სიმართლე არის მხოლოდ ერთი - უფალი და ჭეშმარიტება
სიმართლე არის მხოლოდ ერთი - უფალი და ჭეშმარიტება
გვესაუბრება ვაზისუბნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მოძღვარი მამა გურამ გამცემლიძე:

- ქრისტიანისა და მართლმადიდებლისთვის სიმართლე ცხოვრების წესი უნდა იყოს. თუ ადამიანი არ არის მართალი, ის ვერ იქნება ღვთისმსახური. მართლმადიდებლობა ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგიაა. მართლმადიდებლური ეკლესიის მთელი ისტორია მხოლოდ სიმართლის დაცვაზეა აგებული. საქართველოს ისტორიაც ამის ბრწყინვალე მაგალითია... ჩვენს ცხოვრებაში უნდა ვხედავდეთ, თუ რა არის სიმართლე და როგორ შეიძლება ვიცხოვროთ მართალი ცხოვრების წესით.

- რატომ უნდა შევიყვაროთ სიმართლე?

- არათუ უნდა შევიყვაროთ, სიმართლით უნდა ვიცხოვროთ. თუ ადამიანი ბუნებით ქრისტიანია და ცხოვრობს მართლმადიდებლურად, ეკლესიურად, მას სხვანაირად არც შეუძლია. ის თუ სიმართლეს არ ემსახურება, მაშინ ემსახურება ტყუილს. ტყუილი კიდევ, იცით, რომ ეშმაკისგან მოდის. არიან ადამიანები, რომლებიც ეკლესიაში არ დადიან. ისინი სხვა სიმართლეს ემსახურებიან. მათთვის სიმართლე არ არის ის ჭეშმარიტება, რასაც მართლმადიდებლობა და ეკლესია ემსახურება. მათთვის სიმართლეა თავიანთი თვალით დანახული და არა ქრისტესმიერი, ეკლესიური სიმართლე. ის ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ერში და ცხოვრობენ ეკლესიურად, ამ ურთულეს პერიოდში ექმნებათ პრობლემები სწორედ სიმართლესთან და ტყუილთან მიმართებით. როგორ უნდა გაარჩიონ სიმართლე ტყუილისგან თუ მათ არ იციან, რა არის სიმართლე? როგორ მიხვდებიან ისინი, როცა არა აქვთ ორიენტირი, თუ რა არის ჭეშმარიტება? ტყუილს აუცილებლად ხვდება უარყოფითი შედეგები. ღვთის წინაშე არაფერია დაფარული. როცა ადამიანი არ ცხოვრობს ეკლესიურად, ის ვერ იქნება მართალი ადამიანი. სიმართლე არის თავგანწირვა, თავდადება, სიმამაცე და სიძლიერე. არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც მართალი სიტყვისთვის იდევნები. წუთისოფელში ყოველთვის იყო და დღესაც ასეა, მართალი ადამიანი მუდამ იდევნებოდა. თუ გადავხედავთ უახლოეს წარსულს, ვნახავთ, რომ ხშირად ადამიანები იდევნებოდნენ და ამისთვის სასჯელს იხდიდნენ ხოლმე. დღევანდელი ცხოვრებაც არის ასახვა იმ სიმამაცისა, რასაც ქართველი ადამიანი ყოველთვის ატარებდა შინაგანად თავის ბუნებაში და თავის რწმენაში. განსაკუთრებით ღვთისმსახურმა უნდა თქვას სიმართლე ყველაფერზე. სასულიერო პირი თავის ერს, სულიერ შვილებს მაგალითს უნდა აძლევდეს და ემსახურებოდეს მხოლოდ სიმართლეს.

სიტყვა და საქმე
- როდესაც მოძღვარი საუბრობს, თუნდაც პოლიტიკოსი ან ნებისმიერი ადამიანი, მის სიტყვას და მიმართვას მაშინ აქვს ძალა, როცა მისი სიტყვა და საქმე ერთმანეთს ემთხვევა. თუ ადამიანი თვითონ არ ასრულებს, არ ემსახურება სიმართლეს და რასაც ქადაგებს, მის უკან საქმე არ დგას, ეს არის ფუჭი საუბარი. ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება აკეთებს სიკეთეს, მოღვაწეობს სხვადასხვა საქმისათვის, მის სიტყვას უკვე ძალა აქვს. ამ ადამიანმა თავისი სიტყვა საქმით დაამტკიცა.

- როგორ უნდა იცხოვროს ჭეშმარიტად ეკლესიურმა ადამიანმა თანამედროვეობაში?

- ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა რთულია, მაგრამ ამ დროს არის იოლიც და ბედნიერებაც. თუ მართლმადიდებელი ადამიანი სიმართლით ცხოვრობს, ის ბედნიერია. ამ ქვეყანაზეც ბედნიერია და სასუფეველშიც დაიმკვიდრებს მარადიულ ნეტარებას. თუ როგორ უნდა იცხოვროს, ეს ყველა ადამიანმა თავად უნდა განსაზღვროს გარკვეულ სიტუაციაში. როცა მას დაუდგება მომენტი, თავად უნდა გააკეთოს არჩევანი, როგორ მოახერხოს, თუ მას შეუძლია საქმით დაამტკიცოს, საქმით უნდა გააკეთოს მართალი საქმე, ზოგს სიტყვით შეუძლია სიმართის თქმა. Nნებისმიერ ადამიანს აქვს სამსახური, ჰყავს ოჯახი. თუ არ აქვს სამსახური, ოჯახი ხომ მაინც ჰყავს? მისი ცხოვრების წესი როგორიც იქნება, ისეთ მომავალ თაობას აღზრდის. თუ ის სიმართლეზე იქნება აგებული და იქ არ იქნება მოტყუება, ეს ადამიანი აღზრდის თავდადებულ შვილებს, რომლებიც ქვეყანას გამოადგებიან. თუ იქნება ტყუილი, მაშინ შვილებიც ისეთები გაიზრდებიან, როგორსაც ოჯახში ხედავენ. თუ ადამიანს აქვს სამსახური, სამსახურშიც სიმართლით უნდა იმსახუროს. როგორ? ეს უკვე ძალიან მარტივია. თუ ქრისტიანია და მართლმადიდებელი, იცის, რომ თუ უფროსის ბრძანება ან მითითება ღვთის მცნებების საწინააღმდეგოა, მან არ უნდა შეასრულოს. ამაში ცუდი არაფერია.

აღსარება
ჩვენ ვიცით, რომ აღსარების საიდუმლოში ნებისმიერ ცოდვას თუ ადამიანი ინანიებს, მიეტევება. არსებობს ისეთი ცოდვა, რომელიც ადამიანს არ მიეტევება. ღმერთი სიყვარულია და ყველა ცოდვას გვპატიობს, მაგრამ ერთადერთი, რაც შეიძლება უბრალოდ ვერ გაპატიოს - ეს ტყუილია. თუ იტყუება ის და ფარისევლურად აღიარებს, იქ შენდობაზე საუბარიც ზედმეტია. იმდენად მძიმე ცოდვაა ტყუილი.

- მამაო, მართალი ადამიანი ღვთის წინაშე გამართლდება?

- რა თქმა უნდა. წუთისფელშივე იწყება ჩვენი გამართლება. თუ აქ ვიქნებით მართლები, ღვთის წინაშეც გავმართლდებით. როგორ ვიცხოვრებთ, ჩვენზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, ეს არ არის მარტივი, ძალიან რთულია. ადამიანს სიმართლისთვის უნდა ჰქონდეს თავგანწირვის, სიმამაცის მარცვალი. ეს თავისთავად არ მოდის, ეს გაქვს იმ შემთხვევაში, თუ ქრისტიანი და მართლმადიდებელი ხარ, თუ ეკლესიურად ცხოვრობ. თუ ღვთის მცნებებს იცავ და ამ ცხოვრების წესით ცხოვრობ, ღმერთთან სიახლოვეში ხარ და მაშინ გეძლევა სიმამაცე. ასეთ ადამიანს შეუძლია იცხოვროს მართალი ცხოვრებით და შენი სიმართლით ღვთის წინაშე მართლდები.

- სიმართლის თქმა ყველა შემთხვევაში სასურველია?

- ადამიანს აქვს თავისუფალი ნება, თავისუფალი არჩევანი, რითიც შეუძლია ან კარგი გააკეთოს, ან ცუდი. სიმართლის თქმა ყველა შემთხვევაში აუცილებელია. ადამიანის გადასაწყვეტია, თუ როდის უნდა თქვას სიმართლე. სიმართლე ყოველთვის უნდა თქვა. თავად უნდა განსაზღვრო, როდის აღიარო. არ არსებობს ისეთი საქმე, რომ სიმართლის თქმა არ შეიძლებოდეს. სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს. სიმართლის გამო შეიძლება დაისაჯო კიდეც, ასეა ცხოვრება მოწყობილი. ბოროტი ყოველთვის სიმართლეს ებრძვის, მაგრამ ეს არის თავგანწირვა და თავდადება. იმ მომენტში შეიძლება დაისაჯო, მაგრამ ეს აუცილებლად კეთილ ნაყოფს გამოიღებს. შეიძლება ადამიანმა დანაშაული ჩაიდინოს და უჭირს ამის თქმა, აღიარება, შეიძლება საპატიმროში ჩასვან და დაისაჯოს, მაგრამ სჯობს საპატიმროში ჩაჯდეს, იქ დაისაჯოს რამდენიმე წელი, ვიდრე ღვთის წინაშე სამუდამოდ დაისაჯოს.

***
ორი სამსჯავროა: კერძო სამსჯავრო, როდესაც ადამიანი გადის ამ ქვეყნიდან და საყოვეთაო სამსჯავრო, როდესაც უფალი საბოლოოდ განსჯის მართლებს და მტყუანებს. დასჯის იმ ადამიანებს, რომლებიც მართლად არ ცხოვრობდნენ. როგორ? ძალიან მარტივია: თუ მართლად არ ცხოვრობდა ამქვეყნად ადამაინი, სიკეთეს არ აკეთებდა, სცოდავდა, მაგრამ ინანიებდა თავის ცოდვებს, ასეთი ადამიანი ცხონდება და მოხვდება სასუფეველში. ხოლო თუ ადამიანი მთელი ცხოვრება ცრუობდა, აღსარებაშიც ცრუობდა, ის ვერ გამართლდება ღვთის წინაშე.

რაც შეეხება ღვთის სამსჯავროს და ღვთის სამართალს, მთავარი მაინც სიმართლე ყოფილა ღვთის სამსჯავროს წინაშეც.

- ერისა და სასულიერო პირებს სხვადასხვანაირად მოეკითხებათ?

- ღვთის წინაშეც და მოყვასის წინაშეც სასულიერო პირს მეტი პასუხისმგებლობა აქვს, ვიდრე ერის ადამიანს. ერის ადამიანს არ მოეთხოვება ის, რაც მოეთხოვება მღვდელმსახურს. სასულიერო პირის ცხოვრების წესი სულ სხვა არის, ამ ადამიანებს თავი აქვთ გადადებული. ღვთისმსახური არის მწყემსი, რომელმაც თავი დადო თავისი ცხოვარისთვის. მათი ყოველდღიური ცხოვრება არის თავგანწირვა. ყველაფერი ეს კეთდება მრევლის გამო. ეს ადამიანები, ღვთისმსახურები, უნდა იყვნენ მსახურები თავიანთი მრევლისა. ერისკაცი ცხოვრობს ჩვეულებრივი ცხოვრებით და თავისი სიმართლით, თავდადებით, მაგრამ ის არ არის წინამძღოლი. მას უნდა უყვარდეს თავისი მოყვსი, დაეხმაროს, აუხსნას, ასწავლოს. ღვთისმსახური წინ უნდა მიუძღოდეს თავის სამწყსოს. როგორ უნდა მიუძღოდეს? სიმართლე არის ერთადერთი ჭეშმარიტება. სხვა ჭეშმარიტებას ქრისტიანული სამყარო არ იცნობს. ერთადერთი ჭეშმარიტება არის უფალი. თუ ამ გზით არ მიჰყავს მოძღვარს თავისი მრევლი, მაშინ ის სიბნელეში მიდის. მას არა აქვს არათუ ჭეშმარიტება და სიმართლე, არამედ არანაირი მანათობელი არ უჭირავს. მოძღვარი უნდა ცდილობდეს, იაროს მხოლოდ სიმართლით და თავისი მრევლი უფალთან მიიყვანოს.

თუ ადამიანი არ ცხოვრობს ღვთის მცნებების დაცვით, ის ვერ შეძლებს თანამედროვე ცხოვრებაში სიმართლით იაროს და ღვთის მცნებები დაიცვას. ეს ურთიერთკავშირშია. როდესაც დილით ადამიანი გაიღვიძებს და სახლიდან გამოვა, ღვთის წინაშე წარდგება და ლოცვას ამბობს, მთელი დღე მან უნდა გაატაროს იმ შეგრძნებით, რომ უფალი მას ხედავს. შეუძლებელიცაა მან არ იცხოვროს სიმართლით და ღვთის მცნებების დაცვით. შეიძლება რაღაც კონკრეტულ შემთხვევაში არ გვაქვს იმდენი სულიერი სიძლიერე, რომ ვგრძნობდეთ ჩვენ უფლის ხელს. მაგრამ არის მამხილებელი სინდისი, რომელიც სულ ჩვენთან არის. ამ სინდისს კი ვერსად გავექცევით. სინდისი ყოველთვის ჩვენთან არის. თუ არ ცხოვრობს ადამიანი ქრისტიანულად და სინდისსაც წაუყრუებს, შეიძლება შუბლის ძარღვი გაუწყდეს და იმანაც ვეღარ ამხილოს მერე. ამ მდგომარეობამდე მიდიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც უნამუსო ადამიანი ჰქვიათ... მათ უსამართლო და ბოროტი ადამიანები ჰქვიათ. ღმერთმა დაგვიფაროს, ასეთი ადამიანები ძალიან ცოტანი არიან. მთელი დღის განმავლობაში ადამიანი უნდა ცდილობდეს, სინდისის მამხილებელი საქმე არ გააკეთოს. ყოველთვის აქვს ადამიანს შემთხვევები, როცა მას შეუძლია სწორად იცხოვროს, მას შეუძლია არასწორად გააკეთოს რაღაც, მაგრამ არ არსებოს ისეთი ადამიანი, რომელსაც სინდისი არ ამხელდეს. ეს არის ღვთის მიერ ბოძებული ნიჭი, ჩვენი მამხილებელი. სინდისის კარნახით უნდა იცხოვროს ადამიანმა. თუ რაღაც ისეთს არ აკეთებს, არ არსებობს, არ შეიძლება, რომ მას არ ჰქონდეს გულში ხინჯი და სინდისის მამხილებელი განცდა...

შევეცადოთ ვიცხოვროთ მხოლოდ და მხოლოდ სიმართლით, ღვთის მცნებების დაცვით. ეს არის ჩვენი ცხოვრების არსი და მიზანი, რომ იცხოვრო სიმართლით და უფალთან ერთობაში.



ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.06.2023

გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის და ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის

30.06.2023
წმინდა იოანე მაქსიმოვიჩი ბრძანებს: "ნუ შეგეშინდებათ ბრძოლების და განსაცდელების, თქვენ უკვე გამარჯვებულ ბრძოლაში ხართ ჩაბმულენი"...
21.05.2022
გვესაუბრება ქუთაისის   გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის წინმძღვარი დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:

-სიმდაბლე ეს არის სათნოებათა გვირგვინი, 
22.03.2022

გვესაუბრება ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური,

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით

27.02.2022

მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელის აუდიოწიგნის ჩანაწერების ამოკრებილი საუბარი მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის გიორგის (ჯამდელიანი) ლოცვა-კურთხევით წიგნად არის გამოცემული.

14.02.2022
გვესაუბრება იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

- ფსალმუნი ღაღადებს, "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი". რა არის შური და რა პრობლემების წინაშე შეუძლია დაგვაყენოს?
14.02.2022
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და
13.02.2022

გვესაუბრება ერკეთის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა):

- სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ჩვენთან არს ღმერთი!

24.01.2022

გვესაუბრება ბევრეთის წმინდა თეკლას სავანის იღუმენი იოანე (ჩაჩიბაია):

-თუ გსურს, მშვიდი ცხოვრება გქონდეს და შენს გულს სხვადასხვა სადარდებელი მოშორდეს,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat