ქრისტიანის სულიერი ცხოვრება მაშინ იწყება, როდესაც საკუთარ ვნებებთან ბრძოლას გადაწყვეტს
ქრისტიანის სულიერი ცხოვრება მაშინ იწყება, როდესაც საკუთარ ვნებებთან ბრძოლას გადაწყვეტს
ადამიანის გონება მუდმივად ფიქრთა ორომტრიალშია, რაც მრავალი მიზეზითაა განპირობებული. როგორც მდინარეა მუდმივ მოძრაობაში, ასევე ადამიანის გონებაც მუდმივად ახალ სიტყვასა და აზრს ბადებს. გონებიდან გულში აზრები იმდენად შეუმჩნევლად და სწრაფად გადადის, რომ გონებაში წარმოშობილ აზრს უკვე გულისთქმას ვუწოდებთ. გულისთქმათა წარმოშობის მიზეზების შესახებ ცოდნას წმინდა ისააკ ასურის სწავლება გვთავაზობს: "აზრთა ქმედება ადამიანში ოთხი მიზეზით ხდება: პირველი - ხორციელი მოთხოვნილებისაგან, მეორე - ამქვეყნიური საგნების (რომლებსაც ხედავს და რაზეც ესმის ადამიანს) წარმოსახვისა, მესამე - უწინდელი შთაბეჭდილებებისა და სულიერი მიდრეკილებისაგან, რაც გონებაში აქვს და მეოთხე - ეშმაკის ზემოქმედებისაგან, რომლებიც ყველა ვნების სახით გვებრძვიან, აქედან გამომდინარე, სანამ ადამიანი ამქვეყნად ცოცხლობს, შეუძლებელია, რომ არ ჰქონდეს მაცდუნებელი აზრები".

შეუძლებელია გულისთქმათა ნაკადის შეჩერება. შესაბამისად, ჩვენი ბრძოლა გულისთქმათა მთლიან აღმოფხვრაში როდი მდგომარეობს, არამედ გულისთქმის ავკარგიანობის გამორკვევასა და ავის წარმოშობის მიზეზის გაუვნებელყოფაში. აღნიშნული სახის ბრძოლა უდიდეს დაკვირვებასა და გამოცდილებას მოითხოვს. ამავე დროს ამგვარი ბრძოლის გარეშე სული ვერავითარ განსვენებას ვერ პოვებს, რამეთუ შეუძლებელია ბოროტი გულისთქმის მატარებელი პიროვნება სიმშვიდეს ინარჩუნებდეს: "რამეთუ გულისაგან გამოივლენ გულის-სიტყუანი ბოროტნი, კაცის-კვლანი, მრუშებანი, სიძვანი, პარვანი, ცილისწამებანი, გმობანი" (მათ.15:19).

აქედან გამომდინარე, ადამიანს მშვიდი ცხოვრების, სულიერი წონასწორობისა და შინაგანი საუნჯის შენარჩუნებისათვის გარკვეული დამცავი ზღუდის აღმართვა მართებს. გული იმ საცავს ჰგავს, რომელიც მუდმივად სხვადასხვა სახის გონების ნაშიერებით მარაგდება. ახლა საჭიროა აღნიშნულ საცავს მეპატრონემ ღირსეული და ფხიზელი დარაჯი დაუდგინოს, რომლის დახმარებითაც საცავი ყოველი სნეულებისაგან იქნება დაცული.

როგორ უნდა დავიცვათ თავი ბოროტი გულისთქმებისგან? აღნიშნული საკითხი თავდაპირველად გულისთქმათა წარმოშობის მეტ სიღრმისეულ ცოდნას მოითხოვს, რათა შემდგომში მათთან ბრძოლა გაადვილდეს. ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ქრისტიანული ცხოვრება სწორედ ბოროტ გულისთქმებთან უხილავ დაპირისპირებასა და ბრძოლაში მდგომარეობს. ნურვინ იტყვის, თითქოს შეუძლებელია ამგვარ ბრძოლაში გამარჯვება, რადგან მაცხოვარი ამბობს: "უკუეთუ ძალ-გიც რწმუნებად, ყოველივე შესაძლებელ არს მორწმუნისა" (მარკ.9:23).

რადგან აზრები და გულისთქმები მუდმივად წარმოიშობა ჩვენში, ამიტომ პირველ რიგში უნდა ვეცადოთ დავაკვირდეთ მათ და ზოგადად აღმოვაჩინოთ ისინი. ვინაიდან, ძალზე ხშირად ადამიანები თითქოსდა ეკლესიურად ვცხოვრობთ და სინამდვილეში საკუთარ სურვილებსაც კი ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ და შესაბამისად ქრისტიანული ცხოვრება ფარისევლობად და ღვთის მცნებათა გარეგნულ აღსრულებად გვექცევა.

ქრისტიანის სულიერი ცხოვრება მაშინ იწყება, როდესაც საკუთარ ვნებებთან ბრძოლას გადაწყვეტს და მთელი არსებით შეეცდება გულის სიღრმეში არავითარი ბოროტი გულისთქმა არ შეუშვას. საკუთარი სურვილების ტყვეობასა და მათზე ოცნებაში მყოფნი ქრისტიანებად ვერ ვიწოდებით. ამგვარი ბრძოლის გარეშე ყოველივე ფარისევლობა და მლიქვნელობაა.

ამიტომ, ყოველი ქრისტიანი მუდმივად იმას უნდა ცდილობდეს, რომ პირველ რიგში განსაზღვროს, თუ როგორი სახის გულისთქმები წარმოიშობა მასში - ბოროტი, უგუნური და ცოდვიანი თუ კეთილი, გონივრული და უმანკო. თუკი აღნიშნულ ამოცანას ღირსეულად გავართმევთ თავს, მაშინ ადამიანს უდიდესი შანსი ეძლევა იმისა, რომ ყოველგვარი სურვილი, ქმედება და თვით ვნებაც კი მომავალში საკუთარ კონტროლს დაუქვემდებაროს.

ახლა შემდეგი გაურკვეველი საკითხი ჩნდება: როგორ მივაღწიოთ იმგვარ სულიერ მდგომარეობას, რომ გავარჩიოთ, გულისთქმა ბოროტისგან არის თუ ღმერთისგან, მისაღებია თუ მოსაკვეთი? აღნიშნულ მდგომარეობამდე ამაღლებას საკმაო დრო და სულიერი გამოცდილება სჭირდება. თუმცა მონდომების გარეშე ყოვლად შეუძლებელია ღმერთთან მიახლოება და სულიერ ცხოვრებაში წარმატება. წმიდა მარკოზ მონაზონი ამბობს: "ყოველგვარი ვნება ადამიანში ამა თუ იმ ბოროტი გულისთქმის მიღების შედეგად წარმოიშობა".

წმიდა მამათა სწავლების მიხედვით, ნებისმიერი გულისთქმა, ბოროტი თუ უმანკო, თანდათანობით შემოდის ჩვენში და არასდროს უცბად არ იმონებს ადამიანის ცნობიერებას. თავდაპირველად ნებისმიერი სახის გულისთქმა შედარებით სუსტი და უძლურია. თუკი ადამიანს გარკვეულწილად უკვე განვითარებული აქვს გულისთქმათა განრჩევის უნარი, მაშინ იგი ადვილად განსაზღვრავს, რამდენად მისაღები და შესაწყნარებელია რომელიმე მათგანი. ასეთ შემთხვევაში ადვილად ხდება გონებისა და გულის დაცვა ყოველგვარი ცოდვილი გამოვლინებისგან.

აღნიშნულიდან გამომდინარე ნათელი ხდება, რომ გულისთქმათაგან თავდაცვა მექანიკურად იწვევს ცოდვათა და ვნებათაგან თავის არიდებასაც. როგორც ადამიანში მძიმე დაავადების კურნება ძალზე გართულებულია, ასევეა სულიერ ცხოვრებაშიც. ამიტომ დაავადების პირველი გამოვლინებებისთანავე უნდა აღიკვეთოს სნეულების ნებისმიერი გამომწვევი მიზეზი, რათა დაცული იქნეს სხეული და სული. დაუცველობის შემთხვევაში ადამიანის გულში შემდგომი დამღუპველი პროცესები მიმდინარეობს, რომლებიც წმიდა მამებს რამდენიმე ძირითად ეტაპად აქვთ დანაწევრებული:

პირველი ეტაპი ადამიანის თავისუფალი ნების მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს, რადგან გულისთქმა თავისთავად წარმოიშობა. სადაც არჩევანი არ არის, იქ არც ცოდვაა. მხოლოდ გულისთქმის წარმოშობის შემდეგ დგება ადამიანი არჩევანის წინაშე - მიიღოს თუ არა. მიღების შემთხვევაში გადავინაცვლებთ მეორე ეტაპზე.

მეორე ეტაპზე ადამიანი თავისუფალი ნებით იღებს წარმოშობილ ცოდვით გულისთქმას და მთლიანად კონცენტრირდება მასზე. ამიტომ, აღნიშნული გულისთქმა გულში აღწევს და ადამიანს სიამოვნებას ანიჭებს. იმისათვის, რომ ცოდვა არ განვითარდეს, ადამიანს უკვე დიდი ძალისხმევა მართებს, მტკიცედ უნდა უარყოს აღნიშნული ცოდვითი წარმოსახვა და საერთოდ აღარ იფიქროს მასზე. თუკი ცოდვითი წარმოსახვის უარყოფა ვერ მოხერხდება, მაშინ ცოდვის განვითარების მესამე ეტაპზე გადავდივართ.

მესამე ეტაპზე ცოდვითი გულისთქმა მთლიანად მოიცავს ადამიანის სულს, იგი უკვე ანთებულია ცოდვის აღსრულების სურვილით, ელოდება და ეძებს შესაბამის საშუალებას. აღნიშნულ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცოდვა უკვე აღსრულებულ იქნა და თუ აქამდე ადამიანის ნებას გულისთქმების კონტროლი შეეძლო, ახლა უკვე მთლიანად დამონებულია მათ.

როდესაც ადამიანისთვის ესა თუ ის ცოდვა უცხოა, მაშინ მასში შინაგანი ბრძოლა წარმოიშობა. თუმცა აქამდე განვითარებული ცოდვა თითქმის დაუმარცხებელია. ხოლო თუ ადამიანი ხშირად აღასრულებს ცოდვას, მაშინ მესამე ეტაპი უბრძოლველად გადადის მომდევნო ეტაპზე, რასაც ცოდვისადმი ტყვეობა ეწოდება და რაც ყოველთვის საქმით გამოიხატება.

როდესაც ადამიანი ცოდვისმიერ მისწრაფებებს ხელს არ შეუშლის და ხშირად აღასრულებს, იგი მავნე ჩვევად ჩამოყალიბდება. ამ დროს უბრძოლველად ემონება ცოდვას, რასაც სხვანაირად ვნებას ვუწოდებთ.

ცოდვის განვითარების ეტაპების წარმოჩენის შემდგომ თვალსაჩინოა, რომ შინაგან ბრძოლას აზრი მხოლოდ საწყისი ეტაპებისას გააჩნია. ახლა კი მოკლედ წარმოვაჩინოთ ბრძოლის ის ძირითადი მექანიზმები, რომელთა საშუალებითაც შევძლებთ ცოდვითი გულისთქმებისაგან თავდაცვას.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოროტ გულისთქმებთან ბრძოლა და მათი დამარცხება საკუთარი ძალებით შეუძლებელია. ვერავინ მოახერხებს ბოროტ აზრებთან კეთილი აზრების დაპირისპირებით გამარჯვების მიღწევას, რადგან თავად ადამიანის ბუნება უძლური და ცოდვისკენ მიდრეკილია, შესაბამისად, აღნიშნული კეთილი აზრებიც კი შეიძლება ბოროტებად გვექცეს. ამიტომ, წმიდა მამათა სწავლებით, ბოროტი გულისთქმების აღმოფხვრა მხოლოდ ლოცვის აღსრულებით და ღვთის სახელის დაპირისპირებით ხდება. "უმჯობესია აზრებს არ მოუსმინო და მათთან არ ისაუბრო, არამედ ღმერთს მიმართე; იმიტომ, რომ აზრზე პასუხის გაცემას თუ მოისურვებ, მასზე ფიქრი გაგიტაცებს და ლოცვის სითბოს მოსწყდები", - გვმოძღვრავენ წმიდა ბარსანოფი დიდი და იოანე. იმავეს გვირჩევს არქიმანდრიტი სოფრონი ბერი სილუანის სწავლებიდან: "არსებობს ბრძოლის სხვადასხვა გზა, მაგრამ საუკეთესოა, თუ სრულებით არ გავესაუბრებით მაცდუნებელ აზრს. თუკი გონება ჩაერთვება მასთან საუბარში, მის განვითარებასაც მიჰყვება. გაიტაცებს და ღმერთს დაშორდება, რაც არის სწორედ ეშმაკის მიზანი. ღვთისგან განშორებული და მაცდუნებელ აზრთან მოსაუბრე გონება აღარ იქნება სუფთა".

ბოროტ გულისთქმებთან ბრძოლა მარტოოდენ ლოცვით ღვაწლს როდი მოითხოვს, ასევე საჭიროა სხეულებრივი ღვაწლიც (ყურადღება, მარხვა, შრომა და სხვა). "ღვაწლი აუცილებელია ქრისტიანისთვის, მაგრამ ღვაწლი როდი ათავისუფლებს ადამიანს ვნებათა ტყვეობისაგან, არამედ ღვთის მარჯვენა და სულიწმიდის მადლი", - გვმოძღვრავს წმიდა ეგნატე ბრიანჩანინოვი. მთლიანობაში უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანი, რომელიც სულიწმინდის მადლს იგემებს, უკვე ნელ-ნელა კვდება ყოველგვარი ვნებისთვის. ვნებათა სიკვდილს კი განსაცდელთა და გულისთქმათა გაქრობა კი არ იწვევს, არამედ სულიწმიდისაგან დაპურებული და დამშვიდებული სული.

ამრიგად, გონებიდან გულში მუდმივად მომდინარე აზრები - გულისთქმები ქრისტიანთა მხრიდან დიდ ყურადღებასა და მათთან ბრძოლის დიდ ძალისხმევას მოითხოვს. სხვაგვარად, როგორც წმიდა ამბა დოროთე გვმოძღვრავს: "ერთ აზრსაც შეუძლია დააშოროს ღმერთს ადამიანი, როგორც კი მას (აზრს) მიიღებს და დაიმორჩილებს".

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat