შვიდ ვარ და მდაბალ გულითა
შვიდ ვარ და მდაბალ გულითა
წყარო და ძირი ჭეშმარიტი სიმშვიდისა მხოლოდ ღმერთი და მის მიერ დაარსებული ეკლესიაა
"ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა", - გვასწავლის სახარება. საქართველოში, ტრადიციისამებრ, "აქა მშვიდობაო", ასე ესალმებოდნენ მასპინძლებს სტუმრად მისულნი. სუფრაზეც პირველად მშვიდობის სადღეგრძელოს შესვამდნენ ხოლმე. და ეს ტრადიცია დღემდე გრძელდება. ამრიგად, სიმშვიდის ფასი თითქოს კარგად გვესმის, მაგრამ ის მაინც ძნელი მოსაპოვებელია.

დეკანოზი თავმას ჩოხელი:
ნებისმიერი სათნოების, საზოგადოდ ქრისტიანული ცხოვრების მაგალითი მაცხოვარია. როდესაც იესო მოციქულს მოძღვრავს - "მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა" და მომბაძეთო, არა მხოლოდ სიმშვიდესა და სიმდაბლეში მიბაძვას გულისხმობს, არამედ ასწავლის, ყველაფრის მაგალითი მისგან აიღონ. ცხადია, ეს ყველა ქრისტიანს ეხება.

რადგან სიმშვიდის შესახებ ვსაუბრობთ, მაცხოვრის სიმშვიდეზე გავამახვილოთ ყურადღება. უფალი ჩვენი ყველაფერს უდრტვინველად ითმენდა, არა მხოლოდ იუდეველთაგან, თავის მოწაფეთაგანაც კი. გავიხსენოთ პეტრეს მიერ მაცხოვრის გაცემა.

ჯვარცმა ხომ სიმშვიდისა და სიმდაბლის უმაღლესი გამოვლინებაა. მოწამეობა, მარტვილობა გმირობაა, გმირობას კი ყველას ვერ მოვთხოვთო, - ბრძანებს წმინდა ილია მართალი. მოწამეობა უმაღლესი საფეხურია ქრისტიანობისა, თუმცა უფლის მსგავსებას მარტვილობით ყველა ვერ შეძლებს. ეს არც მოგვეთხოვება. "წვრილმანებით" კი, რომელთა არაერთი მაგალითი გვხვდება სახარებაში, უფრო იოლად შეგვიძლია ვემსგავსოთ უფალს.

წმინდა წერილის თანახმად, პირველი შფოთი და განხეთქილება ზეცაში, ანგელოზთა სამყაროში მოხდა...
ზეცაში ასეთი რამ ერთადერთხელ მოხდა, ამის შემდეგ ზეციურ სამყაროში მშვიდობა აღარავის დაურღვევია. პირველად წინააღმდეგობის სული ერთ-ერთ მთავარანგელოზში შევიდა, რისი მიზეზიც ამპარტავნება გახლდათ - მან ისურვა ღმერთისთვის გაეტოლებინა თავი, მისი სულიერი მდგომარეობა ღვთაებრივ სიყვარულსა და სიმართლეს ასცდა და უდიდესი პატივმოყვარეობით განიმსჭვალა. ბრწყინვალე ქერუბიმი იქცა სატანად ანუ წინააღმდგომად - ღვთის მოწინააღმდეგედ. დაცემული მთავარანგელოზი და მისი მომხრე ანგელოზები ზეციდან განიდევნენ და, როგორც მოგახსენეთ, ზეცაში კვლავ მშვიდობა დამყარდა.

როცა უფალმა ადამი და ევა შექმნა, ეშმაკს შეშურდა მათი - ისინი ხომ სამოთხეში სრულ ნეტარებაში ცხოვრობდნენ, რომლის მიზეზიც ღმერთთან ერთობა და ღვთაებრივი მადლი იყო. ახლა უკვე ადამიანს დაუწყო ბრძოლა, რათა ისიც სამოთხის გარეშე დაეტოვებინა. მიაღწია კიდეც მიზანს, ადამიანი თავისი ნებისკენ მიდრიკა - ადამი დაეცა და სამყაროშიც ყველაფერი შეიცვალა. მანადე სრულყოფილმა სამყარომ დაკნინება დაიწყო, ქვეყნად ხრწნილება შემოვიდა, დასრულდა მშვიდი და უშფოთველი ცხოვრებაც.

ზოგადად, ეკლესია ნაკლებად საუბრობს ზეცაზე; იგი გვაუწყებს, თუ როგორ ვიცხოვროთ დედამიწაზე, რათა ზეციური სასუფეველი მოვიპოვოთ. ზეციური სამყარო ენით აღუწერელია, ადამიანის გონება მას ვერც წარმოიდგენს. სასუფეველი, სულიერი, კეთილი სამყარო სათნოებებითაა აღსავსე.

ხშირად ადამიანს სურს, მოიპოვოს სათნოებები, მათ შორის - სიმშვიდეც, მაგრამ როდესაც ამის შესაძლებლობა ეძლევა, სათნოებათა შესაბამისად მოქმედება რაღატომ უჭირს?
უმთავრესი მიზეზი მისი დაცემული ბუნებაა. სწორედ დაცემული ბუნება საჭიროებს ვარჯიშს, რათა ადამიანი სულიერებაში განმტკიცდეს. ვნებებსა და ცოდვებთან ბრძოლას შესაძლოა მთელი ცხოვრება დასჭირდეს. მთავარია, ბრძოლა არ შევწყვიტოთ. ანგელოზთა ბუნებაა არდაცემა, ან - დაცემა და არაღდგომა; ხოლო კაცთა ბუნებაა დაცემა და კვლავ აღდგომა, - გვასწავლიან წმინდა მამები. ადამიანი განუწყვეტლივ შეიძლება ჩავარდეს ცოდვაში, მაგრამ განუწყვეტლივ უნდა გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან. მშვიდი კაცი თუ მოულოდნელად დაკარგავს სულის მშვიდობას, კვლავ სიმშვიდის დაბრუნებას უნდა ეცადოს.

როცა ადამიანი დაცემულ ბუნებას სძლევს - მიაღწევს სრულყოფილებას, აღარავითარი ვნება აღარ ექნება. ამდენად, თავიდათავი ნებისმიერი სათნოების ვერმოპოვებისა, არაღვთივსათნო ცხოვრებისა - ცოდვისკენ მიდრეკილი ბუნებაა, რომელზეც დაცემული ძალები მოქმედებენ. ისინი შეეწევიან ადამიანს უკეთურებათა ქმნაში.

ეკლესიის როლი ადამიანის სულის სიმშვიდის შენარჩუნებაში და სხვა საშუალებები.
ბევრს შევხვედრივარ ისეთს, ბუნების წიაღისკენ რომ მიილტვის, მოგზაურობს ან სხვაგვარად პოულობს სულიერ სიმშვიდეს. ესეც ღვთისგან ბოძებული სიკეთეა, გარემოს მშვენიერებით ღმერთი გვანუგეშებს. ბუნების წიაღში ყოფნა უფალთან ერთი ნაბიჯით მიახლოებაა, მაგრამ ზოგი გრძნობს ამას, ზოგი - ვერა და ისეთივე რჩება, როგორიც მანამდე იყო. სამყარო ღვთის ქმნილების ხილული ბეჭედია, ხილული სამყაროს შეცნობით ადამიანი აუცილებლად უნდა მივიდეს მისი შემოქმედის აღიარებამდე. ყოველივე თვალწარმტაცი, რაც კი ბუნებაში მოიპოვება, შემოქმედის სიდიადეზე ღაღადებს. ამიტომაც კაცნი, რაგინდ ურწმუნონიც არ უნდა იყვნენ, ამ აშკარა მშვენიერებას ვერაფერს უპირისპირებენ.

ბუნებაში, ღვთის სამყოფელში, ადამიანის აფორიაქებული სული მართლაც მშვიდდება, მაგრამ ეს სიმშვიდე დროებითია. ეკლესიის გარეთ ჭეშმარიტი სიმშვიდე არ არის. თუმცა ვინც ეკლესიურად ცხოვრობს, არც ისაა შფოთისგან თავისუფალი. ამიტომაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია მებრძოლი ეკლესიაა. უფალი ამბობს, უკეთუ მე მდევნეს, ნუ გაგიკვირდებათ, თუ თქვენც გდევნიან, ცილს დაგწამებენ, დაუმსახურებელ შურაცხყოფას მოგაყენებენ; ვინც დაითმინოს, იგი ცხონდესო. ალბათ, ასე იქცეოდნენ ჩვენი წინაპრები, თორემ რაც მათ ჭირი, დევნა და განსაცდელი შემთხვევიათ, აქამდე ქართველობას აღარ უნდა ეარსება.

ასე რომ, წყარო და ძირი ჭეშმარიტი სიმშვიდისა მხოლოდ ღმერთი და მის მიერ დაარსებული ეკლესიაა.

როდისაა ღვთისთვის სათნო განრისხება?
ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე):
მამები ამბობენ, რომ განრისხება მხოლოდ საკუთარ თავზე, საკუთარ ცოდვებზე შეიძლება. ასე რომ, ადამიანი ოდენ თავის ცოდვათა გამო უნდა მრისხანებდეს, სხვის მიმართ კი მომთმენი და ლმობიერი იყოს. თუმცა სახარებიდან გვახსოვს, რომ თავად უფალიც კი განრისხდა, როცა დაინახა, სალოცავი სახლი სავაჭროდ გადაექციათ; შეჰქმა შოლტი საბლისა და მით გამოასხა, გამოაძევა ყოველიო, - მოგვითხრობს მახარებელი. ასევე განრისხდა წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზი მწვალებელ არიოზზე და კვერთხი დაჰკრა, რის გამოც ეპისკოპოსთა კრებამ იგი მღვდელმთავრობიდან გადააყენა, მაგრამ კრების მონაწილე რამდენიმე მოძღვარმა იხილა ჩვენება, რომ დედა ღვთისმშობელი და მაცხოვარი წმინდა ნიკოლოზს ომოფორსა და სახარებას აძლევდნენ, დაასკვნეს, რომ არიოზს მისი რისხვა ღვთის განგებულებით დაატყდა და ისევ აღადგინეს ხარისხში.

"დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება..."
ეს საგალობელი შობისას ანგელოზებმა აღავლინეს და თითქოს მშვიდობის მოპოვების გზას გვიჩვენებს... ღვთის მადიდებელ, თავმდაბალ ადამიანზე გადმოდის მისი მადლი და შედეგად - სიმშვიდე. მშვიდ ადამიანთან მოსაუბრე შფოთისა და მრისხანებისაგან იცლება. ღვთისმოყვარე, მდაბალი სულის განწყობა სხვასაც ეფინება.

"მოიხსენე, უფალო, დავით და ყოველი სიმშვიდე მისი"...
პატრიარქი მოგვიწოდებს, სიმშვიდის შესანარჩუნებლად ხშირად ვიმეოროთ დავით მეფსალმუნის ეს სიტყვები. ჩვენ ხომ წმინდანების ლოცვით ვევედრებით უფალს. დავით წინასწარმეტყველის ნათქვამიც საყოველთაოა და სამარადისო. ის არ ეკუთვნის რომელიმე ერთ პერიოდს ან ერს. ჩვენც მისი სიტყვებით შევთხოვთ უფალს, ისევე დაიცვას ჩვენი სიმშვიდე, როგორც დავით წინასწარმეტყველის სიმშვიდეს იცავდა.

რა მოაქვს სიმშვიდეს?
სიმშვიდე მინდორში არ იპოვება და ხეზე არ იკრიფება; ღვთის სული იმ ადამიანის გულში დაივანებს, ვინც თავმდაბალი და უფლის ერთგულია. ღვთის მოყვარული კაცის სულსა და გულში ღვთისმიერი სიმშვიდე დაისადგურებს. სიმშვიდე იქნება მისი სულიერი თვალი. მისი მეოხებით ყველაფერს დაითმენს და გამარჯვებული საკუთარ თავსაც და ათას სხვასაც მყუდრო ნაპირამდე მიიყვანს.

სათნოებათა რთულ კიბეზე ასვლა...
დეკანოზი დავით ციცქიშვილი:

ნიკოდიმოს მთაწმინდელს შინაგანი სიმშვიდის მოსაპოვებლად აღწერილი აქვს სათნოებათა სისტემა - მორჩილება, სინდისიერება, ვნებათაგან თავშეკავება, მოთმინება, სიყვარული და სხვა. მაინც როგორ უნდა შეძლოს ადამიანმა, მეტადრე ჩვენს დაძაბულ დროში, სათნოებათა ამ რთულ კიბეზე ასვლა?..

მოციქული პავლე ბრძანებს: "თუ შეგიძლიათ, ყველასთან მშვიდობიანად იყავით. შურს ნუ იძიებთ თქვენთვის, საყვარელნო, არამედ ადგილი მიეცით უფლის რისხვას, ვინაიდან წერია: "ჩემია შურისგება და მე მივაგო". ამიტომ, თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე იგი, თუ სწყურია, დაალევინე, ვინაიდან ამის გაკეთებით ნაკვერცხლებს აგროვებ მის თავზე. არ დაგძლიოს ბოროტმა, არამედ სიკეთით სძლიე ბოროტს" (რომ. 12,18-21). ჩვენი ეპოქა მართლაც ძალიან რთულია და მშვიდობისმყოფელობის მომენტი უფრო და უფრო ნაკლებად იჩენს თავს. ადამიანები მიიდრიკნენ ეგოიზმისკენ, თავშეუკავებლობისკენ. მძიმე სოციალური და სტრესული ფონიც განაპირობებს იმას, რომ ხშირად ვერ თოკავენ ემოციებს, ადვილად გამოდიან მწყობრიდან, არ თმობენ, ეჩხუბებიან, ეკამათებიან სხვას და ა.შ. დაიკარგა ის მოთმინების უნარი, რაც ესოდენ სჭირდება ადამიანს, მეტადრე ქრისტიანებს. ადამიანები ისე არიან მოცულნი მატერიალური პრობლემებითა და საფიქრალ-საზრუნავით, რომ სხვათა შესარიგებლად კი არა, საკუთარ ოჯახებში უთანხმოების აღმოსაფხვრელადაც არ ჰყოფნით ძალა. სამწუხაროდ, დღევანდელი ადამიანის ფსიქიკა მეტად შევიწროვდა და ძალიან ბევრი ქრისტიანული სათნოებისთვის, ამა თუ იმ ნეტარების მოპოვებისკენ სწრაფვისთვის ადგილი თითქმის აღარ დარჩა. ჩვენი დროისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელი გახდა ადამიანთა გაუცხოება, გულითადი კავშირების, ურთიერთნდობის, კეთილგანწყობის დაკარგვა.

მშვიდობისმყოფელობა, მორჩილება, თავმდაბლობა - ეს თვისებები გულისხმობს, რომ მოთმინებით გადავიტანოთ წყენა, რომელსაც გვაყენებენ გარშემომყოფნი, არ გამოვამჟღავნოთ მათ მიმართ მრისხანება, სიავე, გულღრძოობა. მემშვიდობე დარდობს, უფალს ევედრება, რომ ხსნა მოუვლინოს მოყვასს, რომელსაც მშვიდობიანი განწყობა არ აქვს. უნდა ითქვას, რომ ასეთი სათნოებით დაჯილდოებული ადამიანი, მიუხედავად ჩვენს ეპოქაში გამეფებული ტოტალური გულგრილობისა და სისასტიკისა, მაინც მეტად კეთილ გავლენას ახდენს ირგვლივ მყოფებზე, გულს ულბობს ყველაზე მრისხანე ადამიანსაც კი. თუმცა ხშირად ვხვდებით საწინააღმდეგოსაც. თუ სასტიკსა და მრისხანე კაცს უთმობენ, პატიობენ, სისასტიკითვე არ პასუხობენ, თავხედდება და კადნიერდება, უფრო ზღუდავს და ავიწროებს სხვას. ეს მანკიერი თვისებაც, სამწუხაროდ, შეიმჩნევა ჩვენს არსებაში, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ჩვენი ბუნება მეტად ცოდვილია და თუ ღრმად ჩავუკვირდებით, ბევრ ბნელ და უკეთურ შრეს აღმოვაჩენთ. სწორედ ამიტომაც მოთქვამენ წმინდა მამები ადამიანის დაცემული ბუნების გამო. ისინი თავიანთ თავს დედამიწაზე ყველაზე დიდ ცოდვილებად მიიჩნევდნენ, რადგანაც სხვაზე უკეთ ხედავდნენ და უღრმავდებონენ ზოგადად ადამიანის ამ მეტად შავბნელ ლაქებს.

ადამიანებთან ურთიერთობა...
წმინდა მამები გვირჩევენ, რომ გვმართებს სიფრთხილის გამოჩენა ადამიანებთან ურთიერთობაში, რათა ჩვენი სიტყვით, მოპყრობით, საუბრის ტონით, ინტონაციითაც კი, არ შევაშფოთოთ და გავანაწყენოთ მოყვასი. ესეც გარკვეული ხელოვნებაა და დიდ ტაქტსა და დიპლომატიას მოითხოვს...

მემშვიდობის სათნოება რომ გაგვაჩნდეს, ამისთვის გარკვეული ხელოვნებაც არის საჭირო. ერთხანს ოპტის უდაბნოს წინამძღვარი გახლდათ მოსე, რომელმაც ააყვავა და ააღორძინა მონასტერი. იგი გამოირჩეოდა ღრმად სულიერი და ორგანიზატორული თვისებებით. მამა მოსე მაშინვე კი არ ეტყოდა სათქმელს მონასტრის რომელიმე წესრიგის დამრღვევ წევრს, არამედ გადადებდა გაკიცხვას ან მამხილებელ დარიგებას, დიდხანს უცდიდა შესაფერის მომენტს, რათა ამ დასასჯელი ძმისთვის აეხსნა და განემარტა, თუ რატომ იმსახურებდა მისი საქციელი მონასტრის წინამძღვრისგან ასეთ მოპყრობას. მოთმინებისა და სიბრძნის გამოვლენას ყოველთვის მოჰქონდა სასიკეთო შედეგი და კეთილად მოქმედებდა ძმობაზე. მონასტრის წევრების დარიგებას რომ დააპირებდა, უპირველეს ყოვლისა, ლოცვას შეუდგებოდა. დარიგებას კი მაშინ იწყებდა, როცა დარწმუნდებოდა, რომ ძმას მღელვარებამ გადაუარა, მზად იყო მისი ნათქვამის მოსასმენად და მისაღებად. ღირსი მამა არასოდეს არავის სჯიდა მკაცრად. ამბობდა: - უმჯობესია მოვიცადოთ, ვიდრე ღმერთი არ მიეახლება და რაღაცნაირად არ მოალბობს კაცის სულსო. ბერის პრინციპი იყო ის, რომ გაეთვალისწინებინა ადამიანის ბუნება და მისი ხასიათის თავისებურებანი. მონასტრის წევრებთან ურთიერთობაში დიდ სიბრძნეს ამჟღავნებდა. თუმცა ბუნებით ფიცხი იყო, მაგრამ მოახერხა, სრულად გარდაექმნა საკუთარი მე და სხვა სათნოებებთან ერთად მემშვიდობის სათნოებაც შეიძინა. როდესაც მრისხანების ვნება მოიცავდა, ცდილობდა, დაუყოვნებლივ განრიდებოდა იქაურობას, თავს იმდაბლებდა ლოცვით და როდესაც უკვე სიმშვიდე დაეუფლებოდა, მაშინღა ამბობდა თავის სათქმელს.

ხშირად წავწყდომივართ, განრისხებულ ადამიანს როგორ არიგებენ, რაც უკურეაქციას იწვევს, დამშვიდების ნაცვლად უფრო მეტად ხელდება, თითქმის კარგავს კონტროლს. ასეთ შემთხვევებში დაფიქრება და გონიერების გამოჩენა გვმართებს. სჯობს მოვიცადოთ, სანამ ეს ადამიანი ცოტათი მაინც დამშვიდდება, გახდება მიმღები ჩვენი სიტყვისა და ამის შემდეგ შევეცადოთ დაველაპარაკოთ, ჭკუა დავარიგოთ. ამგვარად, მშვიდობისმყოფელის მისია რომ შევასრულოთ, ადამიანის შინაგანი მდგომარეობის გათვალისწინება გვმართებს, რაც ტაქტსა და მოთმინების გამოჩენის ხელოვნებას გულისხმობს.

ეკლესიურ ადამიანებს განსაკუთრებით მოეთხოვებათ სიმშვიდე...
სამწუხაროდ, ეს პრობლემა დგას ეკლესიის წიაღშიც, რითაც ჩირქი ეცხება ქრისტიანის სახელს. ხშირად მსმენია არაეკლესიური ადამიანებისგან: "რა აზრი აქვს მათ ეკლესიაში სიარულს და მარხულობას, შეხედეთ, როგორ ცხოვრობენ: ჩხუბობენ, განიკითხავენ, ცილს სწამებენ, ერთმანეთს მტრობენ". ეკლესიის წევრებისგან ასეთი საქციელი, რა თქმა უნდა, უფრო მძიმედ აღიქმება...

სამწუხაროდ, ბევრი დაუბრკოლებია და გაუღიზიანებია ეკლესიაში მოსმენილ უხეშ სიტყვას, სისასტიკეს - ეს შეეხება ეკლესიის მსახურებსაც - მესანთლე იქნება ეს, დამლაგებელი, მედავითნე თუ სასულიერო პირიც კი. ჩვენი ეპოქის გათვალისწინებით, მრევლთან სხვაგვარი მოპყრობაა საჭირო. სიმკაცრე, მკვეთრი გამონათქვამები ხშირად უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე და შესაძლოა განაშოროს კიდევაც ისინი ეკლესიას. მახსენდება ერთი ამბავი: ერთმა ქალბატონმა, რომელიც დეპრესიულ მდგომარეობაში იყო, დააპირა ეკლესიაში მისვლა. სასოწარკვეთილი მოთქვამდა და ტიროდა. ტაძრის ეზოში რამდენიმე მოძღვარი დახვდა. მივიდა და ითხოვა, - თუ შეიძლება, აღსარებას ვიტყვიო. რადგან მას შარვალი ეცვა, მოძღვრებმა უსაყვედურეს: - ჯერ წადი, წესიერად ჩაიცვი, თანაც როცა მოისურვებ, მაშინ აღსარების თქმა სად გაგონილა, ამისთვის სათანადო მომზადებაა საჭიროო. რაღა თქმა უნდა, არ არის წესი, რომ მანდილოსანს ტაძარში შარვალი ეცვას და აღსარებასაც, როცა გინდა, მაშინ ვერ იტყვი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, ეს საყვედური იმდენად უხეშად და არაადეკვატურად იყო ნათქვამი, რომ მეტად მძიმე შედეგიც მოჰყვა - ეს ქალბატონი წავიდა და შემდეგ საკმაოდ დიდხანს დადიოდა ანთროპოსოფიურ წრეში, სურვილიც აღარ ჰქონდა ეკლესიაში მისვლისა. საბედნიეროდ, წლების შემდეგ დაუბრუნდა ეკლესიურ გარემოს. ეს მაგალითი ნათელყოფს, თუ რაოდენ დიდი ტაქტი მართებთ სასულიერო პირებს, რომ მრევლი არ დააბრკოლონ.

ფსიქოლოგიური დახმარების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაც გახლავთ ის, რომ ფსიქოლოგი იყოს რაც შეიძლება მეტად თავაზიანი, ტაქტიანი, რათა ამით ხელი შეუწყოს ადამიანის გახსნას, მისთვის ისეთი პირობების შექმნას, რომ არ დაბრკოლდეს და თავისუფლად ილაპარაკოს საკუთარ პრობლემებზე. არ არის გამორიცხული ხელოვნური მომენტი, როდესაც, ვთქვათ, ფსიქოლოგი ამჟღავნებს ზედმეტ, ცოტა არ იყოს, ყალბ თავაზიანობასაც, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, სწრაფვა არის იმისკენ, რომ ადამიანს ფსიქოლოგიურად დაეხმაროს. სულიერი დახმარება კი უფრო დიდია, ვიდრე ფსიქოლოგიური.

გამოსაყოფია ერთი გავრცელებული საცდურიც, რომელიც მეტ-ნაკლებად იჩენს ხოლმე თავს ახალბედა სასულიერო პირის ცხოვრებაში. ზოგჯერ ასეთები მრევლს უზომოდ მკაცრ მოთხოვნებს უყენებენ, სულიერ შვილებს "ძნელად სატარებელ" ტვირთს ჰკიდებენ და ყველას, მათი ასაკისა თუ სულიერი სიმწიფის მიუხედავად, უზომოდ მკაცრ ღვაწლს სთხოვენ. წარუმატებელი სულიერი ღვაწლის გამო ჰკიცხავენ და ხშირად წარმოთქვამენ მკაცრად მამხილებელ ქადაგებებს. იაკობ მოციქული ბრძანებს: "ნუ მრავალნი ჰმოძღვრიდით, ძმანო ჩემნო. უწყოდეთ, რამეთუ უდიდესი სასჯელი მოიღოთ, რამეთუ ფრიად სცდებით. ყოველი, რომელი სიტყვით არა სცდებოდეს, იგი სრული კაცი არს" (იაკობი 3,1-2). ქადაგება მეტად რთული და საპასუხისმგებლო საშუალებაა, მეტადრე მამხილებელი ქადაგება. ზოგჯერ იგი სახიფათოა და უკუშედეგამდე მივყავართ, რადგან, სამწუხაროდ, მრევლი ყოველთვის ისე როდი აღიქვამს მას, როგორც მღვდელმსახურს სურს. ამიტომ მღვდელმსახურს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს. ზედმეტ მოთხოვნილებასა და სიმკაცრეს შედეგად შეიძლება მოჰყვეს ზოგიერთი მორწმუნის შინაგანი განგრილება და თვით გაუცხოებაც კი ეკლესიისადმი.

ასე რომ, მშვიდობისმყოფელობა განსაკუთრებული ნიჭია. ამ ნიჭის მოპოვება გულისხმობს ძალიან დიდ ძალისხმევას, საკუთარ თავზე მუშაობას და დიდ ტაქტს ურთიერთობაში, რაც ხშირად გვაკლია დღევანდელ ადამიანებს.


ლოცვის სიტყვები:
"უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ, დაგვიმშვიდე ცხოვრება, მოგვანიჭე სიყვარული, რომელიც დაძლევს ყოველ წინააღმდეგობას. დაე, ამ სიტყვების მორჩილება - ეძიე მშვიდობა და ისწრაფე მისკენ - იმარჯვებდეს ყოველგვარ განხეთქილებაზე, რომელიც გვიშხამავს ცხოვრებასა და გულს. "ამიერითგან, ძმანო, გიხაროდენ, განმტკიცენით, ნუგეშინისცემულ იქმნენით, ნუგეშინის სცემდით, მასვე ზრახევდით, მშვიდობასა ჰყოფდით და ღმერთი სიყუარულისაი და მშვიდობისაი იყავნ თქვენ თანა" (2 კორინ. 13,11). ამინ!"

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat