მდაბალ და მშვიდ სულში უფალი სახლდება
მდაბალ და მშვიდ სულში უფალი სახლდება
გვესაუბრება სამების საკათედრო ლავრის დეკანოზი, პეტრე კვარაცხელია:

- მინდა გავიხსენო იოანე კლემაქსის სიტყვები, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა მოიპოვოს სიმშვიდე, რა დანიშნულება აქვს ადამიანის ცხოვრებაში სიმშვიდეს. პიროვნული სიმშვიდე არის გარანტი კაცობრიობის სიმშვიდისა. როდესაც ადამიანის გული არის მშვიდად და მოწოდებულია იმისათვის, რომ მისი სიმშვიდე გადაედოს სხვა ადამიანებსაც, ეს ნიშნავს მის დიდბუნებოვანებას და გამორჩეულობას. ცხრა ნეტარებიდან ერთ-ერთი ნეტარებაა - "ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა". აქ საუბარია სულიერ ქვეყანაზე, ზეციურ იერუსალიმზე, რომლის არსებობაც სიმშვიდის გაუთვალისწინებლად წარმოუდგენელია. მზის ამოსვლას ცისკრის ნათელი უსწრებს, ხოლო სიმდაბლეს წინ სიმშვიდის სათნოება უძღვის. ამის შესახებ გვეუბნება ნათელი ჭეშმარიტი, მოვუსმინოთ, როგორი თანამიმდევრობით წარმოგვიდგენს ამ სათნოებებს იგი: ისწავლეთ ჩემგან, "რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა" (მათ. 11.29). ამიტომ საჭიროა, ჯერ მზის ნათელმა გაგვანათლოს და შემდეგ შევხედოთ თავად მზეს, რადგან როგორც ნათლის გარეშე მზის ხილვაა შეუძლებელი, ასევე სიმშვიდის გარეშე სიმდაბლეს ვერ მოიპოვებ. სიმშვიდე გონების შეუცვლელი მდგომარეობაა, როდესაც ის პატივსა და შეურაცხყოფას ერთნაირად იღებს. სიმშვიდე ის არის, როდესაც მოყვასი გაგინებს და შენ განწმენდილი გულით, მთელი სულით ლოცულობ მისთვის. სიმშვიდე არის გულისწყრომის ზღვაში აღმართული კლდე, რომელიც მასზე მომდგარ ყოველგვარ ღელვას ამარცხებს და თვითონ არ ირყევა. სიმშვიდე ყოველგვარი განსაცდელის მადლით და სიხარულით დათმენაა. სიმშვიდე არის მოთმინების განმამტკიცებელი და სიყვარულის კარი, უფრო მეტად კი დედა მისი, ის არის ძალა გონებისა, რადგან ნათქვამია: უფალმა "ასწავლნეს მშვიდთა გზანი მისნი" (ფს. 24. 9). ის არის ცოდვათა შენდობის მომნიჭებელი, ლოცვაში - კადნიერება; ის სულიწმინდის სამკვიდრებელია, რადგან სულიწმინდა ამბობს: ვის მივაპყრობ მზერას - გლახაკს და ჩემი სიტყვების მოშიშს (ეს. 66.2). სიმშვიდე მორჩილების დამხმარეა, ის ღვთის შიშის წინამძღვარია, გულისწყრომის აღვირი, მრისხანების დამაცხრობელი, სიხარულის მომნიჭებელი, ქრისტეს მიმსგავსებულობა, ანგელოზებრივი თვისება, ეშმაკთა ბორკილი და ვნებათა საწინააღმდეგო იარაღი. მდაბალ და მშვიდ სულში უფალი სახლდება, ხოლო მეამბოხის სული ეშმაკის სამყოფელი ხდება. მშვიდთა დაიმკვიდრონ ქვეყანა, ხოლო მრისხანენი მათი მიწიდან განიდევნებიან. მშვიდის სული უბრალოების სამყოფელია, ხოლო მრისხანე გონება უკეთურებასა და მზაკვრობას ჩაიდენს.

მორწმუნე, ეკლესიური ადამიანი ერთ-ერთი უდიდესი და თვალსაჩინო სამკაულია, რომელზეც შეიძლება ჩვენ ავაგოთ ჩვენი ყოველდღიური და სულიერი ცხოვრება. ხე ნაყოფით შეიცნობა, მაგრამ როდესაც ადამიანებთან გაქვს ურთიერთობა და მათგან მოდის მეფური სიმშვიდე, სახარებისეული სიმშვიდე, გრძნობ, რომ მასში სულიწმინდის ნიჭებია დავანებული, ცდილობ მისგან ის შეისრუტო, გაითავისო, გადმოგედოს - თუ მის გულისხმას მივენდობით. სიმშვიდე გადამდებია. გადამდებია, როგორც სენი. ეს სიმშვიდე იმდენად თრგუნავს ჩვენს შინაგან ამბოხს, შინაგან ბოროტებას, რომ უნებურად მოგინდება გახდე სულის მსახური. როდესაც ადამიანი ცდილობს, რომ მიემსგავსოს მას, რომელიც მაგალითია და მისგან სიმშვიდე მოდის, ბუნებრივია, ბრძოლებიც უსათუოდ ექნება. მთლიანობაში ღვთის შეწევნით, შინაგანი მოთხოვნილებით საკუთარ თავზე მაღლდები და აღწევ სულიერებში იმ საფეხურს, რასაც სიმშვიდე ჰქვია. მშვიდ სულში სიბრძნის სიტყვები მკვიდრდება. უბრალო სული სიმდაბლის მეუღლეა, ხოლო მზაკვარი სული - ამპარტავნების მეგობარია. მშვიდთა სულები სიბრძნით აღივსებიან, ხოლო მრისხანე კაცის გონება სიბნელითა და უგუნურებით. მრისხანე და მზაკვარი ადამიანები ერთმანეთს შეხვდნენ და მათი საუბრისას არც ერთი გულწრფელი სიტყვა არ თქმულა. თუ პირველს გაუხსნი გულს, იქ განკითხვას იპოვი, ხოლო თუ მეორის გულს გამოიძიებ, იქ მზაკვრობას ნახავ. უბრალოება სულის მარტივი წესია, რომელიც უძრავია ბოროტებისადმი. მზაკვრობა არის ხელოვნება, ან, უკეთ რომ ვთქვათ, ეშმაკეული სისაძაგლე, რომელიც შორსაა ჭეშმარიტებისგან. ორგულობა ბოროტი წესია, რომელიც მზაკვრობითაა შექმნილი და სულისა და გონების დამაბნეველია. უმანკოება თვისებაა წმინდა სულისა, რომელიც ისეთივეა, როგორიც თავიდან იყო შექმნილი და ყველასადმი კეთილი, ტკბილი და უშფოთველი.

***
როდესაც "მამაო ჩვენოს" ლოცვას ვამბობთ, ლოცვის დროს ერთი და იგივე სიტყვიდან შეიძლება დალოცვაც მივიღოთ და სასჯელიც. "იყავ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა". ძალიან დიდი ძალა მართებს ადამიანს საკუთარ თავში იპოვოს სიმშვიდე და დაელოდოს ღვთის ნებას, მასზე გაღებულს. ეს იქნება სასჯელის სახით, ეს იქნება დაშვების სახით თუ წყალობის სახით. "იყავ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქეყანასა ზედა" - ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ღმერთის ნებას მინდობილებმა უნდა გამოვიძიოთ ის ნება, ის სურვილი, რაც ღვთისთვის სათნოა ჩვენს ცხონებაზე და არა ჩვენთვის, საკუთარი თავისთვის სათნო. ხშირად რაც ადამიანისათვის სასურველია, ღვთისთვის შეიძლება არ არის სასურველი. აქედან გამომდინარე ვაწყდებით წინააღმდეგობას. "პური, ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მოგვიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი", როდესაც ჩვენ ვამბობთ და ამ დროს ლოცვის დამთვარებისთანავე ვამყარებთ პირდაპირ კავშირს უფალთან და მაინც გამოვითხოვთ შინაგანი ლოცვით არა იმას, რაც უფალს ჩვენთვის ნებავს, არამედ იმას, რაც ჩვენ გვსურს, ამ დროს შეიძლება ის არ მოგვეცეს და სასო წარგვეკვეთება. ვფიქრობთ, ღმერთს რომ ჩემი ლოცვა შეესმინა, აუცილებლად მომცემდა იმას, რასაც ვითხოვდიო. თუმცა, ღმერთმა იმიტომ კი არ მოგვცა ნათხოვარი, რომ ლოცვა არ შეისმინა, არამედ იმიტომ, რომ ჩვენთვის იმწუთას სასურველი არ იყო. მთავარია, მოხდეს თანხვედრა ღმერთისა და ადამიანისა, ანუ სინერგია. ჩვენ ყოველთვის უნდა ვითხოვდეთ ღვთისგან იმას, რაც ღვთისთვის არის სათნო და არა იმას, რაც ჩვენ გვინდა. შეიძლება ერთი რამ გვინდოდეს, მაგრამ მეორე გვჭირდებოდეს. ღმერთი ყოველთვის გვაძლევს იმას, რაც გვჭირდება და ხშირად არ გვაძლევს იმას, რაც ჩვენ გვინდა. ადამიანში ორი ბუნება იბრძვის - კეთილი და ბოროტი. ბრძოლის ველი ადამიანის გულია. რას ამბობს ქრისტე სახარებაში: ის კი არა, რაც პირში ჩადის, არამედ ის, რაც პირიდან ამოდის, ის რაც გულიდან ამოდის. გულიდან ამოდის ულოცველობა, მრუშობა, უსიყვარულობა. როცა ადამიანის გული ამ მანკიერების ტყვეა, შეუძლებელია ამ ადამიანმა თავისთვის მოისურვოს ის, რაც მას აცხოვნებს. ღვთისგან ვითხოვთ და ამ დროს არ ვიცით, რას ვითხოვთ. სიმშვიდე გარანტია ადამიანის სულიერი წინსვლისა.

როდესაც მოყვასი განგვარისხებს...
ხშირად ასეთ დროს ვვარდებით ხოლმე განკითხვაში და მზად ვართ მასზე შური ვიძიოთ. იმწუთას ჩვენი გონება აბსოლუტურად დახშული და დაბნელებულია და ცხელ გულზე მზად ვართ, ის ადამიანი გავანადგუროთ. მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ვწყნარდებით, შინაგანად ვმშვიდდებით და მთელი გონებით ვხვდებით, რამხელა შეცდომა დავუშვით. მაგრამ შეუძლებელია ურწმუნო, არაეკლესიურ, ულოცველ ადამიანზე ღვთის ნება და ღვთის წყალობა იყოს დაშვებული და მან სიმშვიდე შეინარჩუნოს. თვით მორწმუნე ადამიანებშიც კი ძნელია, მოიპოვო სიმშვიდე. ადამიანს გარეგნულად ეტყობა, ვინ არის მშვიდი, თუმცა გავიხსენებ ვაჟა-ფშაველას სიტყვებს: "მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ, როცა ვარ შეწუხებული". როდესაც ადამიანი შინაგანად შეწუხებულია, გარეგნულად მშვიდი ვერ იქნება. გააჩნია, რის გამო ვართ შეწუხებულები. თუ იმის გამო, რომ მოყვასს უკეთესი კეთილდღეობა აქვს მატერიალურად, სულიერად და ასე შემდეგ და ეს გვაწუხებს, მაშინ ეს ბოროტისგან მოდის. ხოლო თუ შინაგანი სულიერი მდგომარეობა არ გვაკმაყოფილებს და გვინდა უკეთესები ვიყოთ, ბუნებრივია, ამ შეჭირვებულობას უფალი იწირავს და შესაბამისად, მადლსა და წყალობას გვაძლევს, სიმშვიდესაც ვინარჩუნებთ. ეს უკვე ალბათ მაღალი საფეხურია, რიგით მერამდენე, არ ვიცი, მაგრამ ცხადია, რომ სათნოების გზაზე მიდის და უახლოვდება უფალს.

თანამედროვე ადამიანმა დღეს სიყვარულზე მეტად ალბათ დაკარგა სიმშვიდე, სიმშვიდის ნიჭი.

თუ ადამიანს მიტევება არ შეუძლია...

ასეთი ადამიანი ვერ ცხონდება. როდესაც შენთან მოდის მოყვასი და ითხოვს პატიებას და შეგიძლია მიუტევო, ეს არის უდიდესი სათნოება. მახსენდება ერთი პატერიკი, როდესაც ერთ-ერთი მორჩილი სცოდავდა წინამძღვრის წინაშე. ერთხელ შესცოდა, მეორედ და როდესაც მესამედ შესცოდა, წინამძღვარმა არ აპატია. წინამძღვარი გამოირჩეოდა თავისი ნიჭებით - მარხვით, ლოცვით, მდუმარებით, შინაგანი მორჩილებით, სათნოებით, ზნეობით, მაგრამ რაც მთავარია, ვერ აღმოაჩნდა მიტევების უნარი. გავიდა დიდი დრო. მაინც არ აპატია. წინამძღვარი ლოგინად ჩავარდა. მოძღვართან მივიდა მორჩილი და ისევ პატიება სთხოვა. უარი მიიღო. მოძღვარი ამ ქვეყნიდან ისე გავა, რომ ამ მორჩილს არ შეუნდობს. მორჩილი გლოვას მიეცა განა იმიტომ, რომ თავად არ იყო ნაპატიები, არამედ იმის გამო, რომ მოძღვარი ისე წავიდა, რომ პატიება ვერ შეძლო.

ადამიანს თუ პატიება არ შეუძლია, სიყვარულიც არ ძალუძს. ღვთის სიტყვა თუ ჩავარდა ჩვენში, როგორც თესლი კეთილი და აღმოცენდა და განვითარდა, მას აუცილებლად ორივე ხელის მიშველება სჭირდება. ქარის წამოქროლამ არ უნდა გადათელოს. როდესაც ადამიანი გარეგნულად სჯულის აღსრულებით ყველაფერს კარგად აკეთებს, მაგრამ სიყვარული და პირველ რიგში პატიება არ შეუძლია, მისი მდგომარეობა დამაფიქრებელია. ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება არის მუდმივი სვლა უფლისკენ. ამ გზაზე ხშირად ვეცემით, მაგრამ ისევ უნდა წამოვდგეთ და გავნაგრძოთ სიარული. უფალი თითოეული ადამიანის გულს ხედავს. მამა იოსებ პოპოვიჩი ამბობს: "ვაი, რომ დაუცხრომელად ვდევნით აღდგომილ ქრისტეს. როგორ ვდევნით ქრისტეს, იტყვით ზოგიერთი, როცა ის ხორციელად არ არის ჩვენს გვერდით? როცა ვერ ვხედავთ მის სხეულს? ვდევნით ქრისტეს, როცა მის სულს ვდევნით. ქრისტეს ვდევნით მაშინ, როცა შიშველს არ ვმოსვათ, რამეთუ შიშველის სახით ქრისტეა შიშველი; ჩვენ ვდევნით ქრისტეს, როცა მშიერს არ ვაჭმევთ, რამეთუ მშიერის სახით ქრისტე გვეცხადება; ჩვენ ვდევნით ქრისტეს, როცა ავადმყოფს არ ვნახულობთ, რამეთუ უძლურის სახით ქრისტეა უძლური; თითოეული ტანჯულის სახით უფალი იესო იტანჯება; თითოეული მწუხრის სახით უფალი იესო ქრისტე წუხს. ადამიანებისადმი ღვთის განუზომელი სიყვარულის გამო ის განუწყვეტლივ გვევლინება ყველა მშიერის, ყველა ავადმყოფის, ყველა მწყურვალის, ყველა მწუხარის, ყველა უბედურის, ყველა მოძულებულის, ყველა გალანძღულის, ყველა დამცირებულის, ყველა შეურაცხყოფილის, ყველა შიშველის, ყველა დამცირებულის, ყველა დევნილის სახით. ის განუწყვეტლივ იმოსება ადამიანური სხეულით, მასთან ერთად იტანჯება, მასთან ერთად ეწამა, წუხს მის გამო. თავისი განუსაზღვრელი ლმობიერების გამო ის მუდამ მათთამაა დაკავშირებული: რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ (მათე 25, 45). ქრისტე ხორცშესხმულია თითოეული ქრისტიანის სახით. ყური უგდე, რას ამბობს: საულ, საულ! რას მდევნი? რამეთუ, თუკი დევნი მას, ვისაც ჩემი სწამს, მე მაფურთხებ, თუკი აწამებ მას, ვისაც ჩემი სწამს, მე მაწამებ.

არა მარტო უფალი იესო ქრისტესთვის, ძმაო, არამედ თითოეული ქრისტიანისთვისაც ამ წუთისოფლის ცხოვრება დაუსრულებელი დიდი პარასკევია. რაც უფრო მეტია შენში ქრისტე, მით უფრო მეტად ივნები. თუკი ქრისტესი ხარ, ჩათვალე შენი თავი მიწის მტვრად, რომელსაც ყველა ისე თელავს, როგორც თელავდნენ ქრისტეს. როცა გწყევლიან, დალოცე, როცა გცემენ, მიუტევე, როცა სძულხარ, გიყვარდეს. მოთმინებით დაამარცხე შენი მტანჯველნი, როგორც უფალმა დაამარცხა. ბოროტებას სიკეთით უპასუხე; იბრძოლე ისე, როგორც უფალი იესო ქრისტე იბრძოდა; ამპარტავნებას ებრძოლე სიმდაბლით, მრისხანებას ებრძოლე სიმშვიდით, სიძულვილს ებრძოლე სიყვარულით, შეურაცხყოფას ებრძოლე შენდობით; ცილისწამებას ებრძოლე ლოცვით. ეს არის გამარჯვების გზა, გზა, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გაგიკაფა უფალმა იესომ, მას ტანჯვით მივყავართ აღდგმამდე. ჩვენ ვადგავართ ამ გზას, ამ ერთადერთ გზას, რომელიც მთავრდება აღდგომით, თუკი ვლოცავთ მათ, ვინც ჩვენ გვწყევლის, თუკი სიკეთეს ვუკეთებთ მას, ვისაც ჩვენ ვძულვართ, თუკი ჩვენი მტრები გვიყვარს, თუკი არ ვმრისხანებთ, როცა შეურაცხგვყოფენ, თუკი ვლოცულობთ, როცა გვაგინებენ, თუკი ლოცვით ვიტანთ, როცა გვაფურთხებენ, ჩვენ ვადგავართ იმ გზას, რომელიც მთავრდება სიკვდილზე გამარჯვებით, თუკი მაშინაც კი, როცა ჯვარზე გვაკრავენ, ქრისტეს მსგავსად, ვლოცულობთ ჩვენი მტანჯველებისათვის: მამაო, შეუნდე მათ, რამეთუ არ იციან, რასა იქმან! ამინ.

წმინდა ბასილი დიდი ამბობს, რომ ისე უნდა მიილტვოდე სიმდაბლისაკენ, როგორც მისი მოტრფიალე. შეიყვარე სიმდაბლე და ის განგადიდებს შენ. და ასე, მშვენივრად მიეახლები ჭეშმარიტ დიდებას - დიდებას ანგელოზებისა და თვით ღმერთის წინაშე; ანგელოზების წინაშე ქრისტე თავის მოწაფედ გაღიარებს შენ და განგადიდებს, თუკი მისი სიმდაბლის მიმბაძველი გახდები. "ისწავლეთ ჩემგან, - ამბობს იგი, - რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსუენებაი სულთა თქუენთა", რამეთუ მისი არს დიდება და სიმტკიცე უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat