყოფთ, უფალი უშვებს განსაცდელებს, დიდ განსაცდელებს. მაგრამ უფალი, თავისი სიბრძნით, ყველაფერ ბოროტს ჩვენს სასიკეთოდ აბრუნებს და განსაცდელებით კიდევ ერთხელ გვაძლევს შანსს, გამოვსწორდეთ, რადგან ჩვენ ვართ თავისუფალნი თვით უფალთან ყოფნაში. ჩვენი ნებაა, რომელ გზას ავირჩევთ - უფლისას თუ ეშმაკისას. სამწუხაროა, რომ ამ არჩევანში ხშირად ვცდებით.

- განსაცდელთა არსის წვდომასაც, ალბათ, გარკვეული სულიერება სჭირდება. ყველას არ შეუძლია მათი მნიშვნელობის გაგება. ბევრ განსაცდელს ზოგი იმ დასკვნამდეც კი მიჰყავს, რომ ღმერთი უმოწყალოა და ადამიანებს განსაცდელში მარტო ტოვებს. ესეც ხომ უსასოობაა?

- რა თქმა უნდა. თუ უფალმა ყოველივე უწყის, ყოვლისშემძლეა და ყოველივეს განაგებს, ე.ი. ჩვენზეც, მის ქმნილებებზეც, ზრუნავს. ამბობენ ხოლმე, ღმერთმა მიმატოვა, არ დამეხმარაო. ეს აბსურდია. უფალი ყოველთვის შეეწევა თავის ქმნილებებს. ერთი დიდებული პატერიკი გამახსენდა: კაცი ჩავარდა დიდ განსაცდელში და ღმერთს შესჩივლა, - უფალო, როცა ყველაზე მეტად მიჭირს, ყოველთვის მარტო მტოვებო. ამ დროს მას ღმერთი გამოეცხადა და უთხრა, - ნუ მყვედრიო. თან ცხოვრების გზა უჩვენა. დიდი გზა იყო და ზედ ორი ადამიანის ნაკვალევი აჩნდა - თავად ამ კაცისა და უფლისა, რომელიც მთელი სიცოცხლის მანძილზე მის გვერდით იდგა. მაგრამ უეცრად კაცმა დაინახა, რომ გზის იმ ადგილას, სადაც ყველაზე მეტად უჭირდა, ორის ნაცვლად ერთი ნაფეხურიღა იყო. დარწმუნდა თავის სიმართლეში და უფალს უსაყვედურა, - აი, ხომ ხედავ, როცა მიჭირდა, მაშინ მარტო დავდიოდიო. უფალმა კი უპასუხა, ეს შენი კი არა, ჩემი ნაკვალევია; როცა გიჭირდა, რომ არ წაქცეულიყავი, ხელში აყვანილი დამყავდიო. ასე ვართ ჩვენც; ვერ ვხედავთ, ვერ ვგრძნობთ უფლის შეწევნას, თორემ ის მუდმივად ჩვენთანაა.

დავით მეფსალმუნე ამბობს, - ვიდრემდის, უფალო, დამივიწყებ მე სრულიად, ვიდრემდის გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგანო. ზოგს ეს სიტყვები არასწორად ესმის და თვლის, რომ წინასწარმეტყველი ღმერთს ყვედრიდა. სინამდვილეში სხვა რამ უნდა ვიგულისხმოთ. დავით მეფე თითქოს განსაცდელს ითხოვდა. უფლისგან დავიწყება ნიშნავს, რომ ადამიანი ღვთის მადლს კარგავს, რომ ღმერთი მისგან პირს გარემიიქცევს. დავით მეფსალმუნე თვლიდა, რომ განსაცდელების მოკლება უფლისგან მოშორებას ნიშნავდა და ითხოვდა განსაცდელებს. ასეა, თითქოს უფალი თავის ჩვენთან მყოფობას განსაცდელებით გვატყობინებს. განსაცდელები ნიშნავს, რომ უფალს ისევ ვახსოვართ და მათი გამოგზავნით კიდევ ერთ საშუალებას გვაძლევს, სწორად მოვიქცეთ და მას სათნო ვეყოთ. ერთი ქალი ტიროდა ხატთან. მღვდელი მიუახლოვდა და ჰკითხა მწუხარების მიზეზი. ქალმა უპასუხა, - ძალიან კარგად ვცხოვრობ, არაფერი მაკლია და ბოლო წლების მანძილზე თითქმის საერთოდ აღარ მიგზავნის უფალი განსაცდელებს. ეს მაშინებს, მგონია, უფალმა მიმატოვაო. ასეა, განსაცდელებით გვაგრძნობინებს უფალი ჩვენთან მყოფობას, ამიტომ მათ უსასოობაში კი არ უნდა ჩაგვაგდონ, არამედ, პირიქით, ღვთის რწმენა უნდა გაგვიძლიერონ.

- სასოწარკვეთილება ახსენეთ. მას წმინდა მამები განსაკუთრებით მძიმე ცოდვას უწოდებენ. რატომ?

- მართალი ბრძანდებით. წმინდა მამები ამბობენ, რომ სასოწარკვეთილება არის განსაკუთრებული ბრძოლა, რომელსაც ეშმაკი უმართავს ადამიანებს, განსაკუთრებით კი ბერებს. ერთი მძოვარი ბერი იყო. ერთ წელიწადს დიდი გვალვა მოვიდა. ბერს საჭმელი აღარ ჰქონდა. იფიქრა, აქ აღარ დამედგომებაო და მონასტრიდან წამოსვლა გადაწყვიტა. ცხადია, ასე არ უნდა მოქცეულიყო, მაგრამ სასო წარეკვეთა, დაკარგა ღვთის სასოება და მონასტრიდან წამოვიდა. გზაში ქვა დაინახა. აიღო და იხილა, რომ მის ძირში ჭიაყელა იყო, რომელსაც ბალახი ჰქონდა. მიხვდა თავის დანაშაულს და მონასტერში დაბრუნდა. სასოწარკვეთის მიზეზი არასდროს არა აქვს ადამიანს, ის იგონებს მას. ეს ცოდვა იმიტომაა ასეთი მძიმე, რომ ღვთის მადლის უარყოფას, სრულ უიმედობას გულისხმობს. თითქოს ღმერთი სასტიკი იყოს და თავის ქმნილებებს აწამებდეს. როგორც მამები ამბობენ, სასოწარკვეთილება მხოლოდ ორი მიზეზით შეიძლება წარმოიშვას - ურწმუნოებით ან უფლის სიძულვილით. სხვა სათავე ამ ვნებას არ შეიძლება ჰქონდეს.

სასოწარკვეთის ყველაზე ცუდი შედეგია თვითმკვლელობა. იუდა და პეტრე მოციქულები გავიხსენოთ. ორივემ დიდი შეცდომა დაუშვა - ერთმა მაცხოვარი გაყიდა, მეორემ კი უარყო. ორივე მიხვდა თავის დანაშაულს და ორივემ ინანა, მაგრამ სხვადასხვანაირად დაასრულეს სიცოცხლე: ერთი მათგანი უფლის რჩეული, მოციქულთა თავი გახდა, მეორე კი ჯოჯოხეთის ცეცხლში დაინთქა. რა იყო ამის მიზეზი? ის, რომ სხვადასხვანაირად გამოიყენეს ეს განსაცდელი და სხვადასხვა გზით ეცადნენ მის გამოსწორებას. პეტრე მოციქულმა უფლის იმედი არ დაკარგა. სჯეროდა, რომ ის გადაარჩენდა და საზარელი დანაშაული გულწრფელად მოინანია. იუდა კი სასოწარკვეთილებაში ჩავარდა, დაკარგა უფლის სასოება და შიშთვილიბა, თავი ჩამოიხრჩო. აი, ნათელი მაგალითი იმისა, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს უფლის იმედს, მისდამი სასოებას.

- გამიგონია, იუდამ უფრო მეტად სცოდა, ვიდრე იმ ებრაელებმა, რომლებმაც ქრისტე ჯვარს აცვესო.

- დიახ, რადგან სასოწარკვეთილება ყველაზე დიდი ცოდვაა. საერთოდ, ცოდვების აწონა რთულია, მაგრამ, ცხადია, დასკვნის გაკეთება შეგვიძლია. ავიღოთ იუდა. მან სცოდა, შემდეგ ეს გააცნობიერა, დააბნია 30 ვერცხლი და თავი მოიკლა. მორჩა, დასრულდა ამით ყველაფერი. ებრაელებმაც უდიდესი ცოდვა ჩაიდინეს, მაგრამ გამოასწორეს - აღდგომის შემდეგ, როცა პეტრე მოციქულმა უქადაგა ამ ხალხს, მრავალი მათგანი მოექცა, 3000 იუდეველი მოინათლა და ზოგიერთი წმინდანიც კი გახდა. ეს არის სწორედ დასტური იმისა, რომ სასოწარკვეთილება ადამიანებისათვის ყველაზე დამღუპველია.

შეიძლება ითქვას, რომ ორი სახის სასოწარკვეთილება არსებობს: ერთი, როცა ადამიანი ამ ცოდვაში ვარდება მძიმე სოციალური, ეკონომიკური თუ ფსიქოლოგიური გარემოს გამო და მეორე, - რომელიც უმეტესად მორწმუნე, ზოგჯერ კი დიდად მოღვაწე ხალხს ემართება, - როცა ადამიანი ამ ცოდვამდე შეცოდებას მიჰყავს, რადგან თვლის, რომ უფალი მას შეცდომას არ აპატიებს და აღარ შეიწყალებს.

- როგორ ვებრძოლოთ სასოწარკვეთილებას?

- ჩვენს დაცემულობას რომ სრულად ვხედავდეთ, ალბათ, გული გაგვისკდებოდა და უსასოობაში ჩავცვივდებოდით, რადგან არა გვაქვს სათანადო სულიერება, სასოება. ამიტომაც ვერ ვხედავთ სრულად ჩვენს ცოდვით მდგომარეობას. ბოროტი ხან მარჯვნიდან მოგვიდგება, ხან მარცხნიდან, როგორც ფსალმუნშია ნათქვამი, მბრდღვინავი ლომივით გვიმზერს, ცდილობს ჩვენი, თუნდაც პატარა, შეცდომა დაინახოს, რათა ხელი მოსჭიდოს და გვაცდუნოს. ადამიანი სუსტია, ცოდვაში ხშირად ვარდება. ყოველთვის, როცა რაიმე ცოდვის ჩადენის წინაშე ვდგავართ, ბოროტი ცდილობს გაგვახსენოს, რომ უფალი მოწყალეა და ყველა ცოდვას შეგვინდობს. მოჰყავს ციტატები სახარებიდან, რამეთუ წმინდა წერილი ჩვენზე კარგად იცის. როგორც მაცხოვრის უდაბნოში გამოცდისას ბიბლიის ციტატებს იშველიებდა, ისეა ჩვენს შემთხვევაშიც. მერე კი, როცა ვცოდავთ, მეორე მხრიდან გვიდგება. იცის, რომ ასეთ დროს მარტო სინანული თუ გადაგვარჩენს და ცდილობს, ჭეშმარიტ სინანულს განგვაშოროს, სასოწარკვეთილებაში ჩაგვაგდოს. გვეუბნება, რომ ღმერთი დაგვსჯის და ჩვენნაირ ცოდვილს არ შეიწყალებს. ამ ხრიკებს ბევრი ვერ უძლებს და სასოებას კარგავს. წმინდა მამების სწავლებაა - თავი ჯოჯოხეთში იმყოფე, მაგრამ სასო არ წარიკვეთო. ეშმაკის ხრიკებს უნდა ვუპირისპირებდეთ წმინდა წერილს და საღვთო სწავლებებს; გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა, მაგრამ სამართლიანიც. არც ის დავივიწყოთ, რომ კაცთაგან შეუძლებელი ღვთისაგან შესაძლებელია. თუ ეს ყოველთვის გვემახსოვრება, ბოროტი ვერ შეგვაშინებს, ვერ მოგვერევა.

- დაბოლოს, როგორ მოვიპოვოთ სასოება?

- ადამიანი, პირველ რიგში, საკუთარ თავს უნდა ჩაუღრმავდეს. პავლე მოციქული გვეუბნება, ავიღოთ ჩაფხუტიო. ეს ჩაფხუტი არის სწორედ სასოება, რითიც თავს ვიცავთ არაერთი ცოდვისაგან. გრიგოლ ნოსელი ამბობს, სასოება ადამიანის გონების დიდი მონაპოვარიაო. იცით, ეს რას ნიშნავს? იმას, რომ ადამიანი უნდა ფიქრობდეს, აანალიზებდეს წმინდა წერილს, გააცნობიეროს ყოველივე იქ თქმული. ამით გულში შიში ჩაეღვრება, უფალს რაიმე არ ვაწყენინოო. სოლომონ ბრძენმა ღვთისაგან უფლის შიში ითხოვა, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ამ ქვეყანაზე. ამიტომაც გახდა უბრძნესი ადამიანი. უფლის შიში იწვევს სინანულს და ადამიანს მოიცავს იმედი, რომ ღმერთი კეთილია, იმდენად მოწყალეა, რომ ყოველ ცოდვას გვპატიობს. ამის შემდეგ ვერც განსაცდელი შეგვაშფოთებს და არც არაფერს შევუშინდებით. რა თქმა უნდა, დაბრკოლებები გვექნება, მაგრამ გვექნება მათი გადალახვის უნარიც. გვახსოვდეს, რომ პირველ რიგში ვცოდავთ ღმერთს, რამეთუ მას ასეთები არ გავუჩენივართ. მან შეგვქმნა ბრძენნი და გონიერნი. ამიტომ ჩავუღრმავდეთ მოვლენებს. არა ისე, მარხვა ორჯერ დავარღვიე და ლოცვა ოთხჯერ არ ვთქვიო. სტატისტიკური მონაცემები უფალს არ სჭირდება, ეს მან ისედაც იცის; ჩვენ მას ჩვენი სულის, გულის მოძრაობა უნდა დავანახოთ. გვახსოვდეს, რომ ის გულთამხილავია და ჩვენს გულის გულში იყურება. უფალი ჩვენს შინაგან სახლში შევიყვანოთ და იქ გავუმზადოთ მყუდრო სავანე, რათა დაადგრეს ჩვენ თანა. ღმერთმა შეგვძინოს ამის უნარი. ამინ.

ესაუბრა
გვანცა გოგოლაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat